28 თავი."ლი ჯუნი🤐😵"

Background color
Font
Font size
Line height

ლინოს პ.ო.ვ

დილით ქალბატონის ხმამ გამაღვიძა.

-ლინო მე სახლიდან გავდივარ საქმეები მაქვს.საღამოს დავბრუნდები.(აიუ)და მალევე კარის ხმაც გაისმა.

თქვენ გგონიათ,რომ აქამდე მეძინა?

ჰა ჰა.ნუ კი მეძინა ,მაგრამ გუშინ ტანსაცმლით დავიძინე და როგორც კი ქალბატონი გავიდა.მეც მოვიკიდე ზურგ ჩანთა და გავყევი.

*ოცი წუთის შემდეგ*

არ მეგონა,რომ ის ჩანაწერები ნამდვილი იქნებოდა.ქალბატონი მართლაც დადის ლი ჯუნის ,ლი ჯონგსუკის ბიძის სანახავად.მაგრამ, უდიდესი კითხვის ნიშანი ისევ ადევს ამ საქმეს.

რატომ?!

.

.

.

უკვე ორმოცდახუთი წუთია მიმღებში ვზივარ და ქალბატონის გამოსვლას ველოდები.

-უკაცრავად ვინმეს ელოდებით?-მეკითხება მიმღებში მჯდომი გოგო.მე მასთან მივდივარ და თავს ვხრი მისალმების ნიშნად.

-გამარჯობა.იცით მე ლი ჯუნთან ვარ სტუმრად მოსული.მაგრამ როგორც ვიცი ახლა მნახველი ჰყავს არა?-გოგომ ამათვლიერა და თავი დამიქნია.

-დიახ ყავს

-და ისე მასთან მნახველები ხშირად დადიან?-გოგომ მკაცრი მზერა მესროლა.

-უკაცრავად ,მაგრამ პაციენტის პირად ინფორმაციას არ გავცემთ-თქვა და საბუთებში კირკიტი განაგრძო.

-იცით მე მისი ძმიშვილი ვარ-მან კითხვის ნიშნიანი სახით გამომხედა.

-მართლა?მე მეგონა ლი ჯონგსუკი იყო მისი ძმიშვილი

-აა ხო ის ჩემი უფროსი ძმაააა.მე ჯონგსუკის უმცროსი ძმა ვარ-გოგომ გამიღიმა.

-გასაგებია.რადგან ახლობელი ხართ.....მასთან იშვიათად მოდიან.სულ სამი და ოთხი ადამიანი.ყველაზე ხშირად,ლი ჯი-ეუნი ქალი,რომელიც ახლა მასთანაა.რამდენჯერმე ჯონგსუკიც და დედამისიც.ასევე ლი ჯუნის დედაც.-გამიღიმა მან.

-კარგი მადლობა მე დაველოდები და როდის გამოვა ხომ არ იცით?(მე)

-საერთოდ მონახულების დრო საათნახევარია,მაგრამ ქალბატონი ჯიეუნის სტუმრობა ბატონ ლი ჯუნზე კარგად აისახება,ამიტომ ორსაათამდე გრძელდება.-მე გავუღიმე და გარეთ გავედი.ანუ კიდევ საათი და თხუთმეტი წუთი მომიწევს დალოდება.

არა ფიქრს ვერ ვწყვეტ.თუ ყველაფერს სწორად გავუყვებით,შესაძლოა მივიდეთ იმ დასკვნამდე რომ,ჯონგსუკის ბიძა ლი ჯუნი არის უმცროსი ლი ჯუნის ნამდვილი მამა.

მაგრამ ისევ კითხვის ნიშნით "რატომ?!" ეს რატომ გააკეთა ჯონგსუკმა? ხომ შეიძლება ამას რამე ახსნა ჰქონდეს?

იქნებ აქვს?

და დავიჯერო ამდენი ხანი ლი ჯუნმა არაფერი თქვა თავისი შვილის შესახებ?!თან ამ ფაქტს ერთი რაღაც ზღუდავს.

ბექიონის თქმით,სუკმა აიუსთან დაბრუნების შანსი მეორეჯერ დაკარგა როცა ბავშვი მის შვილად გამოაცხადა.თან აქ ირთვება მეორე ვარიანტიც.სუკის სიტყვები 

"ნეტავ ეს ყველაფერი სიზმარი იყოს,ნეტა ეს ყველაფერი არ მომხდარიყო"

აქ ის ალბათ სუზისთან დაწოლის ფაქტს გულისხმობს,მაგრამ ალბათ უნდა ამოვაგდო.განა არის კიდევ სხვა რამეც?!

