29 თავი."სიმართლე"

Background color
Font
Font size
Line height

-მინდა ერთი რამის შესახებ გესაუბროთ(მე)

-მე კიდევ გიმეორებ!არ ვარ ვალდებული რამე აგიხსნა!სანამ არ მეტყვი ვინ ხარ!(ჯუნი)ხელები მაგიდაზე დავაწყე და წინ გადავიხარე.

-რვა წლის წინ სანამ აქ მოხვდებოდით,ერთი თვით ადრე თქვენი ძმიშვილის ლი ჯონგ სუკის საძინებელში გქონდათ თუ არა,სექსი ბაე სუზისთან?(მე)მან გაოგნებული სახე მიიღო,ამ შეკითხვის გარდა მგონი ყველაფერს ელოდა.

-რა?შენ?ვინ ჯანდაბა ხარ?ან რეებს ბოდავ?(ჯუნი)ანერვიულდა.

-ვიდეოა,სადაც ლი ჯონგ სუკის ოთახში ბაე სუზია და ვიღაც ბიჭი.მე მაინტერესებს ის ბიჭი ხართ თუ არა თქვენ?!(მე)იმის მიუხედავად,რომ მეგიმ უკვე მითხრა სიმართლე მინდა ეს მისგან მოვისმინო.

ვფიქრობ წონიდა ჩემს სიტყვებს.ვიდეოს არსებობამ მართლაც გააკვირვა.

-რა ვიდეოზეა საუბარი?(ჯუნი)

-იმ ღამით ოთახში კამერა იყო, რომელზედაც  მთელი ღამეა ჩაწერილი.(მე)მას თვალები გაუფართოვდა და ხმის კანკალით მკითხა.

-მთ....ელი?!(ჯუნი)

-დიახ(მე)

-და თქვენ ამ ჩანაწერს უყურეთ?(ჯუნი)აღმოხდა ბოლოს.

-ბოლომდე!ვიცი ახლა მეტყვი შენ ხომ არ გაუფრინეო,მაგრამ უნდა გამეგო ვინ იყო ვიდეოზე(მე)

-ეს რაში გჭირდება?(ჯუნი)

-ამ ვიდეოზე თქვენ ხართ?(მე)

-არა!(ჯუნი)ჯანდაბა...

-რატომ მატყუებთ?!(მე)მეგიმ გამომიგზავნა დასკვნა,სადაც მტკიცდება,რომ ის კაცი ვიდეოდან ჯუნია.

-მე არ გატყუებ!(ჯუნი)

-გამოძიება ჩავატარე და იქ წერია,რომ ის კაცი თქვენ ხართ.სახის ამომცნობმა სისტემამ ასე დაადგინა.ახლა კიდევ გიმეორებთ რატომ მომატყუეთ?(მე)

-აქ ამის გამო ხართ?თქვენ გამომძიებელი ხართ?(ჯუნი)

-რას გულისხმობთ?(მე)

-აქ ჩემს დასაპატიმრებლად მოხვედით?(ჯუნი)

-არა!რატომ უნდა დაგაპატიმროთ?(მე)

-არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის გამო(ჯუნი)რა?...............აი თურმე რატომ დამალა სიმართლე.

-ანუ?(მე)

-სულელი ხარ?ის მაშინ ჩვიდმეტის იყო და თან არაფხიზელ მდგომარეობაში,მე მასთან სექსუალური კავშირი მქონდა .დაახლოებით რვა ან ათ წელს მომისჯიდნენ.(ჯუნი)

-და აქ ყოფნა იგივეს არ ნიშნავს?(მე)

-ნუ კი!მაგრამ აქედან გამოსვლის შემდეგ კი ნამდვილად მომიწევს ციხეში ჩაჯდომა არა?მე ხომ მასთან მართლა ვიწექი(ჯუნი)თავი დახარა.

"ჯონგსუკისთვის ბიძამისი ძალიან მნიშვნელოვანი იყო"

"ის მას თავის უფროს ძმად თვლიდა'

'ალბათ უფლება რომ მიგეცათ მისთვის თავსაც კი გასწირავდა ჩემი ჯონსუკი"

ჯონსუკის დედის სიტყვები მიტრიალებს გონებაში.იქნებ იმიტომ,რომ ბიძამისი გადაერჩინა......მან ბავშვი თავისად გაასაღა?მაშინ ორივე არასრულწლოვნები იყვნენ!ამის გამო.....ოოო ეს ასე ვერ.......ახლა მართლაც რომ ყველაფერი გასაგებია.

