99. თავი მერვე - „წმინდა მამების რიცხვი იზრდებოდა როგორც რაოდენობრივად, ასევე მდიდრდებოდა სულიერად. იმ დროს ქართლიდან მოვიდნენ მამა ეპიფანე და მღვდელი მატო, ხოლო სამცხიდან - დიდი ზენონი.
ზენონი იყო წარჩინებული კაცის შვილი. ის იყო ღვთისმოსაობაში გაზრდილი და წმინდად ცხოვრობდა. რადგან ღვთისმოშიში იყო, სურდა ბერად აღკვეცა. როცა მისი მშობლები გარდაიცვალნენ, ქონება დაუტოვეს ზენონსა და მის დას, რომელიც მასთან ერთად ცხოვრობდა. ზენონი ფიქრობდა, რომ თავისი მამულ-დედული, ქონება დისთვის დაეტოვებინა და თვითონ ბერად შემდგარიყო. იმ დროს, როცა ზენონი ამაზე ფიქრობდა, მისი და ეშმაკის მოწადინებით აცთუნა ვიღაც უზნეო კაცმა. ისინი მთელი ღამით წავიდნენ შავშეთში. როცა ეს ზენონმა გაიგო, იარაღი აისხა, ცხენზე შეჯდა და დაედევნა. კარგა მანძილი რომ გაიარა, გაიფიქრა, რომ მას, სახელოვან ჭაბუკს, არ შეეფერებოდა უღირსებო კაცთან შებრძოლება. ამასთან, თუკი მოკლავდა, ცოდვას ჩაიდენდა, ხოლო, თუკი უკან დაბრუნდებოდა, შერცხვებოდა. ამიტომ ზენონმა გადაწყვიტა, რომ უფლისთვის მიცემული აღთქმა ბერად შედგომის შესახებ სწორედ ახლა აღესრულებინა.
You are reading the story above: TeenFic.Net