აიუს პ.ო.ვ
გაიღიმა ჩემსკენ წამოვიდა და ლოყაზე მაკოცა.მერე დედასაც ლოყაზე აკოცა და ჩემს წინ დაიკავა ადგილი.
-აბა როგორ ხართ?(მინჰო)
-კარგად ძამიკო შენ?(მე)სახე უკვე დამეჭიმა.მშობლებს ვერ ვაჩვენებ მაგრამ ამ ტიპის გაგლეჯვა მინდა.მაცადე მარტო დავრჩეთ რას გიზამ
-დაო გამიკვირდა აქ რომ გნახე მე მეგონა სეულში აღარ დაბრუნდებოდი!(მინჰო)
-სამსახურის გამო ჩამოვიდა და ორ თვეში კვლავ ბუსანში ბრუნდება!(მამა)მამას და მინჰოს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ.მიკვირს ახლა ასე დაძაბული ხმა რომ აქვს მამას
-და სად მუშაობ?(მინჰო)
-ჩემი მეგობარი ლი ხო იცი აი მის კომპანიაში(მამა)
-კარგი მოდი შენ გკითხავ მამა აზრი აღარ აქვს ჩემს დასთან საუბარს მაინც არ მაცლი და ლი რომ თქვი ლი ჯონგინს გულისხმობდი ლი ჯონ სუკის ჩემი მეგობრის მამას?(მინჰო)გაოგნებულმა იკითხა.მამამაც თავი დაუქნია.გაეცინა
-მიკვირს დაო გეთქვა ჩემთვის და არ მოგიწევდა მაქ მუშაობა ჩემთან გამუშავებდი,შენნაირი ჭკვიანი დაიკო ყველას კი არ ჰყავს.(მინჰო)
-კარგი გეყოთ.შვილო შინჰეი როგორაა?(დედა)მინჰომ ხელი მოკუმა აშკარად არ ესიამოვნა ეს შეკითხვა.არადა შინჰეიზე რომ ელაპარაკებოდნენ ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე იყო ახლა კი რატომღაც არ ესიამოვნა
-ხო კარგადაა მგონი(მინჰო)
-მგონი?(დედა)
-ახლა ინგლისშია დიდად კონტაქტს ვერ ვახერხებთ ძალიან ბევრი საქმე აქვს მაგრამ რამე რომ დამართნოდა გავიგებდი.(მინჰო)აშკარად რაღაცის დამალვას ცდილობს
-ძამიკო მე ჭამას მოვრჩი უი შენც მორჩი ხო წამო ბარგის ამოლაგებაში დაგეხმარები(მე)ვანიშნე რომ გამომყოლოდა.ოთახში შევედით
-მომიყევი რა მოხდა შენსა და შინ-ჰეის შორის?(მე)
-მეგონა ვერ მიტანდი(მინჰო)
-ვერგიტან მაგრამ ჩემი ძმა ხარ ამიტომ მიდი თქვი რამდენი ხანია რაც ერთად აღარ ხართ?(მე)თავი ჩახარა და ლოგინზე დამსვა თვითონაც დაჯდა და თავი ხელებში მოიქცია.ღრმად ამოისუნთქა და შემომხედა
-ნახევარ წელზე მეტია თითქმის შვიდი თვე(მინჰო)გავვოგნდი.დედა უკვე ქორწილის გეგმებს აწყობს.ეს ორი უკვე ხუთ წელზე მეტია რაც ერთად არიან და რა დაემართათ?
-რატომ?(მე)
-ბოლო პერიოდში ურთიერთობა გაგვირთულდა.სულ ვჩხუბობდით და ბოლოს მითხრა რომ მას უკვე მობეზრდა ასეთი არეული ურთიერთობა და ორივესთვის სასიკეთო იქნებოდა თუ დავშორდებოდით(მინჰო)თქვა და თვალები აუცრემლიანდა
-დამშვიდდი (მე)მივედი და ჩავეხუტე.მანაც მომკიდა ხელი და ძლიერად ჩამეხუტა..ბოლოს დამშვიდდა და რა თქმა უნდა სუკზე მკითხა
-აბა სუკთან რა ხდება?(მინჰო)
-მოვრიგდით.თავიდან მტრები ვიყავით მიწასთან გამასწორა რასაც ჰქვია (მე)
-უფრო კონკრეტულად არ შეიძლება?(მინჰო)
-მოკლედ....
