ვუკის პ.ო.ვ
დედაჩემა მითხრა რომ ლის ოჯახი მოდის ჩვენთან.თავიდან ვერ მივხვდი მაგრამ რო მითხრა შენ ხო მეგობრობდი ჯი ეუნთან ეგაო მერე გამახსენდა.აიუ ჩემი შერქმეული სახელია.ისე საინტერესოა ახლა როგორია.ჩვენი ძველი ალბომი გადავშალე და აიუს პატარაობის ფოტო ვნახე.
რა საყვარელია.ამ დროს კი დედაჩემა დამიძახა სტუმრები მოვიდნენო და მეც ქვემოთ ჩავედი მაგრამ...
იქ ის გოგო დამხვდა დღეს დილით რომ ვნახე.მისი თვალები ამ თვალებს ყველაში გამოვიცნობ.მაგრამ ამჯერად აწეწილი თმის ნაცვლად თმა დაუვარცხნია და ტანისამოსიც გამოუცვლია.რა ლამაზია
-ვუკი(??)ხელი გამომიწოდა გოგომ მე კი გაშტერებული ვუყურებდი
-ვუკ ვერ ცნობ?აიუა(დედა)მე თვალები ვჭყიტე.ნუთუ ჩემი ბავშვობის საოუკეთესო მეგობარი მომეწონა.მაგრამ თუ კარგად დავფიქრდებით აიუ ჩემი პირველი სიყვარულიც კი იყო.ჩავიღიმე და გადავეხვიე.ის კი ამ ჟესტზე შეცბა
-როგორ ხარ პრინცესა-აიუსთან ერთად ეს ზედმეტ სახელიც შერჩა
-კარგად(აიუ)გაწითლდა და თავი ჩახარია
-წამოდით ვივახშმოთ(დედა)და ჩვენც წავედით მაგიდასთან როდესაც...აიუ წაიქცა .კიდევ კარგი მოვასწარი მისი დაჭერა თორემ აუცილებლად თავს დაარტყამდა.სასწრაფოს გამოვუძახებდით მაგრამ მირჩევნოდა მე მიმეყვანა.ხელში ავიყვანე და საავადმყოფოში მივიყვანე.შიგნითაც ხელში ატაცებული შევიყვანეთ
-ექიმი ექიმი!(მე)დავიყვირე.საკაცეც მალე მოიტანეს და პალატაში შეიყვანეს.ჩვენ კი ყველანი გარეთ ველოდებოდით და ბოლოს ექიმიც გამოვიდა
-ექიმო რა სჭირს?(მე)მივვარდი ექიმს
-გოგონას უკვე ორი დღეა არაფერი უჭამია და არამგონია წყალიც ბევრი დაელია.ამას ემატება ის რომ ძალიან გადაღლილია.როგორც ფიზიკურად ისე გონებრივად და ისიც დავამატოთ რომ გოგონაზე ეს სხვა ადამიანების ორგანიზმებთან შედარებით უფრო მწვავედ მოქმედებს.ამის მიზეზი რაიმე ტრავმა შეიძლება იყოს(ექიმი)მე გამიკვირდა მაგრამ აიუს დედას არ გაკვირვებია
-ხუთი წლის წინ მეორე სართულიდან გადმოვარდა და ტრამვა მიიღო თავზე(აიუს დედა)
-კარგი და ახლა რა იქნება?(მე)
-გადასხმა გავუკეთეთ მთელი ღამე მოუწევს აქ დარჩენა და მერე გავწერთ.სანერვიულო არაფერია მაგრამ ეცადეთ რომ არ გადაიტვირთოს.(ექიმი)
-კარგი ქალბატონო ლი, ბატონო ლი აიუსთან მე დავრჩები თქვენ სტრესი გადაიტანეთ და დასვენება გჭირდებათ დარწმუნებული ვარ აიუსაც ეს ენდომება(მე)
-მაგ..(აიუს დედა)მისმა ქმარმა გააწყვეტინა
-მართალია ვუკი ჯობია წავიდეთ(ბატონი ლი)
-თუ რამედა დარეკე შვილო(მამა)
-კარგი(მე)ისინიც წავიდნენ.მე აიუს პალატაში შევედი და სკამზე ჩამოვჯექი.ვერც კი შევამჩნიე აიუს ყურებაში როგორ ჩამეძინა...
