თავი 4

Background color
Font
Font size
Line height

95. თავი მეოთხე - „იმ დროს ხანძთაში იყო მართალი და წმინდა განდეგილი ბერი ხუედიოსი. მას ეწვია ღვთაებრივი გამოცხადება და გაიგონა ხმა, რომელმაც აცნობა, რომ ამ ადგილას ღვთის კაცის, გრიგოლ მღვდლის ხელით აშენდებოდა ეკლესია. ასევე აუწყა ქრისტემ სანატრელ მამა გრიგოლს ბერი ხუედიოსის სათნოების შესახებ და ისიც, რომ ბერი მას დაუთმობდა იმ ადგილს.

მამა გრიგოლი სულიწმინდას წინამძღვრობით მივიდა ხანძთაში წმინდა ბერთან. მათ ძალიან გაუხარდათ ერთმანეთის ნახვა. ნეტარმა ბერმა უთხრა გრიგოლს, რომ, მართალია, ის ასაკით უმცროსი იყო, მაგრამ საქმით აღემატებოდა მას. გრიგოლი ღვთის ნებით მრავალი ქრისტიანის მწყემსი იყო.

ბერმა გრიგოლს განთიადისას დაათვალიერებინა ხანძთის მიდამოები. გრიგოლს ძალიან მოეწონა. როცა ის მივიდა ოპიზაში, სიხარულით მოუთხრო თავის ძმებს წმინდა ბერის ჩვენების შესახებ. ისინიც გახარებულები მივიდნენ ხანძთაში და მოიკითხეს ღვთის კაცი.

ხუედიოსმა ბერებს უთხრა, რომ მას ღვთისთვის სიკვდილამდე მარტო ყოფნის აღთქმა ჰქონდა მიცემული, ამიტომ სურდა, სიცოცხლის დარჩენილი დღეები გამოქვაბულში განდეგილად გაეტარებინა. მან სთხოვა ბერებს, რომ მის გარდაცვალებამდე ხანძთაში არ დამკვიდრებულიყვნენ. ბერებმა ვეღარ გაუბედეს შეკამათება. ისინი მასთან ერთად მივიდნენ გამოქვაბულში და ილოცეს. შემდეგ გადაკოცნეს ერთმანეთი, ბერები დაემშვიდობნენ ხუედიოსს და ჩამოვიდნენ ღვთის მიერ სამონასტრედ შერჩეულ ადგილას, ერთად აკურთხეს და შეუდგნენ სენაკებისთვის//ოთახებისთვის მიწის მოსწორებას.

ხანძთის კლდე კლარჯეთის უდაბნოს ყველა კლდეზე უფრო მაგარი იყო. დიდი შრომის შედეგად მოასწორეს ის ადგილი. მათ არ ჰქონდათ არც ცული, არც - წერაქვი, არც რაიმე მაგნაირი იარაღი. ყველაფერი, რაც ჰქონდათ, ოპიზელმა მღვდლებმა მისცეს. ისინი დაეხმარნენ სამუშაო იარაღებითა და საკვებით. მაშინ იმ მხარეში ოპიზის გარდა სხვა მონასტერი არ იყო აშენებული. არც სხვა მოსახლეები არ ცხოვრობდნენ მათ სიახლოვეს: კლარჯეთში, ტაოში, შავშეთსა და მათ მახლობელ მხარეებში, ადგილ-ადგილ ტყეებში ძალიან ცოტა ვინმე თუ იყო დასახლებული.“ - შინაარსი ვეფხისტყაოსნის აპლიკაციიდან


You are reading the story above: TeenFic.Net