-დავკარგეთ ხომ ასეა ? ჩვენი შილი აღარ არის. - ეს თქვა და ცრემლებით გაევსო დასიებისგან დაპატარავებული თვალები
-ჩემო პატარავ - აცრემლებული მამაკაცი მივიდა და მისი ძალაგამოცლილი ხელი თავისაში მოიქცია
-ჩვენი შვილი დანო - ტირილს უმატა გოგონამ და ძლიერად მოუჭირა ხელი საწოლზე მჯდარ ქმარს
-ვიცი ჩემო სულის ნაწილო,ვიცი - თმაზე ფრთხილად გადაუსვა ხელი და გაყინულ შუბლზე ტუჩები მიაკრო .
-ახლა როგორ მოვიქცე დანო, ახლა როგორ განვაგრძო
-პატარავ, დაწყნარდი კარგი ,მე შენთან ვარ ჩვენ ყველაფერს შევძლებთ გესმის, ეს დასასრული არ არის და არც იქნება - მოქვითინე ცოლს ამშვიდებდა და გულზე ძლიერად იხუტებდა.მის შიგნით კი ყველაფერი ტრილებდა, საკუთარი თავი ეზიზღებოდა , თავს იდანაშაულებდა, მისი უაზრობები რომ არა დღეს თებეც და მათი პატარაც კარგად იქნებოდნენ.
სამი დღე გაატარა თებემ საავადმყოფოში, ანტიბიოტიკების ქვეშ. ექიმმა ვიტამინები დაუნიშნა და ექვსი თვის განმავლობაში ხელახალ ორსულობაზე ფიქრიც კი აუკრძალა, მაგრამ თებეს დანიელის და ტატას ფოტო არ ამოსდიოდა თვალებიდან და ორსულობა კი არა საყვარელ მამაკაცთან ახლოს ყოფნაც კი გულს ცუდად უხდიდა. დანიელი სამსახურში დადიოდა, თებე თითქმის ორი კვირა არ გადიოდა სახლიდან,მერე უფროსთან დარეკა და ისევ განაგრძო სამსაურში სიარული. ცდილობდა იმ დღეზე არ ეფიქრა ,მაგრამ კოშმარები არ ასვენებდა, სულ მთლიანად ოფლიანს და გაყინულს ეღვიძებოდა, მერე კი უჭირდა ძილის გაგრძელება. ცდილობდა დანიელთან ახლოს ყოფილიყო ,მაგრამ მაინც დისტანციას იჭერდა.მის შეხებაზე ტაატას გამოგზავნილი ფოტო ასენდებოდა და საშინელი შეგრძნება არ ასვენებდა.დანიელი ხვდებოდა ,რომ დააშავა , ხვდებოდა რომ საყვარელი ქალი თავს არიდებდა, ერთ საწოლში ეძინათ ,თუმცა თებეს ათასი მიზეზი ჰქონდა რომ დანიელი არ შეხებოდა, განა არ უნდოდა საყვარელი კაცის სითბო ეგრძნო, უბრალოდ არ შეეძლო .თითქმის სამი თვე იყო გასული, თებეს იმ საშინელმა დღემ თითქმის გადაუარა, მაგრამ მაინც არ ასვენებდა მოგონებები. ჩვეულ ხასიათს და ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა. დანიელი გრძნობდა რომ მთლად ძველი თებე არ იყო ,მაგრამ მაინც ბედნიერდებოდა მისი ღიმილიანი სახით. დილით ადრე გადიოდა სახლიდან, ცოლს თბილად კოცნიდა, საღამოს კი გვიან მოდიოდა, ძირითადად თებეს ეძინა , ან იმძინარებდა თავს ,რომ დანიელთან ის დღე არ გაეხსენებინა.
