მინჰოს პ.ო.ვ
კაბინეტში შევედი თუ არა სამივემ მე შემომხედა.
-მინჰო?(ბექი)მოვიდა და ბედნიერმა გადამეხვია
-მინჰო(სუკი)ისიც გადამეხვია.ვუბინმა კი ხელი გამომიწოდა
-კეთილი იყოს შენი დაბრუნება(ვუბინი)
-მადლობა(მე)
-მეგონა შინჰეისთან ერთად ჩამოხვიდოდი(ბექი)
-ბექიონ!(სუკი)რა თქმა უნდა სუკმა იცის.სუკი და შინჰეი მეგობრები არიან და თან ბავშობის.მართლა რომ დაძმასავით არიან,გასაკვირი არაა რომ ჩვენი დაშორების შესახებ მას მოუყვა(არა რა ეს გოგო "შენჰეი " შოკში მაგდებს.სინამდვილეში ის ლი ჯონ სუკის ცოლი იყო ვერ გეტყვით მგონი შვილიც ჰყავთ ეს ინფორმაცია დაზუსტებით არ ვიცი.ასევე სინამდვილეში ის ლი მინჰოს შეყვარებულიც იყო.ნუ ვინმეს თუ აქვს ნაყურები დორამას სახელად "ჩემი სიყვარული სხვა ვარსკვლავიდან" აი სწორედ იქ მონაწილე მთავარი პერსონაჟის ბიჭის შეყვარებულიც იყო.ნუ მოკლედ კორეის სილამაზეები დაიპყრო და ნუ აი მისი სურათიც რომ გქონდეთ წარმოდგენა თუ როგორ გამოიყურება
Park Shin-hye
ნუ "მემკვიდრეები" ვისაც აქვს ნაყურები დარწმუნებული ვარ იცით ეს გოგო)
-რა?რა მოხდა?(ბექი)
-არაუშავს სუკ.მოკლედ მე და შინჰეი დავშორდით(მე)ბექიმ გაკვირვებულმა გამომხედა ხოლო ვუბინის სახე არაფრის მთქმელი იყო.მეგონა გაუხარდებოდა მას ხომ უკვე წლებია შინჰეი უყვარს.ჩვენი ურთიერთობაც უკვე წლებია გაფუჭებულია ესეც შინჰეის გამო. შინჰეი ორივეს გვიყვარდა მაგრამ შინჰეიმ ბოლოს მე ამირჩია და სწორედ ამის გამო გვქონდა ყოველთვის კონფლიქტი მე და ვუბინს.
-გამომყევი(ვუბინი)მეც თავი დავუქნიე და კაბინეტიდან გავედით.მანქანაში ისე ჩავჯექით.გზაში ხმა არცერთს ამოგვიღია.უეცრად მანქანა გააჩერა და ისიც მანქანიდან გადავიდა
-რა მოხდა?(ვუბინი)მაშინვე მკითხა როგორც კი მანქანიდან გადავედი
-ბოლო პერიოდში სულ ვჩხუბობდით და მითხრა რომ დრო იყო ერთმანეთისგან დაგვესვენა.მართალი იყავი ძმაო მე მას არ შევეფერებოდი,მას შენ უნდა აერჩიე(მე)
-არა!ის სწორად მოიქცა თუ არასწორად ჩვენ არ უნდა გავნსაჯოთ.ის სწორად მოიქცა რადგან მან ის აირჩია ვინც უყვარდა.მას შენ უყვარდი.მე რომ ავერჩიე და მე რა ძლიერადაც არ უნდა მყვარებოდა ის მაინც არ იქნებოდა ბედნიერი რადგან მე მას არ ვუყვარდი.ის მე არ აღმიქვამდა ისე როგორც ბიჭი რომელთანაც მთელ ცხოვრებას გაატარებდა.ამიტომ ეს არ მახარებს.ნუ კარგი რომ იცოდე ჩვენ ყველა ვარიანტში შევრიგდით(ვუბინი)
-ხო ჩვენ ძმები ვართ და ძმებიც ხომ კინკლაობენ ხოლმე?(მე)მას გაეცინა და ერთმანეთს გადავეხვიეთ
(ამ ფოტოზე ვგიჟდები მაგარი მეგობრები არიან რა .აბა ვის აქვს ნაყურები?)
