15 თავი "ქალბატონი"

Background color
Font
Font size
Line height

*ორი წლის შემდეგ*

ლინოს პ.ო.ვ

დილით ადრე ავდექი,სარბენად წავედი და ერთი საათი დავრბოდი.სახლში რომ დავბრუნდი შხაპი მივიღე ვისაუზმე და მაშინვე მოვკალათდი მანქანაში.მალევე ჩემი ქალბატონის კორპუსთან მივედი.ლიფტით 21-ე სართულზე ავედი და კარებზე პაროლი მოვხსენი.სახლი მიმოვათვალიერე,"როგორც ჩანს ახალი მოახლე ყველაფერს კარგად ალაგებს" გავიფიქრე გონებაში.

მალევე ქალბატონი ოთახიდან გამოვიდა

-ოხ ლინო სუსტად დროზე მოხვედი.აბა საუზმეს მომზადებაში დამეხმარები?(ჯი-ეუნი)მე თავი დავუქნიე და ჩანთა დავდე.ხელები ავიკაპიწე და მომზადებას შევუდექი

-ლინო აბა ახალი რა ხდება კომპანიაში?(ჯი-ეუნი)

-არაფერი ქალბატონო შეხვედრები თქვენი დროის მიხედვით გადავანაწილე.დღეს მარტო ხუთი შეხვედრა გაქვთ(მე)მას წყალი გადასცდა

-მხოლოდ ხუთი? ცოტაა!(ქალბატონი)

-ხო მაგრამ ისე ყოველ დღე შვიდი ან ექვსი გაქვთ(მე)მან ამოიოხრა

-დავიტანჯე ეს ყველაფერი დამღლელია ლინო(ქალბატონი)მე გამეცინა და კვერცხი თეფშზე გადმოვიღე

-ქალბატონო გამოდით სალათას გავაკეთებ თქვენ შეგიძლიათ თეფშები დააწყოთ(მე)მანაც ის გააკეთა რაც ვუთხარი.უკვე ერთი წელია მისი პირადი ასისტენტი ვარ და ყველაფერში ვეხმარები.ჩემს ხელფასსაც არ ვუჩივი იდეალურად ვცხოვრობ.ასე ვთქვათ მე და ქალბატონი ძალიან კარგი მეგობრები ვართ.უი სულ დამავიწყდა მე ლი მინჰო მქვია მაგრამ ლინოს მეძახიან

(ამ ბიჭის გარეშე მოკლედ ფიკსაც კი ვერ ვწერ)
(და მერე იძახის ფელიქსს ვაბიასებო🤦‍♀️)

-ლინო კორეის ფილიალის საქმე როგორ მიდის?-მეკითხება როცა უკვე საუზმეზე დავჯექით

-შესანიშნავად!ლისა ხელმძღვანელობს.ექვსი თვე გავიდა რაც იქ გავხსენით ფილიალი და უკვე ყველაფერი იდეალურადაა(ლინო)ქალბატონის კომპანია ერთი წელია რაც არსებობს.მაგრამ მან შეისყიდა ძალიან ბევრი აქციები ამის წყალობით კი კომპანია უკვე საკმაოდ ცნობილი გახდა.დაფინანსება კომპანია ID-ისგან მიიღო და შემდეგ ორმაგად დაუბრუნა.შეთანხმებაც ასეთი ჰქონდათ.შემდეგ კი კომპანიამ უკვე გაზრდა და გაფართოება დაიწყო.თვეში მისი შემოსავალი ხუთ მილიონამდე ადის მაგრამ ნელნელა ეს უფრო იზრდება.კომპანია მშენებლობის ფირმაა,მაგრამ სხვა საქმეებსაც აფინანსებს და წილები სხვაგანაც აქვს.ქალბატონი ფინანსისტია ამიტომ ყველაფერს კარგად თვლის და ვაღიარებ ის გენიოსია.მასთან მუშაობა კი ჩემთვის სასიამოვნოა.

