-თებე ჩვენს შვილს ყველაფერი კარგად აქვს? - ამ სიტყვების გაგონებაზე გული საშინლად ამიჩქარდა- ნუ მიყურებ ასე, რა გითხრა მეტქი ექიმმა
-დანიელ მე- მინდოდა ახსნა განმარტებით დამეწყო მაგრამ, უბრაოდ კითხვაზე პასუხის გაცემა ვამჯობინე - ყველაფერი რიგზეა, მთავარია სწორად ვიკვებო
-და არ გადაიტვირთო - მძიმე ბარიტონით დაამატა
-ხო-დამნაშავე ბავშვივით ჩავხარე თავი ,მისი გაკიცხვის მოლოდინში
-შემოდი ,ქარია და არ შეგცივდეს -საკმაოდ მშვიდი ტონით მითხრა, მე კი ვერ ვხვდებოდი მის ასეთ რეაქციას, ალბათ არ უნდა რომ ვინერვიულო და ამიტომ, ხმა არ ამომიღია და ნელი ნაბიჯებით შევედი სახლში
-თე რაო ნატალიამ
-ყველაფერი რიგზეა თათ
-მადლობა ღმერთს- ამოისუნთქა და ჩმეხუტა
-არ ვიცი თქვენს შორის რა ხდება ,მაგრამ მე უსაშველოდ ბედნიერი ვარ პატარა დანიელოვნა ან დანიელოვიჩ რომ იბოდიალებს აქ- აღტაცება ვერ დამალა ნიკუშამ და ხელში ამიტაცა
-დასვი ოე, არაფერი ატკინო - გაავებით გვეცა დანიელი და ცემი თავი ხელიდან გამოსტაცა- ორსულად არი ხო არ გავიწყდება
-ჰო აჰა, სულ შენი იყოს . სი*ო !- დაუტია ნიკუშამ და ხელები გამიშვა
-დაწყნარდით რა , გთხოვთ - ვეცადე სიწყნარე შემენარჩუნებინა
-კარგი მე ვჩუმდები-დანებების ნიშნად ხელები ასწია ნიკუშამ
-ექიმთან როდის მივდივართ? - მოულოდნელად მკითხა დანიელმა, მისი ეს მრავლობითი მომართვა რაღაცნაირად მსიამოვნებს
-ერთი თვე წინ გვაქვს, მანამდე წამლის დალევა უნდა დავიწყო
-კარგი მითხარი სახელი და ახლავე ვიყიდი - უცბად ცქმუტვა დაიწყო,მის ასეთ რეაქციას არ ველოდი
-დამშვიდდი, უკვე ვიყიდე
-კარგი , რამე გინდა? ტკბილი,მჟავე მარილიანი არ ვიცი რაც გინდა მითხარი და ახლავე ამოგიტან
-შეგიძლია დაწყნარდე? არაფერი არ მინდა, ჯერ ეს მოთხოვნილებები და ამდენი სიმპტომი ადრეა, თუ რამე დამჭირდება გეტყვით
-კარგი მამიკო,დაწყნარდი - მხარზე ხელი დაარტყა ნიკუშამ და ჩემკენ შემობრუნდა- თქვენ არ აპირებთ დაქორწინებას?
-რა ? სერიოზულად ახლა ამის დროა? - ჩემი ფიქრები გაასაჯაროვა ჩემმა დამ
-აბა ახლა თუ არ არის დრო, მაშინ როდის? ბავშვი რომ გაჩნდება?
- მართალი ხარ - დანიელის ორმა სიტყვამ დაგვადუმა სამი ადამიანი
-უკაცრავად? ვერ მივხვდი - სიჩუმე დავარღვიე
-რას ვერ მიხვდი თებეა? ჩემს შვილშენი გვარი არ ექნება ეს ხო კარგად იცი, და სულ არ ვინტერესდები იმით რომ თავადები თუ რაღაცა ეგეთები ხართ
-ბოდიში და რას ნიშნავს შენს შვილს, მგონი გავიწყდება რომ დედაც ყავს მაგ შენს შვილს
-დაწყნარდი კარგი? ყველა საკითხს მოვაგვარებ და ხვალვე დავიწერთ ჯვარსაც და იუსტიციაში მოვაწერთ ხელს
-და ყველაფერი ასე მარტივად?ალბათ ხუმრობთ - შოკში ვიყავი , ისე საუბრობდა თითქოს თითის ერთ წკაპუნზე ვსაუბრობდეთ, ეს ხომ ქორწინებაა,ოჯახია. მაგრამ მეტის ღირსივარ, ჩემი დაუფიქრებლობის გამო,უარესს ვერც გავაკეთებდდი
-წამო ,დავილაპარაკოთ - ფეხაკრეფით გავყევი საძინებელში , ხმას არ ვირებდი, რადგან პირველი მე რომ დამეწყო საუბარი ისეთებს ვიტყოდი საერთოდ გადაიფიქრებდა ყველაფერს
-ციყვო მისმინე, შენ ჩემი ცოლი გახდები ეს გინდა თუ არა, ეგ პირველი.მეორე ის რომ ეს რაც მალე მოხდება მით ნაკლები პრობლემა შეგექმნება შენს მშობლებთან
-ანუ ?
