8 თავი."კვლავ ცხოვრება!"

Background color
Font
Font size
Line height

აიუს პ.ო.ვ

არა არ შემიძლია!...მოტოციკლეტი?!...მაგრამ მე მეშინია...

-აიუ რას გაშეშებულხარ არ მოდიხარ?(ვუკი)

-ვუკ იცი...მე მე...მეშინია...მოტოციკლეტზე დაჯდომის მეშინია!(მე)დავიბენი რადგან არ ვიცოდი რა მეთქვა.მეშინოდა...ექვსი წლის წინ პირველად მასთან ერთად ვიჯექი მოტოციკლეტზე.მაშინ თავს უბედნიერეს ქალად ვგრძნობდი,თავისუფლად რუგორც ჩიტი,მაგრამ...რაც ის შემთხვევა მოხდა...მე მოტოციკლეტზე დაჯდომის მეშინია.

-კარგი რა არასდროს მჯდარხარ და ამიტომ,დამიჯერე თავიდან შეიძლება საშიში იყოს მაგრამ მერე ისეთი საოცარი შეგრძნებაა რომ მოგინდება მთელი ცხოვრება ამ მშვენიერი ტრანსპორტით იარო.საოცრად კარგია წამოდი(ვუკი)ხელი მომკიდა და ძალით წამათრია.ჩაფხუტი გამომიწოდა 

888

მეც გამოვართვი და გაკეთება ვცადე მაგრამ ხელები ამიკანკალდა და ვერ დავიხურე.ის კი მომიახლოვდა და ჩაფხუტი გამიკეთა.ჯანდაბა ვუკ რას აკეთებ.ამით სუკს უფრო ემსგავსება.ჩაფხუტი გაიკეთა თვითონაც და მოტოციკლეტზე დაჯდა მეც მითხრა რომ ზურგზე ხელები მომეკიდა და მასთან დავმჯდარიყავი.მეც ისე მოვიქეცი როგორც მითხრა და მოტიციკლეტზე ჩემი ადგილი დავიკავე.წელზე ხელები მჭიდროდ მოვხვიე,ისე მჭიდროდ რომ მის პრესსაც კი ვგრძნობდი ჩემს ხელებში.მან ჩაიცინა და მოტოციკლეტიც ადგილს მოსწყდა.ხო ვაღიარებ მეშინოდა და მეშინია მაგრამ ვერასდროს შეიცვლება ეს შესანიშნავი შეგრძნება.მართლაც საოცარი და სრულიად თავისუფალი ვარ.ვუკის სურნელს ვგრძნობ და ვაღიარებ რომ მართლაც საოცარი სურნელი აქვს.ღმერთო აი რაზე ფიქრობ?! შეწყვიტე!

მალევე კომპანიასთან მივედით.

-აქ უნდა მოვსულიყავით ხო?(ვუკი)მიმოიხედა ვუკმა.მისამართი ჩემი კომპანიიდან ცოტა შორს ვუთხარი ვინმემ არ მინდა დამინახოს

-არა ცოტა იქითაა.მაგრამ არ მინდოდა კარამდე მიგეცილებინე ძალიან ჭორიკანა თანამშრომლები მყავს(მე)უფრო თანამშრომელი სახელად ბიონ ბექიონი და..

-კარგი როგორც გინდა დღეს მოგაკითხავ(ვუკი)

-არ...(მე)არ დამასრულებინა

-საჭიროა!კარგი კარგად(ვუკი)მოიწია და ლოყაზე ნაზად მაკოცა მე კი ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე.მან კი მოტოციკლი დაძრა და წავიდა.ხუთი წუთი გაშეშებული ვიყავი მაგრამ მერე გამახსენდა რომ სამსახურში მაგვიანდებოდა და სწრაფად კომპანიაში შევვარდია.ჩვენს განყოფილებაში შესვლისას ყველა მე მომაშტერდა და მალევე ჩვენი განყოფილების უფროსი მოვიდა

-ჯიეუნ?ჰა თურმე ლამაზი ყოფილხარ ნუ იმასთან შედარებით რაც იყავი წესიერად ჩაცმაც გცოდნია-ახლა ამას მოვკლავ

-დიახ(მე)წყნარად ვთქვი და ჩემი ადგილი დავიკავე მაგრამ ვინ მოგასვენებს

-ბიონ ბექიონთან რა ურთიერთობა გაქვს?-რა უნდა?