აიუს პ.ო.ვ
თვალები ნელა გავახილე.თავი მისკდება .პირველი რასაც ვხედავ თეთრი ჭერია,მერე მიმოვიხედე და მივხვდი რომ საავადმყოფოში ვიყავი.გვერდით სკამზე ვუკი იჟდა და ეძინა.მოიცა მთელი ღამე აქ გაატარა?
-ვუკ?(მე)შევანჯღრიე.გაეღვიძა და გამიღიმა
-თავს როგორ გრძნობ?(ვუკი)
-რა მოხდა?(მე)
-გული წაგივიდა მერე აქ მოგიყვანეთ გვითხრეს დაღლილობის და უჭმელობის ბრალიაო.და მაინტერესებს ეს რატომ მოხდა?(ვუკი)მკაცრი ხმით მითხრა
-მე..(მე)თვალი ავარიდე
-რა შენ?(ვუკი)
-უბრალოდ ბევრი სამუშაო მქონდა და მერე ჭამა მეზარებოდა(მე)
-და ამდენი რა სამუშაო იყო?აი მაგის გამო შეგვიძლია მაგ კომპანიას ვუჩივლოთ(ვუკი)
-არა,არ მინდა.ორი თვე უნდა ვიმუშავო მერე ბუსანში დავბრუნდები და ყველაფერი დალაგდება.ვუკ ფულზე პრობლემა არ მაქვს ამიტომ ჩივილი კომპენსაციისთვის არ მინდა.მე მინდა რომ სამუშაო მქონდეს ამიტომ არა!(მე)
-კარგი როგორც გინდა(ვუკი)ამ დროს მართლაც სამსახური
-ვუკ რომელი საათია სამს...(მე)გამაწყვეტინა
-ნუ ღელავ დედაშენმა დარეკა და რომ უთხრა რომ საავადმყოფოში იყავი მათაც არაფერი თქვეს(ვუკი)
-ახ არა საყვედურს მაინც მივიღებ ჩემს უფროს ვეზიზღები(მე)
-კარგი არამგონია იმის გამო მოგდოს შარი რომ სამსახურში ცუდად ყოფნის გამო არ იყავი.(ვუკი)
-კარგი შენ წადი (მე)
-რომ გამოგწერენ მე წაგიყვან ამიტომაც ზედმეტად ხმა არ გავიგო(ვუკი)მე გავჩუმდი ვიცოდი ხმის ამოღებას აზრი არ აქვს.მერე ბავშობა გავიხსენეთ და ბევრიც ვიცინეთ.
ბექიონის პ.ო.ვ
შუადღეს სუკის კომპანიაში მივედი.ჩვენ ოთხს მე,სუკს,ვუბინს და მინჰოს საერთო ბიზნესი გვაქვს არაფრით ჩამოუვარდება სუკის მამის კომპანიას.მაგრამ ამ მომენტში რადგან სუკი დაკავებულია და ჩენი კომპანის მთავარი ფილიალი ამერიკაშია მინჰო წავიდა იქ.მალე გადმოიტანენ სამხრეთ კორეაში მაგრამ ჯერ საფრანგეთშია რომ იქ გახსნას.მანამდე მე და ვუბინი უსაქმოდ ვართ.სუკს მამამისმა ჩააბარა ბიზნესი.ნუ მალე ამ ბიზნეს ჩვენსას შეაერთებს და გვექნება საერთო ბიზნესი მაგრამ ან ყველა ერთ კომპანიაში დავჯდებით ან ყველა ცაცლცალკე გავნაწილდებით მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს?..