-მაგრამ ქალბატონო ამბობდით რომ დიზაინერული ფირმა გინდათ რომ გახსნათ და ეს აქ ნიუ-იორკში თუ ლოსანჯელესში?(მე)

-არა კორეაში მინდა მინდა მთავარი ფილიალი იქ გადავიტანო-მე გაკვირვებულმა გავხედე

-მე მეგონა კორეას ვერ იტანდით(მე)მან ჭამ შეწყვიტა და ღრმად ამოისუნთქა

-ასეცაა,არ მიყვარს იქ მყოფი ზოგიერთი ხალხი და იმ ადგილთან საშინელი მოგონებები მაკავშირებს ,მაგრამ ისე კორეა მიყვარს იქ დავიბადე და გავიზარდე,ჩემი ოჯ....ჩემი მშობლები იქ ცხოვრობენ,მეგო....მეგობარიც და ამიტომ მინდა რომ მთავარი ფილიალი იქ გავხსნა.-მე გაკვირვებული ვუყურებდი მის სახეს რომელზეც უამრავი ემოცია იყო გამოსახული.ჩამეცინა და ჭამა გავაგრძელე.

*ცოტა ხნის შემდეგ*

მდივანზე ვზივარ და ქალბატონის გამოსვლას ველოდები.რომელიც მომზადებას საუკუნეს ანდომებს.

-ლინო!-და გამოვიდა

-ულამაზესი ხართ ქალბატონო(მე)მან გამიღიმა და ჩვენც ქვემოთ ჩავედით.მძღოლი უკვე მოსული იყო.ჩემს მანქანას აქ ვტოვებ და ქალბატონის გვერდით ვჯდები.

-კარგი დღეს ვისთან მაქვს შეხვედრა?-მეკითხება და ფანჯრიდან უემოციოდ იყურება

-ინგლისელი ბიზნეს პარტნიორები არიან რაღაც გეგმის შემოსათავაზებლად მოდიან(მე)მან თავი დამიქნია.გზაში ჩუმად იყო მაგრამ უეცრად შეჰყვირა

-მანქანა გააჩერე ბობი!-ბობიმაც მისი სურვილი დაუყოვნებლივ შეასრულა.მანქანა გაჩერდა ის კი კარგი აგენტივით აეკრა ფანჯარას და ვიღაცაზე ყურება დაიწყო

-ქალბატონო ყველაფერი რიგზეა?(მე)მან მანქანის კარი გააღო და მზის მუქი სათვალე მოირგო

-სათვალე გაიკეთე და მომყევი-მეც გავაკეთე რაც მითხრა და მის გვერდით დავდექი.ის ამეკრო თავისი თავშაფარი მოიფარა და მითხრა წავსულიყავით წინ

-ქალბატონო ვის მივყვებით?(მე)

-ახ ამას აქ რა უნდა?არა რა! რა ჯანდაბამ ჩამოათრია ან ეს ვინ ბიჭია ხელჩაკიდებულები რომ დადიან?-თავისთვის ბურტყუნებდა.მეც მის მზერას თვალი გავაყოლე და ხელჩაკიდებული წყვილი დავინახე.ახალგაზრდა წყვილი იყო .

-ქალბატონო ვინები არან?(მე)ისე რომ არც შემოუხედავს მეუბნება

-ბიჭს არ ვიცნობ და გოგო...ჩემი მეგობრის ყოფილია-მე ჩამეცინა და მას გავხედე

-როგორი ურთიერთობა გქონდა მასთან?(მე)

-შესანიშნავი

-და მერე ერთმანეთს ეჩხუბეთ ისინი რომ დაშორდნენ?(მე)

-არა-მე გავიღიმე თავშალი და სათვალე მოვაშორე,ის გაკვირვებული მიყურებდა,მე მას ხელი ჩავკიდე და იმ წყვილისკენ წავიყვანე

-დაუძახე!(მე)მან საწყალი თვალებით შემომხედა.მე კი უტეხი მზერა ვესროლე

-შინჰეი!-გოგონა გაჩერდა და ჩვენსკენ შემობრუნდა.როგორც კი ქალბატონი დაინახა მაშინვე გაიღიმა და მისკენ გამოექანა და ჩაეხუტა

-აიუ?როგორ ხარ?(შინჰეი)აიუ?ალბათ მისი ზედმეტსახელია

-კარგად შინჰეი შენ როგორ ხარ? უკვე შვიდი წელია არ შევხვედრილვართ ერთმანეთს არა?-მან თავი დაუქნია.მალევე მის გვერდით ვიღაც ტიპი აისვეტა

-აიუ გაიცანი ეს ნიკია ნიკ ეს აიუ(შინჰეი)მათ ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს

-ლინო გაიცანი ეს შინჰეია შინჰეი გაიცანი ეს ლი მინჰოა -გოგომ ამ სახელის გაგონებაზე ისეთი სახე მიიღო თავი უხერხულად ვიგრძენი

-მაგრამ შეგიძლიათ ლინო დამიძახოთ(მე)ამით ცოტა სიტუაციაც გავმუხტე

-ნიუიორკში რას აკეთებ?(შინჰეი)

-ბიზნესი ძვირფასო-გაიღიმა ქალბატონმა

-მეც. საქმეები და ბიზნესი დამღლელია და ეს მშვენიერი ბიჭი ლინო,შენი შეყვარებულია?(შინჰეი)მაცდურად გაიღიმა.მე ცოტა გავწითლდი

-არა ის ჩემი პირადი ასისტენტი და ჩემი საუკეთესო მეგობარია-ეს სიტყვები ვაღიარებ ძალიან მესიამოვნა-და ნიკი?-ბიჭისკენ ანიშნა

-მეგობარი-თქვა ცოტა ხმა ჩამწყდარმა

-მხოლოდ მეგობრები?-ჩაეძია ქალბატონი

-ხო აიუ მხოლოდ მეგობრები,ერთმანეთს ხუთი წელია ვიცნობთ და თან მას შეყვარებული ჰყავს(შინჰეი)

-ხუთი წელი?-გაკვირვებულმა გახედა

-აა ხო ხუთი წელი ნიკ ისე რომ იცოდე აიუ მინჰოს დაა-ბოლოს ამ სახელის წარმოთქმაზე ხმა გაებზარა

-მინჰოს?ლი მინჰოს?-გაუკვირდა ბიჭს

-ჩემი?-მე უფრო გამიკვირდა

-არა ჩემს ძმასაც ლი მინჰო ჰქვია-მობეზრებით თქვა ქალბატონმა

-ჩემთვის არასდროს გითქვამთ-ცოტა გაბუტული ხმით ვთქვი

-ხო მასთან კარგი ურთიერთობა არ მაქვს.-მოწყენილმა მითხრა

-არაუშავს არ მწყენია-მხიარულად ვთქვი.

-მინჰოსთან რამდენიხანია რაც არ გილაპარაკია?(შინჰეი)

-თითქმის ორი წელია-ქალბატონმა მოწყენილი ხმით თქვა

-მე კი ორწელზე მეტია მალე სამიც გახდება-ამაზე ორივემ ნაღვლიანად გაიცინა

-ნუ ერთი დასკვნა გავაკეთე,"ყველა კაცის დედაც" ჩემს ცხოვრებაში ვეღარ შემოიჭრებიან-ამაზე კი მართლა გულიანად დაიწყეს სიცილი.მე და ნიკმა კი გაოგნებულებმა შევხედეთ მათ

-ჩვენც?-ერთდროულად ვიკითხეთ.მათ სიცილით გამოგვხედეს

-არა თქვენ გამონაკლისები ხართ-ჩვენ გავუღიმეთ.

-კარგი აიუ იმდენი სალაპარაკო გვაქვს მოდი დღეს შევხვდეთ ერთმანეთს-შინჰეი

-კარგი ეს ჩემი სახლის მისამართია-ბლოკნოტზე დაწერა ამოხია და მისცა-დღეს მოდი გელოდები

-კარგი მაშინ ლუდი ჩემზეა-თქვა შინჰეიმ მხიარულად

-კარგი მაშინ ჩიფსები სასუსნავები და ფილმი ჩემზე-გოგოები ერთმანეთს დაემშვიდობნენ და ჩვენც წავედით სამსახურში

-ქალბატონო როგორც ჩანს თქვენ და ქალბატონ შინჰეის დიდი და რთული წარსული გაკავშირებთ(მე)მან ამოიოხრა და გაიღიმა

-ამიტომ გეძახი გენიოსს შენ ჩემი საუკეთესო მეგობარი ხარ და ჩემი კარგად გესმის და კარგი განსჯის უნარიც გაქვს.-მე გამეღიმა

-მადლობა(მე)