-ხო გითხარით არანაირი ურთიერთობა არ მაქვს.ბავშობაში ვმეგობრობდით(მე)

-ხო ძალიან გაგიმართლა  შენნაირი წარმოშობის გოგო ასეთი ბიჭის მეგობარი რომ იყავი-ვაი შე საცოდავო ახლა გადმოგიქანდები და სულ თმით მოგაწმენდინებ აქაურობას.

-ხო(მე)

-კარგი შეგიძლია შენს საქმეს დაუბრუნდე-და წავიდა.ახ როგორ მინდა მისი გაგლიჯვა.ნუ მართლაც რომ ნორმალური რაოდენობის საქმე მქონდა.შესვენებაც მოვიდა და გასვლა გადავწყვიტე როდესაც ჩვენს განყოფილებაში ორი ტიპი შემოვიდა.ყველას ყურადღება და შემდეგ თავდახრა გამოიწვიეს

ბიონ ბექიონი და კიმ ვუბინი?შესანიშნავია!

-აიუ(ვუბინი)ღიმილით წამოვიდა ჩემსკენ მე კი ვანიშნე გადითქო მაგრამ ვინ გისმენს მოვიდა და კაი გულიანად გადამეხვია.

-აიუ თითქოს დრო გაჩერდაო ზუსტად ისე გამოიყურები როგორც წლების წინ. არადა ბექიონი ამბობდა გემოვნება მინუსებისკენ წასულაო და რომ არ ვიცოდე რა ლამაზია სინ...(ვუბინი)ბექიონმა გააწყვეტინა

-კაი კაი გეყოფათ.აიუ მართლაც მოგმატებია ჭკუა და კვლავ ლამაზად ჩაგიცვამს მაგრამ ახლა შენი პირობა შეასრულე და წამო ერთად ვისადილოთ(ბექი)მე თავი დავუხარე,თანხმობის ნიშნად

-კარგი(მე)და ასე ყველას თვალწინ წავედით.ერთერთ კაფეში დავსხედით ცივი ყავა შევუკვეთეთ და დაველოდე როდის შემეკითხებოდნენ რამეს

-და ...საავადმყოფოში რატომ მოხვდი?(ბექიონი)

-გადაღლილობის გამო არ მიჭამია და ორგანიზმი გამოფიტული იყო(მე)

-და სუკის მოსვლის შემდეგ რა მოხდა.მან არ მოგვიყვა და თუ შენ სიტუაციასაც გავითვალისწინებთ როგორც ჩანს მტრები აღარ ხართ(ბექი)

-ხო აღარ ვართ ახლა უფროსი და თანამშრომელი ვართ და ამიერიდან ასე ცივილიზებულად ვიქნებით(მე)ორივემ გაოგნებული მზერა მომაპყრო.

-კარგი ბექიონ ჯობია ამაზე არ ველაპარაკოთ!კარგი მართალია ჯონსუკი და შენ აღარ ხართ ერთად მაგრამ ჩვენ მაინც მეგობრები ვიქნებით ხო?(ვუბინი)ეს ნეტა ასე რამ გააკეთილა ასე თბილი საუბარი სად ისწავლა?

-ხო(მე)გავიღიმე

-მაშინ მოგვიყევი როგორი იყო ბუსანში ყოფნა მეგობრები შეყვარებული ან რამე მსგავსი?(ბექი)

-არა რა ბიონ ბექიონ კორეის საუკეთესო ჭორიკანად გაცხადებ რა ლამაზად შემომაპარე კითხვა!(მე)ამაზე სამივემ გავიცინეთ-არა მეგობრების შეძენის დრო არ მქონდა სამსახურს ხშირად ვიცვლიდი და ამიტომ ვერ მოვასწარი შეძენა და ასევე არც  შეყვარებული თავისთავად.(მე)სინამდვილეში კი უბრალოდ არ მივეცი არავის რომ ჩემთან ახლოს მოსულიყო არ მინდოდა რომ კვლავ გული მტკენოდა ამიტომ მეგობრების შეძენისგან თავს ვიკავებდი

