13 თავი. "ბავშვი?!"

Background color
Font
Font size
Line height

აიუს პ.ო.ვ

საწოლზე ვზივარ....

ჭერს ვუყურებ და მეღიმება.....

ჩემი კაბა აბაზანის კართან აგდია.ფეხსაცმელი შემოსასვლელ კართან...

ვფიქრობ მასზე და ტუჩებზე თითებს ვიტარებ.მისი ტუჩები მახსენდება.ისევ ისეთი ფაფუკი იყო ისევ სასიამოვნო....მაგრამ შემდეგ ვუკი მახსენდება....

1 საათის წინ

წვეულება მალე მთავრდება.იმ კოცნის შემდეგ სუკი გაქრა და არსად აღარ ჩანს,ალბათ წვეულებიდან წავიდა.წვეულების დასრულების შემდეგ მინჰო ბექიონთან წავიდა ზედმეტი მოუვიდა დალევა და მე წავიყვანო მე კი ვუკმა წამიყვანა.მთელი გზა ჩუმად ვიყავი.ფანჯარაზე მქონდა თავი მიდებული და ვფიქრობდი. მხოლოდ მაშინ მოვედი გონს როცა მანქანა გაჩერდა.

-მადლობა რომ მომიყვანე(მე)ღვედი მოვიხსენი გადავედი და ჩემი სახლისკენ წავედი,მაგრამ მალევე მაჯაზე ხელი ვიგრძენი.მისკენ შემატრიალა და ჩემი სახე მის ხელებში მოიქცია.თავლებში ჩამაშტერდა

-რამე მოხდა?(ვუკი)

-არა არაფერი-ძალდატანებით გავუღიმე

-აიუ ჩვენ შორის როგორი ურთიერთობაც არ უნდა ჩამოყალიბდეს დავუშვათ გავხდით შეყვარებულები,ან უფრო მეტიც კი ჩვენ მაინც საუკეთესო მეგობრები ვიქნებით და მინდა შენი გულის ნადები გამიმხილო,დარწმუნებული ვარ გულზე მოგეშვება(ვუკი)მე გავუღიმე

-მართლა არაფერი არ მომხდარა უბრალოდ ცოტა დამღლელი იყო ამხელა წვეულებაზე ყოფნა ხომ გესმის არა?სტრესი და თან ჩემი ძმისთვის შენი გაცნობა ხომ საერთოდ ურთულესი იყო(მე)
ჩავიცინე.მან თავზე ხელი გადამისვა და ჩამეხუტა

-ყველაფერი კარგად იქნება(ვუკი) მომშორდა ნაზად მაკოცა და წავიდა.ადგილზე გაშეშებული ვიდექი.ვუკმა როგორც კი მანქანა გაიყვანა, ჩვენ გვერდით სახლის ეზოში დააყენა და სანამ სახლში არ შევიდა ასე ვიდექი.შემდეგ თვალებზე პატარა ცრემლი ჩამომიგორდა.ცრემლი უხეშად მოვიწმინდე და სახლში შევედი....

ახლანდელი დრო

*მეორე დღე*

დილით ადრე გამეღვიძა.ნუ მართალია მთელი ღამე არ მძინებია ნორმალურად და შეიძლება ამის ბრალიცაა.მოვემზადე და ყველანაირად ვეცადე რომ არც ცუდად და არც გადამრიედ ვყოფილიყავი გამოწყობილი.ნუ ვაღიარებ ჩემი ძველი სტილი ვერ მოვიშალე და გადავწყვიტე ცოტა ჩემებურად ჩამეცვა

კვლავ ფეხით გადავწყვიტე გავლა.მართლა მეზარება ახლა მინჰოს გაღვიძება და არც ვუკის შეწუხება არ მინდა.

სამსახურში მალევე მივედი და პირველი ბატონი სუკი ვიკითხე მაგრამ როგორც ჩანს არ მოსულა ვაჟბატონი.მაგრამ უფრო ცუდი ისაა რომ დღეს არც მოსულა მთელი დღე არცერთი მათგანი არ მოსულა

-აუ დაბრუნდა ძველი სიტუაცია(ჩანიოლი)ჩემს მაგიდაზე ჩამომჯდარი ამბობს

-რა ძველი სიტუაცია?(მე)

