18 თავი."კორეაში დაბრუნება"

Background color
Font
Font size
Line height

აიუს პ.ო.ვ

დილით ხმაური მაღვიძებს.გეგონებოდა ვიღაცამ რაღაცა დალეწაო.მაშინვე თავი წამოვყავი და ზოზინიᲗ ქვემოთ ჩავედი.შემდეგ სამზარეულოში შევედი და საკმაოდ სასაცილო სიტუაცია დამხვდა.

შინჰეი და ლინო მთლიანად იყვნენ ფქვილში დასვრილნუ და კვერცხის ნაჭუჭები სად იყო,ან რა უნდოდა ქათმის ბარკალს კარადაᲨი?რომელიც გამოღენბული იყო

-აქ რა მოხდა?(მე)ორივემ შემომხედა

-ამან დაიწყო(ერთდროულად)მე გაკვირვებულმა გავხედე

-ანუ დილით,როგორც ყოველთვის,მე ვამზადებ თქვენთვის საუზმეს და ამიტომ ახლაც ასე მოვიქეცი,ქალბატონმა შინჰეიმ აიჩემა ეს მე უნდა გავაკეთეოო და აი...(ლინო)მე გაკვირვებულმა გავხედე

-რა აი?(მე)

-რა და მერე საჭმლებით ჩხუბი დავიწყეთ(შინჰეი)მე კარგახანს გაკვირვებული ვუყურებდი ორივეს,მერე კი სიცილი ამიტყდა.

-ვერხართ თქვენ(მე)ორივე გაბუსული მიყურებდა

-წავალ მე შხაპს მივიღებ(შინჰეი)

-მეც(მე)მე სიცილი შევწყვიტე

-და საუზმეს ვინ მომიმზადებს?(მე)ორივემ გვერდი ამიარა და წავიდა

-მოიცა მე არ ვიცი საჭმლის მომზადება(მე)დამაიგნორეს.ცოტა მეწყინა,მაგრამ გადავწყვიტე საუზმე ჩემით მომემზადებინა...

*ნახევარი საათის შემდეგ*

სუფრა გავაწყე და ამ დროს შინჰეი და ლინოც ჩამოვიდნენ და გაწყობილ სუფრას შეხედეს

-ეს შენ მოამზადე?(ერთდროულად)

-რა იყო რა სახეები გაქვთ?(მე)

-ნეტა ხო არ მოვიწამლებით?(შინჰეი)

-არ ვიცი(ლინო)ორივეს მკვლელი სახით გავხედე

-არაა ჩემი მომზადებული, რესტორანში შევუკვეთე(მე)ორივეს სახე გაუბრწყინდა და მაშინვე სასაუზმოდ დასხდნენ,მეც ბუზღუნიᲗ მივუჯექი მათ

-დღეს რა გეგმები გვაქვს?(ლინო)

-დღეს საუზმის შემდეგ მივდივართ იანგთან,აიუს გაცნობა უნდა(შინჰეი)

-მოიცა და მის სახლში მივდივართ?(მე)

-არა ჩან ვუკთან მივდივართ-ცოტა ხანი გაჩუმდა და მალევე განაგრძო-მისამართი ხომ იცი?თუ ვკითხო იანგს?(შნჰეი)

-არა იყოს,ვიცი(მე)

-ქალბატონო და მე სავარაუდო
ტერიტორია ავარჩიო ფილიალის შენობისთვის?(ლინო)მე მას ავხედე მკაცრი მზერით.

-ლინო შეგიძლია უბრალოდ სახელით მომმართო?(მე)მან გაკვირვებულმა ამომხედა.

