24 თავი. "სიყვარული"

Background color
Font
Font size
Line height

წვიმის წვეთები ჩემს სხეულს ეცემა და ასველებს.მაგრამ არ მცივა.ჩემს სხეულს რაღაც შემოხვევია და მთლიანად ათფობს.

სხეულში ჟრუანტელმა დამიარა.ეს სურნელი!

თვალები გავახილე და მინჰო დავინახე.სახეზე ტკივილი აღბეჭდვოდა.და მთლიანად მიხუტებული ვყავდი.ორივე მიწაზე ვიწექით.ის წამოჯდა და თავზე ხელი მოიკიდა.

-ააა მტკივა-წუწუნი დაიწყო.

-მინ....ჰო?-ხმის კანკალით ვიკითხე.ის ჩემსკენ შემობრუნდა

-კი მინჰო ვარ!თავი ხომ არ დაარტყი? გოგო შენ სულ გადაირიე?კინაღამ მანქანამ გაგიტანა.ვერ დაინახე რომ,მწვანე ენთო?!-ანერვიულებული თვალები მომაპყრო.მერე ჩემს ტანსაცმელს დახედა და თვალები შუბლზე აუვიდა-ეს რა არის?წვიმს ვერ ხედავ?საღამურებით რას გამობრძანდი!-მკაცრი ტონით მითხრა,მე კი ტირილი დავიწყე.

მან გადამარჩინა.მე მას კვლავ ვხედავ.ის ჩემს გვერდითაა და ჩემზე ზრუნავს.შეამჩნია რომ ვტიროდა და მხარზე ხელი დამადო

-კარგად ხარ?რამე იტკინე?რატომ ტირი?-ანერვიულებული ხმა ჰქონდა-მოიცადე სასწრაფოში დავრეკავ და...-ტელეფონი ამოიღო რომ დაერეკა.უეცრად მისკენ მივიწიე და ჩავეხუტე.გაშეშდა და არ იცოდა რა გაეკეთებინა

-შინჰე...-გავაწყვეტინე

-მიყვარხარ!-ბოლო ხმაზე ვიღრიალე.ხმა არ ამოუღია. რამოდენიმე წამით არც კი განძრეულა.შემდეგ ხელები კარგად მომხვია და მაგრად მიმიხუტა.

ორივე მიწაზე ვიჯექით,გვაწვიმდა და გვციოდა.მაგრამ ერთმანეთს ვათბობდით.თურმე როგორ მომნატრებია მისი სურნელი.თურმე როგორ მომნატრებია.

თავი ჩემს კისერში ჩარგო და ჩემს გაყინულ კანს მისი ცხელი ტუჩები შეეხო.ისევ არტერიაზე მაკოცა და თავი კარგად ჩამალა ჩემს კისერში

-მეც მიყვარხარ სულელო,მიყვარდი,მიყვარხარ და მეყვარები სამუდამოდ,შენი ტკბილი სურნელი მე მეკუთვნის გახსოვს?

-კი მახსოვს.მასთან არავინ მიმიშვია-ვთქვი მოგუდული ხმით და კიდევ უფრო მივეკარი

-კარგი გოგო ხარ-თავზე ხელი ჩამომისვა.

-შენი კარგი გოგო შენ კი ჩემი-ვთქვი სიცილით.მასაც გაეცინა

-ეგრეა!

-ვუბინისგან მუშტი ისევ არ აგცდება-ვთქვი სიცილით.მან წაიბუზღუნა

-ამად ღირს და სხვათაშორის უკვე მომხვდა-მე გამეცინა და მისი მკლავებიდან თავი დავიძვრინე

-ნუთუ და მერე ტუჩი ვინ დაგიმუშავა?-მაცდურად ვუთხარი

-ეჰ იყო ერთი-მითხრა და ჰორიზონტს გახედა

-ვინ!-ხმა გავამკაცრე

-ვინ?ბექიონი სულ წუწუნებდა და ტვინი წაიღო-თქვა ბუზღუნით.მე გამეცინა

-კარგი ადექი თორე გაცივდები.-მითხრა და ფეხზე ამაყენა.მისი მოსასხამი მომახურა და მასთან სახლში წამიყვანა.

*****

-სახლში არავინაა.ეს ტანსაცმელი გამომართვი ცოტა დიდი გექნება მაგრამ გაგათბობს.მე მანამდე ვნახავ სამზარეულოში რა გვაქვს და საჭმელს მოვამზადებ-მითხრა ტანსაცმელი მომცა და ოთახიდან გავიდა.