-ნუ ღელავთ აქ თქვენი დაკავების გამო არ ვარ მოსული და არც ამის მოყოლას არ ვაპირებ პოლიციაში.(მე)

-აქ რა გინდა?ეს კითხვები რას ნიშნავს?ან საერთოდ ვინ ხარ?(ჯუნი)

-მე.....კიდევ მაქვს შეკითხვა(მე)

-ღმერთო ჩემო.საერთოდაც არ ვარ ვალ...(ჯუნი)გავაწყვეტინე

-ლი ჯი-ეუნი.რა გაკავშირებთ მასთან?(მე)მან თვალები მოჭუტა,შემდეგ კი გაკვირვებული სახე მიიღო.

-ის ამასთან არანაირ კავშირში არაა!არაა საჭირო ის ამაში გარიო!(ჯუნი)გაბრაზებული ხმა ჰქონდა.

-რატომ?(მე)ის აშკარად აზრზე არ იყო გარე სამყაროში რა ხდებოდა.ქალბატონის შესახებაც არაფერი იცის.

-ის.......ძვირფასია......თან მე ის აქ გავიცანი.ჩემი მოსვლიდან თვე ნახევარში მოიყვანეს.მას ძალიან ცუდად ექცეოდნენ,ის ექიმები....არ მჯერა,რომ თავის დროზე მე მათი კოლეგა ვიყავი.მაგრამ ჯი-ეუნმა შეძლო და ისინი ციხეში გაისტუმრა.მას აწამებდნენ,როგორც აქ მყოფ თითქმის ყველა პაციენტს.მათ შორის მე და ჯი-ეუნი პირველები ვიყავით.მე ვერ მიტანდნენ ჩემი წინსვლის გამო და რადგან მიწაზე დავენარცხე....ეს შანსი გამოიყენეს.ჯი-ეუნის გამო მუდამ საკუთარ თავს ვადანაშაულებ,მასთან რომ არ დავმეგობრებულიყავი იქნებ ასე ცუდად არ მოქცეოდნენ?სულ ამ კითხვას ვუსვამ ჩემს თავს-თავი დახარა მოწყენილმა.

-ჯი-ეუნი აქ რატომ მოხვდა?ამის შესახებ რამე გითხრათ?(მე)

-კი თავის მოკვლა სცადა,ვიცი რაღაც რაღაცები,აქედან გომოსვლის შემდეგ მისი ყოფილი ბიჭის მოკვლა მინდა.(ჯუნი)

-მართლა?(მე)მან თავი დააქნია.

-კი!მაგრამ მოდი მას ნუ ჩავრევთ ამ საქმეში!(ჯუნი)ისევ მკაცრი სახით გამომხედა.

-სამწუხაროა,მაგრამ ის უკვე გარეულია ამაში(მე)

-ჰეი მომისმინე ის....(ჯუნი)გავაწყვეტინე და წინ ფოტო დავუდე სადაც აიუ და სუზი იყვნენ,ერთად სკოლის დროინდელი ფოტოა,ესეც ზარდახშაში იდო.

-ჯი-ეუნი  და სუზი სკოლაში ახლო მეგობრები იყვნენ(მე)მან ფოტოებს ხელი მოკიდა და დააკვირდა.

-სუზი.....დიდი ხანია არ მინახავს.(ჯუნი)მას რა ის კიდევ უყვარს?

-აიუმ მოგიყვათ ვისთან უღალატა მისმა შეყვარებულმა?(მე)მან ფოტო დადო.

-მისი მეგობრებიდან ერთერთმა(ჯუნი)

-დიახ!ეს სიმართლეა(მე)

-და ახლა?არ ვიცოდი ეს ორი ერთმანეთს რომ იცნობდნენ,მაგრამ ახლა რა?(ჯუნი)

-კიდევ ერთი კითხვა მაქვს(მე)

-ჯერ შენზე რომ მომიყვე არა?(ჯუნი)

-თუ ყველაფერზე პასუხს მივიღებ შენ სიმართლეს შეიტყობ(მე)

-ახ.....კარგი გისმენ!(ჯუნი)

-ფსიქიატრიულში როგორ მოხვდი?(მე)მან ამოიხვნეშა.

