აიუს პ.ო.ვ
შემოვბრუნდი და ის დავინახე...ლი ჯონ სუკი...
-ჯონს...(მე)შემაწყვეტინა
-გკითხეთ აქ რას აკეთებთ მეთქი?(სუკი) თქვენობით რატომ მელაპარაკება?
-მე ჯონ..(მე)ისევ შემაწყვეტინა
-ბატონო ჯონსუკ!(სუკი)გაოგნებულმა შევხედე რა ბატონო აუტყდა
-ბა..ტონო..ჯონსუკ(მე)ენა დამება
-ასე ჯობია ახლა კი კითხვაზე მიპასუხი, რა ჯანდაბას აკეთებთ აქ?(სუკ)
-აქ თქვენ არ დამიბარეთ?(მე)
-აა ქალბატონი ლი ჯი ეუნი თქვენ ხართ?(სუკი)რა ჯანდაბა სჭირს მეხსიერება დაკარგა?
-დიახ(მე)
-კარგი რადგან მამაჩემის მოყვანილი ხარ ამჯერად შეგიჭყალებ და თან წესებიც არ იცი მაგრამ ელემენტარული ის მაინც უნდა იცოდე რომ უფროსის კაბინეტში არ უნდა იხეტიალო(სუკი)
-ბოდიში(მე)და თავი დავხარე.არ ვიცი მაგრამ გულში რაღაც მწყდება.არ ვიცი ასეთი სიცივე.არა მესმის მასთან ახლობლობა არც მე მსურდა მაგრამ...ეს ..ეს ამაზრზენია...უცხოობა?მგონი უცხოსავით მე უნდა ვექცეოდე და არა ის!
-კარგი ახლა მიბრძანდით და თქვენს საქმეს მიხედეთ(სუკი)მე თავი დავუხარე და ოთახიდან გამოვედი.როგორც კი კარი მოვიხურე არ ვიცი რატომ მაგრამ ტირილი დავიწყე.
ხო არ ვიცი იმ ადამიანის გამო რატომ ვტირი ვინც გული საშინლად მატკინა.დავიფიცე რომ მის გამო აღარ ვიტირებდი მაგრამ ვიტირე თან ბევრჯერ.საპირფარეშოში ჩავიკეტე და კარგად ავტირდი .არა აიუ ამას არ გააკეთებ...გული მის გამო არ გეტკინება ეს დაუშვებელია!
-კარგია ახლა უფრო გამიადვილდება როცა ის უცხოსავით მექცევა(მე)შევძახე ჩემს თავს და წყალი შევისხი
-ყველაფერი გამოგივა!(ე)და სააბაზანოდან გამოვედი...
სუკის პ.ო.ვ
ოთახიდან გავიდა...
მტკივა ...რატო?ალბათ იმიტომ რომ მეზიზღება!...მაგრამ ის...როცა მის სახეს ვხედავ გული მიჩქარდება.და ახლა ეს ცრემლი რას ნიშნავს?
ხუთი წელია არ მიტირია და ახლა მისი დანახვისას და მისი ხმის გაგონებისას რატომ წამომივიდა ცრემლი?
ცრემლი უხეშად მოვიწმინდე და მაგიდაზე რაც ეყარა ყველაფერი მოვისროლე.
-ააააა!ჯანდაბა მე შენ მეზიზღები მეზიზღები!(მე)ამ დროს ჩემმა ასისტენტმა შემოაღო კარები.შეშინებული სახით
-გაეთრიე ახლავე გაეთრიე!(მე)ისიც შეშინებული გავარდა ოთახიდან მე კი დავემხე ადგილზე და ტირილი დავიწყე
-მეზიზღები!მიყვარდი თანაც სიგიჟემდე მაგრამ!...ახლა?ახლა ორჯერ უფრო მეზიზღები და ყველაფერს გავაკეთებ რომ გაგანადგურო!(მე)გამეცინა....მე შენ გაგანადგურებ ჩემო სიყვარულო...
აიუს პ.ო.ვ
ღმერთო ამდენს რატომ მამუშავებენ?ძალიან დავიღალე!სხვა განყოფილებაში გადამიყვანეს და ამ ქალმა ახალიაო და დამაყარა ყველა სამუშაო.უკვე საღამოს ცხრა საათია და აქედან ვერ გავაღწიე.ხვალაც დარწმუნებული ვარ რომ ბევრი საქმე დამხვდება ამიტომ უბრალოდ მუშაობა გავაგრძელე.
თერთმეტი საათისკენ მოვრჩი სამუშაოს. საშინლად დაღლილმა ტაქსი გამოვიძახე და სახლში ძლივს მივედი.ისეთი დაღლილი ვიყავი ჭამის თავიც კი არ მქონდა და უბრალოდ ოთახში ავიხვეტე.დავწექი ისე რომ ტანზე არც კი გამომიცვლია.
