„ნეტარი გრიგოლი - ღვთის ნების სამკვიდრებელი, დიდებული სასწაულმოქმედი, ძალიან დაბერდა. ას ორ წლამდე მიაღწია. მისი სახის ფერი არ შეცვლილა, არც მხედველობა დაკლებია, ფიზიკურად ძლიერი იყო. სიკვდილამდე არ დაუძლურებულა. შრომა ძალიან უყვარდა, მარტო კი არ ლოცულობდა და მარხულობდა, არამედ დღედაღამ თავისი ხელით შრომობდა. ის იყო მხიარული მასპინძელი და ღარიბების დამხმარე. დროის უდიდეს ნაწილს შატბერდში ატარებდა, რადგან თავის მონასტრებში მამასახლისები ჰყავდა დაყენებული და ისინი ზრუნავდნენ მათზე. თუ რაიმე უაღრესად მნიშვნელოვანი საქმე გამოჩნდებოდა, მას აცნობებდნენ. მას გარდაცვალებამდე ჰქონდა ღვთის მიერ მონიჭებული სიბრძნე.“ - შინაარსი ვეფხისტყაოსნის აპლიკაციიდან
You are reading the story above: TeenFic.Net