98. თავი მეშვიდე - „ამის შემდეგ გაბრიელ ერისმთავარმა აცნობა ღვთისმსახურ მეფე აშოტ კურაპალატს მამა გრიგოლის ღირსებისა და განდეგილობის, დაუსახლებელ ადგილებში მის მიერ მონასტრის მშენებლობის ამბავი, ასევე მისი მოწაფეების სათნოება და მათგანვე გაგონილი წმინდა გრიგოლის მშობლების წარმომავლობის შესახებ. როცა ეს ყველაფერი შეიტყო აშოტ კურაპალატმა, თავისი ხელით სწრაფად დაწერა წერილი, კარისკაცი და გაბრიელის ერთი მსახური საჩქაროდ გაგზავნა მამა გრიგოლთან. როცა გრიგოლმა წაიკითხა კურაპალატის წერილი, რომელშიც ის პატივისცემით სთხოვდა მასთან მისვლას და მოციქულებისგანაც შეიტყო ყველაფერი, მაშინვე წავიდა ხელმწიფესთან. როცა სასახლეში მივიდა, მას შეეგებნენ კურაპალატის შვილები. როგორც კი მივიდა მათი სასახლის კართან, ნეტარ გრიგოლს მიეგება კურაპალატი. მათ ერთმანეთი თავმდაბლად მოიკითხეს. კურაპალატმა სთხოვა მამა გრიგოლს, რომ ყველანი დაელოცა.
მამა გრიგოლმა ყველანი დალოცა ქრისტესა და ყველა წმინდანის სახელით, ვინაიდან ხელმწიფეებს ღმერთმა მიანიჭა ქვეყნის მართვის უფლება. აშოტ კურაპალატი ხომ უფლის რჩეული დავით წინასწარმეტყველის შთამომავალი ხელმწიფე იყო.
You are reading the story above: TeenFic.Net