-თათამ მომიყვა ყველაფერი შენი და დედაშენის ურთიერთობაზე და ვხვდები რომ შენს ორსულობას რომ გაიგებს ფეხით ჩამოვა და გადადგამს ყველაფერს,ამიტომ გეუბნები ხვალვე ვქორწინდებით. მესმის რომ შეიძლება გრანდიოზული ქორწილი გინდოდა, თეთრ კაბაში და ასე შემდეგ ,მაგრამ
-რა ? რა გრანდიოზული ქორწილი , დებილობ ძაან, ასე მიცნობ რომ ეს ფუფუნების სიშტერეები მიზიდავს?
-ვიცი რომ არ გიზიდავს მაგრამ ხომ შეიძლებქორწილიგინდოდეს
--ვაიმე, არ მინდა ადამიანო ,არა!
-ხოდა ამიტომ ,ხვალვე ვაგვარებთ ჩვენი დაოჯახების ამბებს , მანამდე შენი ნივთები მოაწესრიგე ,რომ სახლში გადავიტანოთ. რაც შეეხება შენებთან საუბარს
-მამაჩემს დაველაპარაკები, არ მაქვს პრობლემა აი დედაჩემს კი თვითონ მიხედავს
-ხო როგორც შენ გაწყობს
-აი ისე ნუ მელაპარაკები ,თითქოს შენი ძმაკაცი ვიყო
-მომისმინე ციყვო, ისეთი ცოლი უნდა შეირთო,ბიჭი რომ ყოფილიყო მასთან იძმაკაცებდი , ასე რომ გიხაროდეს.- ეს დებილობა მომახალა და საძინებლიდან ავიდა, როგორც ჩანს ჩემმა საქციელმა იმაზე მეტადგააცივა ჩემს მიმართ , ვიდრე წარმომედგინა. ნელ-ნელა ნივთების ჩალაგება დავიწყე, ინსტიქტურად ვაკეთებდი ყველაფერს არ მეგონა რომ ყველაფერი ერთი ხელის მოსმით ასე დატრიალდებოდა.რომ გითხრათ უამრავი ნივთი მქონდა თქო მოგატყუებთ ,დაახლოებით საათნახევარი დამჭირდა რომ ყველაფერი ჩამელაგებინა , დანიელი როგორც ჩანს ხვალინდელ გეგმებს ალაგება, ჩემთვის დიდად არ მოუქცევია ყურადღება, რაც ცოტა არიყოს მწყინდა. ჩემი ფიქრები ნინიას ზარმა გაფანტა
@
-ცოცხალი ხარ პატივცემულო?
- რაღაც გაგებით
-რას შვები დღეს მთელი დღეა, არ მწერ , არ მპასუხობ, საერთოდ არ გამოჩენილხარ, არც ნახულობ შეტყობინებებს, ძაან ხო არ დამიკიდე შემთხვევით?
-ორსულად ვარ - მის ამდენ კითხვას თავს ვერ დავაღწევდი, ამიტომ პირდაპირ მივახალე
-რა ხარ? - ბოლო ხმაზე იკივლა
-ცოტა მკვდარივით ვარ ,ამიტომ ბევრი ლაპარაკი მეზარება.ხოდა ხვალ გაემზადე მეჯვარე ხარ
-რა ვარ? რა? გააფრინე , ეს თუ ხუმრობა მაგარი ტრა*ული იუმორის გრძნობა გაქვს
-ნინი მეხუმრება შენი აზრით? ხვალ დილიდან მზად იყავი გთხოვ,სამებაშ ავალთ ჯვარს დავიწერთ და მერე იუსტიციაში გავალტ ხელისმოსაწერად. ბევრი არ მალაპარაკო გთხოვ ,ხვალ მოგიყვები დაწვრილებით
-გეფიცები შოკში ვარ
-ნინი! დანარჩენი ხვალე გთხოვ
-კაი ,კაი გამაგიჟებ შენ
გავუთიშე და საწოლიდან ფეხების თრევით წამოვდექი, ძალიან მცხელოდა და წყლის გადავლება გადავწყვიტე. მისაღებში გავედი და მხოლოდ დანიელი დამხვდა
-სად არიან?
