26 თავი. "ოჯახი"

Background color
Font
Font size
Line height

აიუს პ.ო.ვ

მე და ჯუნი სანაყინეში ვიჯექით და ნაყინს ვჭამდით.

-ჯუნ საყვარელო შენმა მშობლებმა იციან სად ხარ?(მე)ახლა გამახსენდა რომ,თითქმის ერთი საათია ჩემთან ერთად არის.

-არა!სკოლიდან გამოვიპარე-ისე  მარტივად მითხრა თითქოს არაფერი.კინაღამ ნაყინი გადამცდა.

-ჯუნ გაგიჟდი ალბათ უკვე გეძებენ.ახლავე დაურეკე მათ და უთხარი სად ხარ!-მოვთხოვე მკაცრად.

-კარგი,მაგრამ დამპირდი რომ,კიდევ შევხვდებით-მითხრა და ჩემთან ახლოს მოიწია.

-რა თქმა უნდა საყვარელო.მამაშენს დაველაპარაკები და ვთხოვ ხანდახან ჩემთან ერთად გამოგიშვას,ამის შემდეგ ატრაქციონებზე წაგიყვან კარგი?-მან გამიღიმა და ტელეფონი ამოიღო.

-ალო მამა მე ვარ.....არ იდარდო კარგად ვარ.....არა მამა პოლიციაში არ უნდა დაგერეკა.....აააა აპირებდი?.....კარგი რა მამა!.......კარგი მე ძალიან კარგ დეიდასთან ერთად ვარ,მან მიპოვა და ახლა სანაყინეში ვართ.....მოხვალ?მამა ჩვენთან ერთად ნაყინს შეჭამ....-მას თვალები გაუბრწყინდა,მამასთან ერთად დროის გატარების შანსი მიეცა-მიყვარხარ მამა!

-აბა რაო?(მე)მან გამიღიმა,ჯერ კიდევ აჟიტირებული იყო.

-კიო!მოვალ და შენთან ერთად ნაყინს შევჭამო.

-კარგია-ვთქვი და ჩანთა ავიღე.

-მიდიხარ?!არა არ წახვიდე გთხოვ!მამაჩემს გაგაცნობ.მინდა რომ,გაგაცნო-მე მასთან მივედი და თავზე ხელი გადავუსვი.

-არ მივდივარ,უბრალოდ ფულს გადავიხდი.

მან თავი დამიქნია და ხელი გამიშვა,მე კი ავდექი და სალაროსთან მივედი და ფული გადავიხადე.უკან მობრუნებისას ჩემგან ზურგით ვიღაც კაცი იჯდა და ჯუნს ესაუბრებოდა.

როგორც ჩანს მამამისია.

-ჯუნ ფული გადავიხადე საყვარელო,ეს მამაშენია....-კაცისკენ გავიხედე და გავჩუმდი

სუკმა შემომხედა და სათვალე მოიხსნა.მიყურა და შემდეგ ჯუნისკენ შებრუნდა.

-შვილო ძალიან ლამაზი დეიდა,რომელმაც სანაყინეში წაგიყვანა და სიმღერა გიმღერა ეს გოგოა?-კითხა ინტერესით.

ჯუნმა მომღიმარემ დაუქნია თავი.

-კი მამიკო ისაა-მომღიმარემ თქვა.

-ჯონ სუკ ჯუნი შენი შვილია?-გაოცებულმა ვკითხე.

-მამაჩემს იცნობ?-(ჯუნი)

-კი შვილო ჩვენ ერთმანეთს ვიცნობთ,აიუ ბიძია მინჰოს დაა(სუკი)ჯუნმა ყურებამდე გაიღიმა.

-მართლა?მაგარია,ანუ მასთან ხანდახან გამიშვებ ხოლმე?(ჯუნი)

-რა?!(სუკი)

-მამა მე და დეიდა აიუ მეგობრები გავხდით,ის ძალიან კარგია და მასთან დიდი დროის გატარება მინდა,შენ ხომ მეოუბნებოდი ერთ დღესაც შეხვდები გოგოს,რომელიც შენთან ერთად იქნებაო,რომელიც შენი მეგობარი იქნება და შენს ყველა დარდს გაუზიარებო?!(ჯუნი)სუკმა გაკვირვებული,დაღონებული და გაოგნებული მზერა ერთდროულად მიიღო და ხელი შუბლზე მიიდო.