-ხო ალბათ შენ არ იცი შენი გადმოსვლის შემდეგ ყველაფერი რატომღაც შიცვალა.უფროსი ყოველდღე არ დადიოდა სამსახურში კვირა ხანდახან ისე გავიდოდა არც მოვიდოდა სამსახურში ყოველთვის სახლიდან მუშაობდა.დანარჩენები რა თქმა უნდა არ დადიოდნენ იშვიათად ბატონი ჯონგსუკის გარეშე რომ მოსულიყვნენა იმედია კიდე გაგრძელდება ასე თორე ავირიე. უფროსი ლიფტში აღარ შემეჩხირება და ნერვიულობა არ მომიწევს რამე ხომ არ წამოვროშეთქო(ჩანიოლი)მე თავი დავუქნიე და დავფიქრდი ალბათ ხვალ მოვიდოდა.დღეს ალბათ სხვა საქმე ჰქონდა.....



1-ი კვირა გავიდა....ერთი დაწყევლილი კვირა და ვაჟბატონი ჯერ არ გამოჩენილა.სად ჯანდაბაში აგდია ვინმე გამარკვევს?არა არც ჩემი ძმა ჩანს ერთი კვირა სახლში არ მოსულა არც ტელეფონს პასუხობს.ბექისაც დავურეკე მაგრამ ეგ რეგვენიც არ იღებს ტელეფონს.ვუბინს კიდევ რატომ აქვს ეგ ტელეფონი ვინმე მეტყვის ეგ არასდროს არ იღებს.კაცი რომ მოკვდეს ვერ გააგებინებ რა...ნუ ეს შაბათ-კვირაც წვალებით დავამთავრე და ორშაბათს სამსახურში მივდივარ.მივდივარ თუ მივზოზინებ რა გითხრათ მაგრად მეზარება წასვლა მაგრამ ცოტა დარჩა.ეს ერთი თვეც და მერე წავალ ინგლისში ვისწავლი და სადაც მინდა იქ ვიმუშავებ.

ნუ ბოლოს მივაღწიე სამსახურამდე და პირველი სადაც მივედი მიმღები იყო საიდანაც სუკის კაბინეტის კარი ძალიან ახლოს იყო და კარგადაც ჩანდა.ნუ ყველა სართულს თავში მიმღები აქვს და მეც მივესალმე მაის და ვკითხე რამე ხომ არ დაუტოვებიათ ჩემთვის.თორე ვიცი მე მერე შარს მომდებენ.

-არა საყვარელო არავის არაფერი არ დაუტოვებია(მაია)მე გავუღიმე და ჩემი განყოფილებისკენ წავედი.როდესაც ქუსლების რახარუხი გავიგე ვიღაც მაიასთან მივიდა და იკითხა

-უკაცრავად მე სუკთან მოვედი კაბინეტშია?-თითქოს ნაცნობი ხმა ჰქონდა მაგრამ მალე დავრწმუნდი რომ იყო კიდეც ნაცნობი

-ვინ კითხულობს?(მაია)

-მე ბაე სუზი ვარ-ადგილზე გავშეშდი და სწრაფად შევიხედე მისკენ

ყველა მას მიშტერებოდა.რა თქმა უნდა ასეთი ლამაზი გოგო იდგა მათ წინ.სუზი მართლაც რომ ულამაზესია.უცებ ჩანიოლი მომიდგა გვერდით

-ღმერთო რა სილამაზეა გეგონება ანგელოზი ჩამოვიდა ციდანო(ცანი)მე ისე გაშეშებული ვიდექი მაგრამ ძალა მოვიკრიბე და მისკენ წავედი

-სუზი!(მე)არ ვიცი ეს რატომ გავაკეთე.პირიქით ხმა არ უნდა ამომეღო.ან ახლა საერთოდ რას ვეტყვი.ვინ ვარ?ახლა ყველამ მე შემომხედა.სუზის ჩემს დანახვაზე ღიმილი შეაშრა სახეზე

-აიუ?ღმერთო ძვირფასო როგორ მომენატრე(სუზი)ღიმილი კვლავ დაიბრუნა სახეზე და ჩემსკენ ჩასახუტებლად წამოვიდა.ამან თავი რაღაცას ხომ არ მიარტყა? გადახვევას აპირებდა მაგრამ შევაჩერე

-რას აკეთებ?არ მომეკარო!აქ რას აკეთებ?რატომ დაბრუნდი?(მე)მან ღრმად ჩაისუნთქა

-ოხ ამ კომპანიის პატარა დიასახლისი გახდი? ჩემი ადგილი დაიკავე პატარა პრინცესის არა?ახ აიუ აიუ,შენთან შეკითხვა მაქვს.იმის მერე რაც სუკმა გაგიკეთა მას მაინც შეურიგდი?(სუზი)მე ძარღვები დამეჭიმა

