აიუს პ.ო.ვ
შენობაში შევაბიჯე.ძალიან ვნერვიულობდი და ხელები მიკანკალებდა,მაგრამ არ მინდოდა ეს შემემჩნია ამაყი და თავდაჯერებული უნდა გამოვჩენილიყავი......არა როგორ უნდა გავაკეთო ეს როცა შესვლისთანავე ხედავ თუ როგორ დგას სამივე ერთად.მაგრამ აიუ როდემდე დამალავ?არა შენ ეს უნდა გააკეთო!
წინ წავედი ღიმილით
თავი დავხარე და უფროსებს მივესალმე
-მოგესალმებით(მე)
-როგორხარ აიუ?(ვუკის მამა)
-კარგად მადლობა თქვენ როგორ გიკითხოთ?(მე)
-მადლობა კარგად.შენი გაკეთებული ორცხობილა ძალიან გემრიელი იყო(ვუკ/მ)მე დავიბენი და ვუკისკენ შევაბრუნე სახე.ის გადმოიწია და ცოტა ჩუმათ მითხრა
-მაშინ რომ იყავი გადმოსული სამეცადინოდ,მაშინ რომ გამოვაცხვეთ მორჩა და მამამ შეჭამა ბოლომდე(ვუკი)ბოლოს ბუზღუნით თქვა
-აუცილებლად გამოგიცხობთ კიდევ(მე)
-ესეიგი ესაა ჯი-ეუნი მინჰოს და. ძალიან სასიამოვნოა შენი გაცნობა.მინჰოს და ცოტა სხვანაირი წარმომედგინა,მაგრამ ასეთი მშვენიერს და დახვეწილსაც არ მოველოდი(სუკ/მ)მე გავიღიმე და თავი მორცხვად დავხარე.ჩემი და ვუკის ხელები ერთმანეთთან ძალიან ახლოს იყო და ვუკმა უეცრად ხელი ჩამჭიდა.მეც არ შევეწინაამღდეგე
ეს უყურადღებოდ არ დარჩენილა.მამაჩემმა და ვუკის მამამ ერთმანეთს მომღიმარმა გადახედეს.სუკის მამაც იღიმოდა.კიდევ კარგი მათ არ იცოდნენ ჩემი და სუკის ურთიერთობის შესახებ,მაგრამ შემეშინდა მიჰოს გამოხედვის.თითქოს მისი თვალები გულნატკენი შემყურებდა,თითქოს ვიღაცამ უღალატა.მაგრამ რა ვიღაცამ ეს ხომ მე გავაკეთე.მისთვის უნდა მეთქვა.მაშინ როცა გავიგე.მაშინვე უნდა მეთქვა.არ მინდოდა სუკისკენ გამეხედა მეშინოდა!მაგრამ რატომ?!რატომ მეშინია მისი მოქმედების?არ ვიცი.მან მე გამათავისუფლა.მეც თავისუფალი ვარ ამიტომ მე ძლიერი უნდა ვიყო.ვუკს ხელი ძლიერად მოვუჭირე და ამაყად დავდექი.შემდეგ კი ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდა.არ ვიცი რას მეუბნებოდა ამ გამოხედვით მაგრამ...ამ თვალებმა გული გამიტეხა.თითქოს უემოციო სახე ჰქონდა,მაგრამ მისი თვალები ყველა ემოციას ერთდროულად გამოხატავდა.მიმტანი გაჩერა მან კი ლანგარიდან შამპანიური აიღო.მისი შუშის თვალები სადაც წყალი ჩამდგარიყო, მთლიანად მე მომაპყრო.ამან თითქოს პირდაპირ გულში დამკრა.ჭიქა ისე ნაზად ასწია, თითქოს უნდოდა რომ მარტო მე შემემჩნია.თითქოს ამით მანიშნა რომ მილოცავდა და ბედნიერებას მისურვებდა.შემდეგ ჭიქა მოიყუდა და ერთი მოსმით დაცალა.მე თვალები ამიცრემლიანდა და ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე.როგორც კი სასმელი დალია სუკმა ადგილი დატოვა....
ბექიონი და ვუბინიც მოვიდნენ.
