„არსენი ოცდაშვიდ წელიწადს იყო კათალიკოსი. ეფრემმაც ბევრი სიკეთე მოუტანა ქვეყანას. თავდაპირველად აღმოსავლეთის ქრისტიანული ქვეყნების ეკლესიების პატრიარქებს მირონი იერუსალიმიდან ჩამოჰქონდათ, ხოლო ეფრემმა იერუსალიმის პატრიარქის ნებართვითა და დამოწმებით, მირონის კურთხევა ქართლში დააწესა.
საქართველოდ ითვლება მთელი ქვეყანა, სადაც ქართულ ენაზე ხდება ღვთისმსახურება, ჟამისწირვა და ყველა ლოცვაც ქართულად სრულდება. კვირილეისონი კი, რაც ქართულად ნიშნავს - „უფალო შეგვიწყალე“ - ბერძნულად ითქმება.
You are reading the story above: TeenFic.Net