19 თავი."უბრალოდ იმიტომ..."

Background color
Font
Font size
Line height

აიუს პ.ო.ვ

ერთერთ კაფესთან გავჩერდით და გარეთ გადმოვედით.შიგნით შესვლის შემდეგ შეკვეთა მივეცით და როგორც კი მიმტანი წავიდა იანგი მოგვიბრუნდა

-მინჰოს და ხარ?(ინგი)მე თავი დავუქნიე

-ახ...ის მაინც მცოდნოდა რომ ვუკი და ის ერთმანეთს იცნობენ,ანუ მინჰოც იქნება ჩემს ქორწილში,არ ვიცი ეს უნდა მიხაროდეს?(იანგი)

-მოიცა შენ და მინჰო ხომ იცნობთ ერთმანეთს და რატომ არის შენთვის პრობლემა?(მე)იანგმა ამოიხვნეშა და შინჰეის გახედა

-მინჰო და მე შინჰეიმ გაგვაცნო და იმიტომ,ანუ შინჰეი ჩემი მეგობარია და რომ მცოდნოდა რომ ასეთ სიტუაციაშია...ანუ რომ მცოდნოდა რომ მინჰოც იქნებოდა ქორწილში  ასე ადრე არარ ჩამოგიყვანდი
(იანგი)შინჰეიმ გაუღიმა

-არაუშავს ყველაფერი კარგად იქნება,მე ამას მივეჩვიე(შინჰეი)ნაზი ღიმილით ამბობს

-შინჰეი!კარგი რა შენ გიცნობ,არ ხარ ის გოგო,რომელიც დრო გადის და იზრდებაო,სულ ნერვიული, გადარეული,დარტყმული იყავი და დარჩები წარმომიდგენია შენი სახე მინჰოს რომ დაინახავ(იანგი)და ვითომ შინჰეის დაცინა და პირი დააღო და გაოცებული სახე მიიღო,მე ამაზე გამეცინა

-კარგი ამაზე გვეყოს აბა აიუ მოდი შენზე გავიგებ ცოტას,ვუკმა თქვენი ურთიერთობის შესახებ მომიყვა(იანგი)მე წვენი გადამცდა

-ეს ცოტა უხერხულია შენ მისი საცოლე ხარ(მე)მან გაიცინა

-მაგრამ მე მისი მეგობარიც ვარ და სხვათაშორის რომ იცოდე თქვენი ურთიერთობის გაწყვეტაში შენ გიჭერ მხარს,კარგია რომ უთხარი სინამდვილეში,რომ არ გიყვარდა,
ვუკი ისე უფრო დაიტანჯებოდა და თან მე მას ვერ გავიცნობდი(იანგი)მე გამეცინა,ის მართლაც სასწაული ადამიანია

-მოიცა შენ და ვუკი ადრე ხვდებოდით?(შინჰეი)თვალები გადმოუვარდა

-ხო შეიძლება,მაგრამ დავშორდით,ნუ მე დავშორდი(მე)ვთქვი და თავი დავხარე,შინჰეიმ თვალები მოჭუტა და ტაში შემოკრა

-ვიცოდი,აი რა ვიცოდი შანსი არ იყო რომ,ასეთი ლამაზი და სიმპატიური ბიჭი და გოგო მარტო მეგობრები ყოფილიყვნენ,იმის გათვალისწინებით რომ,ორივე მარტოხელა იყავით(შნჰეი)მე თვალები გადავატრიალე

-კარგი ხო გეყოს,საერთოდ არაა სასაცილო(მე)ამაზე კი ორივეს გაეცინა და მეც ავყევი სიცილში

-და ხო ის საყვარელი ლინო და შენ ერთად ხართ?(იანგი)დღეს უკვე მეორეჯერ გადამცდა სასმელი,ამ გოგოს გამო