-რატომ?(ლინო)

-ამდენი ხანია ამაზე ვფიქრობ,უცნაურია,შენ ჩემი მეგობარი ხარ,მართალია პირადი ასისტენტიც,მაგრამ უპირველეს ყოვლისა ჩემი მეგობარი ხარ,ამიტომ სამსახურის გარეთ სახელით მომმართე(მე)მან გაიღიმა 

-კარგი ჯიეუნ(ლინო)მე ცოტა გამაჟრᲟოლა,დიდი ხანია სახელით არავის მოუმართავს.სულ აიუთი მომმართავდნენ.არ ვიცი ეს მესიამოვნა თუ არა,მაგრამ ამას გადაჩვეული ვიყავი.

-მოიცა ჯი ეუნი?არა არა მას აიუს ეძახის ყველა.ამიტომ მოდი შენც აიუ დაუძახე კარგი?(შინჰეი)მე ლინოს თავი დავუქნიე

-აიუ?კარგი და აიუ რატომ?(ლინო)

-ისე ეგ არც მე ვიცი,ვინ დაგარქვა აიუ?(შინჰეი)

-ააა ეგ ვუკმა,ჯი ჩან ვუკმა, დამარქვა.
ის ჩემი ერთადერთი   მეგობარი იყო ბავშვობაში,შემდეგ ის სხვაგან გადავიდა საცხოვრებლად და ცოტა ხნის წინ დაბრუნდა,ჩვენ კვლავ გავაგრძელეთ მეგობრობა და ნუ მერე მე ინგლისში წამოვედი და რამდენიმე დღის წინ გავიგე რომ ცოლი მოჰყავს,აი ეს არის ჩემი და ვუკის ისტორია(მე)

-ოჰო საინტერესოა(შინჰეი)

-და თქვენი ძმა?უკაცრავად შენი ძმა?მასზე არასდროს გისაუბრია ჩემთან(ლინო)მე და შინჰეიმ ოდნავი უხერხულობა ვიგრძენით

-უბრალოდ მე და ჩემს ძმას აღარ გვაქვს ურთიერთობა,საერთოდ ყველა ჩემს მეგობართან გავწყვიტე ურთიერთობა(მე)ლინო მიხვდა რომ ამ თემაზე საუბარი არ მსურდა, ამიტომ მეტი კითხვა აღარ დაუსვამს.

*ერთი საათის შემდეგ*

შინჰეიმ მანქანა პირდაპირ ვუკის სახლის წინ გააჩერა.საშინელმა, უსიამოვნო შეგრძნებამ დამიარა სხეულში.ამ სახლის გვერდით ჩემი მშობლების სახლი იყო.სავარაუდოდ იქ ჩემი ძმაც იქნებოდა

-კარგი აბა გადავედით(შინჰეი)მე შინჰეის ხელი მოვკიდე

-შინჰეი ხვდები ახლა სად ხარ?(მე)შინჰეიმ მიმოიხედა და მარტო ახლა მიხვდა

-ღადაობ?ვუკი შენი მეზობელი თუ იყო რატომ არ მითხარი?(შინჰეი)ლინომ უკნიდან Თავი გამოყო

-მეზობელი?მოიცა შენ რომელ სახლში ცხოვრობ?(ლინო)

-მე არა, ჩემი მშობლები, აი სახლის გვერდით მარჯვენა მხარეს(მე)ლინომ სახლს გახედა

-ლამაზია(ლინო)

-მადლობა(მე)

-მოიცა სადმე იქნებ შარფი მქონდეს...(შინჰეი)გავაწყვეტინე

-კარგი შინჰეი გვეყოს შენც და მეც როდესმე მოგვიწევს მასთან შეხვედრა,ეს ორივემ კარგად ვიცით(მე)შინჰეიმ თავი დამიქნია

-წამო(მე)მანქანიდან გადავედით და კარზე დავაკაკუნეთ,მალევე კარი მოახლემ გააღო და ჩემი დანახვისას თვალები გაუბრწყინდა.