-ნუ წამო დავბრუნდეთ(ვუბინი)ჩვენც მალევე დავბრუნდით კომპანიაში და უკან შევედით კაბინეტში
-ვოვ რეკორდია დალურჯებები არცერთს გაქვთ და ნახევარ საათში უკვე უკან დაბრუნდით(ბექი)
-არ გვიჩხუბია(მე)
-რა?(ბექი)
-ჩვენ ძმები ვართ ოთხივე პროსტა მე და ვუბინი ხშირად ვჩხუბობთ(მე)
-ნუ მაგარია(ბექიონი)
-ყავა შევუკვეთოთ?(სუკი)
-აუ კი(მე)
-ლიზა ყავა(სუკი)ტელეფონი აიღო და მის მდივანს ოთხი ყავა შეუკვეთა
აიუს პ.ო.ვ
ჩემთვის საბუთები მიმქონდა ლიზასთან(სუკის მდივანთან)ჩემმა უფროსმა მითხრა.აუ მაგ ქალს ერთ დღეს აუცილებლად მოვკლავ
-ლიზა ეს საბუთები ჩემმა უფროსმა გამომატანა
-ჯიენ შეგიძლია ბატონ სუკს ეს ყავა შეუტანო?ჩემი შვილი ცუდად გახდა სასწრაფოდ უნდა გავიდე შესვენებაზე(ლიზა)
-კარგი წადი მე შევუტან(მე)ყავის ლანგარი გამოვართვი და კარზე დავაკაკუნე.
-შემოდი(სუკი)მე ნერწყვი გადავყლაპე და კარი შევაღე
-ხო გადასარევი იდეაა ბიჭების წვეულება....(ბექი)რომ დამინახა გაჩერდა.დანარჩენებმაც გამომხედეს.ვუბინი მაშინვე ახტა სკამიდან და გადამეხვია
-აიუ როგორ ხარ ჩემო სიცოცხლე?(ვუბინი)
-აიუ(ბექი)ისიც ჩამეხუტა
-ყავის დადება მაცადეთ(მე)და ყავა მაგიდაზე დავდე
-ლიზა სადაა?(სუკი)
-ბატონო ჯონსუკ იცით შესვენებაზე გავიდა მისი შვილი ცუდად გახდა და მე მთხოვა ყავის მოტანა(მე)იმ ფაქტმა თუ როგორ დაველაპარაკე სუკს ბიჭების განწყობა შეცვალა.
-აიუ იცი დღეს ბიჭების წვეულებას ვაწყობთ.ახლა ოთხივე თავისუფლები ვართ და უნდა გავერთოთ.ნუ მარტოხელების წვეულებაა რა(ბექი)
-ნუ დაიკო შენც დაგპატიჟებდით მაგრამ მარტოხელებისაა ხო ხვდები(მინჰო)სარკასტულად გადმომხედა.ხოლო ბექის და ვუბინს სახე მოეღუშათ
-ხო მაგრამ ამ მომენტში ხო თავისუფალია?(ბექი)
-ხო მ...(მე)მინჰომ გამაწყვეტინა
-არა!ვერ წამოვა ხვალ პაემანი აქვს რესტორანში(მინჰო)ბექიონს და ვუბინს თვალები გაუფართოვდათ.მე კი უნებურად სუკისკე გამეპარა თვალი.რომელიც თავის სკამზე მოკალათებულიყო და საბუთებს ჩაჰკირკიტებდა.მაგრამ დავინახე თუ როგორ მოუჭირა კალამს ხელი ძლიერად როცა სიტყვა პაემანი გაიგო.გულში რაღაც წვა ვიგრძენი.სინდიდსის ქენჯნას გავდა.მაგრამ რატომ არ ვიცი.