-რა?საიდან მოიტანე?(მე)მხრები აიჩეჩა

-არ ვიცი ისე ვიფიქრე რომ ერთად იყავით,ის ძალინ საყავრელია და სხვათაშორის მზრუნველობაც შევატყვე,სიმპატიურიცაა და ჭკვიანიც ამავდროულად,ამიტომ რატომაც არა?(იანგი)მე თავი გავაქნიე

-არა ის და მე მეგობრები ვართ,მეორეჯერ ჩემს მეგობართან ურთიერთობას არ გავაბამ,ჭკუა ვისწავლე(მე)ამაზე კი მართალც გულიანად გავიცინეთ

ლინოს პ.ო.ვ

ვუკის მანქანაში ვიჯექით და სადღაც მივდიოდით.მალევე დანიშნულების ადგილზეც მივედით.დიდი სახლის წინ გავჩერდით და ვუკმა მითხრა რომ გადავსულიყავი

მეც გადავედი და ვუკმა კარზე დააკაკუნა.მალევე კარი ახალგაზრდა ბიჭმა გააღო


-ოჰო სიძეც მოვიდა(??)და ვუკს გადაეხვია

-ბექი როგორ ხარ?(ვუკი)მან გაუღიმა

-შენი აზრით?მე ყოველთვის კარგად ვარ,შემოდი მალე სუკიც მოვა...ეს ვინაა?-მზერა ჩემზე გადმოიტანა

-აა ეს იანგის მეგობარია,ანუ მეჯვარის მეგობარი რა,გოგოები საჭორაოდ წავიდნენ და ჩვენ აქეთ წამოვედით(ვუკი)ბექიონმა ხელი გამომიწოდა

-ბიონ ბექიონი სასიამოვნოა შენი გაცნობა(ბექიონი)მე ხელი ჩამოვართვი

-NST-ის კომპანიის მეწილე?(მე)მან გაკვირვებულმა გამომხედა

-კი,მაგრამ შენ საიდან იცი?(ბექი)ვუკი ჩაერია

-ბიზნესში ერკვევა ბექიონ(ვუკი)

-მე  ლი მინჰო ვარ(მე)მან გაკვირვებულმა გამომხედა

-ვა უკვე ორი მინჰო გვყავს

-მაგრამ შეგიძლიათ ლინო დამიძახოთ(მე)მან გაიღიმა

-კარგი ოღონდ თქვენობის გარეშე(ბექიონი)მე თავი დავუქნიე და ჩვენც სახლში შევედით.

ტელევიზორთან ლუდი და სხვადასხვა სასუსნავები იდო.იქ იყო ერთი ახალგაზრდა ბიჭიც.რომელიც ცოტა მეცნობოდა

-ეი ძმაო(ვუკი)ბიჭმა ტელეფონიდან ამოიხედა და გაიღიმა.

ადგა და ვუკს გადაეხვია

-როგორ ხარ?(??)

-კარგად მინჰო შენ?(ვუკი)ახლა მივხვდი,ისა აიუს ძმაა და აიუს მივამსგავსე

-კარგად.ეს ვინაა?(მინჰო)

-გაიცანი ეს შენი სეხნია ლი მინჰოა,მაგრამ ლინოს ეძახიან.(ვუკი)მან ხელი გამომიწოდა და მეც ჩამოვართვი

-სასიამოვნოა შენი გაცნობა ძმაო(მინჰო)

-ჩემთვისაც(მე)ყველა მოვკალათდით და ლუდები ავიღეთ

-აბა მოყევი როგორი შეგრძნებაა, როცა ცოლი მოგყავს?(მინჰო)ვუკმა გაიღიმა

-უცნაური,ამაღელვებელი და რაც მნიშვნელოვანი და უმᲗავრესია,ძალიან,ძალიან დამღლელი.ანუ ქორწილის გადახდას ვგულისხმობ.მიკვირს დედაჩემი და იანგი ამისგან სიამოვნებას როგორ იღებენ(ვუკი)გაგვეცინა