-კარგი ახალგაზრდებს მარტო დაგტოვებთ(მამა)და უფროსებიც წავიდნენ
-ვა აიუ მოხ...(ბექიონი)შეჩერდა როცა ჩემი და ვუკის ხელი დაინახა.ჯერ მე მერე ვუკს და ბოლოს მინჰოს შეხედა.მინჰომ ირონიულად ჩაიცინა
-მე რას მიყურებ აი ესეც ჩვენი "ვუკი" ჰა ვერც კი წარმოვიდგენდი რომ შენი "ჯერჯერობით არ" შეყვარებული ჯი ჩან ვუკი აღმოჩნდებოდა ამას მართლა ვერ წარმოვიდგენდი.ბრავო დაიკო(მინჰო)
- კარგი ეს როდის გაიგე?(ბექი)
-მარტივია მაშინ არ გახსოვს რა სახე ჰქონდა სუკმა ჯი ჩან ვუკი რომ ახსენა?(ვუბინი)ბექიონმა დაღვრემილმა გამომხედა
-ანუ ერთად ხართ?(ბექი)სანამ პასუხს გავცემდი ჩემს უკან ნაცნობი ხმა გაისმა
-რა მოხდა "ბალიშაფეთქებულ" გეწყინა?შენ აიუს მეგობარი ხარ და წესით უნდა გაგხარებოდა(სო)ამაყად მოვიდა და გვერდით დამიდგა.ვუბინს გაეღიმა და სოსკენ ხელის ჩამოსართმევად წამოვიდა.ბექიონს გაბრაზებული სახე ჰქონდა მინჰოს კი უემოციო
-რა ლამაზად გამოიყურები სო რამდენიხანია არ მინახიხარ(ვუბინი)ერთმანეთს გადაეხვივნენ
-მეც მომენატრე ვუბინ კარგახანია არ შევხვედრილვართ(სო)
-ბექიონ რა დაბუსხული სახით უყურებ.მაგრამ მოიცა შენ და სო გამარჯობა გაგიმარჯოს გარდა სხვაგვარად ერთმანეთს იცნობდით?(ვუბინი)ამაზე სო ბექიონს მიუახლოვდა და ლოყაზე ხელი მწარედ მოუჭირა
-ამ ბავშვზე ამბობ?რა თქმა უნდა ვიცნობ(სო)ბექიონი უფრო ბავშვივით გაიბუტა.
-კაი გეყოფა(ბექი)და სოს ხელები მოიშორა.სო ჩემსკენ და ვუკისკენ შემობრუნდა
-გაიცანი ეს ვუკია.ვუკ გაიცანი ეს სოა(მე)
-როგორხარ სო?(ვუკი)მე გაოგნებულმა გავხედე
-კარგად მიხარია რომ ის ცნობილი ჯი ჩან ვუკი რომელზეც აიუ მიყვებოდა შენ ხარ(სო)
-ნუ შენ კი საოცრად შეიცვალე მაგალითად გარეგნობა აშკარად დახვეწე(ვუკი)
-ერთმანეთს იცნობთ?(მე)
-რამოდენიმეჯერ შევხვედრილვართ ჩემი უფროსის შეხვედრებზე. წვეულებებზე და ნუ ერთხელ სასაცილო ისტორია ის იყო რომ ბატონი ვუკი დათვრა და ჩემი წასაყვანი გახდა სახლში.მანამდე კი თავისი ცხოვრების უმეტესი ნაწილი მომიყვა.ნუ ასე კარგი ნაცნობები გავხდით და შენობით მივმართავთ ერთმანეთს(სო)
-მე კი ძალიან მიხარია რომ შენ და აიუ მეგობრები ხართ(ვუკი)
-კარგია ახლა ერთმანეთს უფრო კარგად შეეწყობით(მე)
-აბა რა ყველა კარგი მეგობრები ვართ(მინო)მე მისკენ გავიხედე
-შეიძლება ცალკე ვილაპარაკოთ?(მე)
-რატომ უცხო ვინაა აქ?(მინჰო)
-მინჰო!(მე)
-წამოდი(მინჰო)და ჩვენც გარეთ გავედით და სკამზე დავჯექით.
-ძმაო მეშინოდა რომ ძალიან გამიბრაზდებოდი.პარასკევს გავიგე სიმართლე,მინდოდა ჯერ ვუკს დავლაპარაკებოდი.(მე)
-ესეიგი ამიტომ იქცეოდა ასე კარგად ეგ იდიოტი(მინჰო)
-გეყოს.მან ჩემი თხოვნა აასრულა და ამიტომ გექცეოდათ ასე კარგად(მე)
-ხო მივხვდი,მას შენ უყვარხარ და არც შენ ხარ არა მის მიმართ გულგრილი?ვიცოდი მაგრამ...(მინჰო)შეწყვიტა
-მაინტერესებს...ის ბიჭი ვუკი რომ არ ყოფილიყო ასე გაბრაზდებოდი?თუ ეს ყველაფერი სუკის გამოა?(მე)