-მე და ის....ჩვენ მეგობრები ვართ(მე)სუზის ამაზე სიცილი აუტყდა

-ღმერთო მეგობრები?შენ და სუკი?ახ გამაცინე(სუზი)მე მაშინღა მივხვდი სადაც ვიყავით და სუზის შევაწყვეტინე

-ჯობია აქ არ ვისაუბროთ!ყველა ჩვენ გვიყურებს(მე)სუზიმ სიცილი შეწყვიტა

-მართალი ხარ.-მიასკენ გაიხედა-მია ხო?-მან თავი დაუქნია-ჩვენ სუკის კაბინეტში ვიქნებით.სუკს დაურეკე და უთხარი რომ ველოდები დარწმუნებული ვარ მოვა და იმ სამ კუდსაც წამოიყოლებს(სუზი)თქვა და სუკის კაბინეტისკენ დაიძრა.მეც უკან გავყევი და ჩვენც შიგნით შევედით

-აბა როგორ ხარ?ანუ შენ და სუკი მეგობრები ხართ ხო?ჰა სასაცილოა მართლა სასაცილოა(სუზი)

-შეწყვიტე რატომ დაბრუნდი?(მე) სუზი დახტზე ჩამოჯდა

-შენ და სუკი თუ მართლაც მეგობრები ხართ და მეტი არაფერი მაშინ შენი საქმე არ არის!(სუზი)მე გავმწარდი

-და შენი საქმე იყო ჩემი და სუკის ურთიერთობაში ისე რომ ჩაერიე რომ არაფერი მკითხე?!მითხარი!(მე)სუზი გამწარდა

-იყო!სუკი ჩემია და ამიტომ ჩემი საქმე იყო(სუზი)

-იყოს!შენი იყოს ოღონდ ჩემი ცხოვრებიდან გაქრი გაიგე?!(მე)

-ვაიმე რა მოხდა სხვა იპოვე ჩემო ლამაზო?(სუზი)მას ეს სერიოზულად არ უთქვამს მაგრამ ჩემი სახის დანახვის შემდეგ სიცილს უმატა

-ღმერთო მართლა სხვა იპოვე?საოცარია,მაგარია ანუ სხვა გყავს.მშვენიერია და შენს საუკეთესო მეგობარს არ ეტყვი ვინაა ის იღბლიანი?(სუზი)მე მკაცრად ავხედე და ირონიულად გავიცინე

-რატომ?! მასაც რომ ჩაუგორდე ლოგინში?!(მე)მას ღიმილი მიეყინა და სახე უფრო სერიოზული გაუხდა

-საყვარელო ენა ცოტა დაგგრძელებია ხომ არ მოგაჭრა?(სუზი)ამ დროს დერეფანში ხმაური ატყდა.ვიღაცის ყვირილის ხმა იყო.იმხელაზე იღრიალა მაშინვე მივხვდი რომ სუკი იყო.მალევე კარები შემოგლიჯა და გაცხარებული თვალებით დაუწყო სუზის ყურება მერე შეამჩნია რომ მეც კაბინეტში ვიყავი.უკან ჩემი ძმა ,ბექი და ვუბინი მოყვნენ

-ვთქვი ფინიებიც მოყვებიანთქო?ახ როგორ ხართ სა...(სუზი)სუკმა გააწყვეტინა და კარი ხმაურიანად მიაჯახუნა

-აქ რა გინდა?!(სუკი)მშვიდად იწყებს საუბარს ნუ ამას სიმშვიდეს თუ ვუწოდებთ.ასეთი განრისხებული აქამდე არასდროს არ მინახავს.

-შენთან ჩამოვედი დიდი ხანია არ შევხვედრილვართ ერთმანეთს(სუზი)ისე მშიდად ლაპარაკობდა შოკში ჩამაგდო

-აიუ შენ რა გინდა აქ?(მინჰო)მე მინჰოს გავხედე საწყალი თვალებით

-აიუს?აქ რომ მოვედი სუკის მაგივრად შემომეგება.ისე რა ერთნაირ კითხვებს სვამთ და თან ორივე უხეში ტონით.ნუ მერე აქ გავაგრძელეთ "საუბარი'' სანამ თქვენ მოხვიდოდით მშვიდად ვსაუბრობდით იმ თემაზე თუ როგორ გაიჩინა აიუმ ახალი ბიჭი(სუზი)ამაზე ოთხივემ მე გამომხედა.სუკის თვალები კი ისეთი სასტიკი იყო სუნთქვა შემეკრა.ნაღვლიანი თვალებით მიყურებდა-უი ისე ისიც მითხრა რომ ის და სუკი მეგობრები არიან ეს მართალია?(სუზი)სუკი წელში გაიმართა