დილით ტელეფონის ზარმა გამოაღვიძა დანიელი, ცოლის წელზე შემოხვეული ხელი ფრთხილად აიღო და ტუმბოზე დადებულ ტელეფონს დასწვდა, უცხო ნომერი იყო, ნელა გადმოვიდა საწოლიდან და მისაღებშ გავიდა
-გისმენთ
-რა ოფიციალური ხარ დანუსა
-ტატა,როგორ გაბედე და დამირეკე-კაი რა, ხო იცი რომ მენატრებოდი ,უბრალოდ გაცადე რა გლოვის პროცესია რომ გქონდა და მერე დაგირეკე
-გოგო შენ ნორმალური ხარ, შენს გამო მე და თებემ შვილი დავკარგეთ, რა ქალიკი არა რა ადამიანი ხარ საერთოდ
- აი მაგაზე არ იდარდო, ერთი დაკარგე მაგრამ მეორე გეყოლება
-რა?რა მეორე , რას ხლართავ ტატა
-არაფერს დანუს , გილოცავ მამა გახდები, მალე პატარა გვეყოლება
-ტატა, ნუ ცდილობ შემშალო, საკმარისია ეს ტყუილები და ფარსი
-რა ტყუილები სიყვარულო,თუ გინდა კაფეში შევხვდეთ დღეს და ყველაფერს დაწვრილებით მოგიყვები
-არსად შეხვედრას არ ვაპირებ
-კაი მაშინ მე მოვალ თქვენთან
-რას მოხვალ ადამიანო , უარესად ნუ გამაღიზიანებ, დავივიწყებ რომ ქალი ხარ
-აირჩიე ან მოხვალ , ან მე მოვალ
-1 საათში კაფეში შევხვდეთ, არც კი გაიფიქრო რაიმის დახლართვა,ინანებ! - გაღიზიანებულმა გაუთიშა და სავარძელში მოწყვეტით ჩაეშვა, მის სიტყვებზე ფიქრი არ ასვენებდა, მაშინ მართლა რომ მომხდარიყო მათ შორის რამე და ის თუ მართლა ორსულად არის თებე ამას არასდროს აპატიებდა,ისეც ცივად ექცეოდა და ამის მერე ზედაც კი არ შეხედავდა . ფრთხილად შევიდა საძინებელში სპორტულ ფორმაში გამოეწყო, ის იყო რომ ოთახიდან უნდა გასულიყო,თებეს ხმა მოესმა
-დანო საით?- ღრმად ჩაისუნთქა და შებრუნდა ცოლისკენ
-სარბენად მივდივარ ციყვო, მალე მოვალ.რამე ხომ არ გინდა?
-არაფერი , ჩავიცვამ მეც და გავალ სამსახურში
-კარგი ჩემო პატარავ, დროებით - ცოლს შუბლზე ეამბორა და სახლიდან გავიდა. 15 წუთში კაფეში იყო, დაინახა მაგიდასთან მჯდომი ქერა ქალი, რომელიც მის დანახვაზე ღიმილ აკრული წამოდგა
-დანუს. - ახლა შეამჩნია დანიელმა ,ქალის მოტკეცილ კაბაში წინ წამოწეული მუცელი და ადგილზე გაშეშდა - ლამაზი ვარ ხომ ?აი პატარავ გაიცანი ესეც შენი მამიკო - გოგონა მუცელზე ისვამდა ხელს და ჩუმად ბუტბუტებდა.დანიელი მძიმედ ჩამოჯდა სკამზე და გოგონას გაურკვეველი მზერა მიანათა
-ტატა რას ხლართავ!
-სერიოზულად ? რა ხლართვა დანუს, ორსულად ვარ ,მუცლით შენს შვილს ვატარებ, მორჩა .
-რა ჩემს შვილს ტატა
-შენ ხომ არ გავიწყდება ჩვენი ვნებიანი დილა ?
-გაჩუმდი,გთხოვ გაჩუმდი, გული მერევა როცა გიყურებ რა ვნებაზე მელაპარაკები?!
-არ ვიცი შენ რა გჭირს და რა არა,მაგრამ ფაქტია ,შენს შვილს ვატარებ მუცლით და ამას ვერაფერი შეცვლის. ასე რომ გადაწყვიტე როგორ ეტყვი შენს ცოლს ამ ყველაფერს, რადგან მე არ ვაპირებ ჩემი შვილი უმამოდ გავზარდო!
-შენ მემგონი ვერ გაიგე - ფეხზე წამოდგა დანიელი და გოგონას გაბრაზებული დააშტერდაა
-მე უკვე გითხარი,ოთახიც გამიმზადეთ ცოლ-ქმარმა,ცალკე ცხოვრებას არ ვაპირებ
-შენ გოგო ფსიქოპატი ხო არ ხარ,რა ოთახზე მელაპარაკები - ხმას აუწია მამაკაცმა და ქალს წინ აესვეტა
-მე ჩემი სათქმელი გიტხარი.საღამოს მელოდეთ - მხარი გაკრა და კაფიდან გავიდა.დანიელი გახევებული იდგა,ჯერ ისიც ვერ მოენელებინა შვილი რომ დაკარგადა ახლა ეს დაემატა, ამას თებეას როგორ ეტყოდა ,ან თუ ეტყოდა რა რეაქცია ექნებოდა. საფეთქლებზე ძლიერად მიიჭირა თითები,თითქოს ეს ყველაფერს მოაგვარებდა. მძიმე ნაბიჯებით წავიდა სახლისკენ.