ნუ მოკლედ მივედი და რადგან უკვე შუადღე იყო და შესვენების დრო იყო აიუსთან წავედი.მისული იქ არ დამხვდა.ამიტომ მის უფროსთან მივედი
-როგორ ხარ?(მე)
-ბატონო ბექიონ მოგესალმებით-თავი დამიხარა
-ხო გამარჯობა ხომ არ იცი აიუ სადაა?(მე)
-აიუ?-ახ ეს ხო მისი ზედმეტსახელია
-ჯი ეუნზე გეკითხები(მე)
-აა ჯი ეუნი დღეს არ მოსულა-გამიკვირდა
-რატომ?(მე)
-დედამისმა დარეკა გუშინ ცუდად გამხდარა და საავადმყოფოში დაუწვენიათ
-რა?...კარგი მადლობა(მე)მაშინვე გამოვვარდი იქედან მაგრამ მერე ისევ მივბრუნდი
-მისი ნომერი არ გაქვთ?(მე)
-დაიხ-ნომერი გამოვართვი და მაშინვე დავრეკე
*ტელეფონი აიღო*
-ალო აიუ?(მე)
-არა სერ აიუ არ ვარ მე მისი ტელეფონი მაქვს მოსამსახურე ვარ-მოიცა აიუს მოსამსახურე ჰყავს?კაი ის ხო მინჰოს დაა
-და თვითონ აიუ სადაა?(მე)
-სავადმყოფოსი გუშინ ცუდად გახდა
-რა დაემართ?(მე)
-არვიცი გული წაუვიდა
-ახალა როგორაა?(მე)
-ახლა უკეთ მაგრამ ჯერ კიდევ საავადმყოფოშია არ ვიცი რატომ ან როდის გამოწერენ ჩემთვის არაფერი უთქვამთ
-კარგი მადლობა(მე)
*ზარის დასასრული*
კარგია რომ უკეთაა მაგრამ რა დაემართა?
სუკის კაბინეტში შევედი.ახ ეს ბიჭი დღე და ღამე აქაა?
-ვუბინ შენც აქ ყოფილხარ(მე)
-რა გჭირს რა სახე ჩამოგტირის თან რაღაც დაძაბული ხარ რამე მოხდა?(ვუბინი)
-ხო რამე დაგემართა?(სუკი)
-მე არა მაგრამ აიუ...(მე)
-ახ ისევ ის ხო გითხარი მასზე არ...(სუკი)გამაწყვეტინე
-ის სავადმყოფოშია(მე)ორივემ გაკვირვებულმა შემომხედა მაგრამ ორივეს მაშინვე ანერვიულება დაეტყო
-რა დაემართა?(სუკი)
-არ ვიცი გუშინ გული წასვლია და წაუყვანით საავადმყოფოში მაგრამ ჯერაც არ გამოუწერიათ(მე)სუკმა ნერწყვი ფრთხილად გადაყლაპა
-არაუშავს ალბათ რამე უმნიშვნელოა(სუკი)მე გაბრაზებულმა ავხედე
-სუკ და რომ არ იყოს?(ვუბინი)სუკმა ნერწყვი ღრმად გადაყლაპა.არ აღიარებს არასდროს მაგრამ აიუზე ისევ ღელავს მაგრამ დახმარებით არასდროს დაეხმარება ამაში დარწმუნებული ვარ..მაგრამ,უეცრად სუკი წამოხტა პიჯაკი აიღო და გაქანდა
-ეი სად მიდიხარ?(მე)მაგრამ ისე სწრაფად გავარდა ვერც კი დავეწიეთ.ლიფტის ამოსვლას არც კი დალოდებია პირდაპირ კიბეებზე დაეშვა.
სუკის პ.ო.ვ
მანქანაში ჩავჯექი და მაშინვე მარკს დავურეკე
-გისმენთ სერ(მარკი)
-ახლავე გაარკვიე რომელ საავადმყოფოშია ლი ჯი ეუნი და შემატყობინე(მე)
-ახლავე(მარკი)რა დაემართა?იმედია კარგადაა?ღმერთო რატომ ვღელავ მასზე ასე?მასზე არ უნდა ვღელავდე მაგრამ მას რომ რამე დაემართოს?იქნებ ზედმეტი მომივიდა?
*ზარი*
-სერ ცენტრალურ საავადმყოფოშია(მარკი)მე მაშინვე წავედი იმ საავადმყოფოში.ჯანდაბა რატომ მივდივარ მასთან?
მივედი და მაშინვე მიმღებთან მივვარდი
-ლი ჯი ეუნი რომელ პალატაშია?(მე)
-მისი ვინ ბრძანდებით?-ჯანდაბა
-მისი შეყვარებული ვარ(მე)უბრალოდ სხვა ვერაფერი მოვიფიქრე.მედდამ ამათვალიერა
-აბა ის ბიჭი ვინაა აქ რომ მოიყვანა?-ვინ ბიჭი?