-ბეჭდებზე
-სერიოზულად ? ცხრა ხდება
-ათზე იკეტება საიუველირო მარაზიები - ისე მითხრა რომ ტელეფონიდან თავი არ ამოუყვია, როგორც ჩანს ორსულობის ბრალია, რადგან ყველაფერზე ძალიან ვღიზიანდები, მისი ეს საქციელი კი ჭკუიდან მშლის
-იცი რა, მე წყალს გადავივლებ და გამოვალ, შენ კი დარჩი შენს განწყობასთან მარტო! - ისე შევვარდი აბაზანაში, სულ დამავიწყდა რომ ტანსაცმელი არ შემიტანია, ბანაობა რომ დავასრულე მერე მივხვდი , პირსახოც შემოხვეული გავედი მისაღებში.
-თე ბეჭდები ვიყიდეთ მე და ნიკუშამ, არ ნახავ?
-კი ოღონდ ჯერ ჩავიცვამ
-მიდი და მალე გამო რა, მაინტერესებს მოგეწონება თუ არა
-კაი - საძინებელშ შევედი , არც მიკითხავს დანიელი სად იყო, გაბრაზებული ვიყავი მასზე, ფიქრებში გართულმა გამოვიღე კარადიდან ტანსაცმელი როცა დანიელის ხმა გავიგე
-შუქის ანთება უნდა ისწავლო,მერე რარაცები რომ არ ინანო - ამაზე ცოტა არ იყოს შევხტი ,ჩემს ოტახში ნამდვილად არ ველოდი, ვეცადე დამემშვიდებინა საკუთარი თავი და ისე ამენთო სინათლე
-შეგიძლია თავად მითხრა ხოლმე ,რომ ოთახში ხარ
-გავითვალისწინებ, ჩაიცვი არ გაცივდე
-არ გახვალ?
-ბატონო?
-უნდა ჩავიცვა არ გახვალ? - უფრო მკაცრად გავუმეორე
-ხო არ გავიწყდება რომ ჩემი ცოლი ხარ და მით უმეტეს ჩემს შვილს ატარებ მუცლით
-მადლობა რომ შემახსენე , მაგრამ მინდა რომ გახვიდე
-ნუ ჯიუტობ, გითხარი არ გავალ
-ჯანდაბ შენს თავს, არ გახვალ და იყავი და ყლაპე ნერწყვები -გაბრაზებულმა მივახალე და პირსახოცი მოვიშორე, მეც კი არ ვიცი საიდან ამხელა გამბედაობა. მისი სახისთვის არც კი მიმიქცევია ყურადღება, საცვლები ჩავიცვი და იქვე დადებულ სარაფანს დავწვდი
-მუცელი გაგზრდია პატარავ - მის სიტყვებს ყურადღება არ მივაქციე და სარაფნის ჩაცმა დავიწყე ,ხელიდან რომ გამომგლიჯა და საწოლზე მოისროლა
-რას აკეთებ თუ იცი ?
-ჩემი ცოლის სხეულის ყურებით ვტკბები რამე პრობლემაა?
-ჯერ ერთი შენი ცოლი არ ვარ, ყოველშემთხვევაში დღეს, და მეორე ძალიან სასიამოვნოა რომ ჩემი სხეულის ყურება მოგწონს, თუმცა უნდა ჩავიცვა
-არც იფიქრო - საწოლისკენ წასულს წელზე ხელი შემომხვია და სხეულზე ამიკრა-დანიელ ნერვებს მიშლი - მკერდზე ხელები მივაბჯინე და თავის გათავისუფლება ვცადე, საჯდომზე ძლიერად რომ მომიჭირა ხელი და სხეულზე ამიკრა, ერთადერთი რაც შევძელი უცნაური ხმა იყო ,რომელიც ჩემი პირიდან ამოვუშვი
-შენ მე მეკუთვნი ქალბატონო! დრეს გპატიუბ შენს სიჯიუტეს , აი ხვალიდან როცა მინდა, როგროც მინდა და სადაც მინდა იქ შეგეხები , გასაგებად ავხსენი?
-შენს თავზე ზედემტად დიდი წარმოდგენა ხომ არ გაქვს შემთხვევით?