-გისმენ პარკ.....გადადო?......ახ ამ ნაბიჭვარს უყურე....კარგი ხო მეც უნდა გადამედო და მაგიტომაც დაგირეკე ....კარგი (სუკი)ტელეფონზე საუბარს მორჩა
-რა მოხდა?(მინჰო)
-ბატონმა ჯი ჩან ვუკმა გადადო შეხვედრა არ ეცალა თურმე(სუკი)სარკასტულად თქვა.მე ნერწყვი ძლიერად გადავყლაპე
-ჯი ჩან ვუკი?მოიცა ის იდიოტი ახ როგორ მაღიზიანებს ეგ ტიპი(მინჰო)
-რა დააშავა?(მე)ხმის კანკალით ვიკითხე
-არ გამახსენო მაგრამ ცხოვრებაში მასზე მეტად არავინ მეზიზღება(მინჰო)
-ზუსტად უბრალოდ ალერგია მაქვს მაგ ნაბიჭვარზე(სუკი)ნერწყვი ღრმად გადავყლაპე.ღმერთო გემუდარები ოღონდ ის ჯი ჩან ვუკი არ იყოს ვინც მე მგონია ..
-მე გავალ(მე)და გამოვედი.ახლა რა ვქნა?ჯობია საღამოს დაველოდოთ ვუკს ვკითხავ და გავიგებ რა ურთიერთობა აქვს ამათთან.და ის რაც მგონია სიმართლე რომ აღმოჩნდეს რა ვქნა?კარგით რა....
*საღამოს*
ჩემი ახლად ნაყიდი კაბა ჩავიცვი.მაკიაჟი გავიკეთე და მისაღებში გავედი.
-ვაა რა ლამაზი ხარ ჩემო მშვენიერო(დედა)თვალები აუცრემლიანდა
-კარგი დედა(მე)
-მოიცა ასე მიდიხარ პაემანზე?(მინჰო)
-ხო(მე)
-არა !ასე არ წახვალ!(მინჰო)
-რატომ?(მე)
-ასეთი ლამაზი რომ ხარ ვუკს მაშინვე შეუყვარდები და მერე ცოლად მოგიყვანს მე ეს არ მაწყობს(მინჰო)
-მგონი ჯობია მინჰოს დავეთანხმო(მამა)
-გეყოთ.აბა რა უნდა მოეწონოს ასეთი მშვენიერი შვილი ტყუილად მყავს?(დედა)ამაზე ყველამ ერთდროულად გავიცინეთ.უეცრად კარზე ზარის ხმა გაისმა.
-მე გავაღებ მივესალმო ერთი იმ ვუკს(მინჰო)მე ამაზე გავიღიმე მაგრამ მაშინვე მივხვდი რომ ასე არ უნდა მოვქცეულიყავი.მოიცა თუ ის გააღებს ვუკს ნახავს და...
-მოიცა მინჰო..(მე)ამ დროს კარი გააღო და ამოვისუნთქე.ბექიონი ვუბინი და სუკი იყვნენ.
-რა მოხდა ვუკი რომ ყოფილიყო რა?(მინჰო)
-მინდოდა კარი მე გამეღო(მე)
-გასაგებია(მინჰო)ეშმაკური გამოხედვით მითხრა.
-ვოვ რა მაგრა გამოიყურები აიუ.გადავიფიქრე აღარ მოვდივარ მარტოხელების წვეულებაზე.აიუ ვუკის ბოდიშის მოხდით შენ ჩემთან ერთად მოდიხარ.(ბექი)
-კარგი გეყოს(მე)
-ვინაა?(დედა)
-ჩემი მეგობრები მოვიდნენ(მინჰო)დედა გამოვიდა ბექიონს და ვუბინს გადაეხვია ბოლოს კი დაძალებით სუკსაც.მან მთელი ისტორია იცის.იმის მიუხედავად რომ ადამიანებზე გაბრაზება არ უყვარს, სუკზე საშინლადაა გაბრაზებული.
