ლინოს პ.ო.ვ
ბექიონის სახლიდან წამოსულმა მეგის დავურეკე.
-ალო ისევ მე ვარ.(მე)
-ოხ,კიდევ ახალი დავალებით ხარ?არა რად გინდოდა **** წლის დამამთავრებელი კურსის მოსწავლეების მისამართები და ვინაობები?თუ ამას მეტყვი შენი მომავალი დავალებების შესრულებაზე დავფიქრდები(მეგი)
-მეგი უბრალოდ რასაც გთხოვ ის გააკეთე რა!მერე მოგიყვები როცა ამ ყველაფერს დავამთავრებ.ჩემი საგამომძიებლო ინსტიქტები მკარნახობს რომ,აქ რაღაც რიგზე ვერაა(მე)
-ახ ახ,ისევ შენი ქალბატონი ხო?ეგ გოგო ჩემი წერაა.მასზე უკვე ვეჭვიანობ(მეგი)თქვა ბუზღუნით.მე გამეღიმა.
-თუ ჩემს თხოვნას შეასრულებ,ჩვენი ოთახის კედლის ფერს შენ აარჩევ(მე)ვუთხარი ეშმაკური ხმით.მის ჩაღიმებას აქედანაც კი ვგრძნობ.
-კარგი,გისმენ(მეგი)
-ლი ჯონგ სუკის ადგილ მდებარეობა გამირკვიე.მინდა მის სახლში მივიდე და რაღაცეები გავარკვიო,მისი იქ ყოფნა კი არაფერში მჭირდება.(მე)
-ახლავე მაცა.................აი ესეც დღეს დაკავებულია,რაღაც შეხვედრაზე უნდა წასულიყო,მაგრამ თქვა რომ უფრო მნიშვნელოვანი საქმე გამოუჩნდა და სხვა შეხვედრაზე წავიდა,მაგრამ სახლში აშკარად არ მისულა(მეგი)
-მადლობა,მიყვარხარ,გკოცნი(მე)
-ღმერთო ასეთი დამშვიდობება კარგა ხანია შენგან არ მიმიღია(მეგი)შეიცხადა.
-ალბათ იმიტომ რომ,ძალიან მომენატრე,შენ ვერც კი წარმოიდგენ როგორ.აი რომ გნახავ....(მე)გამაწყვეტინა.
-კაი კაი გეყოფა მარტო არ ვარ!-ხმამაღლა იწივლა და მალევე ტელეფონში კისკისი გაისმა.
-შენი დაქალები მომიკითხე.ამიერიდან საუბარს "პირველ რიგში მინდა მოგესალმოთ ყველათი" დავიწყებ ვახ!-ვთქვი და ტელეფონი გავთიშე.
*ნახევარი საათის შემდეგ*
ნახევარ საათში სუკის სახლთან ვიდექი.კართან მივედი და ზარი დავრეკე.
კარი მოსამსახურემ გამიღო და მალევე გაისმა ხნიერი ქალის ხმა.
-ვინ არის?-კარში ასაკოვანი,მაგრამ საკმაოდ მოვლილი და მომხიბვლელი ქალი იდგა.
-გამარჯობა მე ჯონსუკის კურსელი ვარ შეიძლება შემოვიდე?(მე)ქალმა გამიღიმა და მთხოვა მას გავყოლოდი.მისაღებში შევედით.
აშკარად დახვეწილი ინტერიერი იყო,ძველებური დიზაინი,მაგრამ ახალივით გაბრწყინებული.მოოქროვილი და მბზინავი კედლები.ძველებური მაგრამ ახალი და მდიდრული ავეჯი.საოცარი სახლი იყო.
-დაბრძანდით-მითხრა ხნიერმა ქალმა.
-თქვენ ალბად ჯონსუკის დედა ბრძანდებით-ვეცადე ყველანაირი მოწიწება გამომეჩინა.
-დიახ.ჯონსუკის მეგობრები აქ ხშირად მოდიან,მაგრამ სულ ერთი და იგივე.სკოლის პერიოდში უყვარდა ხალხის მოყვანა,მაგრამ გაიზარდა და შეიცვალა-თქვა ცოტა მოწყენილმა.
-აქ რამ მოგიყვანათ?-მეკითხება და ჩაის სვამს.ღმერთო დღეს იმდენი სითხე მივიღე,თირკმელების პრობლემა და უძილობა არ ამცდება.
გონებაში გავივლე და ჩაი მოვსვი.
-ძველი მეგობრის სანახავად შემოვიარე.მის ქორწილზე მოსვლა ვერ მოვახერხე,მაგრამ ძალიან მინდოდა მისი ცოლ-შვილის გაცნობა.როგორც კი თავისუფალი დრო გამომიჩნდა მაშინვე მოვედი.(მე)მან გამიღიმა.
-იცით ახლა სახლში არ არიან,ჩემი რძალი თავის მშობლებთანაა,ჯონსუკმა კი დამირეკა და მითხრა,რომ ჯუნთან ერთად პარკში წავიდა და გვიან დაბრუნდება.-სწორედაც ეს მინდოდა,მაგრამ ახლა წუხილი უნდა გამოვთქვა.