თუ სწორად წავუყვებით,მაშინ რვა წლის წინ იმ ღამეს სუზი ჯონსუკთან თავისი ფეხმძიმობის სათქმელად მივიდა.სწორედ ამიტომ არაფერი გააკეთა როცა აიუ მივიდა მასთან.

ის ვიდეო რომ არა ალბათ იფი......მოიცა ვიდეო?!ვიდეო რომელზეც ახწერილია სუზის და სუკის სექსის სცენა!ადამიანის ფსიქიკა სწორედ ისაა რისი გამოყენებითაც შეგიძლია ბევრი რამ გააკეთო.რატომ გაუგზავნა სუზიმ აიუს მისი და ჯონსუკის ძველი ფოტოები?ხომ იცოდა რომ ძველი იყო?ამას აიუც მიხვდებოდა!მაგრამ გული ატკინა და ოდნავი ღალატის გრძნობაც იქნებოდა მასში.შემდეგ კი ვიდეო სადაც "შესაძლოა სუკია" გამოსახული სუზისთან.

ამ ყველაფრით კი მაგრამ ისევ ჯონსუკი!რატომ გააკეთა ეს მან?!

ვიდეოს თუ ვნახავ?მაგრამ განა ის სად უნდა იყოს?იქნებ ქალბატონის სახლში?არის იმის შანსი რომ შეინახა?იქნებ ნაგავში მოისროლა?ან დაწვა?

ერთი საათი მაქვს თუ ამას გავარკვევ მაშინ შესაძლოა ეს საიდუმლოც ამოვხსნა.

*თხუთმეტი წუთის შემდეგ*

კარზე ზარი დავრეკე.

-მოგესალმებით მისის ლი(მე)გავუღიმე აიუს დედას და მისგანაც ღიმილი მივიღე.

-გამარჯობა ლინო,რამ შეგაწუხა?(აიუ/დ)

-იცით ქალბატონს მისი ერთერთი ძველი ნივთი ჭირდებოდა და მითხრა აქ მოვსულიყავი და მომეძებნა(მე)აიუს დედამ კარი ფართოდ გააღო.

-წამოდი მაშინ მის ოთახამდე მიგაცილებთ-და გამიძღვა ქალბატონის ოთახისკენ.

-მართალა მინჰო ხომ არ იცი სადაა? გუშინ მომწერა რომ რაღაც საქმე ჰქონდა და სახლში ცოტახანს არ მოვიდოდა-მითხრა მშვიდად და მორცხვად.

ახლა რა ვუთხრა?ვერ ვეტყვი ცოლი მოიყვანათქო.მერე თვითონ ჯობია უთხრას.

-ააა არ ვიცი,ქალბატონსაც ეგრე უთხრა,მე პირადად არ მინახავს-აიუს დედამ თავი დამიქნია და ჩაფიქრდა.

-აი ეს ოთახში.თუ აქ ვერ იპოვი შემდეგ სხვენში წავიდეთ და იქ მოვძებნოთ კარგი?-მე თავი დავუქნიე მან კი მარტო დამტოვა.

დავიწყე ძებნა უჯრებიდან.ფარულ უჯრებსაც ვეძებდი მაგრამ ვერაფერი ვიპოვე.მთელი ოთახი დავიარე?მაგრამ არსად არაა ის დისკუ .

-იქნებ....-ლოგინის ქვეშ შევიხედე და ხელების ფათური დავიწყე.მალევე რაღაცას გავკარი ხელი.მგონი ყუთი უნდა იყოს.

ყუთი გამოვიტანე.ზარდახშის ფორმის ყუთი ყოფილა.ძველი და მტვრიანი.

მტვერი გადავწმინდე და ზარდახშას დავხედე.

-ჯანდაბა ჩაკეტილია.-ზარდახშა ჩაკეტილი იყო.მიდი და ეხა ამის გასაღები იპოვე.

თმის დამჭერის ძებნა დავიწყე და მალევე  ვიპოვე.ყუთის გახსნა დავიწყე და ღმერთს მადლობა გავხსენი.

-აბა იპოვე რასაც ეძებდი?-მომესმა აიუს დედის ხმა.მე ზარდახშა ჩანთაში ჩავიდე.