*მეორე დღე*
მაღვიძარამ გამაღვიძა და უკვე ისე გვიანი იყო მხოლოდ მოვემზადე ჭამაც კი ვერ მოვასწარი და ისე გამოვვარდი სახლიდან....
??? პ.ო.ვ
დილით ექვსზე მაღვიძარა მაღვიძებს.ვდგები,მოსამსახურეს მიერ გამზადებულ სპორტულებს ვიცვამ და სარბენად მივდივარ.ცხრის ნახევრამდე დავრბივარ და სანამ ჩემს სახლამდე მივალ ჯუნი მირეკავს
-გისმენ ჯუნი(მე)
-რას აკეთებ?(ჯუნი)
-აა არაფერს ახლა მოვრჩი სირბილს და სახლში მივდივარ(მე)
-კარგი ყველაფერი მოვაგვარე საბუთებიც და ვაფშე ყველაფერი მაგრამ ერთი მინუსია..(ჯუნი)
-რა?(მე)
-ის ბატონი ლი, ბატონი ლი ჯონგინი არ იქნება(ჯუნი)
-აბა?(მე)
-მისი შვილი(ჯუნი)
-მერე რა ახალგაზრდა თუა მით უკეთესი გავუგებთ(მე)
-ლი მინჰო ხო იცი?(ჯუნი)
-კი ეგ ნაბიჭვარი როგორ არ ვიცი პარიზშია მგონი ახლა(მე)
-კარგია თუ გახსოვს. მისი ძმაკაცებიდან კიდევ ვინ გახსოვს?(ჯუნი)
-ბიონ ბექიონი, პარკ ვუბინი და ის მერო ყველაზე მაგრა არ დამევასა ლი ჯონ სუკი(მე)
-ხოდა აი ეგ ლი ჯონ სუკია იმ კომპანიის ფლობელი
(ჯუნი)გავონგდი
-მაშინ შეთ..(მე)გამაწყვეტინა
-მამაშენს ვერ გადააბიჯებ.შეიძლება ეგ ტიპი არ გევასება მაგრამ ეგ ბიჭი გენიოსია თავისი კომპანია შექმნა მილიონები იშოვა მამამისის კომპანიას მიუერთა და ახლა მილიარდებს ატრიალებს.რაც არ უნდა არ მოგწონდეს მასთან თანამშრომლობა კარგია ის კარგი "ბიზნესმენია"(ჯუნი)ვაიმე როგორ მინდა მოვკლა ეს ნაბიჭვარი რომ აქამდე არ მითხრა.შეხვედრაზე ხო სხვას გავუშვებდი?არა ცხოვრებას არ გაცლიან
-ვიცი რომ ახლა ჩემს მოკვკლაზე ფიქრობ მაგრამ როგორმე გადაიფიქრე ჯერ ცოლი მყავს მოსაყვანი და აი შთამომავლობას რომ დავტოვებ მერე კი. მანამდე ჩამოწერე დანაშაულებები...მაგრამ არამგონია ბავშვები ობლად..(ჯუნი)გავაწყვეტინე
-კაი ხო არ გკლავ ნუ შემჭამე(მე)ამ დროს ჩემი გვერდითა სახლიდან რომელთანაც ახლა მე ვიდექი და ვლაქლაქებდი ვიღაც გოგო გამოვიდა.
აწეწილი თმები,უგემოვნო ტანსაცმელი.ჩაშავებული თვალები.მაგრამ მისი სახე როგორც კი დავინახე ....გულმა გამალებით დაიწყო ძგერა როცა მისი არაფრის მთქმელ თვალებს წავაწყდი.მან გვერდი ამიარა და წავიდა.მე ერთი ხუთი წუთი გაშეშებული ვიდექი მაგრამ ჯუნის ყვირილმა "გამაგონე ხმა თორე სასწრაფოში ვრეკავო" გამოამაფხიზლა
-აა...კარგად ვარ(მე)
-რა დაგემართა ხუთი წუთია დუმხარ?(ჯუნი)
-ვიღაც გოგო დავინახე და....(მე)
-რა ქენი?მოიცა შენ გოგო ისე მოგეწონა რომ გაშეშდი?ვიქტორია სეკრეტის საცვლებში გამოწყობილმა ლამაზმანმა ჩაგიარა? ეგრე გაშეშება მარტო მასე შეიძლება(ჯუნი)
-არა მე მისმა მწუხარე თვალებმა შემიპყრო...და....მომინდა რომ ის გამეცოცხლებინა(მე)მომღიმარი სახით ვთქვი ამაზე კი წარმოვიდგინე ჯუნის სახე
-არა ამდენი რომანი შენ გადაგრევს(ჯუნი)
-კაი წავედი(მე)
-ვუკ მართლა არ გააფრინო(ჯუნი)
-კარგი(მე)....