-საყვარელო მე ეგ არ მიგულისხმია(სუკი)

-მოიცა შენ ბავშვს მისი მომავალი ცოლი ასეთ ადამიანად აღუწერე?(მე)

-აბა რა უნდა მეთქვა რვა წლის ბავშვისთვის?სიყვარული სხვანაირად ვერ ავღწერე!(სუკი)

-ხო მაგრამ ახლა ყველა მის მეგობარ გოგოს თავის საცოლედ ჩათვლის(მე)

-ხოდა ადექი და აუხსენი შენ თვითონ(ჯონსუკი)

-შენი შვილია და შენ თვითონ აუხსენი(მე)

-რა კარგია.აუხსენი ბავშს როგორ უნდა აირჩიოს თავისი ცხოვრების მეგზური(ჯონსუკი)

-ეგ შენი მოვალეობაა,მამამისი ხარ(მე)

-რატომ ჩხუბობთ?(ჯუნი)

-არაფერია საყვარელო(მე/სუკი)მან ორივეს შემოგვხედა.

-რატომ არ შეიძლება აიუს ცოლად მოყვანა?(ჯუნი)

-იმიტომ რომ,ის შენზე დიდია(სუკი)

-მაინცდამაინც ჩემი ტოლა უნდა იყო,ის არ უნდა მიყვარდეს და შენსავით უბედური უნდა ვიყო?ასეთი არ მინდა(ჯუნი)ტქ6ვა და ფეხზე წამოხტა.

-ჯუნ ამაზე ხომ ვისაუბრეთ უკვე?ამ თემაზე საუბარი არ მიყვარს,განსაკუთრებით ისეთ ადგილებში სადაც ბევრი ხალხია(ჯონსუკი)

-ჯუნ მამა მართალია(მე)ჯონსუკმა გაკვირვებულმა ამომხედა.არ მოელოდა რომ,მის მხარეს დავიჭერდი.

-კარგი აღარ გავიბუტები თუ....-ეშამაკური მზერით შემოგვხედა.

-თუ?-წარბის აწევით ვიკითხეთ.

-თუ გასართობ პარკში წავალთ.
ძალიან დიდი ხანია იქ არ ვყოფილვართ მამა და თან დეიდა აიუ დამპირდა წაგიყვანო(ჯუნი)

-თუ დეიდა აიუ თანახმაა(ჯონსუკი)მე შემომხედა.

თქვენი აზრით ეს მინდოდა?არა!მასთან ერთად არა!თან რაც ლიფტში მოხდა იმის შემდეგ უფრო.მაგრამ ჯუნს დავპირდი.ის მართლაც ცუდ დღეშია.არ მინდა ჩემს გამო უბედური იყოს.მე მას უნდა დავეხმარო!

-კარგი(მე)გავიღიმე.

ჯუნმა ხტუნვა დაიწყო და წინ გაიჭრა.

-აბა წავიდეთ?(სუკი)ხელით კარისკენ მიანიშნა,მე თვალები გადავატრიალე და წინ წავედი.

პარკში მალევე მივედით,რამდენიმე ატრაქციონზე დავჯექით,მერე ბამბის ნაყინები ვჭამეთ.სუკმა სათამაშო მოიგო სასროლ თამაშში.საყვარელი დათუნია იყო.ჯუნს მიცა,ჯუნმა კი ჯელტმენურად უნდა მოიქცე მამაო და მე მომცა პატარა დათუნია.ჯონსუკი გაოგნებული დარჩა შვილის საქციელით,მე კი სიცილი დავიწყე.

-ნუ დამცინი-ბუზღუნი დაიწყო.

-შვილი გასწავლის ჭკუას,აბა რა უნდა ვქნა?-და სიცილი გავაგრძელე,ის კი ბუზღუნით გამოგვყვა.

-აუ მა ეშმაკის ბორბალზე დავჯდეთ რა?(ჯუნი)

ეშმაკის ბორბალი?ეს ხო ის ადგილია.სადაც სუკმა ერთად ყოფნა შემომთავაზა და მეც დავთანხმდი?