-შენ არც კი რამხელა წარმოდგენები მაქვს - მკვლელი მზერა მესროლა და ჩემს მუცელთან ჩაიმუხლა- დედაშენი მაბრაზებს და იცოდე ამას არ შევარჩენ, გელოდები მა - მისმა ნათქვამმა ‘’გელოდები მა’’-მ ისეთი სითბო ჩამიღვარა სულში ,სიტყვებით ვერ აღვწერ, ისეთი ემოციური გავხდი ,ცოტაც და ცრემლების ზღვა დამახრჩობდა.მუცელზე მაკოცა და ოთახიდან გაუჩინარდა
სარაფანი გადავიცვი და საწოლზე მივეგდე, ანერვიულებულმა მოვიმარჯვე ტელეფონი და მაამჩემთან დავრეკე
-საღამომშვიდობის მამის ცხოვრებავ
-საღამომშვიდობის მა, რას შვები გცალია?
-კი მამი მანქანაში ვარ ,როგორც ყოველთვის ,მიდი აბა რა ხდება იმ დანიელ ბატონს უკავშირდება ?
-ჩემს გულშ ზიხარ - გაგვეცინა ორივეს
-მა რაღაცა ვერ ხარ ხასიათზე და ყველაფერი კარგადაა?
-კი მა ,ძაან მნიშვნელოვანი რაღაც უნდა გითხრა რა, პროსტა წინასწარ გეუბნები რომ ძაან გაბრაზდები, გეწყინება და ასე შემდეგ რა მაგრამ იცოდე რომ ვერ გადამაფიქრებინებ, მაინც ასე გავაკეთებ რომ არ დამელაპარაკო
-ოპა, მოიცა მამი, უკვე შემაშინე ჩემი კარგი მოვტ*ან , რა ხდება -კაი დაწყნარდი, ყველაფერი რიგზეა , მე და დანიელმა ვილაპარაკეთ და ძველი გრძნობები გავუზიარეთ ერთმანეთს
- რას იძახი მა, მერე
-მერე ის რომ არ მეგონა თუ ვუყვარდი, ნუ ისევ ასე თუ ვუყვარდი, სიყვარული ამიხსნა , და ხელი მთხოვა - ბოლო სიტყვები ჩუმად წარმოვთქვი
-მოიცა ,მოიცა, რა ქნა? რარაცა მომესმა მე თუ რა , რაო ერთი ვერ გავიგე
-აი ხომ გითხარი გაბრაზდები მეტქი, ხო ხელი მთხოვა და დავთანხმდი
-რა დათანხმდი თებე მა, შენ არ იყავი რო მითხარი შეყვარებული ყავსო, მამა რა გინდა მაგ ბიწისთვის კარგის ტრა*კი უნდა მომატ*ნევინო
-მამა, ნუ გაგიჟდი რა, ეგ ჩემი ბრალი იყო, ის გოგო შეყვარებული კი არა ბიძაშვილი ყოფილა,ოღონდ არ მკითხო მე საიდან მოვიტანე შეყვარებულბა და ა.შ
-მამი შენ მე ჭკუიდან გადამწიე უკვე,ეგ ყველაფერი როდის მოხდა. ერთი კვირისწინ რო გელაპარაკე არ გიხსენებია
-ვიცი უბრალოდ მეც ვერ ვიჯერებდი და წინასწარ შევემზადე რომ მეთქვა ყველაფერი- მოვატყუე ,ვერ ვეტყოდი რომ ყველაფერი ვაფშე სხვაგვარად მოხდა ,ამჯერად ვეღარ
-წინასწარ შეემზადე არა?
-მა ხო გით...
-რა მითხარი მამი, შენი აზრით არ გიცნობ? როდის აწერთ ხელს ? დღეს ,ხვალ ზეგ? იმიტო დამირეკე ეგრე ნერვიულად ხო - ტონი დაიწყნარა და ყველაფერი ერთიანად მომახალა, არ მეგონა რომ ასე გაგებით მოეკიდებოდა ყველაფერს
-კარგი მართალი ხარ, ხვალ ვაწერთ ხელსაც და ჯვარსაც ვიწერთ
-საღოლ მა, თათასი გავიგე ,ნიკუშას მტელი ცხოვრებაა ვიცნობ , რამის მე გავზარდე და კაი გავუგე მარა შენ თებე, შენგან ამას არ ველოდი
-მა ხო იცი რო..-არა თებე , ვიცი რომ ცუდი ბიჭი არ არი , ეგეთი დაყ*ევებულიც არ ვარ, გავიგე ყველაფერი, შენს გადაწყვეტილებას პატივს ვცემ, ზრდილობის გულისთვის ერთი სურთი მაინც გამომიგზავნე ჯვრისწერიდან - გულდაწყვეტილმა მითხრა და ნაძალადევმა გამიღიმა
-მა , ვიცი რომ გული დაგწყვიტე მაგრამ ..