-არა!(სუკი)გაკვირვებულმა
შევხედე.ნუ მეგობრები არ ვართ მაგრამ ეს რაღაც... მგონი ეს ასე არ უნდა ეთქვა...ანუ სუზისთვის მაინც.... ჩვენ ხომ ჩამოვყალიბდით რომ თანამშრომლები ვიქნებოდით.ნუ როგორც ჩანს ეს მარტო მე არ გამკვირვებია ბექიც,ვუბინიც და მინჰოც გაკვირვებულები იყვნენ

-მეგობრები არ ვართ!ჩვენ "ნაცნობები ვართ"!(სუკი)სიტყვები გამოკვეთა-მაგრამ თუ მე და ის "ნაცნობები ვართ"მაშინ მე და სუზი საერთოდ არასდროს არ ვართ შეხვდერილი ერთმანეთს და მაშინ წესით ახლაც ვერ უნდა ვხედავდეთ ერთმანეთს(სუკი)სუზის მომღიმარი სახე შეიცვალა სუკის ირონიაზე.სუკი მას მიუახლოვდა და მასთან ძალიან ახლაოს დადგა .მათ სახეებს მილიმეტრები აშორებდათ.მე ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე

-სუზი უბრალოდ გაქრი ჩემი ცხოვრებიდან რა(სუკი)ზედმეტად მშვიდი ხმა ჰქონდა.სუზის ისეთი სახე ჰქონდა თითქოს ამ სიტყვებმა მასზე იმოქმედა,მაგრამ მისი ეშმაკური ღიმილი კვლავ დაუბრუნდა,სუკისკენ მიიწია და ყურში ყველასთვის გასაგონად უთხრა

-მე ასე მარტივად ვერ მომიშორებ.ერთხელ წავედი მაგრამ მეორეჯერ ვეღარ მომიშორებ გაიგე საყვარელო?თან ხომ არ გინდა ვინმემ ჩვენი საიდუმლო გაიგოს?ასე თუ მოხდება მაშინ კარგ დღეში არ აღმოჩნდები.შენი ცხოვრება დაინგრევა.ამიტომ ერთ დღესაც ერთმანეთს საკურთხეველთან შევხვდებით.ხომ არგინდა ბავშვი უკანონოდ ითლებოდეს?(სუზი)სუკს ლოყაზე აკოცა და წავიდა.მაგრამ მე გაშეშებული ვიყავი და არა მარტო მე ბავშვი?ვინ ბავშვი?ვინ ბავშვზე საუბრობდა სუზი?ნუთუ...არა შეუძლებელია.მაგრამ რატომ?რატომაა შეუძლებელი?ისაა ყველაზე საშინელება რომ ეს შესაძლებელია.ამის დედაც ეს შესაძლებელია.ამის.....სუკი ჩვენსკენ შემობრუნდა და ჩვენს სახეებს დაკვირდა.ჩემი სახის დანახვისას თვალები მწუხარებით აესო.მაგრამ როტომ?მე ის ბოდიშს არ უნდა მიხდიდეს.

-ძმაო ახსნი რა ბავშვზე ლაპარაკობდა სუზი?(ვუბინი)სუკმა მზერა მომაშორა და ღრმად ამოისუნთქა

-სუზის შვილი ჰყავს-გადმოგვხედა-და ბავშვის მამა მე ვარ....


ავტორი:

აი იცით გათიშვა რა არის?აი ახლა ისე დავწერე 1160 სიტყვა აზრზე არ ვარ როგორ.მგონია ასე შვიდასამდე ვართქო მარა ჩავედი თავის ბოლოში.და აი რატო დავწერე ეს ანუ ასეც უნდა ყოფილიყო მაგრამ თქვენი აზრი მაინტერესებს გთხოვთ კომენტარებში დამიწერეთ კარგი აზრი იყო თუ არა ასეთ მომენტში ამის გაკეთება.გთხოვთ დაწერეთ რამე და ანუ მომდევნო თავს ყველანაირად ვეცდები რომ მალე დავდო.მიყვარხართ დაავოუთეთ და დააკომენტარეთ >3 >3

You are reading the story above: TeenFic.Net