-აბა რა გეგონა?ეგრეა ძმაო.მალე თვითონ გამოცდილება მოვა და იმას კითხე სახლში ცოლშვილის ყოლა როგორია(ბექიონი)მგონი მათ კიდევ ერთ მეგობარს გულისხმობდა

-მოდი იმით დავიწყოთ რომ დღემდე ეგონა ჩვენს მშობლებს რომ შენ და აიუ უეჭველად დაქორწინდებოდით,
აი მე კი მაგის არ მჯეროდა.ჩემ თვალწინ რომ აკოცეთ მაშინაც ვერ დავიჯერე.(მინჰო)ჟრუანტელმა დამიარა.მოიცა რაო?ქალბატონი და ვუკი?არა ეჭვი კი მეპარებოდა,მაგრამ....

-ნუ რა ვქნა,აიუმ მითხრა რომ არ ვუყვარდი და არ სურდა ჩემთვის გული ეტკინა,რაც არის არის და სხვათაშორის ვაჟბატონო,მე რომ დამცინი გოგომ მიგატოვაო როგორც ვიცი შენც მიგატოვეს(ვუკი)მინჰომ უსიამოვნოდ გადაატრიალა თვალები

-ნუ ეგ ხო არ გვინდა გახსენება
(მინჰო)ზედმეტად ჩუმად თქვა

-არა რა მაგ გოგოს გაცნობა მინდა, უნდა ვუთხრა რომ გენიოსია, შენ სახლში ვინ აგიტანდა?(ვუკი)და თან ლუდი მოსვა

-მოიცა შენ მას ხომ იცნობ?(მე)როგორც ვიცი ეგ გოგო შინჰეი იყო,ქალბატონი და ის სიმთვრალის დროს ბევრს ლაპარაკობდნენ და ქალბატონმა შინჰეიმ თქვა რომ ის და აიუს ძმა შეყვარებულები იყვნენ და თუ მინჰოა აიუს ძმა,მაშინ ის გოგო შინჰეი გამოდის

-ვიცნობ?არა არ ვიცნობ(ვუკმა)

-და შენ იცი ვინაა ის გოგო ვინაც მინჰო მიატოვა?( ბექიონი)მე თავი დავაქნიე

-კი და ბატონი ვუკიც იცნობს მას(მე)ისევ გაკვირვებული მზერებით მიყურებდნენ.

-ვინაა?(ვუკი)

-შინჰეი(მე)სამივეს თვალები გაუფართოვდა

-იცნობ?(მინჰო)მე თავი დავუქნიე

-შინჰეი?ის შინჰეი?მეკაიფები ლინო?ერთი და იგივე შინჰეიზე ვამბობთ?(ვუკი)მე თავი დავუქნიე

-ანუ იცნობ მას?(მინჰო)ვუკმაც დააქნია თავი

-კი და არ მიკვირს რომ მიგატოვა,ეგ ძალინ ჯიუტი გოგაა.მიკვირს ამდენი ხანი როგორ გაგიძლო და ახლა მივხვდი საიდან გიცნობს იანგი(ვუკი)და სიცილი მორთო

-იანგი?....მოიცა პარკ მინ იანგია შენი საცოლე?(მინჰო)ვუკმა Თავი დააქნია

-კი ეგაა(ვუკი)მინჰომ Თავში ხელი შემოირტყა

-აი სად დამერხა,უეჭველი მომკლავს.(მინჰო)

-კი მოგკლავს,ერთხელ მიყვებოდა შინჰეის "ნაძირალა,ნაბიᲭვარ,იდიოტ" შეყვარებულზე (ვუკი)მე და ბექიონი ვიცინით მინჰოს კი არც ისე სასიმოვნო სახე აქვს

-ჩვეულებრივად ვეზიზღები არა?(მინჰო)ვუკმა თავი დაუქნია

-კი ეზიზღები(ვუკი)