-ნუ მაწყვეტინებ!-მშვენიერია ლინო შენიშვნაც მიიღე და შექებაც-კი დიდი და რთული წარსული გვაკავშირებს გეთანხმები.ის ჩემი ძმის შეყვარებული იყო.ისინი დაშორდნენ და ეს შვიდი წლის წინ იყო.ანუ ჩვენ ბოლოს ერთმანეთი შვიდი წლის წინ ვნახეთ და ჩემი ძმა და ის ორწელიწად ნახევრის წინ დაშორდნენ ერთმანეთს-მე თავი დავხარე

-ვხვდები რომ კიდევ რაღაც მოხდა მაგრამ არ არის საჭირო მომიყვეთ(მე)მან გამიღიმადა თავი მხარზე დამადო.ცალი თვალით გავხედე დავინახე თუ როგორ ჩამოუგორდა ცრემლი.გამეღიმა

-ბობ მანქანა მოაბრუნე სახლში ვბრუნდებით-ქალბატონს ხმა არ ამოუღია.მე ყოველთვის ვცდილობ მივხვდე მას რა სჭირდება და ახლა მას სახლში ყოფნა სჭირდება!-ბობ ჩემს სახლში წავიდეთ-ახლა კი ქალბატონს ჩაეციანა.მას მართლაც რომ სახლში სჭირდებოდა ყოფნა და არა იმ პენტჰაუსში.

-არა ბობ პენტჰაუსში წავიდეთ.ვიცი ლინო ჩემთვის კარგი გინდა მაგრამ ასე ჯობია.ყველა შეხვედრა გადადე კარგი?-მე თავი დავუქნიე

*საღამოს*

აიუს პ.ო.ვ

სახლში ვიყავი მოვემზადე და საღამო რადგან იყო ჩემთვის კომფორტულად ჩავიცვი

მალევე კარზე ზარის ხმა გავიგე.მეც გავაღე და შინჰეი დამხვდა ლუდით ხელში

-აბა დღეს გვაქვს გოგოების წვეულება?-მე გავეკრიჭე

-ბოლომდე ვსვამთ.-დავსხედით და დავიწყეთ ჭამა სმა და ჭორაობა ფილმსაც ვუყურეთ და მთელი ისტორიები მოვუყევით ერთმანეთს

-ვიცი მაგ იდიოტმა ქორწილში მეც დამპატიჟა.გეფიცები წასვლას ვაპირებდი იმის მიუხედავათ რომ იქ შენი ძმა დამხვდებოდა,მაგრამ რომ გავიგე ვისზე ქორწინდებოდა მოსაწვევი დავხიე და დავწვი(შინჰეი)მე ცავიცინე

-შინჰეი კონტაქტი ვისთან გაქვს?(მე)მან ამოიოხრა

-არც ერთთან.ბექიონს არ ველაპარაკები ბოლოს ნერვები რომ მომიშალა იმის მერე ჩემი ეშინია.მინჰომ და მე ვთქვით ცივილიზებურად დავშორდეთ თქო მაგრამ ერთხელაც არ მოგვიკითხავს ერთმანეთი.სუკი ჩემთვის ძმასავით იყო და კონტაქტი რაც მე და მიჰო დავშორდით გვქონდა მაგრამ ჩვენი რეჟიმის გამო იშვიათად.ქორწილის მერე კი საერთოდ აღარ(სინჰეი)

-იცი რომ სუკს და სუზის შვილი ჰყავთ?(მე)მან სასმელი პირიდან გადმოასხა

-რა?ორ წელში მოასწრეს?მე მეგონა ერთმანეთი არ უყვარდათ.ნუ რავი სუკი რაც მაგას ლანძღავდა,რა მოხდა ნეტა ისეთი ასე უცებ რომ შეიყვარა,არამგონია შენს საეჭვიანოდ ასე ღრმად შეეტოპა(შინჰეი)

-შინჰეი მაშინ შვიდი წლის წინ სუკი და სუზი ხომ ერთად......ნუ იწვნენ ხომ იცი?-თავი დამიქნია-სუზი ორსულად დარჩა და მერე ბავშვიც გააჩინა.არ ვიცი მეორეც ყავთ თუ არა მაგრამ ერთი ყავთ.-შინჰეიმ პირი დააღო

