შინჰეის პ.ო.ვ ვნება
დილით სიზმრის გამო ადრე გამეღვიძა და ლოგინზე წამოვჯექი.სიზმრის გახსენება ვცადე.
წარსული მესიზმრა.მე და მინჰო,ჩვენი პირველი შეხვედრა.მახსოვს ჩვენი შეხვედრებისას რა სულელივით იქცეოდა.პირველად,რომ მთხოვა ერთად გასეირნება,უარით გავისტუმრე.ბოლოს კი იმდენ ხანს მზდია დამითანხმა და კინოში წავედით.სიმართლე ვთქვა მაშინ არ ველოდი რომ ასე გავერთობოდი.მე და მინჰო საკმაოდ კარგი მეგობრები გავხდით,მაგრამ ორივე ვხვდებოდით რომ, ერთმანეთისთვის მეგობრებზე მეტი ვიყავით.
არ ვიცი ჩხუბი როგორ მოვახერხეთ.ის აიუს და სუკის ამბის შემდეგ ნელნელა იცვლებოდა,არ ვიცი რა ემართებოდა,მაგრამ აშკარა იყო რომ იცვლებოდა.თავიდან ვცდილობდი არ შემემჩნია და თვითონ ხდებოდა ხოლმე ძველი მინჰო,მაგრამ როცა დალევდა ყველაფერი იცვლებოდა,ის აღარ გავდა იმ კაცს,რომელიც თავდავიწყებით შემიყვარდა,
რომელიც მეკუთვნოდა და რომელსაც ვეკუთვნოდი.
დაშორების გადაწყვეტილება მე მივიღე.მართალია თავიდან მეწინააღმდეგებოდა სახლში ყველაფერი დალეწა,მაგრამ ჩემი წასვლის შემდეგ აღარც კი დარეკავს.არც მე შევიწუხე თავი და მთელ ჩემს გრძნობებს ჩემი "მეგობარი" იზიარებდა,რომელიც ყოველ ღამე სველდებოდა ჩემი ცრემლებით.ბალიშს ვიხუტებდი და ვოცნებობდი რომ ეს ყველაფერი სიზმარი ყოფილიყო.ვფიქრობდი,რომ მეორე დილას მინჰოს სურნელით გაჟღენთილ საწოლში გამაღვიძებდა მისი კოცნა,შემდეგ ლოგინში საუზმეს მომართმევდა,თავის სამსახურზე და საქმეებზე მეწუწუნებოდა,შემდეგ თავს კალთაში ჩამირგავდა,მე კი მის თმებს გავეთამაშებოდი.
მინჰო მიყვარდა?კი სიგიჟემდე,არც კი ვიცი ასე ძლიერ ადამიანის შეყვარება თუ შეიძლება.მე ის არამარტო მისი გარეგნობის და ქცევების გამო მიყვარდა,მე ის როგორც ადამიანი ისეც მიყვარდა,როგორც უფროსი მეგობარი,რომელიც ხანდახან ბავშვივით იქცეოდა და ადამიანი რომელთანაც თავს კარგად ვგრძნობდი.ბიჭი,რომელმაც მიისაკუთრა ჩემი გული,გონება და "სურნელი".ვისი საკუთრებაც გახდა ჩემი სხეული და ის ვინც ჩემს გონებას და ფიქრებს ებატონებოდა.
მიყვარს კი ის ახლა?დიახ,არ ვიცი ეს კარგია თუ ცუდი.ამბობენ რომ პირველი სიყვარული დაუვიწყარია,
მაგრამ მეორედაც შეგიყვარდება.ამის მჯერა,მაგრამ არ შემიძლია.მის მიმართ ლტოლვას არც მანძილი და არც მისგან სიშორე აცხრობს.ჩემი გული ისევ გიჟივით ძგერს,ისევ მის სახელს გაჰყვირის,გონება სულ მის ხმას მახსენებს,მის ღიმილს და მის თვალებს,მის ბავშვურ საქციელებს, და თავდაუზოგავ ცდებს რომანტიკისთვის.