-ქალბატონო ჯიეუნ?თქვენ ხართ?მიხარია თქვენი ნახვა, მობრძანდით-მე მას გავუღიმე და ჩვენც შევედით შიგნით.მისაღებში ვუკი და ახლგაზრდა გოგო გვერდი გვერდ ისხდნენ და რაღაცას არჩევდნე,ვუკის დედა კი სხვა ალბომში არჩევდა რაღაცას.ჩვენი შესვლისას სამივემ ჩვენ შემოგვხედა

-შინჰეი-დაიყვირა ახალგაზრდა გოგომ და შინჰეის გადაეხვია

-აიუ!-ვუკი ჩემსკენ წამოვიდა და გულში ჩამიკრა

-მომენატრე მეგობარო(ვუკი)

-მეც მომენატრე,მაგრამ გავიჭყლიტე ამომასუნთქე(მე)მან ხელი გამიშვა

-აიუ ჩემო გოგო(ვუკ/დ)ჩემთან მოვიდა და გადამეხვია 

-როგორ ბრძანდებით?(მე)

-კარგად ჩემო გოგო,ძალიან მომენატრე(ვუკ/დ)

-მეც ძალიან მომენატრეᲗ.(მე)

-აიუ გაიცანი ეს პარკ მინ იანგია ჩემი საცოლე,იანგ გაიცან ეს ჩემი ბავშობის მეგობარია ლი ჯი ეუნი, მაგრამ მე მას აიუს ვეძახი(ვუკი)გოგო მართლაც მშვენიერი იყო.აშკარად პოზიტიური,პირდაპირ მოვიდა და გადამეხვია.

-მიხარია შენი გაცნობა(ინაგი)

-მეც მიხარია,მიხარია რომ მან იპოვა ის ვინც მის სახეზე ღიმილს გამოსახავს(მე)

-შენდამი ინტერესს შინჰეიც მიჩენს,არ ვიცოდი თუ ერთმანეთს იცნობდით(იანგი)

-ააა ეგ,აიუ და მე ერთმანეთს იქამდე ვიცნობდით სანამ შენ გაგიცნობდი(შინჰეი)

-მართლა?საინტერესოა(იანგი)

-ის მინჰოს დაა(შინჰეი)ყოველი შემთხვევისთვის დაამატა

-ვისი?!(იანგი)ისეთი გაკვირვებული სახე ჰქონდა და იმხელა ხმაზე შეჰყვირა შემეშინდა

-მოიცა მინჰოს იცნობ?(ვუკი)ახლა ვუკს გახედა გაკვირვებულმა

-კი მაგრამ შენ სიდანღა იცნობ?(იანგი)ვუკმა გაიღიმა

-ის ჩემი საუკეთესო მეგობრის ძმაა,ამავდროულად ჩვენ გვერდით სახლში ცხოვრობს,ჩემი კომპანიის პარტნიორია და ჩემი მეგობარი(ვუკი)ამაზე იანგმა გაკვირვებული სახე მიიღო,მაგრამ მე უფრო გაკვირვებული ვიყავი.

-მეგობრები?მე მეგონა მოსისხლე მტრები იყავით(მე)ვუკმა გაიღიმა

-ხო ეგეც ვიყავით,მაგრამ შენ თითქმის სამი წელი გაქრი დაახლოება მოვასწარით და ისე რომ იცოდე ამაში დიდი წვლილი შენ მიგიძᲦვის(ვუკი)შოკიდან ვერ გამოვედი

-ეს ვინაა?(ვუკი)მაგრამ ამ შეკითხვამ გამომაფხიზლა.ახლა გამახსენდა ლინო,რომელიც კედელთან მიყრდნობილი გველოდებოდა.ამ მომენტში თავს ათასჯერ ვწყევლიდი,ისე გავერთე საუბარში ის სულ დამავიწყდა.

-აი ეს ,გაიცანი ეს ლი მინჰოა,ჩემი პირადი ასისტენტი და ჩემი ძვირფასი მეგობარი(მე)ლინოს ეს სიტყვები აშკარად ესიამოვნა,ამას მისი მომხიბვლელი და ბავშური ღიმილი ადასტურებდა.

