თავი 3

Background color
Font
Font size
Line height

94. თავი მესამე - „როცა ნეტარმა გრიგოლმა დაინახა, რომ ამქვეყნიურ დიდებაში იყო, ძალიან შეწუხდა და ღვთის ჩაგონებით, ქრისტიანების წინაპრის, აბრაამის მსგავსად, გადაწყვიტა თავისი სამშობლოდან ფარულად გაპარვა. თუმცა აბრაამისგან განსხვავებით, რომელიც ღმერთმა მოაშორა ურწმუნო ტომს, გრიგოლი უფალმა ღვთისმორწმუნე ქვეყნიდან გამოიყვანა იმ მიზნით, რომ დაუსახლებელ, უდაბურ ადგილებში ჩაუქრობელი სანთელივით გაბრწყინებულიყო მისი სულიერი სრულყოფილება; რათა ზეციური საყვირის მსგავსად ეცნობებინა ღვთის ნება და გაძღოლოდა თავის სულიერ ძმებს უდაბური ადგილების მშენებლობაში.

ქრისტეს მადლით გრიგოლმა იპოვა თანამოაზრეები: თავისი დედის დისშვილი - საბა, იშხნის აღმდგენელი, შემდგომში - ეპისკოპოსი; თეოდორე - ნეძვის ამშენებელი და მოძღვარი; ქრისტეფორე - კვირიკეთის ამშენებელი და მოძღვარი. ისინი რწმენამ და ღვთაებრივმა სიყვარულმა ისე გააერთიანა, როგორც ოთხ სხეულში დამკვიდრებული ერთი სული.


ისინი სიხარულით დაადგნენ იმ გზას, რომელსაც არ იცნობდნენ, თუმცა იცოდნენ, რომ უფალი მიუძღოდა მათ. მან ღვთის კაცები პირველად მიიყვანა ქართლში, ოპიზაში. მამა გრიგოლმა და მისმა მეგობრებმა ორი წელი დაყვეს ოპიზაში. ისინი მძიმე ბერულ შრომას ეწეოდნენ, როგორც წესად ჰქონდათ იმ დროის ბერებს.

მამა გრიგოლს უნდოდა მარტო, განდეგილად ყოფნა, რადგან შეიტყო უდაბნოში მცხოვრები განდეგილი ბერების ანგელოზისებური, წმინდა ცხოვრების შესახებ.“ - შინაარსი ვეფხისტყაოსნის აპლიკაციიდან


You are reading the story above: TeenFic.Net