სუკს გავხედე?რომელიც მე მიყურებდა,პირდაპირ თვალებში მიყურებდა.გული ამიჩქარდა და სასწრაფოდ თვალები ავარიდე.

-ძვირფასო იქ რო არ დავჯდეთ არა?დეიდა აიუს სიმაღლის შიში აქვს(სუკი)

-ააა.ხო მაგრამ მეც ხო იქ ვიქნები დავიცავ(ჯუნი)მის სიტყვებზე გამეღიმა.

-ჯუნ...(ჯონსუკი)გავაწყვეტინე.

-არა!დავჯდები.ყველაფერი რიგზეა(მე)

სიმაღლის შიში მართლაც მქონდა.იმ ყველაფრის შემდეგ ძალიან ბევრი შიში გამიჩნდა.ამიტომ მართლაც შემზარავად მეჩვენებოდა ეშმაკის ბორბალი.

დავჯექით და ისიც ნელნელა მაღლა და მაღლა იწეოდა.ჯუნი გაოცებული იყურებოდა მე კი მოაჯირებზე ვიყავი ჩაბღაუჭებული.გაუაზრებლად ხელი სუკს ჩავჭიდე,რომელმაც ხელზე მომიჭირა ხელი.

მისკენ გავიხედე.მისი თვალები რაღაც აღუწერელ გრძნობას გამოხატავდნენ,თითქოს ბოდიშს მიხდიდა,თითქოს ნანობდა იმ ყველაფერს რაც რვა წლის წინ მოხდა.

მასთან ახლოს მივიწიე და ჩუმად ვუთხარი ისე რომ ჯუნს არ გაეგო.

-არ ინანო!მართალია ნანობ რვა წლის წინ მომხდარს,მაგრამ ეგ რომ არა ეს საოცარი ბავშვი მამას არ დაგიძახებდა,ის არ იარსებებდა.ამიტომ არ ინანო-(მე) სუკი ჩემსკენ მოიწია და ჩემი სურნელი ღრმად შეისუნთქა.მე კი ხელი მის ხელს მოვუჭირე,მთელ სხეულში ჟრუანტელმა დამიარა.

-როგორი ბედნიერი ვიქნებოდი მას დედა შენთვის რომ დაეძახა.ნეტა შენი შვილი ყოფილიყო......ჩვენი შვილი-ბოლო სიტყვებმა ჩემს გულამდე მიაღწია.

რა კარგად ჟღერს სიტყვა "ჩვენ" არა?მაგრამ ეს სიტყვა დიდი ხნის წინ გაქრა და დარჩა მარტო მე და ის.

-მაგრამ ეს ასე არაა,ამიტომ გთხოვ შეწყვიტე წარსულზე ჩაბღაუჭება,დროა გაუშვა ის როგორც,ეს მე გავაკეთე-ვთქვი და პირდაპირ თვალებში ჩავხედე.

-და შენ განა გაუშვი ის?-უფრო ახლოს მოიწია.

-მოვედით(ჯუნი)წამოიყვირა და ჩვენსკენ მობრუნდა.კიდევ კარგი მოვასწარით ძველ პოზიციებზე დაბრუნება.

-კარგი ახლა კი მართლა გვიანია და სახლში წასვლის დროა(მე)ვთქვი როცა ეშმაკის ბორბალიდან ჩამოვედით.

-კარგი მოდი დეიდა აიუ სახლში მივიყვანოთ და მერე წავიდეთ სახლში(სუკი)

-დეიდა აიუ კიდე ხო წავალთ ხოლმე ასე სადმე?(ჯუნი)კაბაზე ჩამომეკიდა.

-რა თქმა უნდა საყვარელო(მე)დავიხარე და გადავეხვიე.

სახლში მივედი და დაქანცულმა ჩანთა და ფეხსაცმელი ადგილზევე დავაგდე.

-ეი მოვედი-მე ვფიქრობდი რომ,დავაგვიანე მაგრამ თერთმეტ საათზე თუ სახლში არავინ დამხვდებოდა არ მეგონა.

-ქალბატონო მოხვედით?-ლინო ყოფილა სახლში.

-დილით სად წახვედი,ან რომელზე მოხვედი?(მე)

-ნახევარი საათის წინ,ჩემი მშობლების სანახავად ვიყავი(ლინო)

-ააა და შინჰეი?(მე)მან მხრები აიჩეჩა.