-აა მეგობარი იქნება არ ვიცი უბრალოდ ის მაინც მითხარით კარგადაა თუ არა?(მე)
-იცით პაციენტის პირად ინფო..-გავაწყვეტინე
-ახლა არა გთხოვთ რომელია მისი პალატის ნომერი?(მე)
-125-ცოტა ყოყმანის შემდეგ მითხრა.მე მადლობა გადავუხადე და მაშინვე 125-ე პალატისკენ წავედი
აიუს პ.ო.ვ
ვუბინს ვიღაცამ დაურეკა და მითხრა რომ 10 წუთში დავბრუნდებიო.მე კი ვიწექი და ველოდებოდი როდის დამთავრდებოდა გადასხმა რომ აქედან გამეღწია.უეცრად კარი ვიღაცამ შემოგლიჯა.სუკი?
-ბატონ..(მე)სიტყვა გამაწყვეტინა.მოვიდა და...გადამეხვია..........არ ვიცი რატომ მაგრამ ჩემი გული საშინლად სწრაფად ძგერს.მაგრამ მის აჩქარებულ გულისცემასაც ვგრძნობ
-მადლობა ღმერთს...-ჩაიჩურჩულა ჩემს ყელში თავჩარგულმა
-მადლობა ღმერთს კარგად ხარ...ბოდიში...ზედმეტი მომივიდა-და გაჩუმდა არ ვიცი რამდენ ხანს მაგრამ კარგა ხანს ასე ჩახუტებულები ვიყავით ერთმანეთთან.ხმას არცერთი არ ვიღებდით და ჩვენც ვიცოდით,როგორც კი ეს მომენტი დასრულდებოდა ამ ფაქტს ორივე სამუდამოდ მოვშლიდით მეხსიერებიდან.ამიტომ არ ვუშვებდით ერთმანეთს ხელს არ გვინდოდა ეს დასრულებულიყო.ორივემ ვიცით რომ ერთმანეთის მიმართ გულგრილები არ ვართ მაგრამ ამავდროულად გვეზიზღება კიდეც ერთმანეთი.ამ მომენტში იმას ვაკეთებ რასაც არასდროს გავაკეთებდი.მაგრამ უნდა ვაღიარო მე ის ისევ მიყვარს.მეზიზღება მაგრამ მიყვარს.ყველაზე საშინელი კი ისაა რომ არ ვიცი ის ჩემს მიმართ რას გრძნობს და რომც ვუყვარდე შევძლებ კი იმის პატიებას რაც მან ჩაიდინა?რაც მან მე დამიშავა.განა ამის პატიება მარტივია?დღემდე მაქვს სხეულზე ნაიარევები განა იმ ნაიარევებს რამე გააქრობს.მაგრამ ყველაზე მეტად გულზე დიდი და ღრმა ნაიარევი მაშინებს.ნუთუ მის განკურნებას შეძლებს?მინდა რომ კვლავ ვენდო და კვლავ მის მკლავებში მოვექცე,მინდა ეს მომენტი სამუდამოდ გაგრძელდეს მაგრამ ეს შეუძლებელია...
ავტორი:
ისევ ახალია თავი.ალბათ მოელოდით რომ წარსულზე იქნებოდა.თქვენი აზრით ახლანდელზე რატომ დავწერე?ჰა იმიტომ რომ დამავიწყდა წარსულზე რომ მქონდა დასაწერი.ხოდა ბოლო აბზაცზე რომ ვიყავი მაშინ გამახსენდა და აი ახალი თავი სამაგიეროდ მერე ორ წარსულს გავუშვებ ან რავი ვნახოთ შეიძლება ერთიც საკმარისი იყოს.ხოდა ვისაც მოგწონთ დაავოუთეთ და დააკომენტარეთ რომ სტიმული მომეცეს.ვინც ვამპირების ელიტას კითხულობდით არ ვიცი რატომ მაგრამ წაიშალა.როგორც მითხრეს ეს ბევრს მოსვლია და მალე აღდგებაო და მეც დაველოდები.აბა მომავალ შეხვედრამდე
You are reading the story above: TeenFic.Net