-კერ კიდევ მაშინ შევხვდით ერთმანეთს,როცა სუზი და ჯონგსუკი ერთად იყვნენ.ერთი ნახვით შეყვარების გჯერა? მე სწორედ მაშინ დავიჯერე,როდესაც სუზი პირველად დავინახე.ცოტა ხანი ერთმანეთს ვხვდებოდით და უფროდაუფრო მიყვარდებოდა.არ ვიცოდი თუ ასეთი პატარა იყო.მანამ სანამ არ გავიგე,რომ ჩემი ძმიშვილის შეყვარებული იყო და მისი ტოლიც.შემდეგ?რა თქმა უნდა ვცდილობდი დამევიწყებინა,მაგრამ როცა ისინი ერთმანეთს დაშორდნენ,თითქოს ერთად ყოფნის შანსი გაჩნდა.მერე კი სუზის დაბადების დღეს....დავთვერი,მერე კი მასთან......ნუ მოკლედ იმ ღამის შემდეგ იმედი მქონდა,რომ ერთად ვიქნებოდით,თან დიდი იმედი,მაგრამ ყველაფერი ჩამეშალა.მან გარკვევით მითხრა,რომ უბრალოდ ძალიან დათვრა და არ ვჭირდებოდი,მას მხოლოდ სუკი უყვარდა და მუდამ ასე იქნებოდა.(ჯუნი)

ჯანდაბა,ამ სუზის არ ვიცნობ,მაგრამ მისი მოკვლის სურვილი დღითიდღე მძაფრდება.

-და რა იცით იმ გოგონას შესახებ ვისაც ჯონგსუკი ხვდებოდა ადრე?(მე)მან ამოიოხრა.

-მას არ ვიცნობდი,მაგრამ ჯონგსუკი მასზე ძალიან ბევრს მესაუბრებოდა.მისი გაცნობა მინდოდა აქ რომ არ მოვხვედრილიყავი.(ჯუნი)

-გასაგებია.ახლა შეგიძლიათ ყველაფერი მკითხოთ.უკვე გავიგე ის რაც მინდოდა(მე)

-ვინ ხარ?ეს შეკითხვები......რას ნიშნავს ეს ყველაფერი?თუ პოლიციელი არ ხარ ვინ ჯანდაბა ხარ?(ჯუნი)

-მე ლინო მქვია.ჯი-ეუნის პირადი ასისტენტი ვარ(მე)

-რა?(ჯუნი)

-დიახ.ვიცი გიკვირთ ეს ყველაფერი...(მე)

-რა თქმა უნდა მიკვირს.(ჯუნი)

-ბატონ ჯონგსუკს თქვენთვის არაფერი არ უთქვამს?(მე)

-რა უნდა ეთქვა?ბოლოს სამი წლის წინ ვნახე.ისიც კი არ ვიცოდი ცოლშვილი რომ ჰყავდა(ჯუნი)მოწყენილმა თქვა.

-სამი წლის წინ?კონკრეტული დრო?(მე)

-ახ...იცი რომ დამღლელი ხარ?ნუ სადღაც სექტემბრის დასაწყისში.(ჯუნი)

-სამ სექტემბერს?(მე)ეს სუზის და სუკის ქორწინების დღეა.რას აღარ ნახავ ინტერნეტში!

-ხო აი ზუსტად მაშინ.სიმართლე ვთქვა ჩემი აქ მოყვანის დღიდან. ყოველ დღე დადიოდა და დადიოდა.ხო.....შემდეგ,როცა სასწავლებლად წავიდა,თავის და ჩემს დაბადებისდღზე და ახალწელს მოდიოდა.საჩუქრები მოჰქონდა.ეს ყოველწელს გრძელდებოდა,მაგრამ სამი წლის წინ,დილით ადრიანად მოვიდა,შარვალკოსტუმში იდეალურად გამოიყურებოდა,მაგრამ სახე ჩამოსტიროდა.მითხრა,რომ მნიშვნელოვან ხელშეკრულებაზე აწერდა ხელს,რომ თუ ამას მოაწერდა ხელს ყველა ბედნიერი იქნებოდა.მე წარმატებები ვუსურვე.იმ დღეს მეორედაც მოვიდა სადღაც პირველისკენ.განადგურებული იყო.ვკითხე იმ ხელშეკრულებაზე ხომ არ შეექმნა რამე პრობლემა.მან კი მითხრა,რომ იმ წყეულმა ხელშეკრულებამ იდეალურად ჩაიარა და უკვე მეორედ დაკარგა ის,რაც სჭირდებოდა.ატირდა.რამდენიმე ცრემლი გადმოუვარდა ადგა და წავიდა.......აღარც დაბრუნებულა.დღემდე ვფიქრობ რას გულისხმობდა და ამის არსს ვერ ვხვდები(ჯუნი)

-აი მე კი ვხვდები(მე)ვთქვი და ჯუნს წინ ფოტო დავუდე.ქორწილის დღეს სუკი, სუზი და და პატარა ბიჭუნა ჯუნი!