გამოვიცვალე და სარკეში ჩავიხედე.ძველი დრო გამახსენდა მის ტანსაცმელს რომ ვიცვამდი ხოლმე,კარგი დრო იყო ვაღიარებ.ბიჭის ტანსაცმელი საკმაოდ კომფორტულია.

ქვევით ფეხშიშველა ჩავედი.მინჰო სამზარეულოში საჭმელს ამზადებდა

-აბა როგორია? -მან გამომხედა და ბარს მიეყრდნო.მე დავტრიალდი და ამაზე გაეცინა.

-მგონი ჩემზე მეტად მოგიხდა.სექსუალურია-მითხრა და ტუჩზე იკმინა

-მიდი მიდი საჭმელი მოამზადე,დღეს ლინოს საქმეები ქონდა და დავრჩი მშიერი-ვთქვი ბუზღუნით და მუცელზე ხელი მოვიკიდე

-საჭმელს მინჰო გიმზადებს?!-წარბის აწევით მკითხა

-ჯერ ერთი გვიმზადებს.მე და აიუს და თან მორიგეობით ხან მე ხან ის.აიუს კულინარიული შესაძლებლობები ხო იცი არა?! ამიტომ ჩვენ ვამზადებთ.ლინოს შემწვარი კვერცხი საუკეთესოა-ვთქვი და გამახსენდა თუ რა მაგრად წვავდა კვერცხს

-ჩემსას ჯობია?-მობუსულმა მკითხა.მე კისერზე მოვხვიე ხელები და გავუღიმე

-შენსას არა!ნუ მართალია ხშირად გეწვება,მარილი და შაქარი ერთმანეთში გერევა და მუდამ ზომაზე მეტს უკეთებ-მან გაბრაზებულმა ჩამომხედა-მაგრამ მე ეგეთი უფრო მომწონს,იმიტომ რომ,შენი გაკეთებულია-გავუღიმე.მასაც გაეღიმა დაიხარა და მაკოცა.

-რა გემრიელი ტუჩემი გქონია,თითქმის დამავიწყდა მათი გემო.-თქვა დანანებით.მე ეშმაკურად გავუღიმე 

-ხოდა ვინ გიშლის?ადექი და გაიხსენე-მან ისევ წარბის აწევით გამომხედა,ამჯერად თვალებში ვნება გაუკრთფა.კედელზე ამაყუდა და ჩემს ტუჩებს დააცხრა

-არ უნდა გაგებრაზებინე-თქვა ჩემს ტუჩებზე და კოცნა გააგრძელა.

აიუს პ.ო.ვ

(რა დროს ვიცი ხო გადახტომები?)

დღეს სახლში მოწყენილობით ვკვდები.შინჰეი წავიდა თუ გავარდა რავიცი ამას რა დავარქვა.გარეთ გადაუღებლად წვიმს და ჩემი მოწყენილობა უფრო იზრდება.ლინო დილიდან არ ჩანს,კაციშვილმა არ იცის სად დაბოდიალობს.

ტელეფონი ამოვიღე და იანგს დავურეკე

-ეი რას შვრები?(მე)

-რავი ვუკთან ვარ კომპანიაში.შენ?(ინგი)

-მოწყენილობით ვკვდები.საქმეები არ მაქვს და დასვენება ჩემი საქმე არაა.შეიძლება მოვიდე?დაგეხმარებით და თან შენ ხო საქორწინო მაგიდების გადასაფარებლები გინდოდა რომ აგერჩია?(მე)

-აუ მიყვარხარ აიუ.კარგს იზამ თუ მოხვალ(იანგი)

-პირიქით მადლობა შენ.აქაურობას მოვწყდები.ძლივს!(მე)

-გელოდები.მისამართი მოგწერო?(იანგი)

-აუ კი.ვუკთან სამსახურში არასდროს არ ვყოფილვარ(მე)

-კარგი შეხვედრამდე(მე)

ტელეფონი გავთიშე და მომზადება დავიწყე

კომპანიაში მალევე მივედი და ლიფტი გავაჩერე.შიგნით მარტო აღმოვჩნდი.

კარი ცოტაც და დაიხურებოდა უეცრად ვიღაცამ ხელით რომ დაიჭირა....