-ვერა ვერ ვიპოვე(მე)

-მაშინ მოდი სხვენში მოვძებნოთ(აიუ/დ)

-არა არაა საჭირო მე ჯობია წავიდე.ქალბატონს ვეტყვი რომ,ვერ ვიპოვე (მე)

-დარწმუნებული ხარ?(აიუ/დ)მე თავი დავუქნიე.

-კი ასი პროცენტით(მე)ბოდიში მოვუხადე შეწუხებისთვის დავმეშვიდობე და მანქანაში ჩავჯექი.სასწრაფოდ უკან დავბრუნდი.ათი წუთი მქონდა დარჩენილი.მანქანიდან არ გადავსულვარ მაშინვე სარდახშა ამოვიღე და გავხსენი.

-როგორც ვფიქრობდი-ზარდახშაში ფოტოების აცმა იდო.ბანტი გავხენი და ფოტოების დათვალიერება დავიწყე.აიუს და ჯონგსუკის ფოტოები იყო.უმეტესად პაემნებზე გადაღებული ფოტოები.ალბათ უკვე დავიწყებას მიცემულიც.

ამ ფოტოების დათვალიერებას მოვრჩი და გადავდე.შემდეგ კი ზარდახშაში არსებული საიდუმლო განყოფილება გავხსენი.აქ კი უკვე მოულოდნელი რამ დამხვდა.

ჯონსუკის და სუზის ფოტოები.სავარაუდოდ ძველი ფოტოები იყო.ზოგი დახეული იყო ზოგიც დაჯღაპნილი.ზოგზე კი ......სისხლი?

უეცრად ბექიონის სიტყვები გამახსენდა. 

'მან თავის მოკვლა სამჯერ სცადა"

სხეულში საშინელმა სიცივემ დამიარა.ნუთუ.......

და ბოლოს კი დისკი.წარწერით.

"საუცხოო ღამე იყო"

რატომ მომინდა ამ სიტყვების წაკითხვის შემდეგ სუზის მოკვლა?ეს ყველაფერი ქალბატონს ნანახი ჰქონდა?მარტო მას!ხო მან ნახა ეს საზიზღრობა.!!!!

კომპიუტერში ვიდეო ჩავრთე.

"ოთახში რამდენიმე ლამპა ენთო და მთვარის შუქიც ანათებდა იქაურობას,მაგრამ არა იდეალურად.კამერა ლოგინიდან საკმაოდ მოშორებით იდო.მალევე სუზი შემოვიდა ვიღაც ბიჭთან ერთად, რომელიც საკმაოდ გავს ჯონსუკს.ერთმანეთს გაუჩერებლივ კოცნიდნე  და თან ტანისამოსს იხდიდნენ"

-აიუმ ამას უყურა?!-არცერთი მომენტი არ იყო გამოტოვებული.ხმაც კი საკმაოდ კარგად ისმოდა.თითოეული ხმა!კვნესის და გოდების......ამ კაცს კარგად დავაკვირდი,ვაღიარებ კარგად არ ჩანდა,მაგრმ.......ის ჯონსუკი იყო.მას ძალიან გავდა.ძალიან გავდა!სიბნელის გამო სახეს კარგად ვერ ვარჩევ მაგრამ ბუნდოვანი გამოსახულება მას გავს!

სასწრაფოდ მეგისთან გადავგზავნე ვიდეო.

მალევე მირეკავს

*ზარი*

-ლინო პორნოების ყურება დაიწყე?-გაოგნებული ხმა ჰქონდა.

-არა!მომისმინე .უნდა გაარკვიო მაგ ვიდეოში მყოფი მამაკაცი ვინა.ორი მამაკაცის ფოტოს გამოგიგზავნი,ხომ შეძლებ დაბურული ვერსიები გაასუფთაო და ნამდვილი ვერსია იპოვო?(მე)

-კი შემიძლია.მაგრამ სანაცვლოდ?-ისევ ეშამაკურად დაიწყო საუბარი.

-საჩუქარი ჩემზე იყოს.-მეც იგივე ტონით ვუთხარი.

-ოუ იცოდე საუკეთესოების გარდა არაფერს ვიღებ-მითხრა და გათიშა.

ორი საათი უკვე გავიდა.ველოდებოდი ქალბატონი როდის გამოვიდოდა.მალევე გამოვიდა და თავის მანქანაში ჩაჯდა.მე ცოტახანი დაველოდე სანამ ის წავიდოდა და შენობაში შევედი.

