30 თავი."ქორწილი"💍💒

Background color
Font
Font size
Line height

აიუს პ.ო.ვ
-ღმერთო არ მჯერა,უკვე დაოჯახებული კაცი ხარ ვუკ(მე)ვუკს ვუღიმი და ვაკვირდები როგორი ბედნიერია იანგის გვერდით

-შენი აზრით მე მჯერა აიუ?(ვუკი)ორივეს გვეცინება

-ეჰ ძალიან ლამაზი ხარ იანგ.შენგან განსხვავებით საკუთარ ნიშნობაზე მე ჯინსის შარვლით და მინჰოს ზედით ვიყავი(შინჰეი)სიცილით თქვა და დანარჩენებიც აგვიყოლია

-ნუ ღელავ საყვარელო.ქორწილს გადავიხდით კარგი?ნუ ამას იმიტომ გეუბნები,რომ გაფრთხილებ დედაჩემი მაინც არ მომასვენებს(მინჰო)სიცილით თქვა.

ვუკმა და იანგმა უკვე იქორწინეს, ახლა კი მათ ბაღში ვართ წვეულებაზე.საოცრად კარგი ქორწილი იყო.იანგი უმშენიერესი პატარძალია😊

რაც შეეხება მინჰოს და შინჰეის, მათზე რა ვთქვა?ქორწილის წინა დღეს ჩამოვიდნენ და ვერაფრის გაგება ვერ მოვასწარით წესიერად.

-და ისე როგორ შერიგდით?(ბექიონი)მინჰომ გაიკრიჭა და შინჰეის გახედა.

-ეს ჩემი ინიციატივა იყო და მინჰომაც არ დააყოვნა მაშინვე დამთანხმდა.აი ქორწილის ამბავი კი მინჰოს იდეა იყო(შინჰეი)მინჰომ ამაყად გაიღიმა.

-ხო დავიღალე.უკვე ოცდაშვიდის ვარ და მეც მინდა ეს ქალბატონი, გვერდით რომ მყავდეს.ხოდა ეს ამბავი დაო ჩვენი სამზარეულოს ბარზე გადაწყდა(მინჰო)ეშაკურად გაიღიმა და შინჰეისგან მუჯლუგუნიც მიიღო.

-კარგი,თქვენი გარყვნილი ისტორიები არ მაინტერესებს(მე)სიცილით ვთქვი.

-აიუ!-უეცრად ვიღაცის ნაცნობმა ხმამ დამიძახა.მეც შევბრუნდი და ჯუნი დავინახე,რომელიც ჩემსკენ მორბოდა.დავიხარე და ჩავეხუტე,თვითონაც მომხვია მისი პატარა ხელები.უკან სუკი მოჰყვებოდა დინჯად და დასტოინად.

-როგორ ხარ საყვარელო?(მე)მან გამიღიმა

-კარგად შენ?(ჯუნი)მე გავუღიმე.

-შენ რომ დაგინახე უკეთ გავხდი(მე)სუკიც მოვიდა.

-მოიცა ჯუნს იცნობ?(ვუბინი)მე თავი დავუქნიე.

-კი ვიცნობ.ერთმანეთი პარკში გავიცანით და მერე იცი რამაგრად გავერთედ ბიძია ვუბინ?!-აღტაცებული საუბრობდა-მამიკო,მე და აიუ გასართობ პარკში ვიყავით და ეშმაკის ბორბალზეც კი დავჯექით(ჯუნი)გაიკრიჭა.
დანარჩენებმა გაკვირვებული და გამომცდელი მზერა გვესროლეს.

-ჯუნ საყვარელო სად გამექეცი?-გაისმა წვრილი ხმა.ხმის მიმართულებით გავიხედე და სუზი შემრჩა.

-აქ ვარ დედა(ჯუნი)ბუზღუნით თქვა.სუზმა ვუკს და იანგს შეხედა.

-ვაიმე გილოცავთ,ბედნიერებას გისურვებთ(სუზი)მერე კი დანარჩენებიც დაგვათვალიერა.ჩემი დანახვისას კი ღიმილი სახეზე შეაშრა,ხოლო როცა შეაჩნია,რომ ჯუნი ჩემთან იდგა და ხელი ჩაკიდებული ჰქონდა წარბები ზემოთ აზიდა.

