17

Background color
Font
Font size
Line height

    „როცა მამა გრიგოლმა ქართლში სახელი გაითქვა, მისმა დედამაც გაიგო. ის, უკვე ხანშიშესული იყო. მან სულით გაიხარა და ძალა მოიკრიბა. ის დარდობდა თავის ვაჟთან განშორებას, მაგრამ გაგონილმა ამბავმა გაახარა. დედა ვირით სასწრაფოდ წამოვიდა გრიგოლთან. მას თან ახლდნენ მსახურები: კაცები და ქალები. ის ჯერ მოვიდა დედა ფებრონიასთან, მერეში. მან სიხარულით მიიღო და სასწრაფოდ წერილით აცნობა ნეტარ გრიგოლს. ისიც ჩქარა მივიდა დედასთან, ქრისტეს სახელით დალოცა და მიესალმა. დედა სიხარულით შეეგება თავის შვილს, გადაკოცნა და უთხრა, რომ მისმა ნახვამ ყველა ადრინდელი სატკივარი დაავიწყა.

დედა-შვილმა დიდხანს ისაუბრეს სხვადასხვა თემაზე. მამა გრიგოლმა უთხრა, რომ მათი განშორება უფლის ნება იყო და დაპირდა, რომ ამიერიდან თვითონ იზრუნებდა დედის როგორც მატერიალურ, ისე სულიერ კეთილდღეობაზე.


ნეტარი გრიგოლი ასეც იქცეოდა, რითაც ძალიან გაახარა მოხუცი. მან თავდაპირველად ადიდა ღმერთი, შემდეგ - შვილი და სთხოვა თავის თანმხლებთა დალოცვაც. ნეტარმა გრიგოლმა წესისამებრ წარმართა დედის ცხოვრება.

კარგა ხნის შემდეგ მამა გრიგოლის დედა გარდაიცვალა მერეში და მივიდა უფალთან, რომლის სიახლოვეც სურდა.“ - შინაარსი ვეფხისტყაოსნის აპლიკაციიდან


You are reading the story above: TeenFic.Net