16

Background color
Font
Font size
Line height

„მამა გრიგოლი ზეციური ღვთის მიერ იყო პატივცემული და მის ნათქვამს ვერავინ ვერ ეწინააღმდეგებოდა, განსაკუთრებით კი - მაშინდელი ხელისუფალნი. იმ დროს, როცა აშოტ კურაპალატის შვილები - დიდებული ძმები ერთად იყვნენ, ნეტარმა გრიგოლმა მათ დაბეჯითებით სთხოვა, რომ მოსულიყვნენ და ენახათ კლარჯეთის უდაბნოში მის მიერ აშენებული მონასტრები. მათ შეუსრულეს თხოვნა გრიგოლს, რომელიც წინ წარუძღვა მთავრებს. თავდაპირველად მიიყვანა შატბერდში, მათ ძალიან მოეწონათ ეს ადგილი და მეფეებმა, აზნაურებმა და სხვა ერისკაცებმა უამრავი რამ შესწირეს მონასტერს. შატბერდიდან წამოსულ მეფეებს წინ ისევ ნეტარი გრიგოლი მიუძღოდა. მოაღწიეს ჯმერკსა და ბერთას წმინდა ღვთისმშობლის ეკლესიებში, მოილოცეს წმინდა ადგილები, დიდძალი შესაწირავი დაუნაწილეს მონასტრებს. სამმა ხელმწიფემ დიდი შეწირულობა გაიღო. მოვიდნენ ოპიზაში, ისიამოვნეს იოანე ნათლისმცემლის სახელზე აგებულ ეკლესიაში ბერების ლოცვით. შემდეგ გაემართნენ ხანძთისკენ და მივიდნენ დიდმოწამე გიორგის სახელზე აგებულ ეკლესიაში. კიდევ უფრო გაოცდნენ ხელმწიფეები, როცა ნახეს, რომ ნეტარი გრიგოლის მოწაფეები უმკაცრესი ბერმონაზვნური წესით ცხოვრობდნენ, ისინი ჰგავდნენ ზეციურ ანგელოზებს. იმ დროს ხანძთაში მოვიდნენ მიძნაძორის წინამძღვარი დიდი მამა, სანატრელი დავითი და მისი მოწაფეები, ნეტარები: მამა ილარიონი, წყაროსთავის ამშენებელი და მამა ზაქარია, ბერეთელთას ამშენებელი.

როცა ხელისუფლებმა დაინახეს წმინდა მამათა ეს შეკრება, რომელიც ანგელოზთა თავშეყრას ჰგავდა, ძალიან გაიხარეს. თქვეს, რომ მათი დანახვისას დაავიწყდათ, რომ მიწაზე იყვნენ, თავი ზეცაში, წმინდანების გუნდთან ეგონათ.

წმინდა მამებმა ხელმწიფეები დალოცეს და უთხრეს, რომ ბერების ეს სულიერად შემართული მტკიცე ლაშქარი სახელმწიფო ჯარის ძალა და იარაღი იყო ბრძოლაში.

ამის შემდეგ წმინდა მამებმა მოილაპარაკეს ეპისკოპოსთან მამა გრიგოლის შესახებ, რათა ის გამხდარიყო კლარჯეთის უდაბნოების მონასტრების არქიმანდრიტი//წინამძღოლი. გრიგოლი მრავალი წლის მანძილზე, გარდაცვალებამდე განაგებდა ტაო-კლარჯეთის ბერების ცხოვრების წესს.“ - შინაარსი ვეფხისტყაოსნის აპლიკაციიდან


You are reading the story above: TeenFic.Net