22

Background color
Font
Font size
Line height

     „ნეტარი გრიგოლის ხელით ქრისტე სასწაულებს ახდენდა: სხვადასხვა სენით დაავადებულები და უწმინდური სულებისგან დატანჯულები მისი ლოცვითა და ცრემლით იკურნებოდნენ, მთხოვნელთა რწმენის ძალის მიხედვით.

წმინდა ბერებს შორის აღმოჩნდა ბოროტი სული, დიაკვნობისას თბილისში, ამირა საჰაკ ისმაილის ძის აღზრდილი. ის მოციქულად დადიოდა აშოტ კურაპალატთან. მან გაიგო ანჩის ეპისკოპოსის გარდაცვალების ამბავი. ბოროტმა ცქირმა აშოტ კურაპალატს სთხოვა ანჩის საყდარი, ის ძალადობით დაეპატრონა ამ ეკლესიას და ბოროტებას ბოროტება დაუმატა.

მისი უკანონო საქციელი არაერთგზის ამხილეს კლარჯეთში ადრე დამკვიდრებულმა ბერებმა, ყველაზე მეტად კი - მამა გრიგოლმა. გაამპარტავნებულმა ანჩის ეპისკოპოსმა კი საერთოდ დაივიწყა ღვთის შიში და ფარულად დაუძახა ერთ უნამუსო, ღატაკ ანჩელ ერისკაცს, რომელიც კარგი მშვილდოსანი იყო. დაპირდა, რომ მიცემდა ფეტვს, ხუთ თხას და გაგზავნა ხანძთაში მამა გრიგოლის მოსაკლავად. ეს კაცი ტყეში ჩაუსაფრდა წმინდა ბერს, ხელში გამზადებული მშვილდი ეჭირა.

ნეტარი გრიგოლი თავისი სამყოფლიდან მარტო მიდიოდა ხანძთაში და გზაში ზეპირად ამბობდა წმინდა მამა ეფრემის მიერ შექმნილ ხმით სატირლებს. იმის სულს უხაროდა, რადგან სულიწმინდის მადლით საღვთო ხილვები ჰქონდა. მაშინ იმ საბრალო კაცმა ნახა დიდი, ზეცით მოვლენილი სასწაული: წმინდა გრიგოლს ფარავდა ცამდე ასული ნათლის ბრწყინვალე სვეტი. მის თავზე კი, მის ირგვლივ თვალუწვდენელ მიდამოზე, როგორც წვიმის შემდეგ მშვენიერი ცისარტყელა გამოჩნდება, ისე იყო გამოსახული ჯვარი. მისი ასეთი დიდებულება რომ დაინახა, ის კაცი შეშინდა, რადგან ხელი გაუშეშდა და თავზარდაცემული დაეგდო მიწაზე.


ნეტარმა გრიგოლმა ის შეარცხვინა, ქრისტიანობის უარმყოფელი უწოდა და უთხრა, რომ ფეტვისა და ხუთი თხისთვის ბერიკაცის სისხლს ცოდვად იდებდა.

იმ კაცმა ტირილით სთხოვა, რომ როგორც ქრისტემ შეუნდო თავის მკვლელებს, ისე ეპატიებინა მისთვის.

მაშინ წმინდა გრიგოლმა ის დალოცა, ჯვარი გადაწერა, განკურნა და გახარებული გაუშვა სახლში. იმ კაცმა ყველაფერი უამბო ცქირს. ის კიდევ უფრო განრისხდა, ცოდვას ცოდვა დაუმატა. მან უამრავი ცუდი რამ გაუკეთა მამა გრიგოლს, წმინდა მამებსა და მორწმუნე ერისკაცებსაც. მან შეკრიბა ანჩის მცხოვრებნი და გაგზავნა ხანძთის დასანგრევად. ისინი განთიადისას მივიდნენ ხანძთაში. მამა გრიგოლმა მათ სთხოვა, რომ შუადღემდე ედროვებინათ წმინდა ეკლესიაში ლოცვა.

მათ დაუჯერეს მოხუცის ნათქვამს. უფალმა შეისმინა ბერების თხოვნა და წმინდა ანგელოზმა აცნობა, რომ ღვთის რისხვა ეწია მათ ბოროტ მტერს. მოვიდა კაცი, რომელმაც უთხრა იქ მყოფებს, რომ არ დაერღვიათ დიდებული ხანძთა, რადგან მისი დანგრევის მსურველი მოკვდა. იქ მყოფებმა ძალიან გაიხარეს.“ - შინაარსი ვეფხისტყაოსნის აპლიკაციიდან


You are reading the story above: TeenFic.Net