-თქვენსკენ?(მე)

-რა?ბექიონი ერთ გოგოს ვერ იჩერებს გვერდით მაგრამ არც მე ვარ ნაკლები.ნუ მე შენმა ძმამ ბექიმ და სუკმა საერთო ძალიან დიდი კომპანია შევქმენით ახლა მას სუკმა მამამისის კომპანიაც მიაერთა და ნუ რავი ვგულაობთ ბიზნესში.(ბექი)ჩემი ძმა?როგორც ჩანს დიდ წარმატებებს მიაღწია.მიხარია.მაგრამ მისი მოკვლის სურვილი მაინც ადგილზეა.

-და შენ და ჩემმა ძმამ ურთიერთობა გამოასწორეთ?(მე)ვუბინისკენ გავიხედე

-როგორც ყოველთვის(ვუბინი)მათი ურთიერთობა ისეთია გეგონება მტრები არიანო მაგრამ მაინც ძმები არიან.სულ კინკლაობენ მაგრამ ერთმანეთისთვის თავსაც კი გასწირავენ მშვენიერი წყვილია.

-მიხარია (მე)უეცრად ტელეფონზე ზარი შემომდის "დამრიგებელი&&" გამეცინა ვუკი მირეკავს.აბა რა დამეწერა ის ხო ყოველთვის მარიგებს.

-ბოდიში(მე)ავდექი და ვუპასუხე

-გისმენ რამე მოხდა?(მე)

-ახლა შესვენება გაქვს ხო?(ვუკი)

-კი(მე)

-მოდი..შევხვდეთ(ვუკი)სიტყვებს წელავს

-ბოდიში უკვე გავედი და ჩემს თანამშრომლებთან ერთად ვარ(მე)

-რომლებთან იმ ბექიონთან?(ვუკი)ირონიულად მკითხა ისე თითქოს უბრალოდ სარკასტული ნათქვამი უნდოდა

-ხო(მე)მშვიდად ვუთხარი მაგრამ ხმაში შეეტყო რომ ამას არ მოელოდა

-კარგი მერე დაგირეკავ(ვუკი)და გამითიშა

*ზარის დასასრული*

-აბა დამრიგებელი ვინაა?(ბექი)წარბების თამაშით მკითხა

-აა ჩემი ბავშობის მეგობარია აი ძაან პატარა რომ ვიყავი და ახლახანს ჩამოვიდა ამერიკიდან და კვლავ აღვადგინეთ მეგობრობა(მე)ბექიონს ღიმილი გადაეფარა

-ლამაზია?სექსუალურია?რა ქვია?რამდენი წლისაა?(ბექი)მომაყარა კითხვები.აშკარად გოგო ჰგონია.მე სიცილი ამიტყდა

-კი ძალიან ლამაზია და სექსუალურიცაა სიმართლე რო გითხრა.ჩემი ტოლია 23 წლისაა ოღონდ ერთი პრობლემაა მაგრამ დიდი არაფერი(მე)

-რა შეყვარებული ჰყავს?(ბექი)

-არა ბიჭია მაგრამ თუ გინდა გა...(მე)გამაწყვეტინა

-არ მინდა (ბექი) გაბრაზებულმა. მაგარამ მე და ვუბინმა ამ სახეზე უფრო ბევრი ვიცინეთ.

-და ანუ ეგ ბიჭი ძაან სექსუალურია ხო?(ბექი)სარკასტულად მკითხა.მე კი ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე

-ხოო არის მაგრამ ჩვენ მართლა მეგობრები ვართ(მე)

-ნუთუ?(ვუბინი)აი აყვა

-ნუ ანუ ჯერჯერობით მაინც არაფერი ხდება ჩვენს შორის ამიტომ(მე)

-ჯერჯერობით?(ერთდროულად)გაოგნებულები მიყურებდნენ

-მოგწონს?(ბექი)

-ცოტა მაგრამ ჯერ მსგავსი ურთიერთობა არ გვაქს (მე)თავი ჩავხარე და ცოტა ლოყებიც ამიწითლდა.ბიჭების უცნაური მზერა დავინახე.შევამჩნიე რომ რატომღაც არ უნდოდათ ეს მაგრამ არაფერი უთქვამთ.