-გამარჯობა აიუ(სუკი)შიგნით შემოვიდა და გვერდით დამიდგა.მთელი სხეული დამეჭიმა.

მესამე სართულზე ხალხი შემოვიდა და ერთმანეთთან უფრო ახლოს მოგვიწია დადგომა.

უეცრად ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდა.არ ვიცი რა დავინახე მის თვალებში,მაგრამ მისმა სიახლოვემ თავბრუ დამახვია და გული ამიჩქარა!თვალი ავარიდე და სხვა მხარეს გავიხედე.

ხალხისგან ლიფტი მალევე დაიცალა და დავრჩით მე და ის.

უეცრად ლიფტის ღილაკებისკენ დაიხარა და stop-ს დააჭირა.ლიფტი გაჩერდა,მე თვალები გამიფართოვდა

-რას აკეთებ?!-ხმას ავუწიე.ის ჩემსკენ მოიწია და ხელები ჩემი კისრის სიმაღლეზე მიადო კედელს და მათ შორის მომიქცია

-ის ბიჭი ლინო გიყვარს?როგორც ბიჭი ისე?!-მკაცრად და სერიოზულად მეკითხებოდა

-არა! და საერთოდ რა შენი საქმეა?!-ის ჩემმა პასუხმა გაამხიარულა

-კარგია-გამიღიმა.მე კი სულ არ მეღიმებოდა

-ნუთუ?და ვინმე ამიხსნის ეს ყველაფერი რა ჯანდაბას ნიშნავს?!-ტონს ავუწიე

-ვერ ხვდები?-გაკვირვებული ჩანდა

-ვერა! და იქნებ განმანათლოთ?!(მე)მან გაიღიმა

-სამწუხაროა.შენით დაფიქრდი შენ ხო ჭკვიანი გოგო ხარ?-ისევ ცინიკურად იცინოდა.

-სუკ რა გინდა?-უემოციო თვალებით შევხედე.ის სიცილს მორჩა და გულწრფელი თვალები მომაპყრო

-სიმართლე გითხრა?-მე თავი დავუქნიე-შენ მინდიხარ-მითხრა და ჩემსკენ დაიხარა.მე თავიდან ვერ გავაანალიზე რას აკეთებდა,მაგრამ გონებაში უეცრად ჩაირთო განგაშის სიგნალი და სახე გავწიე.

ჩემს ამ ჟესტზე ოდნავ გაეღიმა.დაიხარა და ჯერ კისერში, შემდეგ კი ლოყაზე მაკოცა.

-მოვა დღე და თავს ვეღარ ამარიდებ(სუკი)მე მისკენ შევტრიალდი და თვალებში ჩავხედე.მისი რეაქცია მაინტერესებდა

-და შენი ცოლი არ იეჭვიანებს?-ცინიკურად ვუთხარი.ყბის კუთხე შეუტოკდა,მაგრამ ცდილობდა გაღიზიანება დაემალა

-სუზი?მე ის არ მაინტერესებს.

-ნუთუ?-შევიცხადე-რა საინტერესოა და შენს შვილზე რას იტყვი?არც ის გაინტერესებს?-მას უკვე ბრაზი უელავდა თვალებში

-შენთან ნორმალურ საუბარს აზრი არ აქვს!-გამათავისუფლა და ლიფტი ჩართო

-ოხ!მოიქეცი ნორმალურად როგორც დაოჯახებულ მამაკაცს ეკადრება და დაგელაპარაკები ნორმალურად,როგორც მეოჯახე კაცს-ბოლო სიტყვები ცინიკურად ვთქვი.

სუკი ლიფტიდან ისე გავიდა ,სიტყვაც არ უთქვამს.მე კი ყელში ბურთი მომაწვა.ლიფტის ღილაკებიდან პირველს დავაჭირე და ქვევით ჩავედი.ახლა ვერავის ვნახავდი და ვერ დაველაპარაკებოდი არ შემეძლო.

ლიფტი როგორც კი გაჩერდა გარეთ გამოვედი.თვალები უკვე ცრემლიანი მქონდა.მზე გამოსულიყო,მაგრამ ჩემთვის კვლავ წვიმდა.