*1-ი საათის შემდეგ*
-და აი ასე მოვრიგდით(მე)
-მომისმინე შეიძლება ჩემზე გაბრაზდი რადგან სუკისთვის არაფერი მითქვამს მაგრამ ყველაფერი ეგრე მარტივად არაა.როცა შენ წახვედი სუკმა ოთახის კარი ჩაკეტა.ხან ყველაფერს ამტვრევდა,ან ტიროდა,ან ყვიროდა, ან კუთხეში იჯდა და ერთ წერტილს აშტერდებოდა.განადგურებული იყო.შენთან მოსვლას ვერ ბედავდა.შენი აზრით მას რომ გაეგო რომ თავის მოკლა სამჯერ სცადე რას გააკეთებდა?სუზისაც მოკლავდა და თავსაც მოიკლავდა.მაპატიე დაიკო მაგრამ ამას ვერ დავუშვებდი.ბოდიში.მირჩევნია მე გეზიზღებოდე ვიდრე...(მინჰო)ვეღარ დაასრულა და უბრალოდ თავი ჩახარა.გავვოგნდი და თავი ვეღარ შევიკავე მეც ავტირდი.ასე რატომ დავისაჯე რა დავაშავე ასეთი?
-კარგი მესმის შენზე აღარ ვბრაზობ(მე)ჩავეხუტე და ავტირდი გული საშინლად მტკიოდა მაგრამ მან უეცრად ცრემლები მოიწმინდა და ალმაცერად შემომხედა
-ის ვიღაც ვუკი ვინაა?(მინჰო)
-გახსოვს ჩვენ მეზობლად რომ ცხოვრობდა ერთი ბიჭი ჩემი ბავშობის საუკეთესო მეგობარია(მე)
-აა მერო ამერიკაში ვიყავი,მაშინ ვიღაც მეზობლის ბიჭთან რო მეგობრობდი.(მინჰო)
-ხო და ახლა ამერიკიდან დაბრუნდა თვითონაც და მეგობრობა აღვადგინეთ(მე)
-და მარტო მეგობრობა თუ?(მინჰო)
-ჯერჯერობით მარტო მეგობრობა(მე)და თავი დავხარე რადგან ლოყები ამიწითლდა
-ჯერჯერობით?!(მინჰო)ავიხედე და დეჯავუს შეგრძნება მქონდა ზუსტად ასეთი სახე ჰქონდა ბექიონს და ვუბინსაც
-კაი კაი გეყოთ რა სამივეს კაი წავედი დავიძინე ხვალ ადრე უნდა ავდგე(მე)
-მე წაგიყვან(მინჰო)
-არა ვუკი მომაკითხავს(მე)
-კაი რა მე წაგიყვან გთხოვ გახსოვს სკოლის დროს ხომ დამყავდი ახლაც მე წაგიყვან(მინჰო)
-კარგი ხო კაი(მე)წამოვედი და ვუკს დავურეკე
*აიღო*
-გისმენი(ვუკი)თბილი ხმით მითხრა.ახ ახლა გამახსენდა სანამ წამოვიდოდი რა გავაკეთე.ნერწყვი ღრმად გადავყლაპე და დავიწყე
-ვუკ ხვალ შეგიძლია არ მომაკითხო?იცი ჩემი ძმა ჩამოვიდა და მთხოვა მე გაგიყვანო და უარი ვეღარ ვუთხარი(მე)
-კარგი კარგი დამშვიდდი არ მწყენია.მარტო იმიტო არ გიშვებდი რომ შენზე ვნერვიულობდი მაგრამ ასე მარტივად არ იქნება გაიგე ხვალ ჩემთან ერთად ივახშმებ(ვუკი)
-რა?(მე)
-ხო ხვალ 8-ზე მოგაკითხავ და სადმე წავიდეთ და ვივახშმოთ(ვუკი)არ ვიცოდი რა მეპასუხა მაგრამ რატომაც არა?
-ვუ ეს ეს...პაემანია?(მე)ის გაჩუმდა.მაგრამ მალევე ჩაიცინა
-გინდა რომ პაემანი დავარქვათ?(ვუკი)
-კი(მე)დაუფიქრებლად ვუპასუხე
-მაშინ შესანიშნავია ჩვენი პირველი პაემანი ხვალ იქნება(ვუკი)ძალიან გახარებული ხმა ჰქონდა.
-ძილინებისა(მე)
-ძილინებისა პრინცესა(ვუკი)
*ზარის დასასრული*
ლოგინზე ავედი და ხტუნვა დავიწყე.
-რას აკეთებ?(მინჰო)კარი შემოგლიჯა.გაოგნებული უყურებდა თუ როგორ დავხტოდი პატარა ბავშვივით ლოგინზე.
