10

Background color
Font
Font size
Line height

    „ამ დროს იერუსალიმიდან დაბრუნდა კაცი, რომელმაც გრიგოლს მოართვა მის მიერ გადმოწერილი საბაწმინდის მონასტრის წესი. ნეტარმა გრიგოლმა ეკლესიასა და მონასტერში დააწესა ბრძნულად შედგენილი და ცოდნით გასხივოსნებული წეს-განგება, რომელიც გრიგოლის მოღვაწეობის დასაწყისში მისი მოწაფეებისთვის ძალიან მკაცრი იყო: მათ ოთახებში იყო პატარა ლოგინი, უბრალო ლეიბი, ერთი წყლის ჭურჭელი. სხვა საზრდო ხორცისთვის, საჭმელ-სასმელი არ ჰქონდათ. ტაბლაზე ერთად ჭამდნენ, ასე ცხოვრობდნენ. ბევრი მათგანი ან საერთოდ არ სვამდა ღვინოს, ან სვამდა ძალიან ცოტას. მათ ოთახებს არ ჰქონდა საკვამური, რადგან ცეცხლს არ ანთებდნენ, ღამე არც სანთელს არ ანთებდნენ. ღამით გალობდნენ, დღისით წიგნს კითხულობდნენ და ლოცულობდნენ.“ - შინაარსი ვეფხისტყაოსნის აპლიკაციიდან


You are reading the story above: TeenFic.Net