-ვიცოდი რომ ამას მკითხავდი...მაგრამ მაშინ ხომ გავბრაზდებოდი?თავის დროზე რატომ არ გავბრაზდი?ხომ ვიცოდი რომ ვიღაც გყავდა მაშინ აქამდე გავბრაზდებოდი!-მე თავი ჩავხარე.ეს არ უნდა მეთქვა მისთვის ის ხომ ჩემი ძმაა და მას ხომ ჩემი ბედნიერება უნდა.სუკის მეგობარია მაგრამ მაინც პირველ რიგში ის ჩემი ძმაა.-ნეტავ ესე იყოს და ეს ვთქვა!ნეტავ ეს სიტყვები სიმართლე იყოს-თვალები ცრემლებით აევსო-ჩემი და ხარ და შენი ბედნიერება ჩემთვის უპირველესი უნდა იყოს,მაგრამ სუკი ჩემთვის ძმასავითაა.მტკივა გული როცა მას ასეთ გაუბედურებულს ვხედავ.ძალიან მტიკივა გული.მაპატიე დაიკო(მინჰო)მე მასთან მივედი და ჩავეხუტე
-არაუშავს ძამიკო შენი მესმის,მაგრამ ამ ყველაფერთან შეგუება მოგიწევს(მე)მან თავი დამიქნია და გადამეხვია
-დაიკო თუ შენ ბედნიერი იქნები,თუნდაც ეს ვუკთან ერთად მოხდეს მთავარია ბედნიერი იყო.მაგრამ თუ გაწყენინებს მითხარი და მაგას ვუჩვენებ მე სეირს(მინჰო)მე გავუღიმე და თვალებში ჩავხედე
-ძამიკო ვუკთან ბედნიერი ვიქნები გპირდები ის არაფერს დამიშავებს და არც მაწყენინებს.ამაში დარწმუნებული ვარ(მე)
-კარგი დროა ახლა შიგნით დავბრუნდეთ არ მეთანხმები?(მინჰო)
-დავბრუნდეთ(მე)და ორივე ფეხზე ავდექით
-მოიცა-უკან მობრუნდა-სო და ბექიონი ერთმანეთს საიდან იცნობენ?ან ვუბინი და სო?(მინჰო)
-ძამიკო სუზი ხომ ვუბინის სახლში ცხოვრობდა-შევჩერდი ამ გოგოს გახსენებაზე სხეულში მაჟრიალებს-და სო და ვუბინი იქედან იცნობენ ჩვენ ხომ მასთან მივდიოდით სახლში.იმის მერე რაც მე და ვუბინმა ერთამნეთი გავიცანით იმის მერე სოსაც გავაცანით და...ბექიონი და სო.....
მათი ისტორიაც მოვუყევი და უკან სიცილით დავბრუნდით.
-რამოხდა შერიგდით(ვუკი)
-კი(მე)
-ხო შევრიგდით.მაგრამ შენ მაინც არ გენდობი.იცოდე აიუს ერთი ღერი თმაც რომ ჩამოუვარდეს!....(მინჰო)გავაწყვეტინე
-მინჰო ხომ შევთანმხდით?(მე)ვუბინმა გაიცინა
-კარგი გპირდები მას აუცილებლად მივხედავ(ვუკი)
-ჯერ ადრეა ამიტომ ჯერ მას მე მივხედავ(მინჰო)ამაზე ყველამ გავიცინეთ.დავიღალე და მაკიაჟის შესასწორებლად საპირფარეშოში გავედი
-მე მალე დავბრუნდები(მე) და საპირფარეშოში შევედი.სახეზე წყალი შევისხი რომ დღევანდელი დღის დარდი დროებით გამექრო.
-დღეს რთული დღე იყო(მე)კარი გაიღო და ვიღაც შემოვიდა მე ყურადღება არ მიმიქცევია და პირსახოცით სახე გავიმშრალე.პირსახოცი როგორც კი მოვიშორე სარკეში სუკი დავინახე.შევხტი
-ააა-შემოვბრუნდი სუკი კი სწრაფად მოვიდა ჩემთან და ტუჩებზე მეძგერა
ვერ მოვითმინე და გაუცნობიერებლად მეც ავყევი კოცნაში.გული საშინლად მიძგერდა.ხმამაღლად და სწრაფად მეგონა მისი ხმა ყველას ესმოდა.მეშინოდა და ვიცოდი რომ ამას ვინანებდი მაგრამ მაინც გავაკეთე.მენატრებოდა მისი ტუჩები მისი სურნელი,ის მენატრებოდა!
უეცრად კოცნა შეწყვიტა.უჰაერობის გამო და თვალებში ჩამაშტერდა
-მიყვარხარ!-და კვლავ მაკოცა.....
ავტორი:
დადადადან....აი ამ ბომბაზე გეუბნებოდით მალე მოგელითთქო.ხოდა აი ეს მშვენიერი თავი ჩემგან.ჩემო "ლილი"ეს შენთვის დავწერე და ამ დროს შენს გამო ვწერ ამიტომ დავდე ეს თავი იმედია მოგეწონებათ და როგორც კი დარედაქტირდება მაშინვე დაიდება. "ვოუთი არ იკბინება ამიტომ დაავოუთეთ"და დააკომენტარეთ ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს >3 >3
რედაქტორი:
ნუ წესით ეს თავი გუშინ სადღაც პირველისკენ უნდა დადებულიყო
მაგრამ რაღაც მიზეზების გამო ვეღარ მოვახერხე დარედაქტირება ამიტომ დიდ ბოდიშს გიხდით მკითხველებსაც რომლებიც გუშინ ელოდით ამ თავს და ავტორსაც🙏🙏
You are reading the story above: TeenFic.Net