-მინჰო ხავლ პაემანზე მივდივარ(მე)ვთქვი და შევახტი
-სად მიდიხარ გოგო?!(მინჰო)უფროსი ძმის ტონით მითხრა
-კაი რა მოხდა 23-ი წლის ვარ იმედია პაემანზე წასვლას არ დამიშლი?!(მე)
-არა არა მაგრამ..(მინჰო)აშკარად არ უნდა რომ გამიშვას
-კარგი ნუ ბუზღუნებ ვუკი კარგი ბიჭია დარწმუნებული ვარ დაახლოვდებით(მე)
-ხო აბა რა(მინჰო)ისევ ბურდღუნებს.მე ლოყაზე ვაკოცე და ჩემი ოთახიდან გავაგდე.
ლოგინში მოვკალათდი და მალევე დამეძინა
ვუკის პ.ო.ვ
როგორც კი აიუმ გათიშა ხუთი წუთი გაშეშებული ვიყავი მერე კი ვიყვირე მუსიკები ჩავრთე და სიმღერა დავიწყე.დედა და მამა მაშინვე ოთახში შემოვიდნენ დედა შეშინებული მიყურებდა მამას კი ეცინებოდა
-შვილო რა მოხდა?(დედა)
-დედა ხვალ პაემანზე მივდივარ(მე)დედამ თვალები გადაატრიალა
-შვილო რამდენი წლის ხარ ასე პატარა ბავშვივით უნდა იხტუნო?კარგი რა(დედა)
-კარგი ძვირფასო აცადე ვერ ხედავ ის გოგო უყვარს იხტუნოს რამდენიც უნდა მაგრამ მერე შვილიშვილები უნდა გვაჩუქოთ(მამა)მე გამეცინა ორივესთან მივედი და მაგრად ვაკოცე
-ხუთი არა რამდენიც გინდათ იმდენ შვილიშვილს გაჩუქებთ ოღონდ ყველაფერი ისე მოხდეს როგორც მინდა(მე)
-კარგი დაიძინე დაიძინე(დედა)და ოთახიდან გავიდნენ მე კი მაშინვე ჩემს შეშლილ ძმაკაცთან დავრეკე
(ხალხო აქამდე ვუკის ძმაკაცს ჯუნის ვეძახდი სინამდვილეში არის ჯონგ-კი, სონგ ჯონგ კი დარწმუნდებული ვარ ეს მსახიობი ყველამ იცით
ეს ფოტო სპეციალურად დავდე ეს ბიჭი ყველამ იცით მზის შთამომავლებიდან იმიტომ გაჩვენეთ ფოტო რომ მასზე წარმოდგენა გქონდეთ)
-ჯონგკი ხვალინდელი შეხვედრა გადადე საქმე მაქვს(მე)
-იცოდე ახლა მაგას იმიტომ თუ ამბობ რომ მაგ ტიპებთან შეხვედრა არ გინდა მოგკლავ(ჯონგკი)
-არა არა პაემანი მაქვს(მე)
-ჰა აბა რა შენ სერიოზულად...(ჯონგკი)გავაწყვეტინე
-ხო ხო მაგრამ ეს ის გოგოა აი ბავშობაში პირველი სიყვარული და აი ის გოგო მაშინ გზაში რო ვნახე(მე)
-მოიცა ეგ ერთი და იგივე ადამიანია?(ჯონგკი)
-კი(მე)
-კარგი ძმაო არაა პრობლემა გაერთე ყველაფერი კარგად იქნება(ჯონგკი)
-ხო ხო წავედი(მე)
-კარგად(ჯონგკი)
-ტელეფონი დავდე დავწექი და აიუზე ფიქრში დამეძინა
აიუს პ.ო.ვ
დილით ადრე გავიღვიძე.მოვემზადე
ქვემოთ ჩავედი მაგრამ მარტო მშობლები იყვნენ.მამა გაზეთს კითხულობდა დედა საუზმეს ამზადებდა.მე ჩამეცინა და ბოლო ხმაზე დავიყვირე
-მე გავაღვიძებ.(მე)საძინებელში ავირბინე.ისევ იდეალური ძილი აქვს.
თვალები ამიცრემლიანდა.ის დრო გამახსენდა როდესაც სკოლაში დავდიოდი.სულ ასე იყო დილის რუტინასავით.ვწუხვარ რომ ეს ყველაფერი დაინგრა.მაგრამ არა ყველაფერი კარგად იქნება ხო?ყველაფერი იდეალურად იქნება.
-აე აეგდე თორე შენს წილ საჭმელსაც მე შევჭამ(მე)გავიცინე და ისიც ღიმილით წამოდგა
-თურმე რა მაკლდა აი ამ სიტყვებით გაღვიძება.მომენატრე დაიკო(მინჰო)მოვიდა და გადამეხვია.