-ძალიან სამწუხაროა-ვთქვი დანანებით.
-თუ გნებავთ დავურეკავ და...-მე უცებ გავაწყევტინე.
-არა!-ქალი ჩემს ხმაზე მგონი შეხტა,მე კი შევამჩნიე რომ,ცუდად გამომივიდა და ვეცადე ცოტა გადამეკეთებინა-არ მინდა ჩემს გამო შვილთან ყოფნის დრო დაკარგოს-ვთქვი წყნარად და როგორც ჩანს ამან გაჭრა.
ყურადღება ფოტოსურათებისკენ გადავიტანე.ავდექი და მათ მივუახლოვდი.ფოტოებში სუკი და სუზი იყო ქორწილის დღეს,სუკის სასკოლო ფოტო.სუკი ,ბექიონი, მინჰო,ვუბინი და შინჰეი.ვოვ მაგარი ფოტოა.ასევე სუკი სუზი და მათ შორის პატარა ბიჭუნა იდგა.
-ეს ალბათ ჯუნია არა?(მე)ბავშვი სუკს გავდა,ამას ვერ უარყოფდი.
-დიახ,ჯუნია ბებიას სიხარული,უნდა ნახოთ რა საოცარი ბავშვია-ახტაცებით საუბრობდა ქალი.კიდევ ერთი ფოტო იყო სუკი და ვიღაც ახალგაზრდა მამაკაცი.სიმართლე ვთქვათ ის სუკს ძალიან გავდა.
-ეს კაცი ვინაა?(მე)ქალმა ფოტოს შეხედა და მოიღუშა.
-ეს სუკის ბიძაა,ჩემი მეუღლის უფროსი ძმა,მაგრამ სიმართლე გითხრათ სუკისთვის უფრო ძმასავეთაა ვიდრე ჩემი მეუღლისთვის,სუკი თითქმის მისი გაზრდილია.ჯონსუკზე ცხრა წლით უფროსია.ამიტომ როცა ჩვენ მივდიოდით,ჯონსუკს სულ მას ვუტოვებდით,სუკს ის ძალიან უყვარდა.მის შვილსაც ამიტომ დაარქვა ჯუნი.ლი ჯუნი უფროსი და უმცროსი.-ესეიგი სუკი ამ ბიჭთან, ბიძამისთან,ისე ახლოს იყო რომ,მის შვილსაც მისი სახელი დაარქვა.
-და ახლა სადაა ეს კაცი?(მე)
-ის.....ფსიქიატრიულშია უკვე რვა წელია-გავშრი.რამდენი?
-მოიცა როდის მოხვდა ან რატომ?(მე)
-არ ვიცი.ორი თვის წინ გავიდა რვა წელი.მიზეზი არ ვიცი.მაგრამ სუკმა მისი საგიჯეთში დაწვენა ძალიან რთულად გადაიტანა.ჯონსუკის დაბადების დღიდან ერთ თვეში დააწვინეს.გაგიჯდა,მაგრამ მიზეზი მარტო სუკმა და მან იციან.სუკი ამაზე არ საუბრობს და არც ჩვენ ვაძალებთ.-თქვა დამწუხრებით.
-პატარა ჯუნი დიდ ჯუნს ძალინ გავს-აი ამ სიტყვებმა კი უკვე საგონებელში ჩამაგდო.ზედმეტად ბევრი დამთხვევა,თარიღებშიც და ფიზიკურადაც.მესმის რომ დიდი ჯუნი პატარა ჯუნისთვის ბაბუის პონტში გამოდის და შესაძლოა ერთმანეთს გავდნენ.სუკი და ბიძამისი ხო ერთმანეთს ძალიან გვანან.
"ისე გვანან რომ,შესაძლო სიბნელეში ერთმანეთშიც კი აგერიოს"
ხმამაღლა გაიჟღერა ამ სიტყვებმა ჩემს გონებაში.
-კარგი ვფიქრობ ჩემი წასვლის დროა(მე)ვთქვი ნაჩქარევად და კარისკენ წავედი.
-მოიცათ იქნებ ცოტახანი კიდევ დაელოდოთ?-მომზდევს ქალი.
-ძალიან ვწუხვარ,მაგრამ მნიშვნელოვანი შეხვედრა მაქვს.სხვა დროსაც შემოვივლი.-ვთქვი და გარეთ გამოვედი.
ყველაფერი აირია,როგორ შეიძლება ამდენი დამთხვევა იყოს.აიუს და სუკის დაშორება,ორსულობის ამბავი და ჯონსუკის ბიძის საგიჟეთში მოხვედრა ერთიდაიგივე დროს?არა ზედმეტად ბევრი დამთხვევა იქნებოდა.
ერთადერთი გამოსავალი და ამ კითხვებზე პასუხი ამ ჯუნის ნახვაა და აქაც მისი დახმარება დამჭირდება.
ტელეფონი ამოვიღე და მეგის დავურეკე.
-ჰე რა გინდა?
-"პირველ რიგში მოგესალმებით ყველას"-სიცილით ვთქვი და კისკისი მომესმა.