-სუკმა ეს იცოდა?(შინჰეი)მე თავი დავუქნიე

-და მაგიტომ მოიყვანა ცოლად?-თავი დავუქნიე

-ოხ ეგ ბოზი.იცი ადრე სანამ მინჰო და ბექიონი შემოუერთდებოდა სასტავს და სუკიც ანუ სანამ ჩვენი სასტავი შეიქმნებოდა მანამ სუზი და მე საუკეთესო მეგობრები ვიყავით მაგრამ მალე მივხვდი რანაირიც იყო,მე და ვუბინი რომელიც ჯერ მე მაფრთხილებდა მის სიეშმაკეზე მერე სუკს ვაფრთხილებდით მაგრამ ისიც გაამწარა და ბოლოს შენც.ახლა კი...-თავი დანანებით გააქნია

-სანამ წამოვიდოდი აქეთ,ქორწილის დღეს სუკმა მითხრა რომ ვუყვარდი და ეს არასდროს დამევიწყებინა რადგან მას სიცოცხლის ბოლომდე ვეყვარებოდი და ნეტავ ეს ყველაფერი სიზმარი ყოფილიყო-შინჰეიმ დანანებით შემომხედა და მხარზე ხელი დამადო მე კი თვალებიდან ცრემლები წამომივიდა.მაგრამ უხეშად მოვიწმინდე

-საკუთარ თავს დავპირდი რომ მის გამო აღარასოდეს ვიტირებდი მაგრამ მაინც ვტირი რა ჯანდაბა მჭირს?(მე)შინჰეი ჩამეხუტა

-ვიცი ეს რა რთულიცაა მეც გამოვიარე და კიდევ გავდივარ.საშინელება იყო როცა მას დავშორდი,გული იმან დამწყვიტა რომ მან უბრალოდ თავი დამიქნია მისი ნივთები ჩაალაგა და წავიდა.ერთხელაც არ უცდია შერიგება.სწორედ ამან უფრო მატკინა გული(შინჰეი)მანაც ტირილი დაიწყო.მე მას ცრემლები მოვწმინდე

-როცა სეულში დავბრუნდი რთული იყო ყველაფერთან შეგუება მერე ჩემი ძმა ჩამოვიდა,შინჰეი ჩემი ძმა სუსტია,იტირა და მითხრა რომ ისევ უყვარდი მაგრამ ეშინოდა რომ გულს გატკენდა(მე)

-ვიცი აიუ რომ ვუყვარვარ მაგრამ ეგრე შენც გიყვარს სუკი და მასაც უყვარხარ.თქვენს შორის სუზი დგას ჩემსა და მინჰოს შორის კი ჩვენ თვითონ,ჩვენ განსხვავებულები ვართ მზე და მთვარესავით ერთ ცაზე ორივე ერთად ვერ ვიქნებით.-მე მას თვალებში ჩავხედე

-მაგრამ მთავრეს მზე ანათებს ერთმანეთის გარეშე მათ ყოფნა არ შეუძლიათ.ერთმანეთის გარეშე ისინი ვერ იარსებებენ-მან გაიღიმა

-მაგრამ ვერც ერთად იქნებიან.(შინჰეი)ნაღვლიანად თქვა.მეც გავჩუმდი აღარ მინდოდა გამეგრძელებინა.

-მოდი ფოტო გადავიღოთ სამახსოვროდ(შინჰეი)ჩვენც საყვარელი ფოტო გადავიღეთ და შინჰეიმაც მაშინვე ინსტაგრამზე ატვირთა

"ცხოვრება მშვენიერია შეიძლება რაღაც წაგართავს მაგრამ უკან აუცილებლად რაღაცას გიბრუნებს"

ავტორი:

აბა როგორ მოგეწონათ?ნუ ძაან დიდი თავი გამოვიდა თუ მივამატებთ წინა თავს და გავყოფთ ორზე მაშინ ორი ნორმალური თავი.თუ როგორ მოგეწონათ ისტორიის ახალ ეტაპზე გადასვლა ეს თქვენ უნდა მითხრათ.უნდა დაავოუთოთ და კომენტარებში წამეჭორავოთ.ამიტომ მიყვარხართ და გაითვალისწინეთ თქვენი კომენტარებით და ვოუთებით უდიდეს სტიმულს მანიჭებთ.იმედია მოგწონთ ეს ფიკი.მიყვარხართ ყველა ძალაინ

I love you girls

You are reading the story above: TeenFic.Net