მას თვალები შუბლზე აუვიდა.

-სუკი სუზიზე დაქორწინდა სამ სექტემბერს და დაკარგა ის გოგო, რომელიც უყვარდა.მათ შვილი ჰყავთ.აქ ის ხუთი წლისაა მაგრამ უკვე რვის ხდება,მაგრამ თქვენს  მონაყოლს თუ დავუჯერებთ ეს ბავშვი თქვენი შვილია.სუკმა ეს იმიტომ დამალა,რომ თქვენ დაეცავით და ბავშვი მის შვილად  გაასაღა,ხოლო ის გოგო,რომელიც მას უყვარდა ლი ჯი-ეუნია იგივე აიუა და ის ბიჭი,ვისი მოკვლაც ჯი-ეუნის გამო გინდათ,თქვენი ძმიშვილი ლი ჯონგსუკია.ხოლო გოგო,რომელმაც აიუს უღალატა არის თქვენი შვილის დედა!სუკს აიუსთვის არ უღალატია,მან თქვენ და თქვენი შვილი დაგიცვათ ამ სატანისგან!(მე)

ჩუმად იყო ხმას არ იღებდა.გაშეშდა,არ მოელოდა,თავისი ცხოვრების ასე არევას ნამდვილად არ ელოდა.ალბათ შეეშინდა კიდეც.

-ის გოგო....რომელზეც ჯონგსუკი ასე აღფრთოვანებული საუბრობდა აიუა?!(ჯუნი)მე თავი დავუქნიე.

-დიახ(მე)

-მიხარია-გაეღიმა-ჯონსუკი ასე ბედნიერი და შეყვარებული პირველად ვნახე,არ მეგონა თუ მართლა არსებობდა ის გოგო,უნდა მოგესმინა ის რა აღფრთოვანებით  საუბრობდა აიუზე.ახლა კი ვხვდები,რომ სულაც არ აჭარბებდა.ის გასაოცარია(ჯუნი)

-დიახ გეთანხმებით,ჩემი "ნუნა" მართლაც გასაოცარია.სიმართლე გითხრათ ის ჩემთვისაც ძალიან ძვირფასია.ბევრი ფიქრობს,რომ ის მიყვარს.ეს სიმართლეა მე მასზე ვაბოდებ,მაგრამ არა როგორ გოგოზე,არა ეგრეც კარგია,კი არა და იდეალური...(მე)გამაწყვეტინა.

-როგორც ჩანს მაგ საკითხში უკვე დაკავებული ხარ?(ჯუნი)

-მას მეგი ქვია,ნუნას გავს,ჯიუტია და მიზანდასახული.(მე)

-და აიუ როგორც უფროსი და ისე გიყვარს?(ჯუნი)

-ხო.ის მე ბევრ რამეში დამეხმარ.ბევრმა ამის შესახებ არ იცის.მან გადამარჩინა მე და ჩემი ოჯახიც.სამსახური დამაწყებინა და როგორც ოჯახის წევრი ისე მიმიღო.(მე)

-ლინო!(ჯუნი)მე თავი ავწიე.

-დიახ(მე)

-შენი დახმარება მჭირდება(ჯუნი)

-რითი შემიძლია დაგეხმაროთ?(მე)

-შემმოწმებელი კომისია უნდა მოიწვიო,ისე რომ ჩემმა ოჯახმა ვერ გაიგოს.უკვე დიდი ხანია კარგად ვარ,უბრალოდ აქედან გამოსვლა მეშინოდა,ახლა კი დროა აქაურობა დავტო(ჯუნი)მე გავუღიმე.

-რა თქმა უნდა ყველაფერი მე მომანდეთ(მე)მან გამიღიმა.

-აიუ და ჯონსუკი......ვალდებული ვარ მათ ბედნიერებაზე ვიზრუნო....ისინი ჩემი უმცროსი და ძმანი და მეგობრები არიან,ამიტომ მე ამას გავაკეთებ............

                        ავტორი:

ძალიან სენტიმენტალური და უაზრო თავია?!
ვიცი ასე ყველაფრის ჩაკარკვლა უცნაურია,მარა რა გამეკეთებინა?სხვა ვერაფერი მოვიფიქრე.ნუ მიყვარხართ და მადლობა,რომ მთელი ეს დრო ჩემს გვერდით ხართ <3 <3

You are reading the story above: TeenFic.Net