-წამო ჩავიდეთ(მე)
-ხო მოვემზადები და წავიდეთ(მინჰო)მე ქვემოთ ჩავედი და ისიც მალე ჩამოვიდა
ვისაუზმეთ და ჩემი ძმის მანქანით წავედით სამსახურში
-ძამიკო აქ ჩამომსვი ხომ იცი არ მინდა ვინმემ დამინახოს შენი მანქნიდან გადმოსული(მე)
-კარგი სამსახურის შემდეგაც მე წამოგიყვანო?(მინჰო)
-არა არა საყიდლებზე უნდა გავიდე თორე ნორმალური ტანსაცმელი არ მაქვს(მე)
-მოიცა მაგას რას უწუნებ?(მინჰო)
-მინჰო ეს ძალიან ღიაა.მაგრამ არც ჩემი უცნაური ტანსაცმელი მომწონს ამიტომ რამე ნორმალურს ჩავიცვამ(მე)
-კარგი(მინჰო)გადმოვედი და სწრაფი ნაბიჯით შევედი კომპანიაში.მეღადავები ლიფტში მინჰო დამხვდა.
-ასე სწრაფად თუ დადიოდი არ მეგონა.(მინჰო)ამ დროს ვიღაცამ ხელით კარი დაიჭირა.
-ჩანი როგორ ხარ?(მე)
-კარგად შენ?(ჩანი)გადამკოცნა
-კარგად.რამდენი ხანია არ მინახიხარ სად ხარ?უცებ თუ მოგკრავ ხოლმე თვალს(მე)
-არ თქვა გადარეული უფროსები გვყავს.საქმე და საქმე.ნუ ყველა თავისებურია.ეს ჯონსუკი სამუშაოზე გადაყოლილია მართალია სამსახურში იშვიათად დადის მაგრამ ალბათ იმიტომ რომ თითქმის სულ უცხოეთში აქვს შეხვედრები.ეს ბექიონი კი გაქანებული მექალთანეა მგონი ერთადერთი შენ დარჩი ვისთანაც ფლირტი არ გაუბამს და ის ვუბინი.მოჩვენებაა ეგ გეფიცები მიდის მოდის მეტი არფერი.აი არ ვიცი შეშლილები(ჩანი)ამაზე ჩემი ძმისკენ გავაპარე თვალი რომელიც ჩუმად ფხუკუნებდა
-და ხომ იცი მაგათ კიდე ერთი ყავთ მინჰო(ჩანი)ნერწყვი ღრმად გადავყლაპე.ჩემმა ძმამ კი ყურები ცქვიტა
-ამბობენ ეს სამი ერთად რომ აიღო აი ეგეთიაო მარა მე ვერაფერს ვიტყვი ნამდვილად არ ვიცი.აქ ერთი წელია რაც ვარ და არასდროს მინახავს.(ჩანი)
-ხოო?(მე)
-ჰო(ჩანი)ამ დროს ლიფტიც გაჩერდა და მინჰო წინ გაიჭრა.პირდაპირ სუკის კაბინეტისკენ წავიდა .ჩანიოლიც გაჩერდა და მთელ სართულზე ყველა.უფლების გარეშე ასე ვინ მიიკვლევს გზასო გაუკვირდათ.
-უკაცრავად სერ შეხვედრა დანიშნული გაქვთ?(ასისტენტი)
-არა(მინჰო)
-კარგი თქვენი სახელი მითხარით და გავიგებ შეხვედ...(ასისტენტი)მინჰომ გაწყვეტინა
-ლი მინ ჰო შეიძლება შევიდე?(მინჰო)სათვალე მოიხსნა
-ბატონო მინჰო?(ასისტენტი)ყველამ თავი დაუხრა მინჰოს.მინჰომ ჩაიცინა და კარში შევიდა
-ჯიეუნ?შენი აზრით გაიგონა რაც ვთქვი?(ჩანი)შეშინებული ხმით თქვა
-მგონი კი მაგრამ არ ინერვიულო ყველაფერი კარგად იქნება(მე)ნუ აბა გაბედოს და რამე გითხრას
-წამო ვიმუშავოთ(ჩანი)
-ხო(მე)
ავტორი:
ნუ ეს თავი დიდია მართალია არც ისე ინტრიგული დასასრულით როგორც ყველა მაგრამ ყველანაირად ვეცადე კარგი თავი გამოსულიყო ნუ კარგია თუ არა თქვენ შეაფასებთ ამას.ნუ მოკლედ მომდევნო თავი სამაგიეროდ საკმაოდ კარგი იქნება.ხომ უნდა გაიგოთ რატომ ვერ იტანენ ლი ჯონ სუკი და ვუკიტო ერთმანეთს და მალე გაიგებთ.მიყვარხართ და დავოუთება და დაკომენტარება არ დაგავიწყდეთ >3 >3
You are reading the story above: TeenFic.Net