12

Background color
Font
Font size
Line height

    „როცა ნეტარმა გრიგოლმა გაიგო თევდორესა და ქრისტეფორეს წასვლის ამბავი, ძალიან შეწუხდა. თან წაიყვანა ოთხი ბერი და წავიდა რჩეული ძმების საძებნელად. როგორც კი მიაღწია ქართლის მიდამოებს, ბერების ძებნის დროს, ღვთის ნებით, იპოვა უფლის სამსახურის ღირსი ყრმა ეფრემი, დაიმოწაფა და დაპირდა, რომ, როგორც კი დაბრუნდებოდა აფხაზეთიდან, თან წაიყვანდა.

გრიგოლი აფხაზეთში გაემგზავრა. როცა მივიდა ხელმწიფესთან, ის მიეგება და თავმდაბლად მიესალმა. წმინდა გრიგოლი დიდხანს ლოცავდა და აკურთხებდა მეფეს.

ნეტარმა გრიგოლმა მეფეს გააგებინა, რისთვის იყო მოსული და სთხოვა ბერების მოყვანა. ხელმწიფეს გაუჭირდა სტუმრების გაცემა და თავდაპირველად იუარა მათი იქ ყოფნა, თუმცა, როცა გაბრაზებულმა მამა გრიგოლმა მკაცრად მოსთხოვა ქრისტეფორესა და თეოდორეს მოყვანა, მეფეს სხვა გზა აღარ ჰქონდა და მოჰგვარა ბერები.


როცა ქრისტეფორემ და თეოდორემ მამა გრიგოლი დაინახეს, აცრემლებულები ფერხთით დაუვარდნენ. წმინდა გრიგოლმა ისინი წამოაყენა, სიყვარულით ჩაიხუტა და ქრისტეს მადლობა გადაუხადა მათი პოვნის გამო.

მეფემ უთხრა ნეტარ გრიგოლს, რომ უფალმა შეასრულა მისი სურვილი. შემდეგ შესთავაზა წმინდა მამას, რომ ერთად დაეთვალიერებინათ აფხაზეთში ადგილები და სადაც მოეწონებოდა, იქ აეშენებინათ მონასტერი.

მათ მოიარეს სამონასტრედ საგულვებელი ადგილები, მაგრამ წმინდა გრიგოლს არცერთი არ მოეწონა. ამან მეფე ძალიან შეაწუხა. მაშინ მამა გრიგოლმა, მეფის დაჟინებული თხოვნით, ააშენა მონასტერი და სახელად დაარქვა უბე. მის მამასახლისად დააყენა იერუსალიმიდან მოსული ილარიონი, სანდო მოხუცი. ის ხანძთიდან წამოყოლოდა თევდორესა და ქრისტეფორეს და თან წამოეღო სასარგებლო წიგნები. მამა გრიგოლმაც დაუტოვა მონასტერს წიგნები, რომლებიც თან ჰქონდა. მეფეს ძალიან გაეხარდა და მონასტრის ასაშენებლად დიდძალი შეწირულობა გაიღო.“ - შინაარსი ვეფხისტყაოსნის აპლიკაციიდან


You are reading the story above: TeenFic.Net