თებეამ ვეღარ დაიძინა ,დანიელის წასვლისთანავე საწოლიდან ადგა,ოთახიც მოაწესრიგა.საუზმე გააამზადა , ფეხების მოუსვენარი ბაკუნით ელოდებოდა ქმარს,იცოდა რომ ასე ადრიანად ამხოლოდ სავარჯიშოდ არ წავიდოდა, გულს რაღაც უღღრნიდა ,თითქოს გრძნობდა რომ რარაც ისე არრ იყო.ამასობაში დანიელიც დაბრუნდა სახლში. სახეწაშლილი შევიდა მისაღებში,თებეს იქნ ნახვას არ ელოდა და გაკვირვება ვერ დამალა
-არ გძინავს?
-ვერ დავიძინე , მალე დაბრუნდი
-ხო რაღაც ვერ ვარ და აღარ ვირბინე
-აჰა გასაგებია.
-რა გჭირს - დივანზე ჩამოჯდა და ცოლს რაც შეიძლება მშვიდად შეხედა
-მე რა მჭირს თუ შენ რა გჭირს?- ამ კითხვასარ ელოდა დანიელი
-რას გულისხმობ
-შუბლზე მაწერია რომ შტერი ვარ თუ რა ხდება? საკუთარ თავზე კარგად გიცნობ,ვხვდები რომ რაღაცას მიმალავ ან ვერ მეუბნები და ეს შენი დილის ვარჯიშიც რომ ზუსტად ვიცი სულაც არ იყო უმიზეზო, კარგად ვხვდები.ამიტომ გისმენ
-პატარავ მისმინე
-მიკიბვ-მოკიბვის გარეშე დანო!
-ღმერთო რა დავაშავე- ამოიგმინა მამკაცმა და საზურგეს თავიტ მიეყრდნო
-დანო!- გოგონას ხმა გაუმკაცრდა
-ტატა ორსულად არის -პაუზის მერე წარმოთქვა- ჩემგან - ღრმად ამოისუნთქა და საყვარელი ქალის გაკვირვებულ მზერას გაუსწორდა - მაპატიე ციყვო
გოგონა გახევებული იდგა და სიტყვების გააზრებას ცდილობდა, არ ეგონა რომ აქამდე იყო ყველაფერი მისული,გაბრაზება უნდოდა მაგრამ ვერ ბრაზდებოდა იცოდა რომ დანიელის დანაშაული არ იყო, ის გოგო სრული არანორმალურია და ათას სისულელეს გააკეთებდა დამიელის ხელში ჩასაგდებად.
-პაატარავ რამე მითხარი - ხელი ხელში მიქცია და ფერდაკარგულ ქალს ქემოდან ახედა. თებემ ხელი გაუშვა და მის წინ უემოციოდ დადგა
-დანო, არ ვიცი რა უნდა გითხრა.,მაგრამ ისტერიკებს არ მოგიწყობ,ვხვდები რა სიყუაციაშიც ხარ,ვიცი რომ დამნაშავე არ ხარ ,ისიც ვიცი რომ ამასთან შეგუებას ვერ შევძლებ,მაგრამ შენთვის ზურგის შექცევა არ შემიძლია.როგორც გადაწყვეტ ისე მოიქეციყველანაირად ვეცდები მხარი აგიბა
-ციყვო,შენ საუკეთესო ხარ რაც ცხოვრებაში მქონია,ვერ წარმოიდგენ როგორ ვწუხვარ რომ ასეთ მდგომარეობაში ჩაგაგდე
-გთხოვ არ გინდა - გოგონა ჩაიმუხლა მის წინდა და ბიჭს თვალებში ჩააცქერდა- მიყვარხარ და ეს არის მტავარი,არ გეტყვი რომ ჩვენი ურთიერთობა ძველებური იქნება მაგრამ,შენს მიტოვებას არ ვაპირებ
-მიყვარხარ- გოგონა გულზე მიიხუტა , თითქმის მთელი დღე ასე იყვნენ,არცერთი იღებდა ხმას.ჩუმად იყვნენ და ეხუტებოდნენ ერთმანეთს,სანამ კარზე ზარის ხმა არ გაისმა
-ვინმეს ელოდები? - იკითხა გოოგონამ
-არავის
-კაი გავაღებ- თებეა წამოდგა და კართან მივიდა .კაკუნი არ წყდებოდა
-ღმერთო მოვდივარ - მობეზრებულად ჩაილაპარაკა დასახელურს დაწვდა
-აი მეც მოვედი გვრიტებო. აბა ჩემი ოთახი გაამზადეთ?