სამუდამოდ მეყვარება?დიახ.არ მინდა ეს სიტყვები წარმოვთქვა,მაგრამ არ ვფიქრობ რომ,ადამიანს შეუძლია სიყვარული გააქროს და მისი გული,რომელსაც სამუდამოდ ერთი ადამიანი პატრონობს,მას წაართვას და სხვას გადაულოცოს.ალბათ ამას ძალიან დიდი ძალა დასჭირდება,მაგრამ არის ერთი რამ რაც ვიცი,მე ეს ძალა განგებამ არ მაჩუქა.დამტოვა ერთი მშვენიერი გრძნობის ამარა,
რომელიც ტკივილის და სიამოვნების ზღვარზე დამდგარი დამყვირის მის სახელს.ეს სახელი,ეს ხმა და სახე,
ერთდროულად მაბედნიერებს და მტეხს.მაგრა მეცოდება ადამიანი ვისაც ეს არ შეუგრძვნია,თავისი სიმწრით თუ სიტკბოთი,არ თქვათ უარი ამ გრძნობაზე რადგან ეს სიყვარულია,გრძნობა რომლის გაშვება არ შეიძლება.რომლის გარეშეც სიკვდილი იკრძალება,მის გარეშე ცხოვრება მწირე და უაზროა.ის საჩუქარია,რომელიც კარს ერთხელ მაინც გაგიღებს.თუ ეს მოხდება შენ გაიცნობ გრძნობას რომელიც საჩუქარია და ამავდროულად სასჯელი.
ფეხზე წამოვდექი და კარადა გამოვაღე.ალბომი გადმოვიღე და კვლავ დავუბრუნდი ჩემს ადგილს.ალბომი ფეხებზე დავიდე და გადავშალე.
სიმართლე ვთქვა ეს ფოტო ძალიან მიყვარს.აქ მინჰო და ვუბინი დაძაბულად საუბრობდნენ რაღაც თემაზე,მე კი მათ გასაშველებლად ვიყავი მისული.ამ დროს ბექიონმა გასამხნევლებლად ცეკვა გადაწყვიტა.რომ ვიხსენებ მუცელი ახლაც მტკივდება სიცილისგან
ბექიონს არ უყვარდა მათი ჩხუბის ყურება ამიტომ მუდამ უაზრობებს აკეთებდა მათ გასამხნევლებლად.სკოლის პერიოდში ბექიონი ერთადერთი პოზიტიური ადმიანი იყო,ვისაც შეეძლო ყველა კარგ ხასიათზე დაეყენებინა.ბექიონი ძალიან მიყვარს,ის ჩვენი სამეგობროს მუდამ ნათელი ვარსკვლავი იქნება.ის ფაქტი რომ,ახლა მეგობრები და კარგი "სასტავი" არ ვართ მას ყველასთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნებაში ხელს არ უშლის.მას მუდამ აქვს იმედი რომ ძველი დრო დაბრუნდება.ამას კი სხვებსაც აჯერებს და ეს მაბედნიერებს.ის საუკეთესოა!
ეს ფოტო იქამდეა გადაღებული სანამ მე და მინჰო ერთმანეთს გავიცნობდით.ვუბინი მინჰო და მინჰოს თანაკლასელი ჩო გოგოებს აბამენ,თავისთავად მინჰო ლაპარაკობს,ჩო ცოტა მორცხვობს ვუბინი კი მათ შარმიანი ღიმილით ნუსხავს.ამ ფოტოზე მეცინება.ეს ალბომი ჩემი და მინჰოს საერთო ალბომია და როცა მინჰომ ეს ფოტო და მასთან დაკავშირებული ისტორია მომიყვა,სურათი კინაღამ დავუწვი.ძლივს გადაარჩინა და მიზეზიც მშვენიერი მითხრა
"გთხოვ არ გინდა ეს იმ უიშვიათესი ფოტოების სიაშია სადაც მე და ვუბინი ერთად ვდგავართ და ვიცინივართ.არ დაწვა გთქოვ"
მეც შევიცოდე და არ დავწვი!
ეს ბექიონის გადაღებულია.აქ ვუბინი ჩემთვის ტორტს აცხობდა.მართალია ტორტი არც ისე კარგი შესახედავი იყო და ბექიონი მარტო იმას გაიძახოდა "მე მაგის შემჭმელი არ ვარო" მაგრამ საბოლოდ გემრიელი გამოდგა,ნუ შემდეგ სუკი კი მოიწამლა,მაგრამ ამას არ ვთვლით
ესენი უკვე სკოლის დროინდელი ფოტოებია ეს საკმაოდ კარგი პერიოდია.სკოლაში მართლაც კარგი იყო.ზრდასრულობას იმდენად ბევრი მინუსი აქვს,როცა ბავშვი ხარ,შენი პრობლემები ჯიუტი მასწავლებლები,წლის ბოლოს გამოცდები და სასიყვარულო დრამებია.