აიუს პ.ო.ვ
სახლიდან გამოვედი და ჩემი ეზოს გარეთ ტროტუარზე ვიღაც იდგა და ტელეფონით საუბრობდა.როცა ჩავუარე წამიერად ჩვენი თავლები ერთმანეთს შეხვდნენ.ვუკი?...კი ისაა
მაგრამ რატომღაც უცხოსავით ჩავუარე და არ შევიმჩნიე.რატომ?ხო მეცინება...ასეთი მახინჯი შესახედაობის გოგო ღირსი არაა მას გამოესაუბროს.მე ასე გადავწყვიტე ამიტომ ვუკ მე და შე წარსულს ჩავბარით .მართალია ჩვენი მეგობრობის მოშორება და დავიწყება რთულია მაგრამ რა ვქნა ასე ჯობია.მისთვისაც და ჩემთვისაც....
სამსახურში მივედი და ჩემს კაბინეტში ავედი.ახ უკვე მოუსწრიათ საბუთებით გავსება.დავჯექი და შესვენების დრო როდის მოვიდა ვერც კი შევამჩნიე.მშიოდა მაგრამ ძალიან ბევრი მქონდა სამუშაო
-ბატონო ბიონ როგორ ბრძანდებით?-ჩემს ნაწილში ბექიონი შემოვიდა.ოხ მობრძანდა!ეს გასაწეწი მყავს მის გამო მაქვს ამდენი საქმე.
-კარგად დიდიხანია კომპანია არ დამითვალიერები და თან თქვენთან შემოვლა გადავწყიტე ჩვენ ხო დიდიხანია არ გვინახავს ერთმანეთი-ჰა ჩემს უფროს ეფლირტავება.უყურე შენ ამ მექალთანეს
-ხო რა ვიცი-გოგომ ყური გადაიწია.ოხ უყურე შენ ჩემს უფროსს.უეცრად ბექიონმა ჩემსკენ გამოიხედა.გაშეშდა მე კი ეშმაკურად ჩავიცინე
-ა...ა..იუ-შენ რა.
-რა ვინ -გოგომ ჩემზე გამოაყოლა თვალი და უცნაური სახით შეხედა ბექიონს
-ახლავე დავბრუნდები-უთხრა და ჩემსკენ წამოვიდა-აიუ?-შემომხედა და საკუთარ თავში არ დარწმუნებული მეუბნება
-ნუ ღელავ მოჩვენება არ ვარ-მას გაეცინა მოვიდა და გადამეხვია.ყველა ჩვენ გვიყურებდა
-ბექიონ გვიყურებენ გამიშვი-მან გამიშვა და გაბრწყინებული თვალებით შემომხედა
-მეგონა მაშინ მომეჩვენა-თქვა და კარგად ამათვალიერა
-ხო არ მოგჩვენებივარ-მობეზრებით ვთქვი
-ახლა შესვენება გაქვს ხო წამო დავჯდეთ სადმე-ხელი მომკიდა მაგრამ მე შევაჩერე
-დიდი სიამოვნებით მაგრამ არა!შესვენება უკვე მქონდა და თან ჩემი უფროსის წყალობით ორჯერ მეტი სამუშაო მაქვს-ვთქვი მობეზრებით
-მოიცა სუკმა იცის აქ რომ მუშაობ?(ბექი)გაკვირვებული სახით შემომხედა
-კი და მეტიც უცხოსავით მომექცა გეგონებოდა აქამდე არასდროს შევხვედრილვართ ერთმანეთს-ცოტა მოვიწყინე მაგრამ ამ ფაქტს ყურადღება არ მივაქციე და გავაგრძელე-მაგრამ ეს ორივესთვის უკეთესია ამიტომ მეც ასე მოვიქცევი(მე)ბექიონმა თავი ჩახარა რაღაცის თქმა უნდოდა მაგრამ ისე ჩანდა ვგონებ თავის შეკავება უნდოდა
-კარგი აღარ მოგაცდენ ხვალ მაინც წაგიყვან ლანჩზე და აუცილებლად ვისაუბრებთ-გამიღიმა და წავიდა მე კი ისევ ჩემს საქმეს დავუბრუნდი
-ბექიონს საიდან იცნობ?-დამადგა ჩემი უფროსი
-სკოლის მეგობრები ვართ-თავი არც ამიწევია ისე ვუთხარი
-ჰა სკოლის მეგობრები ვერ იქნებით-მე გაკვირვებულმა ავხედე
-რატო?(მე)
-ის ისეთ ელიტურ სკოლაში სწავლობდა იქ მარტო მდიდრები ან ჭკვიანები სწავლობენ და შენ -ამათვალიერა, ჩამათვალიერა და სიტყვები გაწელა-შენ კი ერც ერთი ხარ და ...არც მეორე-თქვა და ისევ შემომომხედა
-მის სახლში მუშაობდა დედაჩიმი მოსამსახურედ და იქედან ვიცნობ-მოვიტყუე!არ მინდოდა და ბოდიში რომ შეურაწყოფა მოგაყენე დედა.მან გაიცინა და წავიდა.მე კი თვალიდან ცრემლი გადმომიგორდა.ვიცოდი რომ ჩემს სიმართლეს ვერ დავამტკიცებდი ამიტომ ტყუილი ვამჯობინე...