-არა!(მე)ყველამ მე შემომხედა-მას არ ეზიზღები.მოდი რაღაცას გეტყვი, რადგან ოდნავ შემეცოდე,არ გეწყინოს,ანუ მას არ ეზიზღები პირიქით.ნუ ზუსტად არ უთქვამს რომ უყვარხარ,მაგრამ მის სიტყვები და მისი ქცევები აშკარად გაყვიროდა რომ უყვარდი(მე)მინჰოს თვალები გაუბრწყინდა

-მართლა ეგრე ფიქრობ?(მინჰო)მე თავი დავუქნიე.ის მოვიდა და გადამეხვია

-ანუ შანსი მაქვს(მინჰო)

-კაი კაი ნუ გაჭყლიტე ბიჭი.

-აქ რა ხდება,მინჰო გეი გახდი?(??)შემოსასვლელში ორი ბიჭი იდგა.საკმაოდ ,სიმპატიური და ახალგაზრდები.


მინჰო ადგა და იმას ვინც მას გეი უწოდა გადაეხვია

-ძმაო მე გოგოები მომწონს!(??)შეყვირა ბოლო ხმაზე

-ვუბინ შინჰეის ვუყვარვარ!(მინჰო)ბედნიერად შეჰყვირა

-რა?შენ საბოლოოდ გაუფრინე ხო?საიდან დაადგინე?(ვუბინი)მინჰომ გაიღიმა

-ლინომ მითხრა(მინჰო)

-ვინ?(ვუბინი)მინჰომ კი ჩემსკენ ანიშნა

-მან საიდან იცოდა?(ვუბინი)

-არ ვიცი მაგრა ასე მითხრა-თქვა და მეორე ბიჭს მიუბრუნდა-შენ გჯერა სუკ?მეას მე ვუყვარვარ(მინჰო)ბიჭმა უემოციოდ გახედა

-ნუ მერე რა?ეგ ისედაც აშკარა იყო.როცა დაშორდით მაშინაც,
მაგრამ გაიხსენე რატომ დაშორდით,
აქ რას ხედავ სასიხარულოს ვერ ვხვდები(სუკი)მინჰოს ბედნიერება წამში გაქრა და კვლავ ფიქრებში ჩაიკარგა.ისევ ყველა დაჯდა

-აბა ბიჭუნი შენ ვინ ხარ?(ვუბინი)ჩემსკენ გამოიხედა

-მე ლი მინჰო ვარ მაგარამ შეგიძლიათ ლინო დამიძახოთ.ვუკის საცოლის იანგის მეჯვარის მეგობარი ვარ(მე)

-და საიდან იცი რას გრძნობს შინჰეი?(ვუბინი)და ალმაცერად გამომხედა.ამ მომენტში ყველას მზერა ჩემზე შეჩერდა

-იმის შემდეგ,რაც ის და მინჰო ერთმანეთს დაშორდნენ რომელიმეს ის არაფხიზელ მდგომარეობაში გინახავთ?(მე)პასუხსს დაველოდე,მაგრამ როგორც ჩანს ყველა არას ამბობდა

-ხო და აი რომ ნახავთ მიხვდებით(მე)

-და მას საიდან იცნობ?(ვუბინი)უფრო მკაცრი მზერა მომაპყრო

-ხომ თქვა?ის არის იანგის მეჯვარის მეგობარი ბიჭი(ვუკი)ამაზე კი უარესად ცუდი მზერა ქონდა და ამაჯერად მინჰოსაც

-მეგობარი ბიჭი?(მინჰო და ვუბინი)

-ააა არა მეგობარი და აარა შეყვარებული,თან არც ისე კარგი მეგობრები საერთო მეგობარმა გაგვაცნო ერთმანეთი და თან აქ ბიზნესის გამო ვართ ჩამოსული მეტი არაფერი.(მე)

-ერთად ჩამოხვედით?(მინჰო)