-გამარჯობა ლი ჯუნთან ვარ (მე)ვუთხარი ისევ იმ გოგოს მან გამიღიმა.ხელი მომაწერია და ლი ჯუნის ოთახისკენ გამიძღვა.

იქ მისულს ახალგაზრდა მამაკაცი დამხვდა ლოგინზე იწვა და წიგნს კითხულობდა.

ფსიქოლოგია?ალბათ თავისი ფსიქიკის შესწავლა სურს.

-ბატონო ლი ჯუნ თქვენთან მნახველია თქვენი ძმისშვილი.-სანამ შიგნით შევიდოდი გამოუცხადა მედდამ.ის უეცრად წამოხტა.

-მართლა? ახლავე შემოვიდეს!(ჯუნი)ალბათ სუკი ვგონივარ?!მეც შევედი მედდა კი გარეთ გავიდა.

ჯუნი ჩემსკენ შემობრუნდა.

-არ გე....შენ ვინ ხარ?(ჯუნი)მკაც6
ი მზერა მომაპყრო.

-გამარჯობა ბატონო ლი ჯუნ ჩემი სახელია ლი მონჰო(მე)ხელი გავუწოდე.მანაც ჩამომართვა და დაჯდომა შემომთავაზა.

-ჩემ ძმიშვილად რატომ გაასაღე თავი?(ჯუნი)

-იცით რამდენიმე შეკითხვა მაქვს თქვენთან(მე)

-და რას ეხება ეს ყველაფერი?(ჯუნ)

-იცით გავიგე რომ,ფსიქოლოგი იყავით(მე)

-დიახ.ამ ფსიქიატრიულში ვმუშაობდი,ახლა კი აქ პაციენტი ვარ(ჯუნი)გარშემო მიმოიხედა.

-აქ რატომ ხართ?თქვენ ჭკვიანი კაცი ბრძანდებით ბატონო ჯუნ,მაინტერესებს აქ რატომ მოხვდით(მე)მან ამოისუნთქა.

-ჯერ მე მინდა ჩემს კითხვაზე პასუხი!ვინ ხარ?საერთოდაც არ ვარ ვალდებული რამე აგიხსნა!აქ რატომ მოხვედი?ვინ ხარ, რომ ამას კითხულობ?!(ჯუნი)უკვე კი ხასიათური მსგავსებაც ჩანს.იგივე გამოხედვა,ეჭვები და სიამაყე.რა რთულია ამ ოჯახთან ურთიერთობა.

-იცი სანამ თქვენი ძმისშილის სახლიდან წამოვიდოდი,თქვენმა რძალმა მითხრა რომ,ვიღაც გოგო გიყვარდათ,მაგრამ იმ გოგოს მარტო ჯონსუკი იცნობდა!(მე)

-ჩემმა რძალმა ეს რატომ გითხრა?ვინ ხარ მეთქი?!(ჯუნი)

-უი ალბათ იცი არა შენმა ძმიშვილმა ცოლი რომ მოიყვანა?(მე)მან ეჭვის თვალით შემომხედა.

-ცოლი?ჯონსუკმა?რეებს ბოდავ?!(ჯუნი)

-ხო და უკვე შვილიც ყავთ(მე)მან გაკვირვებულმა გამომხედა.

-რა?

-კი და შენ საპატივცემულოდ მასაც ჯუნი დაარქვა.უმცროსი ლი ჯუნი(მე)მან არ იცოდა რა ექნა.გაბრაზებულიყო იმის გამო რომ დაუმალეს?გახარებულიყო,მისი ძმიშვილის ბედნიერების გამო?თუ ის გახარებოდა ბავშვე მისი სახელი რომ,დაარქვა?

ტელეფონზე შეტყობინება მომივიდა.

გავიღიმე.

-და ხო მართლა ის ქალი ვინც თქვენ გიყვარდათ.შემთხვევით მისი სახელი ბაე სუზია?(მე)

                        ავტორი:
რიკი ტიკი ტოოოოოო.ჰა ჰა დასასრულს ვუახლოვდებით.გჯერათ მეგობრებო?ორი თავიღა დარჩა.მე არ მჯერა.ნუ დაგვიანებისთვის ბოდიშგიხდით არ მეცალა პირადი პრობლემები და ა.შ. ხოდა ამ ორ თავს რაც შეიძლება მალე დავდებ.წარმატებები მისურვეთ 🥰🥰😘😘🤩🤩

You are reading the story above: TeenFic.Net