-საყვარელო მაგ ქალთან რატომ დგახარ?(სუზი)უხეშად თქვა.
სუკი რაღაცის თქმას აპირებდა მაგრამ ჯუნმა დაასწრო.

-რატომ?აიუ ჩემი მეგობარია!მამიკოსაც მოსწონს და მითხრა შეგიძლია ხანდახან მასთან წახვიდეო.აიუსთან ერთად მამას გასართობ ადგილებში დავყავარ, როცა შენ არ გცალია(ჯუნი)სუზი არც ისე კარგი ადამიანია,მაგრამ მეგონა კარგი დედა მაინც იქნებოდა.როცა დედა ვხდებით დედობრივი ინსტიქტი ხო გვაქვს?ჩვენ შვილთან ხომ ყოველთვის გვინდა დროის გატარება?ის რანაირი დედაა?

-ჯუნ დედას ასე არ უნდა ელაპარაკო.ჩცენ სახლში აუცილებლად დავილაპარაკებთ!(სუზი)მკაცრი ტონით თქვა და კვლავ გაიღიმა.

-მა შეიძლება დღეს დეიდა აიუსთან დავრჩე შენ ხო დამპირდი?(ჯუნი)სუკმა მე შემომხედა

-დეიდა აიუს თუ ეცლება....(სუკი)შევაწყვეტინე.

-ამ პატარა სისაყვარლისთვის ყოველთვის მეცლება(მე)გავიღიმე და ჯუნისგანაც დავიმსახურე ღიმილი.

-მაშინ..(სუკი)სუზიმ გააწყვეტინა.

-კი მაგ...-მაგრამ ჯონგსუკმა არ აცალა.

-კარგი დარჩები.სუზი დაანებე თავი როგორც ჩანს ბავშვი მასთან ბედნიერია.(სუკი)

-კი მაგრამ ის ჩემი შვილია!(სუზი)ხმამაღლა წარმოთქვა.

-ვიცი.და გინდა ახლა დავიწყოთ იმ თემაზე საუბარი რომ ჯუნი შენი შვილია?გინდა?არ არის პრობლემა(სუკი)სუზი დამშვიდდა.

-კარგი(სუზი)მშვიდად თქვა.სუკმა კი კმაყოფილი ღიმილი აიკრა.

-როგორც ჩანს კარგად გამოგდის ამ ოჯახის კაცებისთვის თავის მოწონება(სუზი)ცალყბად გიღიმა სუზიმ.სანამ რამეს ვეტყოდი ვიღაცამ დამასწრო.

-სრულებით გეთანხმები-ნაცნობი ხმისკენ გავიხედე.მას აქ რა უნდა?

-ჯუნ?(მე)გაოგნებულმა წამოვიძახე და მისკენ გავექანე ჩასახუტებლად.

-რატო არ გამაფრთხილე?წინა ნახვისას არაფერი გითქვამს!(მე)მომშორდა და გამიღიმა.

-ვიცი სიურპრიზი მოგიწყე(ჯუნი)
მითხრა და შუბლზე მაკოცა.მერე კი იქით გაიხედა,სადაც დანარჩენები იდგნენ და მათკენ წავიდა.

-გილოცავ ჯი ჩან ვუკ.შენზე აიუ ბევრს მიყვებოდა მე ლი ჯუნი მქვია აიუს მეგობარი ვარ(ჯუნი)ვუკმა ხელი ჩამოართვა.

-ეს ალბათ მინჰოა არა შენი ძმა?-მე თავი დავუქნიე მან კი მინჰოს ხელი ჩამოართვა-სასიამოვნოა შენი გაცნობა(ჯუნი)მანაც გაუღიმა.

-ეს მისი ცოლია შინჰეი(მე)ჯუნმა გაიღიმა.

-როგორ ხარ დაიკო?არ მოგენატრე?(ჯუნი)შინჰეის გაუღიმა.დავიბენი.

-დაიკო?!(მე)

-არა,ის ჩემი ბიოლოგიური და არაა, აიუ არ დაიბნე.ჩემი გაზრდილია ასე ვთქვათ როგორც....-თქვა  და მისი მზერა სუკზე გადაიტანა.მხოლოდ ახლა შევამჩნიე სუკის გაოგნებული და გაფითრებული სახე.-ბიძიას არ გადაეხვევი ძმიშვილო?(ჯუნი)თქვა და სუკს გადაეხვია.

