ავტორი:
მოუსმინეთ ძაან გადის >3 >3 ძალაინ დიდი თხოვნით ვდებ ამ თავს.მომდევნო თავი ძალიან მთხოვეს და ამ პატარა თავს გთავაზობთ.მაგრამ თუ წინა არ წაგიკითხავთ არ გამოგეპაროთ.
იცით?ჩემს ცხოვრებაში რაღაც ვისწავლე...ეს წინადადება ძალიან კარგად დავიმახსოვრე.გონებაში ისე კარგად ჩავიბეჭდე რომ ერთადერთი რაც ამ ტვინში მიტრიალებს ეს წინადადებაა "ყველა კაცი *ლეა"ასევე ესეც "მაგ ნაბი*ვრების დედაც"ან ეს "წადით თქვენი კაცებო" ეს წინადადები ჩემთვის განმუხტვასავეთაა.იცით ვის ვერ ვიტან?უმწეო გოგოებს.კი არ მეცოდებიან!პირიქით გული მერევა მათზე.მათ მხოლოდ მამაკაცის ზურგს შეუძლიათ ამოეფარონ,შტერი გოგოები და კიდევ იცით რაზე მეშლებ ნერვები?იმაზე რომ მეც ესეთი ვიყავი.ხო მე ვიტირე იმ საშინელ დღეს.ვიდექი და ეკლესიის ეზოში მოვთქვამდი.საერთოდ რატომ წავედი მათ ქორწილში და რატომ დავხარჯე ჩემი ძვირფასი დრო და ცრემლები მაგ ნაბი*ვრებზე?ნუ ამ კითხვას საკუთარ თავს უკვე რამდენიხანია ვუსვამ მაგრამ პასუხი არ მაქვს.ის სიტყვები ყურიდან არ ამომდის...
"-ბაე სუზი თანახმა ხართ ცოლად გაჰყვეთ ლი ჯონ სუკს?
-თანახმა ვარ
-ლი ჯონ სუკ თანახმა ხართ ცოლად შეირთოთ ბაე სუზი და მთელი ცხოვრება ჭირსა და ლხინში ერთად იყოთ?
-.......
-თანახმა ხართ?-მან ჩემსკენ გამოიხედა გამიღიმა და წარმოთქვა სიტყვები რომელმაც გული ბოლომდე დამიწვა და დამიფერფლა
-თანახმა ვარ
-შეგიძლიათ პატარძალს აკოცოთ-სუკმაც ძალიან ფრთხილად აკოცა სუზის.ამ კოცნამ დამანაწევრა.მას იმ ტუჩებით შეეხო რომლითაც მე მეხებოდა.ის ხელები ჩაჭიდა რომლითაც მე მეფერებოდა.პატარა ბიჭი რომელსაც ხელში თაიგული ეჭირა სიძეს და პატარძალს მიუახლოვდა ღიმილით
-დედა გამომართვი-მან დედას თაიგული მიაწოდა.სუკმა გაიღიმა და პატარა ხელში აიყვანა.ყველა ტაშს უკრავდა და ულოცავდა მათ.მინჰოც,ბექიონიც,ვუბინიც და ვუკიც კი.მე?მე ვერ მივედი და მაშინვე გარეთ გამოვვარდი.ეკლესიის ეზოში კი ტირილი დავიწყე.მალევე მხარზე ხელი ვიგრძენი
-ძვირფასო გინდა სახლში წავიდეთ?(დედა)მე თავი დავუქნიე დედამაც ხელი მომკიდა მანქანაში ჩაჯდა და სახლში წამიყვანა.მე მაშინვე ჩემს ოთახში ავედი და ტირილი დავიწყე დედამ მალევე კარები შემოაღო
-საყვარელო ვიცი ახლა ცუდათ ხარ მაგ...-გავაწყვეტინე
-დედა ნუ ღელავ მის გამო თავის მოკვლას არ ვაპირებ.ვიცოცხლებ გპირდები და ბედნიერიც ვიქნები.მაგრამ ახლა ძალიან მტკივა.აქ დაბრუნება შეცდომა იყო არა?ვიცი რომ იყო დედა.დედა შეგიძლია ბარგის ჩალაგებაში დამეხმარო?
-კი მაგ...-ისევ გავაწყვეტინე
-დედა აქ ვეღარ დავრჩები.ბუსანში წავალ და მერე ინგლისში აღარ მინდა აქ ყოფნა.ჩემს კარიერას ავიწყობ და ბედნიერი ვიქნები.(მე)და ჩემოდანი ჩამოვიღე ტანსაცმლების შიგნით ჩალაგება დავიწყე
-და ვუკი?(დედა)შევჩერდი, ვუკმა მართლაც რომ რა დააშავა?მაგრამ აქ ვერ გავჩერდები
-დედა მას ვერ დაველაპარაკები არ შემიძლია.უთხარი რომ წასვლა საჭირო იყო და აუცილებლად დავურეკავ კარგი სად მივდივარ არავის არ უთხრა.ჯობია დეგუში წავიდე და არა ბუსანში არ მინდა ვუკმა ჩამომაკითხოს.მაგრამ გთხოვ არავის არაფერი უთხრა.დე შეგიძლია ცოტა ფული მასესხო?დაგიბრუნებ(მე)დედამ გამიღიმა
-კი არ გასესხებ გაჩუქებ აქ დამელოდე(დედა )ოთახიდან გავიდა მე კიდევ დავემხე ლოგინზე და ტირილი გავაგრძელე.უეცრად ტელეფონზე შეტყობინება მივიღე.გახსნა არ მინდოდა მაგრამ რომ დავინახე ვისგანაც იყო ინტერესი და ბრაზი ერთდროულად მომაწვა.