ბექიონის პ.ო.ვ
აიუდან წამოსული მაშინვე სუკთან წავედი რა თქმა უნდა ვუბინიც იქ იყო
-რატომ არ თქვი რომ ის გოგო აიუ იყო?(მე)შევუბღვირე
-აიუ იყო?(ვუბინი)
-მერე?აიუ წარსულია და მე არ გიშლით მასთან ურთიერთობას მაგრამ მე თვითონ ამ წარსულის დავიწყებას ვაპირებ(სუკი)თქვა მშვიდად
-და დავიწყებას რამდენ ხანს ანდომებ?(მე)
-რას გულისხმობ?(სუკი)
-რას და ამდენი სამუშაო რატომ აქვს როცა წესით ამის 1/4-იც კი არ უნდა ჰქონდეს?(მე)
-ხო ჯერ მის გამწარებას ვაპიებ.რატო?იმიტომ რომ მეზიღება და ჯერ ერთი მადლობა თქვას კიდე რო არაფერს ვაკეთებ,მადლობა მინჰოს გადაუხადოს.(სუკი)
-მა..(მე)გამაწყვეტინა
-კმარა!მე უკვე გადავწყვიტე!(სუკი)მეც დავდუმდი მისთვის არაფრის თქმას აღარ აქვს აზრი..
აიუს პ.ო.ვ
სახლში რომ მივედი დავინახე თუ როგორ ემზადებოდნენ ჩემი მშობლები.
-სად მიდიხართ?(მე)
-მივდივართ!-შემისწორა დედამ-მეზობელ სახლში ჯი ჩან -ების სახლში გახსოს მამაშენის მეგობარი იყო ჯი ჩან ჰიონი მერე ამერიკაში რომ გადავიდნენ.არ გახსოვს?(დედა)
-კი, კი ჩან ვუკის მამა(მე)
-გახსოვს ვუკი?ბავშობაში საუკეთესო მეგობრები იყავით(დედა)
-ხო მახსოვს და მე რომ არ წამოვიდე არა? ძალიან დაღლილი ვარ(მე)
-არა ძვირფასო გთხოვ მხოლოდ ერთი საათით.წადი მოემზადე კაბა ოთახში დაგიტოვე(დედა)
-კაი რა დე(მე)
-ჩაიცვი საყვარელო იქ შენი ტანსაცმლით ვერ წამოხვალ ჩაიცვი ამოვალ და მაკიაჟს გაგიკეთებ და შენი ხმა არ გავიგო(დედა)მეც გავჩუმდი მივხვდი რომ შეწინააღმდეგებას აზრი არ ჰქონდა.კაბა ჩავიცვი დედამ კი მაკიაჟი გამიკეთა
დედამ ტირილი დაიწყო
-ღმერთო რა ლამაზი მყავხარ და რატო იმალები ვერ ვხვდები!(დედა)
-კარგი დე წავიდეთ(მე)და ჩვენც წავედით მეზობელ სახლში.როცა მივედით კარი მოსამსახურემ გაგვიღო.
-მობრძანდით-მოსამსახურემ სახლში შეგვიყვან
-ვა ჰიონ როგორ ხარ?(მამა)და ერთმანეთს გადაეხვივნენ.დედამ და ჰიონის ცოლმაც გადაკოცნეს ერთმანეთი
-ვუკ ძვირფასო მოვიდნენ-დაიძახა ვუკის დედამ და კიბეებზე ნაბიჯების ხმა გაისმა.
*********
ავტორი:
დადამ ესეც ახალი თავი.ბოდიში რომ ამდენ ხანს დავაგვიანე იმედია მოგეწონებათ და ვეცდები მომდევნოც მალე დავდო.
You are reading the story above: TeenFic.Net