-არა მამი, შენი საქმის შენ იცი. მიდი ახლა დაისვენე , დაიძინე და ხვალ რო მორჩებით ყველა ცერემონიას დამირეკე
-მა,მოიცა
-ღამემშვიდობის თებე - სიტყვის თქმა არ მაცადა და გამითიშა . თავის შეკავებას ვეცადე მაგრამ, ცრემლებმა თავისთავად იწყეს დენა. ვიცოდი რომ ცუდად მოვიქეცი, ვიცოდი რომ იმედები გავუცრუ, მაგრამ სხვა გზაც ა იყო. დაახლოებით ნახევარი საათი ტირილით გული რომ ვიჯერე ესემესი შემომივიდა დედაჩემისგან.წინასწარ შევემზადე ,რადგან ვიცოდი ათას საზიზღრობას მომწერდა . ღრმად ჩავისუნთქე და ესემესი გავხსენი;
‘’ შენ გოგო სულ გადამიყვანე ჭკუიდან, რას ქვია თხოვდები ჰა , მაამშენს რომ დაურეკე და უთხარი რა გეგონა ერთი,ჰა მე ვერ გავიგებდი თუ რა იყო.შენ გგონია სიხარულით შევხვდები მაგ ნაბი*ვარზე რომ თხოვდები, მე შენ რა გაგაფრთხილე მაგასთან საქმე არ დაიჭირო მეთქი, რა გითხარი ძაღლად არ ჩამაგდე ხო შე გველის წიწილო, შენ გგონია სიხარულით შევხვდები ამ ამბავს, მეზიზღები, დღეიდან ჩემი შვილების სიიდან ამოწერილი ხარ, შენნაირი ქუჩის ქალი არ მჭირდება, მეზიზღები. მაშინ დავაშავე შენ რომ მანდ დაგტოვე და არ წამოგათრიე აქ, უნდა გამეგლიჯე რო გესწავლა პატივისცემა, ჩემი სახელი დაივიწყე და გყავდეს ეგ მათხოვრები,მეზიზღები!’’
ისე ვიყავი ემოციებისგან გამოცლიილ ,რომ რეაქცია არც მქონია, გულში რაღაც ძლიერად ჩამსწყდა ,მაგრამ ვერ შევძელი რაიმეზე მეფიქრა, ბალიშს ჩავეხუტე და ემოციებით დაღლილს ჩამეძნა .
დანიელ ხიმშიაშვილი:
არ მინდოდა თებე ასე დამეტოვებინა ,მაგრამ მისი ჩემდამი უნდობლობა,არც კი ვიცი როგორ აღვწერო,ისეთი მტკივნეუი იყო, მთელი ცხოვრება სიყვარულს ვუხსნიდი და მის გარემოცვაში ვტრიალებდი, მის იქით ადამიანს ვერ ვხედავდი და მან არც კი გაარკვია რა ხდებაოდა ისე გადაწყვიტა ყველაფერი. იმ საღამოს ფრენა მქონდა, მინდოდა თებეასთვის ყველაფერი მეტქვა და იმ იმედით წავსულიყავი რომ სულმოუთქმელად დამელოდებოდა ეს ორი თვე , მაგრამ მან საერთოდ შეცვალა ჩემი გეგმებიც და დამოკიდებულებაც. მისმა უნდობლობამ იმდენად დამამძიმა რომ არ შემეძლო ყველაფრის ასე მარტივად პატიება. ორი თვე ორ საუკუნედ მექცა,ჩემს სიამაყეს ვერაფრით გადავაბიჯე და ვერ შევძელი მისთვის ერთხელ მაინც დამერეკა, მხოლოდ ნიკუშას და თათს ვესაუბრებოდი. ასე თითქოს ვსჯიდი თუ სამაგიეროს ვუხდიდი , არც კი ვიცი. ვფიქრობდი ეს სიშორე და სიცივე მიახვედრებდა რამხელას ვნიშნავდი მისთვის და ჩემს უფრო მეტად ნდობას შეეცდებოდა. მტელი ორი თვე სამსახურის საქმეებში გადავყარე. მამაჩემის ღვინის ბიზნესს ვხელმძღვანელობ, უკვე გადააბიჯა სამოც წელს და სრული მნიშვნელობით დაიკიდა ბიზნესი, პენსიაზე გავდივარ და შვილებმა უხელმძღვანელეთო, უკვე მეორე წელია ამ საქმეში ვარ და გერმანიაშიც საკმაოდ მნიშვნელოვანი პრეზენტაცია გვქონდა ,მაგრამ ჩემი ტვინი თებეას გარდა სხვაზე არაფერზე ფიქრობდა.მერე ნიკუშამ დამირეკა სმოკინგი შემირჩიე და წამომიღეო,ერთი ტანის ვართ ,ცოტა მაღალია ჩემზე.ორი დღე თინეიჯერი გოგოსავით დავდიოდი მაღაზიებში და ამ გამოსი*ებულისთვის ვარცევდი სმოკინგს,ამის მოსაწონი ძლივს ვიშოვე. ამ ბოდიალის დროს ქალის სამკაულებშიც ამოვყავი თავი, ჩემდა უნებურად გამექცა თვალი და დათვალიერება დავიწყე
- Sie suchen Schmuck für Ihre Lieblingsdame?(სამკაულს ეძებთ საყვარელი ქალბატონისთვის?) - მოულოდნელად მომმართა კონსულტანტმა გოგონამ, ინსტიქტურად თავი დავუქნიე
-Ja, ich stöbere immer noch9დიახ,მე ჯერ კიდევ ვათვალიერებ)
-Kann ich Ihnen helfen? (შემიძლია დაგეხმაროთ?)