"ქვევით გელოდები ჩამოდი"
"რატომ?"
"აიუ ჩამოდი მეთქი არ მაიძულო სახლში შემოვიდე!"
არ მინდა დედამ ნახოს მაშინ კარგი არაფერი მოხდება.ავდექი და ქვევით ისე ჩავედი დედას რომ ვერ შევემჩნიე.მისი მანქანა ჩემი სახლის წინ იდგა.მანქანასთან მივედი და ფანჯარაზე მივუკაკუნე
-რა გინდა?(მე)მან ფანჯარა ჩამოსწია
-ჩაჯექი!(სუკი)
-რა გინდა ჩაჯდომას არ ვაპირებ!(მე)ის მობეზრებით გადმოვიდა მანქანიდან და ჩემსკენ წამოვიდა.ხელი მომკიდა და მანქანაში ჩამტენა რასაც ქვია და კარებიც ჩამიკეტა
-ეი რას აკეთებ?(მე)მეორე მხრიდან მოუარა და მანქანაში ჩაჯდა.მანქანა დაძრა და რასაც ჰქვია გააქროლა.მთელი გზა ხმა არ ამომიღია.ველოდებოდი მანქანა როდის გაჩერდებოდა და მალევე გაჩერდა კიდეც.ღვედი მოიხსნა და საზურგეს მიაწვა.
-გისმენ(მე)მან თავი ჩემსკენ შემოაბრუნა
-იტირე?(სუკი)მე ჩამეცინა
-ოხ რატომ უნდა მეტირა?-მე ცინიკურად ვთქვი მან კი ჩაიცინა.
-ჯიუტი ხარ-მან ნაღვლიანი ხმით ჩაიცინა.-იცი ამიტომ მიყვარხარ.შენში არის რაღაც განსაკუთრებული.-მე გული ამიჩქარდა-მაშინ გახსოვს სკოლაში ჩვენი პირველი შეხვედრა?იცი მაშინვე მომეწონე და მომინდა რომ ჩემი ყოფილიყავი-ნაღვლიანი ხმით მესაუბრებოდა მე კი უხმოდ ვუსმენდი.მტკიოდა ის კი ამ ტკივილს ამწვავებდა-აიუ მაპატიე რომ გულს გტკენ...იცი ეს მეც არ მინდა,არ მინდა რომ გტკენდე და ეს ყველაფერი ნეტავ სიზმარი იყოს(სუკი)მე აცრემლებული თვალები მივაპყარი
-შეგეძლო!ეს ყველაფერი შეგეძლო თავიდან აგეცილებია.შეგეძლო ჩემთან ერთად ბედნიერი ყოფილიყავი და შენი ჰორმონები ზუსისთან არ დაგეოკებინა.ხო მაგრამ შენ ერთხელ დაუშვი შეცდომა,მაგრამ გამოუსწორებელი შეცდომა და ახლა რა პირით მთხოვ ბოდიშს?შენი აზრით გაპატიებ?არა არ გაპატიებ ამას არასდროს არ გაპატიებ.მეზიზღები და ცხოვრების ბოლომდე ასე დარჩება.მე შენ მეზიზღები ლი ჯონ სუკ! ახლავე დაძარი მანქანა და სახლში მიმიყვანე!შენთან ერთი წუთიც კი ვერ გავჩერდები.შენზე უბრალოდ გული მერევა.შენი ცოლუკა გელოდება სახვათაშორის ბოლოსდაბოლოს სიძე შენ არ ხარ?(მე) ყველაფერი ამოვანთხიე.რაც მინდოდა მან კი ხელი მომკიდა მისკენ მიმქაჩა და..
მაკოცა...მე გავაჩერე....ეგონა ავყვებოდი და გული მომილბებოდა არა?სახეში სილა გავაწანი.მან კი გაიღიმა და ამომხედა
-ეს სილაც კი ღირდა შენს ტუჩებად(სუკი)მე ამაზრზენად გავხედე
-ნაბიჭვარი ხარ-ვუთხარი და მანქანიდან გადმოვედი ტაქსი გავაჩერე და სახლის მისამართი ვუთხარი.
მეზიზღება.....
მეზიზღები მთელი ჩემი არსებით მეზიზღები ლი ჯონ სუკ ჩემი მთელი არსებით მეზიზღები..
გეფიცები გაგანადგურებ...
ვერასდროს ვეღარ დაინახავ ჩემში პატარა შეშინებულ გოგოს რომელიც ყველაფერზე ტირის და თავს გიქნევს....
გაგანადგურებ...
"ყველა კაცი ნაბიჭვარია"...
"ყველა კაცი *ლეა"
"მაგ ნაბიჭვრების დედაც"...
ავტორი:
დადან ესეც კიდევ ახალი თავი ძალიან დიდი თხოვნით.ჩემთვის ძალიან ძვირფასმა ადამინმა ლილიმ მთხოვა ამიტომ ხათრი ვერ გავუტეხე და მადლობა რედაქტორს ამ შუაღამეს რომ დამირედაქტირებს.იმედია ცუდი არ გამოვიდა მართალია პარატაა მაგრამ არც ისე.ნუ რვაასი სიტყვა არც ისე ცოტაა ამიტომ ისიამოვნეთ და კომენტარები და ვოუთები არ დაივიწყოთ ამ არეულობაზე მაინტერესებს თქვენი აზრი ძაან ხო არ შევიჭერი როლებში? მიყვარხართ >3 >3
I love you girls
რედაქტორი:
ვაიმე ეს თავი ჩემი თხოვნით მაინც დაავოუთეთ რაა ღამის ორის ნადევარზე ვარედაქტირებ დდ მე მაინც მომეცით სტიმული ცოდო ვარ😁😄😅😂
You are reading the story above: TeenFic.Net