მე პირი ღია დამრჩა.ბიძია?!!!ნუთუ ეს შესაძლებელია?ის ძმიშვილი,  რომელზეც ჯუნი სულ ასე აღფრთოვანებული საუბრობდა, ჯონსუკია?!!

-შ...ენ?(სუზი)ჯუნი სუკს მოშორდა და მისი ბნელი თვალები მიანათა.ასე ზიზღით და სიყვარულით როგორ შეიძლება უმზერდეს მისი თვალები?

-სუზ....როგორ ხარ?გავიგე ჯონგსუკს ცოლად მოუყვანიხარ.სამწუხაროა ქორწილში რომ არ დამპატიჟეთ.ფიტოებს თუ დავუჯერებთ უმშვენიერესი პატარძალი იყავი(ჯუნი)რა ხდება?ჯუნი ჯონგსუკის ბიძაა?და სუზი რაღა შუაშია?

-მამა ეს ბიძია ბაბუას ძმაა?(პატარა ჯუნი)

(ხალხო სუკის ბიძა ჯუნი აღინიშნება ასე:
დ/ჯუ
და პატარა ჯუნი
პ/ჯუ)

ჯუნმა ბავშვს დახედა და გაიღიმა.მასთან დაიხარა და სახეზე მოეფერა.

-არა საყვარელო ბაბუაშენის ძმა არ ვარ.მე .......მოდი ამაზე მერე ვილაპარაკოთ კარგი?ახლა ჯონსუკმა რაღაც უნდა გააკეთოს მერე კი ამაზე ერთად ვისაუბრებთ.მანამდე კი მე დედაშენს უნდა გავესაუბრო.რაღაც ძალიან მნიშვნელოვანზე(დ/ჯუ)ბავშვს გაუღიმა და ფეხზე წამოდგა.

სუკს მზერით რაღაც ანიშნა და მანაც მაშინვე მე გამომხედა მერე კი ისევ ჯუნს.

-რაღას ელოდები სულელო ბიჭუნა?უკვე დროა.საკმაოდ ბევრი იტანჯე და ზედმეტად ადრე გაზრდა მოგიწია ძმიშვილო.ახლა კი დროა კვლავ თვრამეტი წლის თინეიჯერი გახდე(დ/ჯუ)სუკმა გაიღიმა ისევ მე შემომხედა.ჩემსკენ წამოვიდა ხელი მომკიდა და იქედან წამიყვანა.

-ჯონსუკ რას აკეთებ სად მიგყავარ?(მე)ხმა არ გაუცია.მანქანაში ჩამსვა და კარი ჩაკეტა.

თვითონ მანქანას მოუარა და მეორე მხარეს ჩაჯდა.მანქანა დაქოქა და ადგილს მოსწყდა.

მთელი გზა ხმა არ ამოუღია.მე კითხვებს ვუსვამდი,მაგრამ პასუხს არ მცემდა.ბოლოს შევეშვი და დაველოდე,დანიშნულების ადგილას როდის მივიდოდით.

უცნაური ის იყო,რომ მთელი გზა უაზროდ იღიმოდა და ცქმუტავდა.გამომხედვდა და გამიღიმებდა მე კი სასაცილო არაფერი მჭირდა.ამიტომ ხმა არ ამომიღია და გაბუსხული მზერა მივაპყარი.

მალევე მანქანა ჩერდება სკოლასთან.ეს სუკის სკოლაა ადგილი,სადაც ერთამნეთს პირველად შევხვდით.ის მანაქანიდან გადავიდა და კარი გამიღო.მეც გადმოვედი და მიმოვიხედე არავინ იყო.

-სუკ აქ რატომ ვართ?(მე)მან ისევ დამაიგნორა და წინ გაიჭრა.მეც უკან ავეკიდე.სიბნელეში ძლივს ვარჩევდი რა ხდებოდა.სადღაც,კიბეებზე ავდივართ.

მერე რაღაც უზარმაზარი რკინის კარს აღებს და ჩვენ სკოლის სახურავზე ვხვდებით.

-სუკ აქ რას ვაკეთებთ?(მე)უკვე მოთმინება დაკარგული ვეკითხები.

