15

Background color
Font
Font size
Line height

    „იმ დროს ნეტარ გრიგოლს გაახსენდა საბა იშხნელი და ღვთისმსახურ კურაპალატს უამბო ყველაფერი, რაც ადრე მოხდა. როცა ეს ამბავი მოისმინა, მეფემ გაიხარა და სწრაფად დაწერა წერილი, გაგზავნა კარისკაცები და პატივისცემით მოუხმო საბას. წარგზავნილები დაბრუნდნენ და კურაპალატს ამცნეს, რომ იმ ღვთის კაცს არ უნდოდა აქ მოსვლა. მეფემ უთხრა ნეტარ გრიგოლს, რომ ის დაუფიქრებლად მოიქცა, რადგან გრიგოლს არ მიაწერინა წერილი და სთხოვა საბასთვის წერილის მიწერა.

შემდეგ მეფემ თვითონაც დაწერა სხვა წერილი და მამა გრიგოლის წერილთან ერთად გაგზავნა. ნეტარი საბა დათანხმდა მამა გრიგოლის თხოვნას.

საბა მივიდა კურაპალატთან. ხელმწიფე მიეგება და პატივისცემით მოიკითხა. საბამ აკურთხა. როცა დასხდნენ, კურაპალატმა ჰკითხა საბას, თუ რატომ არ დაემორჩილა მის თხოვნას და არ მოვიდა პირველ ხმობაზე. საბამ უპასუხა, რომ ხელმწიფე მხოლოდ თავის ქვეშევრდომთა მეფე იყო, ხოლო ხოლო ქრისტე - ყველა დაბადებულისა, ის ამქვეყნის ხელმწიფე იყო, ხოლო ქრისტე - ზეცის, ქვეყნისა და ქვესკნელის; ის წარმავალ დროთა მეფე იყო, ხოლო ქრისტე მარადიული მეუფეა - სრულყოფილი, დაუსაბამო, დაუსრულებელი მეუფე ანგელოზებისა და ადამიანებისა. ამიტომ ხელმწიფეზე მეტად უფლის მოსმენა მართებდათ, რომელმაც ბრძანა: არავის შეუძლია ორი ბატონის მორჩილება. ამიტომ საბა მისი ძმისა და მოძღვრის, გრიგოლის თხოვნით მივიდა ბაგრატ კურაპალატთან.

ბაგრატ კურაპალატი დაეთანხმა საბას. ამის შემდეგ მეფე, ნეტარი მამა გრიგოლისა და საბას თანხლებით, მივიდა იშხანში. კურაპალატს ძალიან მოეწონა ის ადგილი.

ღვთის ნებით, საბა გახდა ეპისკოპოსი იშხნისა, სადაც დიდხანს არ აღსრულებულა ქრისტიანული ღვთისმსახურება. ახლა ტაძარი საბას მიერ ხელმეორედ აშენდა. მატერიალურად საბას ეხმარებოდნენ ღვთისმსახური მეფეები.“ - შინაარსი ვეფხისტყაოსნის აპლიკაციიდან


You are reading the story above: TeenFic.Net