თავი 9

Background color
Font
Font size
Line height

100. თავი მეცხრე - „მამა გრიგოლი ფიქრობდა, რომ აუცილებელი იყო ეკლესიაში საღვთო-საეკლესიო წესის დადგენა. ამ მიზნით მან გადაწყვიტა ქრისტეს საგანძურში, მეორე იერუსალიმში, კონსტანტინოპოლში წასვლა, საბერძნეთის ყველა თვალსაჩინო წმინდა ადგილის ნახვა და მოლოცვა. მან იპოვა იერუსალიმში მიმავალი თავისი მეგობარი და სთხოვა საბაწმინდის წესის გადმოწერა და ჩამოტანა. თავის ძმებს ზედამხედველები მიუჩინა, დაემშვიდობა და დაპირდა მალე ჩამოსვლას.

გრიგოლმა თან წაიყვანა დეიდაშვილი - საბა და კიდევ ერთი მოწაფე. ის გაემგზავრა საბერძნეთში, მივიდა კონსტატინოპოლში. მან თაყვანი სცა ქრისტეს ჯვარს და წმინდანთა ნაწილებს. მან სიხარულით მოიარა ყველა წმინდა სალოცავი ადგილი, რადგან მან მრავალი ენა იცოდა. მისი გული აივსო ახალი აღთქმის არაკანონიკური წიგნების ცოდნით და სულიერი წყალობით გახარებული გამოემართა თავისი სამშობლოსაკენ.

ტაოში მოსულებმა იქ მყოფთაგან გაიგეს, რომ აშოტ კურაპალატი მოკლეს და მის მაგივრად მისი შვილები მეფობდნენ. მათ ძალიან განიცადეს მეფის სიკვდილი. ნეტარი გრიგოლი მწუხარედ ამბობდა, რომ ძლიერი და დიდებული მეფე, ეკლესიების, ქრისტიანების სიმტკიცე - აშოტ კურაპალატი, რომელიც ბრძოლით იმორჩილებდა ხელმწიფეებს, დაიღუპა.

როცა იშხანს მიუახლოვდნენ, ნეტარმა გრიგოლმა და საბამ იხილეს ღვთის ჩვენება და ეცნობათ, რომ იშხანი საბას მიერ ადრინდელივით უნდა განახლებულიყო. მათ მისასვლელი გზაც ემცნოთ, რადგან ის მიუვალი იყო. რომ მივიდნენ იშხანში, გაიხარეს დიდებული ადგილის პოვნით, რადგან იქ იყო სულიერი და ხორციელი საზრდო. საბას მაშინვე მოუნდა იშხანში დარჩენა, მაგრამ ნეტარმა გრიგოლმა უთხრა, რომ ჯერ ხანძთაში მყოფი ძმები ენახათ, შემდგომ კი, ღვთის ნებითა და მათი ლოცვით, კვლავ დაბრუნდებოდა ამ წმინდა ადგილას.

წამოსვლისას ისინი ეწვივნენ კურაპალატის ვაჟებს და მიუსამძიმრეს მამის გარდაცვალება. შემდეგ მივიდნენ თავიანთ მონასტერში, ხანძთაში. ცოტა ხნის შემდეგ გრიგოლმა საბა გაუშვა იშხანში, თან ორი მოწაფეც გააყოლა.“ - შინაარსი ვეფხისტყაოსნის აპლიკაციიდან


You are reading the story above: TeenFic.Net