-კარგი ჩვენ წავალთ აიუ პაემანზე წარმატებები(მინჰო)გადამკოცნა და წავიდნენ..
მალევე კარზე ზარის ხმა გაისმა.კარი გავაღე და ვუკი დამხვდა
გაოგნებული მზერა ჰქონდა
-რა ლამაზად გამოიყურები(ვუკი)
-მადლობა(მე)გავუღიმე და სახლიდან გამოვედით.მანქანაში ჩავჯექით და უაზრო თემებზე დავიწყეთ საუბარი .მალე დანიშნულების ადგილზეც მივედით.უმშვენიერესი ადგილი იყო
-ძალიან ლამაზია(მე)
-მოდი დავსხდეთ(ვუკი)დავსხედით და კვლავ ვისაუბრეთ უამრავ რამეზე.ამერიკის ამბები მომიყვა.მე აქაურები მოვუყევი მაგრამ იმ პერიოდამდე სანამ სუკი გამოჩნდებოდა
-ვუკ...(მე)
-გისმენ(ვუკი)
-რაღაც უნდა გკითხო(მე)
-გისმენ
-ლი მინჰო,ლი ჯონ სუკი,ბიონ ბექიონი და კიმ ვუბინი რა იცი ამ ოთხის შესახე?
-რაში...(ვუკი)გავაწყვეტინე
-კითხვების გარეშე მიპასუხე(მე)
-კარგი.მათ ვიცნობ სიმართლე გითხრა არცერთი არ მევასება.არა ვერ ვიტან მაგ იდიოტებს.ჩემი ყველაზე დიდი მოწინააღმდეგეები არიან,ორშაბათს მათთან შეხვედრა მაქვს ჩვენი კომპანიები თანამშრომლობენ და რაღაც კონტრაქტი მაქვს გასაფორმებელი.ყველაზე მეტად ჯონსუკს და მინჰოს ვერ ვიტან შეიძლება იმიტომ რომ მგვანან,ერთნაირები ვართ და ეს უფრო მიშლის ნერვებს.ალბათ თანამშრომლები რომ არ ვიყოთ პირველი მოწინააღმდეგეები ვიქნებოდით(ვუკი)მე მიხვდი თუ რა დონემდე რთულად იყო საქმე.მინდოდა გავჩუმებულიყავი მაგრამ თუ ასე მოვიქცევი მათ შორის ურთიერთობა დაიძაბება
-ვუკ მინდა რომ ჩვენი ურთიერთობა მეგობრობაზე მეტი იყოს,მაგრამ ჯერ უბრალოდ მოვლენებს არ ვაჩქარებ.თუ გვინდა რომ ერთად ვიყოთ მოგიწევს ამ ადამიანების შეგუება და როგორც მტერი ისე აღარ უნდა აღიქვა(მე)
-რატომ?(ვუკი)
-ლი მინჰო.....ჩემი ძმაა!(მე)ვუკმა ჭამა შეწყვიტა.
-შენი უფროსი ძმა ლი მინჰოა?(ვუკი)მე თავი დავაქნიე.არ ვიცოდი მის გონებაში რა ტრიალებდა მაგრამ ვიცოდი რომ ჩემს გამო ამას გააკეთებდა და სწორედ ეს მიშლიდა ნერვებს.ამის გამო ბედნიერი უნდა ვყოფილიყავი,მაგრამ........