როცა იზრდები ეს ყველაფერი იცვლება,სხვა პრობლემები იჩენს თავს და მარტო მაშინ ხვდები იმ მშვენიერი დროის ფასს,რომელიც სკოლაში იყო.მუდამ ასეა ამიტომ ახლა ამაზე წუწუნი გვიანი
ეს ფოტო ინგლისში გადაგვიღო ჩემმა მეგობარმა ნიკმა.ჩვენი ერთად ყოფნის ხუთი წლის თავზე.პირველი თოვლის დღე იყო იმ წელს.
თვალებიდან ცრემლები გადმომცვივდა და ფოტოზე ნელა ჩასრიალდა.ეს ყველაფერი გულს საშინლად მტკენდა.ეს ფოტოები და ეს მოგონებები.
მახსოვს ეს ფოტო მე გადავუღე მუშაობის დროს.ახალი გაღვიძებული იყო და შუშიდან ეშმაკური თვალებით მიმზერდა.შემდეგ ჩემთან მოვიდა და ჩემი სამუშაო ნივთები გადადო,მე წუწუნი დავიწყე.მაგრამ როცა მაკოცა მალევე გაჩუმდი.ჩამეხუტა და ყელზე მაკოცა.ჟრუანტელმა დამიარა.
"-როგორც ჩანს ჩემს კოცნაზე ისევ ჟრუანტელი გივლის-გაიცინა და თავი კისერში ჩამირგო
-ეს შენი ბრალია ამ კოცნის შემდეგ თავიდან მიყვარდები-ვთქვი და მის თავს თავი ჩამოვადე და ხელები მოვხვიე
-კარგია.ანუ სამუდამოდ გეყვარები რადგან მე არ შემიძლია დღეში ერთხელ მაინც არ გაკოცო ამ ადგილას.გახსოვს რომ გითხარი ეს სურნელი სამუდამოდ მე მეკუთვნის თქო?-მე ჩუმად დავეთანხმე-ხოდა სამუდამოდ ცემია და თუ ვინმე შეეცდება წამართვას,მზად ვარ სიცოცხლეს გამოვასალმო!იცი რატომ?-მე ისევ ჩუმად ვუპასუხე
-რატომ?-მან კვლავ მაკოცა,თავი ამოწია და ჩემი სახე ხელებში მოიქცია
-მიყვარხარ აი რატომ-თქვა და მაკოცა"
თვალები დავხუჭე და ხელი ტუჩებთან მივიტანე.მინდოდა იმ კოცნის კვალი კვლავ მენახა ჩემს ტუჩებზე,მაგრამ ის იქ არ დამხვდა....
ტირილი დავიწყე.ალბომი გულში ჩავიკარი და ხმას ვუმატე.თითქოს ვიღაცა გულს მიგლეჯდა.ახლა სწორედ ასეთი შეგრძნება მეუფლებოდა მკერდის შიგნით.უზარმაზარი ბურთულა რომელიც ყელში გამეჩხირა ამოსვლას და ყვირილს მთხოვდა.ვგრძნობდი როგორ კვდებოდა ჩემში ის შეხებები,
რომელსაც სათუთად ვინახავდი.ის კოცნა,რომელსაც ვინახავდი.ჩემს სხეულს სათითაოდ ტოვებდნენ და ტკივილს მიღმავებდნენ.
ამდენს ვეღარ გავუძლებდი!ფეხზე წამოვდექი და შორტის და მაისურის ამარა ქვევით ჩავედი.ფეხზე სწრაფად ამოვიცვი და გარეთ გავვარდი.
ტაქსი გავაჩერე და მისამართი ვუკარნახე.გზაში წვიმა წამოვიდა და გაუჩერებლივ წვიმდა.წვიმის გამო საცობი შეიქმნა და ტაქსიც საცობში მოყვა.
ჰაერი იხუთებოდა და ყელში მოწოლილი ბურთი მახრჩობდა.
ტაქსისტს ფული მივაწოდე და გარეთ გადავედი.არ მაინტერესებდა რომ,წვიმა მასველებდა.რომ გავცივდებოდი და არც ის,რომ მისასვლელედ დიდი დრო დამჭირდებოდა.მხოლოდ გავრბოდი და გავრბოდი.ჩემი სურნელის,გულისა და სხეულის "მესაკუთრისკენ" მივიჩქაროდი.მან ერთხელ უკვე მიისაკუთრა ეს სულელი გული და ახლა ასე მარტივად ვერ გაუშვებდა.