-Ehrlich gesagt weiß ich es nicht. Ich weiß nicht einmal, was ihm gefallen wird.(სიმართლე გითხრათ არ ვიცი, არც კი ვიცი რა მოეწონება)
-Männer sind in dieser Angelegenheit sehr schwach(მამაკაცები ძალიან სუსტები ხართ ამ საკითხში)- გოგონამ ჩაიცინა და შუშის ვიტრინიდან რამდენიმე მოდელი ამოიღო, საყურეები,ყელსაბამები,ბეჭდები, ახლაც არ მესმის ამ ქალებს როგორ შეუძ₾იათ ამდენი რამიდან ,რაღაც განსაკუთრებულის ამორჩევა.ფიქრებში გართულმა შევამჩნიე საკმაოდ სადა წიელი ლალის ქვაში გაწყობილი სამეოული და ჩემ მიერ ნაჩუქარი სამკაული გამახსენდა, რომელიც თებეას დედამ ვიღაცას აჩუქა, თურმე როგორ ტიროდა , თითქმის იდენტური იყო,ფერის განსხვავებით.
- Es scheint, dass Sie sich bereits für ein Schmuckstück entschieden haben.(როგორც ჩანს თქვენ უკვე შეარჩიეთ სამკაული) - მოულოდნელად მომახალა გოგონამ
-Ja, bitte verpacken Sie diesen Schmuck.(გთხოვთ ეს შემიფუთეთ)
-Natürlich. Soll ich eine Liebeskarte hinzufügen?(რა თქმა უნდა. სასიყვარულო ბარათიც ხომ არ დავამატო?)
-es ist nicht erforderlich(არ არის საჭირო)
-Ich bin in ein paar Minuten zurück( რამდენიმე წუთში დავბრუნდები) - კმაყოფილი სახით ჩამომშორდა გოგონა, ორი წუთიც არ იყო გასული რომ ,კონსულტანტი გამოჩნდა და შეფუთული სამკაული გამომიწოდა
-Danke(მადლობა)
-Viel Glück, ich bin sicher, es wird dir gefallen(წარმატებებს გისურვებთ,დარწმუნებული ვარ მოეწონება ) - ღიმილით დავემშვიდობე და წამოვედი,გულში გავიფიქრე იგივე,იმედი მაქვს მოეწონება თქო. მეორე დღეს ნივთები ჩავალაგე და საქართველოში გამოვბრუნდი.აეროპორტში ნიკუშა დამხვადა და მთელი გზა იმაზე მელაპარაკებოდა რომ თბეასთან ცუდად მოვიქეცი,უფრო მეტად უნდა დავაფასო და ასე შემდეგ.განა მე არ ვიცოდი ეს ყველაფერი უბრალოდ იმდენად ვიყავი ნაწყენიც და გაბრაზებულიც რომ სხვანაირად არ შემეძლო. თათასთან და თებესთან რომ მივედით სახლში არავინ დაგვხვდა,არც ნიკუშამ იცოდა სად იყვნენ. ცოტახანს დავისვენე,მერე ისევ ნიკუშას რჩევადარიგებეს ვუსმენდი და ამასობაში თათც მოვიდა
-დანიიიიი
-თუნთულ -ჩემზე ერთი თავით დაბალ გოგოს გადავეხვიე
-თებროლე სად არი პატარავ
-დაბლაა,ამოვა ორ წუთში.მე ამოვასწარი
-სად იყავით რო არცერთი არ დამხვდით სახლში
-რა მნიშვნელობა აქ ადექი და გაისინჯე ეს სმოკინგი
-აუ ნიკო მიდი რა ,მაინტერესებს
-კაი ჰო,მაიტა ჯო - კაი ვიქტორიას მოდელივით გადიოდა და გამოდიოდა აქეთ იქით, თათას სახეზე ვგიჟდებოდი, ისე ცქმუტავდა და მიშტერებოდა, ბავშვია რა გულში გავიფიქრე და ჩამეცინა