გზა სწრაფად გადავჭერი და პარკში შევედი.ერთერთ სკამზე დავჯექი,თავი ხელებში მოვიქციე და ტირილი დავიწყე.ვერ ვჩერდებოდი,ვტიროდი და ვტიროდი.უბრალოდ გაჩერება არ შემეძლო.ამის საშუალება არ მქონდა.ემოციებს ამოფეთქვა უნდოდათ

რატომ?ასე რატომ იქცევა?ხვდება რომ მის მიმართ გრძნობები კვლავ დამრჩა და ჩემი გამწარება უნდა?მაგრამ მე ხო არაფერი დამიშავებია?მე მისთვის არ მიღალატია!ჭრილობაზე კვლავ მარილს რატომ მაყრის?არ ეყო ის რაც დამიშავა?ნუთუ საკმარისი არაა?

ჯანდაბა ასეთი ცუდი ადამიანი რატომ შემიყვარდა?ან რატომ ვეღარ გადავიყვარე?მისი საშინელი სახე ორჯერ ვიხილე,მაგრამ ორივეჯერ ხელმეორედ შემიყვარდა.ეს ამაზრზენია ჩემთვის.ასეთი სასჯელი რისთვის დავიმსახურე?იცით რაში დავრწმუნდი?ღმერთმა თუ რამე კარგი გარგუნა,წინ ისეთ განსაცდელს გივლენს,რომელიც საფასურია კარგი მომენტებისთვის.ასე ამბობენ,მაგრამ ამ საფასურს ყველა გადაიხდისო.მე რატომ ვერ ვიხდი?ნუთუ საკმარისი არაა?ამდენი ტანჯვა და გულის ტკენა.სული მტკივა!ძალიან მტკივა.

მხარზე შეხება ვიგრძენი და თავი ავწიე

-დეიდა კარგად ხართ?-ჩემს წინ პატარა ბიჭუნა იდგა და საყვარელი თვალებით მიყურებდა.მე გავუღიმე

-კი ძვირფასო კარგად ვარ.უბრალოდ ჩემი ცხოვრება რთულია.მაგრამ შენ ნუ იღელვებ ჯერ ყველაფერი წინ გაქვს(მე)გავუღიმე.ის ჩემს გვერდით დაჯდა

-ყველაფერი არ არის მარტივად, ბავშვის ცხოვრებაშიც არის სირთულეები.თქვენ თვალში მე პატარა ბავშვი ვარ,რომელმაც რთულ ცხოვრებაზე არაფერი იცის.მაგრამ ასე არაა!მე ვიცი რა არის რთული ცხოვრება-თქვა მოწყენილმა.ბავშვისთვის მართლაც რომ ზრდასრულივით საუბრობს და თან საკმაოდ გამართულად

-საინტერესოა,ჩემს ბავშობას მახსენებ,ბავშვთან შედარებით ზრდასრულივით საუბრობ(მე)გავუღიმე.მანაც გაიღიმა

-იმიტომ რომ გენიოსი ვარ

-ხმამაღალი განაცხადია(მე)

-ვარ.მასწავლებლები და დედაჩემი სულ ამას მეუბნებიან.დედა ამბობს რომ მამას ვგავარ,ისიც ერთერთი ყველაზე ნიჭიერი ბავშვი იყო მის თაობაში.მასაც გენიოსს ეძახდნენ.

-საინტერესოა და ჩვენ გენიოსს ასეთი რთული ცხოვრება რატომ აქვს?-მან ამოიოხრა

-დამპირდით რომ არავის ეტყვით,ეს ჩვენი საიდუმლო უნდა იყოს-ნეკა თითი გამომიწოდა

-ჩვენი საიდუმლო იყოს-ვუთხარი და ნეკა თითს ნეკათი ჩავეჭიდე.

-დედასა და მამას ერთმანეთი არ უყვართ.ცდილობენ რომ დამიმალონ და ტკბილი ოჯახური ცხოვრება მაჩუქონ,მაგრამ ეს არ გამოსდით.მე ვხედავ როგორ იტანჯება მამა დედასთან.მაგრამ მე სიყვარულს და მზრუნველობას არ მაკლებს.ბავშვები მუდამ დედის მხარეს დგანან.მაგრამ როცა ეუბნებიან,რომელი მშობელი უფრო გიყვარსო,პატარები დედას ირჩევენ ხოლო მოზრდილები ორივეს.მაგრამ მე მამას ავირჩევდი.იმის მიუხედავად,რომ დრო არასდროს აქვს ჩემთან სათამაშოდ და სამეცადინოდ ყოველთვის ინახავს დროს.დედას ვუყვარვარ ამას ვხვდები,მაგრამ ჩემთვის დრო არასდროს აქვს ხოლმე.ერთად სამივე გასართობადაც კი არ ვყოფილვართ ზოოპარკში ან თუნდაც გასართობ პარკში.მეც მინდა ნორმალური ბავშვის ცხოვრება მქონდეს,მაგრამ არ მაქვს.ჩემი მშობლები ერთად ცხოვრობენ,მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს საერთოდ სხვადასხვა სამყაროში ცხოვრობენ.მე კი ამ სამყაროებს შორის ვიხლიჩები