კაფედან გამოვედით და სამსახურში დავბრუნდით.ყველა ჩემზე ჭორაობდა მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია.სამსახურის დრო რო დამთავრდა ვუკს მივწერე ქვემოთ ჩავედი ის კი კვლავ მოტოციკლეტით მოსულა

-აბა წავიდეთ?(მე)

-ხო(ვუკი)

-რა გჭირს რა სახე გაქვს?(მე)

-ის ბექიონი...(ვუკი)გავაწყვეტინე

-ჩემი სკოლის მეგობარია.უფრო ჩემი ძმის და ამ ქალაქში ჩემი ერთადერთი მეგობარი ასევე მყავს კიდე ერთი მეგობარი ვუბინი(მე)

-და მე?(ვუკი)ნაწყენი სახით შემომხედა

-შენ ჩემი საუკეთესო მეგობარი ხარ(მე)გავეკრიჭე და ჩავეხუტე

-ნუ ეგეც კაია(ვუკი)გამიღიმა და სახლში მოტოციკლეტით მიმიყვანა.გადმოვედი და დავემშვიდობე.მაგრამ უეცრად მოვბრუნდი ლოყაზე ვაკოცე და სახლისკენ გავიქეცი.რა გჭირს აიუ?რა პატარა ბავშვივით ვიქცევი?ვუკი კი უკან გაშტერებული ჩამოვიტოვე

-დედააააა!(მე)

-რა?(დედა)სამზარეულოდან გამოვიდა

-დედა ჩემს ოთახში!(მე)და პირდაპირ ოთახში ავიჭერი.ლოგინზე ავედი და ხტუნვა დავიწყე.

-შვილო რა გჭირს?(დედა)გაოგნებულმა შემოაღო კარი მე დავაჯინე და ყველაფერი მოვუყევი.ბექიონზე ეჭვიანობიდან მასზე ლოყაზე კოცნით დამთავრებული.

-კარგი შვილო ეგ კარგია მაგრამ ასეთი ბედნიერი იმის გამო ხარ რომ ლოყაზე აკოცე?შვილო მართლა ოცდა სამი წლის ხარ?(დედა)ანერვიულებულმა მკითხა

-დედა!(მე)

-კარგი კარგი მოემზადე და ვახშამზე ჩამოდი შენთვის სიურპრიზი გვაქვს(დედა)

-კარგი(მე)მოვემზადე და საშინაო ტანისამოსი ჩავიცვი

ქვევით ცეკვაცეკვით ჩავედი და სუფრას მივუჯექი

-შვილო კარგახანია ასეთი გაღიმებული არ მინახიხარ ძალიან ბედნიერი ვარ(მამა)

-ხო და შენ ის იკითხე ასეთ კარგ ხასიათზე ვინ დააყენა!(დედა)მე დედას მკვლელი მზერა ვესროლე და მერე სამივემ გულიანად გავიცინეთ

-ოჯახი ჩემს გარეშე ერთობა რა სამწუხაროა-უეცრად ზურგს უკან ხმა მომესმა.ნაცნობი ხმა იყო,უკან მივიხედე და..

-მინ ჰო?...-გაოგნებული სახით შევხედე

-გამარჯობა დაიკო(მინჰო)გამეღიმა

                         ავტორი:

აბაა!!!როგორია?!იმედია ინტრიგა კარგად მეხერხება.ნუ რავიცი მინჰოს დაბრუნებისთვის სხვა დროს ვერც კი შევარჩევდი იმედია კარგი გამოვიდა.ნუ რა თქმა უნდა ამას თქვენი კომენტარები დამიდასტურებს მაგრამ მაინც.

You are reading the story above: TeenFic.Net