„იმ დროისათვის ბაგრატ კურაპალატმა თავისი მამის, აშოტ კურაპალატის ნაცვლად, ღვთის ნებით, თავისი ძმების თანხმობითა და ბერძენთა მეფის ბრძანებით მიიღო კურაპალატობა, რადგან მას ზეციდან - ღვთის მიერ მიენიჭა ხელმწიფობის უფლებამოსილება.
ნეტარი მამა გრიგოლი მივიდა დიდებულ ბაგრატ კურაპალატთან და, წესისამებრ, ქებით მიულოცა კურაპალატობის მიღება. წოდების მიღებისათვის წმინდა ბერის მიერ აღვლენილი ხოტბა ძალიან ესიამოვნა ღვთის კეთილ მსახურ კურაპალატს.
წმინდა გრიგოლმა მეფე დალოცა და სთხოვა აშოტ კურაპალატის მიერ შეწირულ ხანძთის მიწებზე მონასტრის აშენების ნებართვა. ბაგრატ კურაპალატმა სიხარულით დართო ნება და მისცა ყველანაირი სამუშაო იარაღი მონასტრის ასაშენებლად. გრიგოლმა ჯვარი დაწერა იმ შესანიშნავ ადგილს და დაიწყეს ეკლესიისა და ოთახების შენება. ხანძთის მსგავსად, ღვთის შეწევნითა და ნეტარი ბერების ლოცვით, აშენდა ღვთის მიერ გამორჩეული შატბერდიც. ხანძთისა და შატბერდის მონასტრის ბერებს მუდამ ძმური ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან.“ - შინაარსი ვეფხისტყაოსნის აპლიკაციიდან