ის ჰაერს ღრმად ისუნთქავს და ჩემსკენ ბრუნდება.მთვარის შუქზე მისი სახე ნათლად ჩანს.სახეზე ბედნიერების და თავისუფლების ღიმილი დასთამაშებს.ის ღიმილი, რომელიც იმ საშინელი დღის მერე ძველ ჯონგსუკთან ერთად გაქრა.თვალებში წყალი აქვს ჩამდგარი.ბედნიერების ცრემლებით ავსებული.

-აიუ გახსოვს,სამი წლის წინ, ქორწილის დღეს რა გითხარი?(სუკი)თავი დავუქნიე.

-რომ გიყვარდი და გსურდა ეს ყველაფერო სიზმარი ყოფილიყო(მე)

-მართალია.მიყვარდი და ახლაც მიყვარხარ.ისიც გითხარი ნეტავ ეს ყველაფერი სიზმარი ყოფილიყო თქო,რომ გამოვფხიზლდე და ისევ ერთად ვიყოთ თქო.ახლა იცი რა ხდება?ეს ყველაფერი,მართლაც კოშმარული სიზმარი იყო....-ცრემლებს ვერ იკავებს და ვერც მე.თვალებიდან თავისთავად მოდის ცრემლები.

-სუკ..-ვსლუკუნებ

-ჩშშ....ახლა ყველაფერი კარგადა გესმის?ჩცენ არაღარაფერი გვიშლის ხელს.ეს კოშმარი იყო.ახლა კი გათენდა და ამ კოშმარიდან გამოვაღწიეთ.

-სუკ რას ამბობ?ჯუნი....-გამაწყვეტინა

-ყველაფერს მოგიყვები!აბსოლიტურად ყველაფერს კარგი?!პირველ რიგში მინდა იცოდე,რომ მე შენთვის არასდროს არ მიღალატია...-გაოგნებულმა ავხედე.

-რა?

-მე სუზისთან არ ვწოლილვარ აიუ!მე შენთვის არ მიღალატია!ჯუნი ჩემი შვილი არაა!....

*ერთი წლის შემდეგ*

ავტორის პ.ო.ვ

კაცმა მანქანა საავადმყოფოს წინ გააჩერა.უკანა კარი გააღო და მომტირალე ქალი,რომელიც ტკივილისგან ყვიროდა ხელში აიყვანა.

-ექიმი!ექიმი!-გაჰყვირის მამაკაცი და მალევე ესევიან გარშემო.ქალს საკაცეზე აწვენენ და საოპერაციოსკენ მიჰყავთ.

-მეორე საოპერაციო მზადაა ექიმო-გაჰყვირის მედდა და ექიმიც საოპერაციოს კარს აღებს.როცა კაცი ცდილობს ქალს შეჰყვეს, მედდა აჩერებს  და კარის მიღმა ტოვებს.

-თქვენი აქ შემოსვლა არ შეიძლება

-ხო მაგრამ მინდა მის გვერდით ვიყო!ეს ქალი მიყვარს!ის ჩემი ცოლია!-უკვე გვიანი იყო ქალი საოპერაციოში შეიყვანეს.

კედელთან ჩაიმუხლა და თავი ხელებში მოიქცია.

მალევე საავადმყოფოში ხმაური ატყდა.უამრავი ადამიანი შემოვარდა.

-ჰეი რა მოხდა ვუბინმა დაგვირეკა,გითქვამს რომ აიუ საავადმყოფოში მოგყავდა(მინჰო)

-ხო ხო არ ვიცი ახლა შეიყვანეს და ველოდები(სუკი)

-შინჰეი ვერ წამოვიდა ხომ გესმის არა?ბავშვს მარტო ვერ დატოვებდა.ჯერ ერთი თვისაა(მინჰო)

-ვუკ იანგი საადა?(ბექი)

-აა იანგი?მინჰოს და აიუს მშობლებთან დარჩა რომ წამოიყვანოს(ვუკი)

-ხო კარგად იქნება?(სუკი)

-ყველაფერი კარგად იქნება(ვუბინი)თქვა სუკის გვერდით დაჯდა და მხარზე ხელი დაადო.

ნახევარ საათში ექიმი გამოვიდა.სისხლით იყო დასვრილი.სუკი ანერვიულებული მივიდა მასთან.