ვუკმა მას ხელი ჩამოართვა

-ასისტენტი?თითქმის მოდელია,მოდელობაზე არ გიფიქრია?შეხედე რა სიმპატიურია(იანგი)ვუკს სახე დაუსერიოზულდა.

-უკაცრავად?მეც აქ ვარ(ვუკი)

-კარგი ნუ იეჭვიანებ,ის ჩემზე პატარაა მე კი პატარა ბიჭები არ მომწონს(იანგი)ვუკმა ალმაცერად გახედა

-ხოო?(ვუკი)

-კი სრულებით(იანგი)და ვუკს მოწყვეტით აკოცა


-კარგი მოდი გვეყოს და გოგოებმა სადმე გავისეირნოთ ყავა დავლიოთ, ნამცხვარი შევჭამოთ და ვიჭორაოთ, რომ უკეთესად გავიცნოთ ერთმანეთი(იანგი)

-კარგი თქვენ წადით და მე და მინჰოც ვილაპარაკებთ,არ მოვაწყენ(ვუკი)

-შეგიძლია მინჰო არ დამიძახო?ლინო მირჩევნია(ლინო)

-კარგი ლინო იყოს(ვუკი)

-ჩვენ წავედით(იანგი)ვუკს აკოცა ჩვენ ხელი დაგვავლო და გარეთ გაგვიყვან

-აბა წავედით(ინგი)მანქანაში ჩავსხედით და წავედით...

ლინოს პ.ო.ვ

როგორც კი გოგონები წავიდნენ,მაშინვე ტახტზე დავსხედით.

-მარის ორი ყავა მოგვიტანე რა(ვუკი)გასძახა მოახლეს,მერე კი მე მომიბრუნდა

-შენდა აიუ კარგი მეგობრები ხართ ხომ?მის წარსულ ცხოვრებაზე რამე მოგიყვა?(ვუკი)გამიკვირდა რომ ამას მეკითხებოდა.

-არა.იცით არ უყვარს ამაზე საუბარი და მე არ ვაძალებ.(მე)ვუკმა ეშმაკურად გაიღიმა

-ვატყობ,რომ რაღაცები გაინტერესებს,ვეცდები რაღაც კითხვებზე გიპასუხო,თუ შენც მომიყვები იმ პერიოდზე,როცა აიუ შენთან ერთად იყო(ვუკი)მე თავი დავუქნიე,არის ძალაინ ბევრი რამ რაც ძალიან მაინტერესებს

-ანუ ქალბატონი აიუ ძალიან ...როგორ ვთქვა,კარ ჩაკეტილია,მეგობრები არ ჰყავს,ის ბიზნესმენია და მის ცხოვრებას თავისი გადატვირთული გრაფიკი წარმოადგენს.მის სამსახურზე ჩაციკლულია,ცხოვრობს პენთჰაუსში და სახლის ყიდვა არ უნდა,ამის მიზესს ვერ ვხვდები ,მაგრამ ვფიქრობ წარსულის ტრამვაა(მე)
ვუკმა თვალები მოჭუტა.

-ბიზნესმენი?ოჰო აიუ ჭკვიანია და მოდი ვაღიაროთ რომ გენიოსი,მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო მან ახლახანს ჩააბარა უნივერსიტეტში და უკვე ბიზნესმენი რომ გახდა არ მიკვირს(ვუკი)მე გაკვირვებულმა გავხედე

-მოიცა ახლახანს რას ნიშნავს?(მე)ვუკმა გიღიმა

-აიუმ დაჩქარებული კურსი გაიარა და დიპლომი ისე აიღო(ვუკი)მე გაოცებული ვიყავი

-ეს მას არასდროს უთქვამს(მე)

-ნუ ესეც ძველი პრობლემების ბრალია.ნუ მოკლედ კიდევ?ანუ შეყვარებული ალბაᲗ არა ხო?არანაირი ბიჭი მის ცხოვრებაში(ვუკი)თითქოს დარწმუნებული ამბობდა მაგრამ ოდნავ ეჭვი მაინც ეპარებოდა