-კარგი თუ ეს შენთვის მნიშვნელოვანია მაშინ მათთან ყველანაირად ვეცდები რომ კარგი ურთიერთობა მქონდეს და მათ არ იციან რომ შენი მეგობარი ვუკი ვარ არა?(ვუკი)
-არა არ იციან.(მე)
-კარგი(ვუკი)
-თან ყველაფერს რომ თავი დავანებოთ თქვენი ურთიერთობა აუცილებელიც კია.მაგალითად თქვენი კომპანიების შეთანხმება ეს ორივეს აქციების ფასს აწევს და ასევე გაამარტივებს ყველაფერს ეკონომიკურადაც....(მე)ვაგრზელებდი და ვუხსნიდი თუ რა სისწორეს წარმოადგენდა მათ კომპანიებს შორის ხელშეკრულება.ის კი მომღიმარი მისმენდა
-ჭკვიანი ხარ(ვუკი)
-რა?(მე)
-ძალიან ჭკვიანი ხარ იმისათვის რომ გაუნათლებელი იყო-მე თავი ჩავხარე-ძალიან მიკვირს!მითხარი ეს რატომ არის ასე?
-წლების წინ დამამთავრებელ კლასში ტრავმა მივიღე.ამის გამო ერთი წელი გამიცდა და მეორეჯერ ვცადე გასვლა მაგრამ შიშის და ნერვიულობის გამო ჩავიჭერი.მესამეჯერ აღარ გავსულვარ(მე)
-რატომ?რატომ არ გახვედი ძალიან ჭკვი...-გავაწყვეტინე
-ნუ ღელავ,მე ამაზე აღარ ვფიქრობ(მე)
-არა მე გამეცადინებ და გახვალ.თან ისე გავაკეთებთ რომ მხოლოდ გამოცდები დაგჭირდეს და დიპლომი ისე აიღო(ვუკი)
-მაგ...-ისევ გამაწყვეტინა
-მაგრამ არ ვიცი მე.ხვალიდან დავიწყოთ მეცადინეობები კარგი?(ვუკი)მე თავი დავუქნიე და ისევ გავაგრძელეთ სხვადასხვა თემაზე საუბარი.
სახლში ასე თორმეტისკენ მივედით.მანქანიდან გადმოვედით.კარამდე მიმაცილა და სანამ შიგნით შევიდოდი შემოვბრუნდი
-მადლობა დღევანდელი დღისთვის(მე)
-მშვენიერი დღე იყო მადლობა შენ(ვუკი)დაიხარა და მაკოცა.მე კი არ შევწინააღმდეგებივარ
გავუღიმე და სახლში შევედი.ჩემს ოთახში ავედი.ფეხასცმელი და ჩანთან კუთხეში მივყარე.
-რატომ მტკივა გული?თავს რატომ ვგრძნობ დამნაშავედ?რატომ მგონია რომ თითქოს სუკს ვღალატობ.ჩვენ შორის ხომ ყველაფერი დამთავრდა?რატომ?რატომ მიყვარს ის კიდევ?!
ავტორი:
აბა როგორ მოგწონთ?ვიცი დავაგვიანე მაგრამ რა გითხრათ დასვენებააო და მეც ვისვენებ და კინოების ყურებაში გადავეშვი.დღეს სინდისმა შემაწუხა და დავწერე.ნუ რავი მგონი კარგი თავი გამოვიდა.მომდევნო უკეთესი იქნება.ვიცი ვიცი ეშმაკი გველი ვარ როგორ შეიძლება ნორმალურმა ადამიანმა ლი ჯონ სუკსა და ჯი ჩან ვუკში არჩევანი
გააკეთოს.ეს ფიკი სუკზე გავაკეთე და ვუკის გამოჩენა
საერთოდაც არ ყოფილა დაგეგმილი მაგრამ ახლა რა ვქნა არ ვიცი ორივე მიყვარს ამიტომ ჯობია მოვკეტო.
ნუ იცით რაც უნდა ქნათ თუ მოგეწონათ
დაავოუთოთ და დამიკომენტაროთ აბა კარგად
>3 >3
You are reading the story above: TeenFic.Net