- -დაგაკვდა შეჩე*ა - ხარხარით ვუთხარი და მხარზე ხელი დავკარი
-დაცემა სიძე ვიქნები რა -ამას ხო მეტი არ უნდა
- ჩემო ყველაზე სიმპატიურო ქმარო -კისერზე ჩამოეკიდა თათაც
-საღამომშვიდობის - თებეს ცივმა ხმამ გაგვიფანტა ყველას ყურადღება. ერთხელ გამომხედა და უემოციო მზერით საძინებელში შევიდა.ეს გოგო ჭკუიდან გადამიყვანს მე, ხან ისე აცვია რომ ნერწყვებს ვყლაპავ ხან კიდე თინეიჯერი ვარვშვივით აი მისი ჩახუტება და კოცნით დახრჩობა რომ მოგინდება.ნიკუშა ძლივს დავარწმუნეთ რომ სმოკინგი გაეხადა , ისე აჟიტირებული იყო, ჩემზე სექ*ი სიძე არავის ეყოლება ქორწილშო ბოლო ხმაზე გაიძახოდა. მერე თათმ ყავა გაგვიკეთა და აივანზე გავედით მე და ნიკა,
-რა ცივარ შემხვდა აზრზე ხარ?- საუბარი წამოვიწყე
-ჰა? შენ შიგ ხო არა გაქ ე, გოგოს დრამატიშკა ქალივით წერილი დაუტოვე და ორი თვით გაქრი და რა გეგონა ,კისერზე ჩამოგეკიდებოდა და ხვევნა კოცნას დაგიწყებდა?
-ვიცი ,მაგრამ ხომ შეიძლებოდა ეკითხა როგორ ხარო
-ოჰ შენ კითხე
-მოდი იდი ნახ*ი რა - ჭიქა მაგიდაზე დავდე და შიგნით შევედი.თებე ვახშამს შეექცეოდა და ტელეფონიდან ტავს არ ირებდა, ასე მგონია თავის არიდებას ცდილობს,თათამ შემოგვთავაზა საქორწილო სუფრის განხილვა,მეც ამ ორ ბავშვს ჩამოვუჯექი და განვიხილავდით ყველა კერძს რაც კი სუფრაზე იქნებოდა. ყურადღება იმეილმა გაგვიფანტა, რომელიღაც კლინიკიდან იყო.ნიკუშამ მაშინვე ამცნო თებეს და ისიც გიჟივით მოვარდა და ლეპტოპი აგვაცალა. ახლა შევამჩნიე რომ ცოტა მომატებული ჩანს, მის მუცელზე ნაკლებ პრესს ვხედავ.საკუთარ თავთან ლაპარაკი თებეს მოსვლამ შემაწყვეტინა ლეპტოპი მაგიდაზე დაგვიდოდა აივანზე ფეხაკრეფით გავიდა. ეს სიტუაცია დიდ ეჭვს იწვევდა ცემშ, როცა ნიკუშა მეუბნებოდა შეუძლოდ არის და გამოფიტულიო , ნერვები არარ მყოფნიდა ,არასდროს ზრუნავდა ჯანმრთელობაზე, რამდენჯერ მთელი დღისმშიერს უვლია სკოლაში და რომ არ დამეძალებინა ლუკმასაც არ იდებდა პირში. ინტერესი უკვე პიკამდე მიმივიდა და ნიკუშას მუდარის თვალებით შევხედე
-ნეტა რამე სერიოზული ხო არაა
-არა შეჩე*ა რა სერიოზული, თუგინდა ნახე აჰა პასუხები, კი არ მოგვკლავს- ლეპტოპი მოიმარჯვა და იმელი გახსნა, დიდად ვერაფერი გავიგე ამ ანალიზების მაგრამ, როცა წავიკითხე 99% დადებითია ორსულობა ,თვალები შუბლზე ამივიდა, ყელში რაღაც მომაწვა და ვერ გავიგე უფრო გამიხარდა და გავბრაზდი. თათმ თავი იმართლა დილით გავიგეთო და ასე შემდეგ, ნიკუშა მაწყნარებდა არ ეკამათოდა ყველაფერი გაარკვიეო. აივანზე გავედი და ველოდებოდი როდის გათიშავდა ტელეფონს რომ მელაპრაკა, ძალები