ვაღიარო?შოკში ვიყავი!ბავშს ასეთი აზრის ჩამოყალიბება შეუძლია?ის ძალიან ჭკვიანია.ზედმეტადაც კი.და თან ამავდროულად ზედმეტად გულჩათხრობილი.ახლა რომ ვუფიქრდები,რომ არა ჩემი მშობლები,რომლებიც ნორმალური ბავშვივით მეპყრობოდნენ,მეც ასეთი ვიქნებოდი.

ბიჭუნასთან მივედი და გადავეხვიე.ის მომეხვია და ჩემს მკლავებში ასლუკუნდა.ბავშვი,რომელსაც უნდა ნორმალური ბავშობა ჰქონდეს.ღმერთო ძალიან მეცოდება.ნეტა დედამისი რაზე ფიქრობს ხოლმე?მისი შვილი ასე იტანჯება.ნუთუ ვერ ამჩნევს?როგორ შეიძლება ვერ შეამჩნიო?მე მეგონა დედებს,დედობრივი ისნტინქტი ქონდათ.ნუთუ მას არ აქვს ეს ინსტინქტი?

-რა გქვია?(მე)

-ლი ჯუნი-მითხრა ჩუმად და ცრემლების მოწმენდა დაიწყო.მე ხელსახოცი ამოვიღე და ცრემლები მოვუწმინდე.მან გამიღიმა და ცრემლები კვლავ წამოუვიდა

-ჯუნ საყვარელო არ იტირო-მაგრამ ტირილს უმატებდა და უმატებდა.ჩემთან მოიწია და ჩამეხუტა.მე კი ვცდილობდი დამემშვიდებინა

-რატომ ტირი?-თმაზე ხელი გადავუსვი

-შენ...შენ ისე მექცევი როგორც შვილებს დედა ექცევათ.მე ეს ძალიან მომწონს.გთხოვ შეგიძლია თმაზე მომეფერო-აცრემლიანებული თვალები მომაპყრო.თითქოს გულში ჩხვლეტა ვიგრძენი.მან თავი კალთაში ჩამიდო და ჩუმად დაიწყო ქვითინი.მე კი თმაზე ხელს ვუსვამდი და იმ სიმღერას ვმღეროდი დედა ძილის წინ სიყვარულით რომ მიმღეროდა.

-შენ რა გქვია?-მკითხა უკვე დაწყნარებულმა ჯუნმა,მაგრამ თავი კალთიდან არ ამოუყვია

-მე ლი ჯი-ეუნი მქვია,მაგობრები აიუს მეძახიან-ვუთხარი მშვიდად და თმაზე მოფერება გავაგრძელე

-შეიძლება რაღაც გთხოვო?-მკითხა და თავი წამოყო

-რა თქმა უნდა(მე)გავუღიმე

-როცა მარტო ჩვენ ორი ვიქნებით,თავს კალთაში ჩაგიდებ და შენ შეგიძლია ეს სიმღერა კიდევ მიმღერო ხოლმე?-მე გავუღიმე და შუბლზე ვაკოცე

-რა თქმა უნდა და შუბლზე გაკოცებ ხოლმე-მას თვალები გაუბრწყინდა და მაგრად ჩამეხუტა.

_____________

                         ავტორი:

მუზა მოდის და მოდის ნუ ღელავთ დიდი ხანი გაშვებას არ ვაპირებ!ამიტომ ყოველ დღე ახალ ახალი თავები გელით.იქნებ მანამდე დავამთავრე კიდეც?ვინ იცის?თქვენი აზრი კომებში გამიზიარეთ და თუ მოგეწონათ დაავოუთეთ! ❤💙💚💛💜

You are reading the story above: TeenFic.Net