-არა!ნუ კაცი იფიქრებდა რომ ეს სამსახურის ბრალია,მაგრამ ქალბატონი ძალით არიდებდა თავს ამას,ეს მე მაშინ შევატყვე,როცა უამრავ პაემანზე თქვა უარი,რომლებიც როგორც ბიზნეს შეხვედრა ისე იყო გადაფარული-გამეღიმა-უნდა გენახათ მისი სახე ასეთ შეხვედრებზე რომ ეპატიჟებოდნენ,ის ბევრს მუშაობს,მაგრამ ამავდროულად მასზე ჯიუტი და უცაური გოგო არასდროს მინახავს-გამეღიმა და ის მასთან გატარებული დრო გამახსენდა.ვუკმა რაღაც უცნაური სახით გამომხედა და ჩაიღიმა

-ეს მზერა....(ვუკი)სათქმელი არ დაასრულა

-რა ეს მზერა?(მე)

-არა არაფერი დაივიწყე.ერთი ის მითხარი,ასეთი ცნობილი ბიზნესმენი თუ არის მის შესახებ რატომ არაფერი არ ვიცოდი?(ვუკი)

-ქალბატონის კომპანია ერთერთი ძლიერი კომპანიაა,მაგრამ მის სახელს ის ფარავს,ნუ არ უნდა ზედმეტი ყურადღების ცენტრში მოექცეს(მე)

-გასაგებია....კარგი ახლა შენი ჯერია მკითხე რაც გინდა(ვუკი)მე დავფიქრდი

-იცით მის ცხოვრებაზე ჯერჯერობიᲗ მარტო ის გავიგე რომ ძმა ყავს და მაინტერესებს როგორია?ანუ მასზე მომიყევით(მე)ის დაფიქრდა და როცა პასუხი უნდა გაეცა ტელეფონმა დაურეკა

-ერთი წამით(ვუკი)ტელეფონს უპასუხა

-გისმენ........მართლა?შეკრება?........ნუ რავიც........-მე გამომხედა-ანდა რატომაც არა კარგი სად ხარ?......ბექისთან?........კარგი მოვდივარ(ვუკი)და ყურმილი დაკიდა

-ხომ გინდოდა გაგეგო მინჰოს შესახებ?ხოდა წამოდი ახლა გაიცნობ(ვუკი)და ფეხზე წამოდგა

-არა არა,ქალბატონმა რომ გაიგოს....(მე)გამაწყვეტინა

-მერე ვუთხრათ რომ მინჰო მოვიდა და ერთმანეთი ისე გაიცანით,მინჰოს არ ვუთხრათ რომ აიუს პირადი ასისტენტი ხარ.ვთქვათ რომ ჩემი საცოლის ერთერთი მეჯვარის მაგობარი ხარ,ანუ Ჩემი საცოლის მხრიდან ხარ და ასე,დამიჯერე არაფერი მოხდება(ვუკი)მე დავფიქრდი.მართლაც რა უნდა მომხდარიყო ისეთი?ამიტომ დავთანხმდი

-კარგი წამოვალ(მე)მან გამიღიმა და მანქანის გასაღები აიღო.დიდი იმედი მაქვს რომ ქალბატონი სამარეს არ გამითხრის!..

                        

                          ავტორი:

რაღაც მოვინდომე ხო?ნუ რავი მე ვიფიქრე დავწერთქო სანამ მუზა ადგილზეა და არ გამეპარა.ანუ აბა როგორი გამოვიდა?თქვენი აზრი მაინტერესებს.იმედია კარგი გამოვიდა,რაც არის ეგ არის,თქვენი აზრი კომებში დააფიქსირეᲗ და თუ მოგწონთ ვოუთი.მიყვარხართ ყველა🥰🥰❤❤

I love you

#დარჩისახლში

You are reading the story above: TeenFic.Net