მოვიკრიბე და მაქსიმალურად წყნარად ვესაუბრე. მაგრამ მისმა დამოკიდებულებამ ჩვენს დაოჯახებაზე საშინლად გამაბრაზა,ისე შეიცხადა თითქოს ვიღაც გადამთიელი ვყოფილიყავი და ძალიტ ათხოვებდნენ ჩემზე. ვესაუბრე, ავუხსენი ყველაფერი და ცხოვრებაში პირველად არ მომიწია მასტან ჩხუბი, ყველაფერზე ხმის ამოუღებლად დამთანხმდა, მიხვდა რომ შეწინააღმდეგებას აზრი არ ქონდა. საძინებელში ვიყავი ,ხელები თავქვეშ მქონდა დადებული და ჭერს მივშტერებოდი,როცა პირსახოცშემოხვეული შემობრძანდა ქალბატონი,როგორც ყოველთვის შუქის ანთება არც უფიქრია სანამ ჩემი ხმა არ გაიგო, პოზიციას არ თმობდა და ოთახიდან გასვლას მთხოვდა, თუმცა ჩემი პოზიცია უფრო მყარი იყო.დანებების ნიშნად აატრიალა თვალები და პირსახოცი მოიშორა. სისხლი ამიდუღდა მისი სხეულის დანახვისთანავე. როგორ შეუძლია მამაკაცს უყუროს საყვარელი ქალის მოშიშვლებულ მკერდს და უმოქმედოდ იყოს, უყუროს მისი სხეულის თითოეულ დეტალს,მბზინავ კანს,წვრილ გრძელ ფეხებს, მისი სხეულის მიხვრა მოხვრას და ჭკუიდან არ შეიშალოს. ვეცადე თავი გამეკონტროლებინა მაგრამ ბოლომდე ვერ გავქაჩე და სხეულზე ძლიერად ავიკარი, ვიგრძენი როგორ დაეხორკლა კანი და ეს მაბედნიერებდა ყველაზე მეტად, ვიცოდი რომ ნაწყენი იყო,გაბრაზებული იყო,მაგრამ ერთი შეხება და მის გულს საკუთარ ხელებში ვიქცევდი. იმდენი გააკეთა რომ მაინც მომიშრა თავიდან, ვეცადე თავი გამეკონტროლებინა,მივხვდი რომ ჩემი საქციელი ტან სიამოვნებდა და ტან აბრაზებდა ამიტომ, მის ოდან წინ გამოწეულ უცელს შევეხე და თითქოს სიმშვიდის ტალღამ დამიარა, ჩემი შვილი,-თებესთან არა ?
-აქ მირჩევნია
-კარგი,როგორც გინდა
-მიდი ღამემშვიდობის - მოწყვეტით დავეცი დივანზე და ხვალინდე დღეზე ფიქრში ჩამეძინა
თებეა დადიანი:
დილით წელის ტკივილმა და მაღვიძარამ ერთდროულად გამაღვიძა, თვალები გავახილე და ოთახში მარტო ვიყავი, როგორც ჩანს ბატონმა ჩემთან ერთად ძილი არ იკადრა. საწოლი გავასწორე და თათაც შემოფრიალდა ოთახში
-დილამშვიდობის თე
-დილამშვიდობის კნუტო
-ე.ი აი ეს კაბა შევარჩიე გუშინ და კიდევ ეს, რომელი შევუკვეთოთ
-თათ ეს კაბა ტაძარში როგორ ჩავიცვა, გულმკერდი ამოღეღილი აქვს თირკმლამდე - შევიცხადე და თათს მივაშტერდი
-მაშნ ეს
-ალბათ ხუმრობ ხო, ამხელა რაღაც როგორ ჩავიცვა თათ, რამე ნაკლებად თვალსაჩინო მოძებნე
-ღმერთო ჩემო თებე, დანიელმა მითრა რაიმე გრანდიოზული შეარჩიეო, ქორწილი არ გვექნება მაგრამ მინდა რომ ბედნიერი იყოს, და საქორწილო კაბა მაინც ეცვასო,ასე რომ ძაან ტვინი არ გაღუნო და აირჩიე ან ეს ან ეს - ერთი ამოსუნთქვით მომახალა