-როგორ არის?-ექიმმა ამოისუნთქა და სუკს გაუღიმა.

-კარგად არიან-თქვა და ფართოდ გაიღიმა.

-სქესი ბიჭია თუ გოგო?(ბექი)წამოიყვირა აღტაცებულმა.

-რა მნიშვნელობა აქვს?მთავარია ჯანმრთელები თუ არიანა?(სო ჰიუნი)თქვა და ექიმს გახედა მან კვლავ ღიმილი აიკრო სახეზე.

-სამივე კარგადაა-მზერა სუკს მიაპყრო-თქვენი მეუღლე,ვაჟიც და ქალიშვილიც კარგად გრძნობს თავს.ტყუპი გოგო-ბიჭი შეგეძინათ ბატონო!-ყველამ შეძახილები დაიწყო.ბედნიერების შეძახილები.

-შეიძლება რომ ვნახო?(სუკი)ექიმმა თავი დაუქნია.

საჭირო ატრიბუტებში გამოეწყო და შიგნით შევიდა.აიუ თავის შვილებს უყურებდა,რომელებიც მარჯვნივ აკვანში ეწვა.

-ჰეი(სუკი)აიუმ მას გამოხედა და გაუღიმა.

-სუკ შეხედე შვილები გვაყავს.უკვე ორი ბავშვის მამა ხარ.გესმის რამხელა პასუხისმგებლობა უნდა აიღო?(აიუ)სუკმა თავი დაუქნია გვერდით მიუჯდა და შუბლზე აკოცა.

-ერთად ყველაფერს გავუმკლავდებით გესმის(სუკი)აიუმ გაიღიმა.

-ყოველთვის მეშინია,რომ ეს სწორედ სიზმარია,გესმის?თითქოს ეს ყველაფერი კარგი სიზმარია და ერთ დღესაც გავიღვიძებ და ისევ კოშმარში დავბრუნდები.მაგრამ ყველაფერი დასრულდა არა?დასრულდა!(აიუ)

-არა!არაფერი დასრულებულა!პორიქით ყველაფერი ახლა იწყება!ჩვენი ცხოვრება  ახლა იწყება!ჩვენ ორი შვილი უნდა აღვზარდოთ და საერთოდაც მე მარტო ორზე შეჩერებას არ ვაპირებ-სიცილით თქვა-ამიტომ ახლა გაიღიმე კარგი?!-აიუმ მას თავი დაუქნია და თბილად გაუღიმა,მის ერთადერთ სიყვარულს

-მიყვარხარ ლი ჯონგ სუკ და სამუდამოდ მეყვარები

-მიყვარხარ ლი ჯი ეუნ და სამუდამოდ მეყვარებით-თქვა და ბავშვებს გახედა.შემდეგ ისევ მის ცოლს გახედა და აკოცა.

დასასრულის შემდგომი დასაწყისი❤❤❤

                        ავტორი:

მოგესალმებით ყველას.აი დასრულდა ეს მშვენიერი ფიკიც,მინდა დასასრულთან დაკავშირებით თქვენი აზრი გამიზიაროთ,ასევე თუ მოგეწონებათ დაავოუთეთ.დროებით ახალი ფიკი არ დაიდებ.ანუ ახალი ფიკის დადება ჩემს რედაქტორზეა დამოკიდებული,რომელმაც ჩემს გამო თავიდან უნდა გადახედოს "ჩემი ცხოვრების ეკალს" და " მე და ჩემ მეორე მეს",როცა ამ ორ ფიკს სრულებით დაარედაქტირებს(ანუ შეცდომებს შეასწორებს გრამატიკულად)მერე უკვე დაიწყება ახალა ფიკი.თვითონ ფიკი იქნება ჯეონ ჯონგუკზე და გოგონაზე,რომელმაც წარსულში დედის სიკვდილის გამო შური უნდა იძიოს ერთერთ განქსტერზე.ხოლო ვინაობის დასამალად ის თავს ბიჭად ასაღებს!
დანარჩენს კი თვითონ ფიკში შეიტყოფთ,ვეცდებით ყველაფერი მალე დავალაგოთ.მიყვარხართ და იმედია კვლავ მალე შევხვდებით ერთმანეთს😍😘😙😗😻❤💙💚💛💜💗

You are reading the story above: TeenFic.Net