-დიახ ერთად ჩამოვედით თუ გინდათ ჩვენი სახლის მისამართსაც დაგიწერთ(მე)მაგრამ რატომღაც ამ სიტყვებმა ისინი არ დაამშვიდა

-ჩვენი?-ისევ ერთდროულად-ერთ სახლში ცხოვრობთ?-ესეც ერთდროულად

-დიახ...მაგრამ მარტო მე და ის არა(მე)ვითომ დავამშვიდე

-კარგი მათ შორის არაფერი არ ხდება რით ვერ გაიგეთ?ისინი არიან ბიზნეს პარტნიორები და მეგობრები ნუ მოკალით ბიჭი მზერით(ვუკი)ამაზე ცოტა ამოვისუნთქე მაგრამ ვინ გაცლის?ჩემს ტელეფონზე ფართოდ დაეწერა "ქალბატონი" 

*ტელეფონი ავიღე*

-გისმენთ ქალბატონო(მე)ის ხმას არ იღებს-ქალბატონო?-უკვე ყველა მე მიყურებდა

-ლინო სად ხარ?-მკაცრი ხმა ჰქონდა

-სად?მე და ბატონი ვუკი...-ვუკმა მანიშნა რომ მეთქვა რომ სახლში ვიყავით-სახლში ვართ ბატონ ვუკᲗან-გავიღიმე

-ნუთუ?და უჩინრები გახდით?ჩვენც აქ ვართ-მე ნერწყვი გადავყლაპე

-ანუ სახლში ვიყავით და მერე ვუკი და მე ვუკის მეგობრებთან წავედით(მე)

-რომელ მეგობრებთან?-ამ მომენტში ბექიონმა დაილაპარაკა

-ლუდი კიდე მოვიტანო?(ბექიონი)ქალბატონმა თითქოს სუნთქვა შეწყვიტა

-ეს ვისი ხმა იყო?

-ვუკის მეგობრის ბექიონის-ის გაჩუმდა 

-ვუკის რომელი მეგობრები არიან მაქ ჩამომითალე

-ბექიონი,ვუბინი,მინჰო და ჯონსუკი(მე)-ქალბატონმა ყველა სახელი გაიმეორა და უეცრად ტელეფონი შინჰეის ხელში აღმოჩნდა და მთელი ხმით ჩაჰყვირა.ისე რომ ყურები მეტკინა

-ვინ?!

-შინჰეი ყურები მეტკინა!(მე)ამ სახელის გაგონებაზე ყველამ თავი წამოყო

-შინჰეია?(მინჰო)ჩუმად იკითხა.მე თავი დავუქნიე

-მინჰოც მაქაა?(შინჰეი)

-დიახ(მე)შინჰეი გაჩუმდა

-მითხარი,რომ არ იცოდი,რომ მაქ ჩემი ძმაც იქნებოდა(აიუ)

-არა,არ ვიცოდი(მე)

-მატყუებ?

-მისი გაცნობა მინდოდა(მე)

-ლინო მოგკლავ(აიუ)

-მაგრამ რა დავაშავე მისი გაცნობით?(მე)ამ დროს ყველამ გაკვირვებულმა გამომხედა

-უკაცრავად მე გავალ(მე)ავდექი და სხვაგან გავედი-ქალბატონო თქვენ ცხოვრებაზე არაფერი ვიცი და ისიც ვიცი რომ ზედმეტი მომივიდა,არ მქონდა უფლება თქვენს ცხოვრებში ჩავრეულიყავი ამისთვის ბოდიშს გიხდით...-გამაწყვეტინა

-ხო ბოდიში უნდა მოიხადო,არ გაქვს უფლება ჩემს პირად ცხოვრებაში ჩაერიო!-ბოლო ხმაზე მიყვირა.არ ვიცი რატომ,მაგრამ საშინლად მეტკინა გული ამ სიტყვების გამო

-კარგით ბოდიშით(მე)ძალიან ჩუმი ხმით ვთქვი

-არა ლინო ამის....-ტელეფონი გავთიშე და ოთახიდან გავედი.მდივანზე მძიმედ დავჯექი და ფიქრი დავიწყე

-ყველაფერი რიგზეა?(მინჰო)მე თავი დავუქნიე.არ ვიცი ასე რამდენ ხანს ვიჯექი.მაგრამ არც ბიჭებს ვუსმენდი და არც არაფერის ვაკეთებდი უბრალოდ ვიჯექი.

