18

Background color
Font
Font size
Line height

    „ერთხელ, ღამით თეოდორე და ქრისტეფორე კვლავ გაიპარნენ ხანძთიდან, თან წაიყვანეს რამდენიმე ბერი, მივიდნენ ქართლში. მამა გრიგოლმა მოძებნა და იპოვა გაქცეული ძმები. ისინი მუხლებში ჩაუვარდნენ და შენდობა სთხოვეს. წმინდა მამამ აპატია და სთხოვა, რომ მათი ღვაწლის თანამონაწილე გაეხადათ. ისინი ერთად წავიდნენ სამცხისა და ქართლის მიდამოების, უდაბნოების სანახავად. იპოვეს ორი ადგილი სამონასტრედ და ორივეგან ააშენეს ოთახები. თეოდორეს სამყოფელს უწოდეს ნეძვი, ხოლო ქრისტეფორესას - კვირიკეთი.


მამა გრიგოლი თავის აშენებულ ორ მონასტერს - ხანძთასა და შატბერდს შორის მიმოდიოდა და თავის მოწაფეებს მოძღვრავდა. მან კარგად იცოდა ყველა დღესასწაულის წარმართვის წესები, რადგან ადრე ნასწავლიც კი ახსოვდა. მას ჰქონდა ტკბილი და სასიამოვნო ხმა. გასაოცარი იყო მისი მახსოვრობის უნარი. ხანძთაში მოიპოვება სულიწმინდას კარნახით მისი ხელით დაწერილი საგალობლების მშვენიერი კრებული. გრიგოლმა ზეპირად იცოდა ახალი აღთქმის კანონიკური წიგნები, ასევე ბევრი - ძველი აღთქმისაც. წმინდა მოძღვარების მიერ თქმულ არაკანონიკურ წიგნებსაც ზეპირად წარმოსთქვამდა, რაც ჩვეულებრივ ადამიანურ შესაძლებლობებს აღემატებოდა, მაგრამ ღვთის ძალას ყველაფერი შეუძლია.“ - შინაარსი ვეფხისტყაოსნის აპლიკაციიდან


You are reading the story above: TeenFic.Net