-მე რომ მოვედი აღარ იყო სახლში.(ლინო)

-ხო დილით სადღაც წაპუნტურდა.მოიცა დავურეკო(მე)ტელეფონი მოვიმარჯვე და დავრეკე.

*აიღო*

-გისმენთ(მინჰო)მოიცა ეს მინჰოა?

-ძმაო შინჰეის ტელეფონი შენ რატომ გაქვს?(მე)უეცრად რაღაც უცნაური ხმები გავიგე.

-გისმენ აიუ რამე მოხდა?(შინჰეი)

-კი!ჩემს ძმასთან ერთად რას აკეთებ?სად ხარ საერთოდ?(მე)

-აეროპორტში(შინჰეი)

-რა აეროპორტში რა გინდა?(მე)

-თაფლობის თვეზე მივდივართ,ნუ ღელავ იანგის ქორწილისთვის ჩამოვალთ(სინჰეი)მე გავოგნდი.

-სად?(მე)

-ხო ვიქორწინეთ.ვიცი გიჟები ვართ.....დაიკო ცოლი მოვიყვანე და დედას შეაპარე თორე გულის შეტევას მიიღებს სიხარულისგან-გაჰყვიროდა ტელეფონში ჩემი ძმა.

-კარგი აიუ ჩვენი ფრენა იწყება,რომ ჩავალთ დაიგირეკავ გკოცნით

*ზარის დასასრული*

-რა ხდება?(ლინო)

-შინჰეიმ და ჩემმა ძმამ იქორწინეს(მე)ლინომ წამოიყვირა

-რა?მაგარია(ლინო)

-რა არი ბიჭო მაგარი ეს დედაჩემს როგორ ვუთხრა?მართლა გულის შეტევას მიიღებს(მე)

-ნუ ღელავთ ქალბატონო ყველაფერი რიგზე იქნება(ლინო)

-ხოო?ეგრე ფიქრობ?კაი ხვალ ვეტყვი დედას ახლა ძალიან დავიღალე მძიმე დღე მქონდა(მე)

-მეც!ამიტომ დავიძინებ.ძილინებისა ქალბატონო(ლინო)თქვა და წავიდა.მე კი მდივანზე მივესვენე.

-ჩემი ცხოვრების ეკლები!-გამახსენდა ერთხელ ერთი მოხუცი ქალის ნათქვამი.

"ძალიან ლამაზი გოგო ხარ,კაცი ვარდსაც კი შევადარებს,მაგრამ საკმაოდ ეკლიანი ვარდი ხარ,შენ ცხოვრებაში უამრავი ეკალია.ფრთხილად ხელი არ გაიჭრა ბებო!"

-ეკლები არა!უდიდესი ეკალი მერჭობა გულზე და თავს არ მანებებს.ნეტავ დადგება დღე როცა მისი ყოველი დანახვისას გულში ამ ეკლის ჩხვლეტას არ ვიგრძნობ?განა დადგება ეს დღე?

ავტორის პ.ო.ვ

ლინო კიბესთან იდგა და თავისი ქალბატონის სიტყვებს უსმენდა.

დღევანდელ მომხდარ ამბებს იხსენებდა.ხვალ აუცილებლად გააკეთებდა იმას,რაც სუკის სახლში ყოფნისას დაგეგმა.(ხვალ იქნება სცენა თუ რა მოხდა სუკი სახლსი)

-ნუ ღელავთ ჩემო ქალბატონო ყველაფერი კარგად იქნება!აუცილებლად გავიგებ სიმართლეს,რომელსაც ის საგიჟეთის კედლები და ლი ჯუნი ინახავს(აქ სუკის შვილი ლი ჯუნი არ იგულისხმება)....

                         ავტორი:

რიკი ტიკი,აი დავწერე კიდე ერთი თავი რო დაარედაქტირებს დადებს.თქვენც იაქტიურეთ.არა კი უეჭველი დავამთავრებ,მაგრამ ამ აქტიურობითაც მოდის ეს ჩემი მუზა იცოდით?ხო ხოდა ახლა გაიგეთ.

You are reading the story above: TeenFic.Net