უეცრად კარზე ხმა გაისმა და ბექიონი წავიდა კარის გასაღებად.კარი გაიღო მაგრამ ხმა აღარ ამოუღია

-აქ რას აკეთებ?(ბექიონი)ყველა გაჩუმდა და კარისკენ გაიხედეს.შემოსასვლელი კარი არ ჩანდა ამიტომ ვერ ვხედავდით ვის ელაპარაკებოდა,მაგრამ როცა მისი ხმა გავიგე მაშინვე მივხვდი ვინც იყო

-გამატარე!(აიუ)ბრძანებლული ტონით თქვა და შიგნით შემოვიდა.მე ფეხზე წამოვდექი და არამარტო მე...ყველა გაოგნებული უყურებდა მათ შორის მეც.მას არცერთისკენ არ გაუხედავს მე მიყურებდა

-ბოდიში,მე ...მე ამის თქმა არ მინდოდა...მე -მე მასთან მივედი და მხრებზე ხელი მოვკიდე.აშკარად უტირია და კიდევ ცოტა აკლდა მეორე ტალღისთვის.

-შენ რა იტირე?(მე)ის ასლუკუნდა

-მე ....მე ბევრი დავკარგე და არ მინდა რომ შენც დაგკარგო უბრალოდ....უბრალოდ მე.....-მე მასთან მივედი და გადავეხვიე.ცხოვრებაში პირველად ჩავეხუტე.ის ცხოვრებში პირველად აღმოჩნდა იმ სიტუაციაში,როცა ის ჩემზე სუსტი იყო.მიხაროდა რომ ამით ვეხმარებოდი,მაგრამ გულს მტკენდა ის ფაქტი რომ მისი ცრემლების მიზეზი მე ვიყავი.

-აიუ?(სუკი)აიუს ხელი გავუშვი და ამანაც მისკენ გაიხედა და ამჯერად ყველას გაკვირვებულ მზერას მოავლო თვალი.მალევე შინჰეი და იანგიც შემოვიდნენ ქოშინით.შინჰეიმ პირდაპირ მე მომაპყრო თვალები

-ახ ლინო მოსაკლავი ხარ რა(შინჰეი)

-ბოდიში(მე)

-ბოდიში არ მიიღება(შინჰეი)
გასწორდა და თვითონაც მოავლო გაოგნებულმა აქაურობას მზერა

-ვა გამარჯობა ბიჭებო?(შინჰეი)არ ვიცი აქ რა ხდებოდა მაგრამ კარგი ნამდვილად არაფერი...

                          ავტორი:

არ ვიცი რა ბზიკმა მიკბინა.ალბათ კიდე გავაგრძელებდი წერას ისე ვარ მუღამზე მოსული,მაგრამ კომპიუტერთან ამდენ ხანს ჟდომისგან წელი მტკივა.არაა მარტივი ორი ამხელა თავის და წერა 1780 სიტყვა გჯერათ?მე კი რადგან ამას ჩემი ხერხემალი მომწმობს და თან ასეთი ორი თავი და კიდე ერთი ფიკიც დავწერე ნუ მუზა რა.ხოდა ახლა დატკბით ამ აღდგომას.წინა თავშ დამვიწყდა მეთქვა,ქრისტე აღდგა,გისურვებთ ბედნიერებას და ამ მომეტისთვის უპირველეს ყოვლისა ჯანმრთელობას❤❤❤❤❤❤მიყავრხართ

I love you

#დარჩისახლში

You are reading the story above: TeenFic.Net