-ჩვენც მოგესალმებით-იყვირეს ერთდროულად.
-კარგი გეყოთ!მითხარი რა გინდა?
-მომისმინე ლი ჯუნი,არის ლი ჯონსუკის ბიძა, სეულის ***** ფსიქიატრიულში წევს და მინდა მასთან ხვალ შეხვედრაზე ჩამწერო.(მე)
-მაცა ახლავე.........კი აი ვნახე მაგრამ რომელ საათზე?
-შეხვედრები რომელ საათზე იწყება?
-პირველზე
-ხოდა პირველი იყოს(მე)
-არა!პირველზე უკვე ჩაწერილია ვიღაც,მოიცა......
-რა მოხდა?(მე)
-წელიწადში ერთხელ ამ რიცხვში უკვე ერთი წელია ვიღაც სტუმრობს მას-თქვა ჩაფიქრებულმა.
-ვინ?-ინტერესით ვიკითხე.იქნებ სუკი?ანდა.....სუზი?!
-ვოვო.....-შეიცხადა.
-მეგი ამოღერღე.
-გინდ დაიჯერე გინდ არა რასაც ახლა გეტყვი.-უკვე ფსიქიკურად ვირყეოდი.ინტერესი მახრჩობდა.
-თქვი დროზე!
-შენი ქალბატონი!ლი ჯი-ეუნი.წელიწადში ერთხელ ამ დღეს სტუმრობს მას........
.
.
.
.
.
საღამოს ქალბატონი სახლში დაღლილი დაბრუნდა.
შინჰეის დაურეკა.
-ძმაო შინჰეის ტელეფონი შენ რატომ გაქვს?..........კი!ჩემს ძმასთან ერთად რას აკეთებ?სად ხარ საერთოდ?............რა აეროპორტში რა გინდა?..........სად?..........მოიცა.........
-რა ხდება?(მე)
-შინჰეიმ და ჩემმა ძმამ იქორწინეს(აიუ)წამოვიყვირე
-რა?მაგარია(მე)
-რა არი ბიჭო მაგარი ეს დედაჩემს როგორ ვუთხრა?მართლა გულის შეტევას მიიღებს(აიუ)
-ნუ ღელავთ ქალბატონო ყველაფერი რიგზე იქნება(მე)
-ხოო?ეგრე ფიქრობ?კაი ხვალ ვეტყვი დედას ახლა ძალიან დავიღალე მძიმე დღე მქონდა(აიუ)
-მეც!ამიტომ დავიძინებ.ძილინებისა ქალბატონო(მე)ვთქვი და დასაძინებლად წავედი.მაგრამ გავჩერდი როცა ქალბატონის ხმა გავიგე.თავისთვის საუბრობდა
-ჩემი ცხოვრების ეკლები!-თქვა და ჩაფიქრდა ალბათ რაღაცას იხსენებდა.
-ეკლები არა!უდიდესი ეკალი მერჭობა გულზე და თავს არ მანებებს.ნეტავ დადგება დღე როცა მისი ყოველი დანახვისას გულში ამ ეკლის ჩხვლეტას არ ვიგრძნობ?განა დადგება ეს დღე?
კიბესთან ვიდექი და მას ვუსმენდი.არ ვიცი რა ხდება,ან ხვალ ლი ჯუნთან რატომ მიდის შესახვედრად,მაგრამ გავიგებ,ყველაფერს გავიგებ როცა ამ გორგლის მთავარ ნასკვს შევხვდები
-ნუ ღელავთ ჩემო ქალბატონო ყველაფერი კარგად იქნება!აუცილებლად გავიგებ სიმართლეს,რომელსაც ის საგიჟეთის კედლები და ლი ჯუნი ინახავენ(მე)ვთქვი ჩუმად და ოთახში ავედი დასაძინებლად.
ავტორი:
უჰ დამთავრდა ეს დღე!არა თუ დაითვალეთ ამათთან ერთ დღეში რა მოხდა?ჯერ მინჰოს და შინჰეის ამბავი.მერე ლინოს გამოძიება,აიუს და ჯუნის შეხვედრა და პარკში სეირნობა.აი იმდენი რამ მოხდა კაცი იფიქრებდა ერთი თვეა ეს ყველაფერი ხდებაო.არადა ეს ყველაფერი სულ რაღაც ერთ დღეში მოხდა.აბა როგორ მოგწონთ?მე მუზა მომაწვა და ვწერ.სულ სამი თავიც აღარაა მგონი დარჩენილი.არა სამი იქნება და დამთავრდება.ძლივს მთავარი ბურთი ჩავაგდე და ამოვისუნთქე.ამის შემდეგ გეგმაში რამოდენიმე ისტორია მაქვს და ჯერ კიდევ ვფიქრობ რომელი დავდო ყველას ერთად ვერ დავდებ რადგან გადაწყვეტილი მაქვს ერთს რომ,დავიწყებ ბოლომდე მივიყვანო. ამიტო წარმატებები მისურვეთ!!! <3 <3 <3
You are reading the story above: TeenFic.Net