მივრბოდი....ცრემლები და წვიმა გზას უფრო და უფრო გაუვალს ხდიდა.ამან ვერ შემაჩერა.თუნდ დედა ბუნება გადამიდგეს წინ მე მაინც ვეტყვი მას იმას რასც ვგრძნო.
მე გავახსენებ მას მის მოცემულ პირობას
"შენ მეკუთვნი მე!შენ ვერავინ შეგეხება ჩემს გარდა! და თუ ვინმე გაბედავს ამას მე მას მოვკლავ! და იცი რატომ?
-რატომ?
-იმიტომ რომ მიყვარხარ!"
გამეღიმა ამ მოგონებაზე და სირბილი გავაგრძელე.მაგრამ უეცრად სიგნალის ხმა გავიგე და თითქოს დრო გაჩერდა.ხელები ავიფარე და მოციმციმე ფარები დავინახე.მოულოდნელად ყველა მოგონებამ,მასთან გატარებულმა თითოეულმა მომენტმა თვალწინ ჩამიარა.მისმა ყოველმა სიტყვა
"მიყვარხარ"-მ
მისმა ღიმილმა,ხუმრობებმა,თამაშებმა,
მოუხელთებელმა რომანტიკოსობამ. სამზარეულოში მისმა ყოველმა დამწვარმა საკვებმა და ერთ რაღაცას მივხვდი.
მე შენ მიყვარდი,მიყვარხარ და სიკვდილის შემდეგაც სამუდამოდ მეყვარები ლი მინჰო!
ვწუხვარ რომ ამის თქმა ვერ მოვახერხე და ამ სამყაროდან ამ სიტყვების თქმის გარეშე მივდივარ.ძალიან ვწუხვარ...
ის დღე გამახსენდა როცა მან პირველად წარმოთქვა სიტყვა "მიყვარხარ".უზომოდ ბედნიერი ვიყავი იმ დღეს.ბედნიერების აჩრდილი თავს დამტრიალებდა და მუცელში პეპლები ვარსკვლავებს ეთამაშებოდნენ.მისი ბაგეები კი თბილი და შოკოლადის გემოსი იყო,ალბათ შოკოლადის ნაყინის ბრალი იყო.
იმ დღეს ჯიხურში შემიყვანა და სამახსოვროდ ფოტო გადავიღეთ.იმ დღეს მთელ სამყაროში უბედნიერესი ქალი ვიყავი.იცით რატომ? იმიტომ რომ მე ის მიყვარს!
გამაყრუებელი ხმა და სასტიკი ტკივილი,სიცივე სულში და სხეულში ამოუვსებელი სიცარიელე.
.
.
.
.
.
.
.
.
.
.
.
.
.
.
.
.
(ფოტო ჯიხურიდან)
_____________________
ავტორი:
მოდი ამ ეპიზოდს უკომენტაროდ დავტოვებ.დავწერე კიდევ ერთი თავი რადგან მუზამ მომიკაკუნა კარზე.უამრავი რამის თქმა მინდა,მაგრამ ვიცი რომ უბრალოდ ლაპარაკს ყოველთვის ჯობია შენით შეიგრძნო თითოეული გრძნობა,შენ იფიქრო მომავალზე და თითოეულ მომენტზე,რადგან ფიქრი ყველაზე სასიამოვნო რამაა,ამ დროს თავისუფალი ხარ,არავინ გზღუდავს და გბოჭავს,ეს შენი სამყაროს ნაწილია და მასთან მიახლოების უფლება შენს გარდა არავის აქვს.
იქ მკვდარი ცოცხლდება,მარწყვი ხეზე იზრდება და ღამე თუ დღე ნათელია.შეიძლება ხანდახან ეს შენი სამყარო ნაცრისფრად იქცეს,მაგრამ მბზინავ ნაცრისფრად,ის რაც იყო არ ქრება პირიქით ყოველ ახალ ფიქრზე ახალი ემატება და ასე უსასრულოდ "ფიქრების და სიზმრების სამყარო" იქმნება.სამყარო თქვენ გეკუთვნით და მისი მმართველიც თქვენ ხართ.მართეთ ეს სამყარო იყავით სამართლიანი მმართველი.
p.s ამ ტავზე ვიტირე
You are reading the story above: TeenFic.Net