თავი 4

Background color
Font
Font size
Line height
მაქვს საძინებელი,და ფარდაც ყოველთვის გაწეული,ჩემს ოთახში ცოტა ბნელოდა, სინათლის ანთება დამეზარა, ჩემს კარადას ისეც ანათებდა ფარდიდან წამოსული მზის სხივები, თხელი სარაფანი გამოვიღე და საწოლზე დავდე, ხალათი გავიხადე და ბიუსჰალტერის ჩაცმა დავიწყე რომ საწოლში რაღაც გამოძრავდა, ისე გავიხედე უკან თითქოს მკვლელი მდგარიყო,ხელს შუქის ჩამრთველისკენ ვასრიალებდი,გიჟივით ვეძებდი რომ ჩამერთ ,თან საწოლს არ ვაშორებდი თვალს,ძლივს ვიპოვე და ჩავრთე , ნეტა არ ჩამერთო
-სერიოზულად? აქ ხალხს ძინავს,ჩააქრე
-დანიელ ხიმშიაშვილო - ბოლო ხმაზე დავუღრიალე- რას აკეთებ ჩემს საწოლში
-შენც დილამშვიდობის ციყვო - ძლივს წამოსწია თავი ბალიშიდან და თმაზე ხელი გადაისვა
-კითხვა დაგისვი!
-შეიძლება ჯერ მე გკითხო?
-უკაცრავად?!- ვერ მივხვდი რა უნდა ეკითხა ასეთი, ან საერთოდ რა უნდოდა ჩემს საძნებელში
-ფაქტობრივად შიშველი რატო მადგახარ თავზე? ისეც არ ვარ სრულ ჭკუაზე და რა გინდა? მიწვევ?
-უკ..- ჯანდაბა სულ დამავიწყდა რომ სარაფანი არ ჩამიცვამს, გიჟივით დავავლე ხელი და ფართხაფურთხით გადავიცვი,ჩემს საქციელს კი ამ იდიოტის ხარხარი მოჰყვა
-ციყვო ,როგორი დაბნეული ხარ
-დაბნეული?მეღადავები? ჩემს ოთახში,ჩემს საწოლში გძინავს და ეს მე არც კი ვიცი
-აბა შენ ჩემს საწოლში გეძინა და
-შენს საწოლში? შენ სულ გამოშტერდი ხო?
- პატარავ ზოგადად მაგ დივანზე მე მძინავს ხომე
-კაი კაცო? სულ ერთხელ დარჩი და უკვე შენად ასარებ ხო?!რა საყვარელი ხარ - სიბრაზისგან კბილებში გამოვცერი
-ციყვო !ნევროზი გაქვს საშინელი
-ადექი და ჩაიცვი სწრაფად!
-ვდგები ,ვდგები - საწოლზე მიგდებულ ხალათს დავწვდი,როცა საწოლიდან საცვლისამარა წამოდგა
-რას აკეთებ ,გააფრინე?!- დაფეთებულმა ავიფარე თვალებზე ხელი და ზურგი ვაქციე
-ბოდიში მაგრამ ხალხი შუბა-ახალუხით არ იძინებს
-კარგი ერთი, იმაზე რას იტყვი რომ სხვის სახლში ხარ
-სხვის სახლში? ასე ვერ ვიტყოდი, უფრო ჩემი ყოფილი შეყვარებული სახლში - ბოლო სიტყვები ყურთან ახლოს ჩამჩურჩულა , ამაზე დაფეთებულივით შევხტი , ფეხშიშველი ვიყავი და ვერც გავიაზრე როგორ ამისრიალდა და წამის მეასედში ამ ტარზანის მკლავებში აღმოვჩნდი
-გეფიცები მიგასიკვდილებ, ხელი გამიშვი დანიელ ხიმშიაშვილო!
-გეფიჩები მიგაშიკვდილებ ,ხელი გამიშვი დანიელ ხიმსიასვილო - ლაწირაკი ბავშვის ხმის იმიტაციით წარმოთქვა ჩემი სიტყვები, ამაზე უარესად გავბრაზდი
-იცი რას გეტყვი იდიოოტო!
-აი რას?რას მეტყვი?იმას რომ არ შეგიძლია ჩემს სიახლოვეს გაჩერება,ის რომ ენა გივარდება როცა გეხები თუ კიდევ არის რაიმე სხვა- ერთი ამოსუნთქვით მომახალა ყველაფერი,მე კი სიტყვის თქმაც კი ვერ შევძელი,ენა გადამეყლაპა ,არ ვიცოდი რა გამეკეთებინა და გიჟივით დავიწყე წრიალი რომ როგორმე თავი გამეთავისუფლებინნა,თუმცა ეს მოზვერი ისეთი ძლიერი გამხდარა , ჩემი ძალითაც კი ვერ შევეწინააღმდეგე
-ციყვო , როგორი ძლიერი გამხდარხარ, თან ეს პრესები შენს მუცელზე
-გამიშვი დანიელ!- უკვე აღარ შემეძლო მისი მოსმენა, სახეზე ისე წამოვწითლდი თითქოს ვინმემ მზეში შემაგდო
-ღმერთო როგორი ჭირვეული გამხდარხარ, კარგი ჰა გაგიშვი- ხელი მოადუნა თუ არა წამიერად წამოვფრინდი საწოლიდან
-ადექი!ჩაიცვი!გადი ოთახიდან რომ,დავალაგო !
-ავდექი!ვიცვამ!გავდივარ! ჭირვეულო
-თავხედო!
-გველო!
-ტარზანო!
-მიხარია ჩემი სხეული რომ მოგწონს
-რა?-ვერ მივუხვდი უაზრო ხუმრობას
-არაფერი,მშია და მალე გამოდი , ახლადდანიშნული წყვილი და შენი ყოფილი გელოდებით , გავაჭამე რამე
- მუცლის მონა ხარ, იყავი და იქნები!
-მალე ,მალე
ამის ცინიზმი მკლავს, ერთდღეს ჩამოვკიდებ კისრით ყველაზე დიდ ხეზე და ეგ იქნება .ბუზღუნით მივალაგე ოთახი, საწოლიც გავასწორე ,მაგრამ სამაჯური ვერ ვიპოვე, გასწორებული საწოლი თავზე დავიმხე რომ სამაჯური მომეძებნა,თუმცა ვერსად ვნახე, ახლა ლოცვა მომიწევს იმისთვის რომ დანიელს არ აეღო, ეს დამწვავს და მისთვის ბევრი რამის ახსნა მომიწევს, მე კი ეს არ შემიძლია, ამას ვერ ვიზამ. საწოლი ისევ მივალაგე და ხელფეხის კანკალით გავედი ოთახიდან
-თე ბოდიში თუ გაბრაზდი დანის გამო
- არაუშავს, შეიძლება რაღაც გკითხო
-კი
-მოდი ორი წამით
-რა ხდება
-სამაჯური ხიმ არ გინახავს, ჩემი ბალიშის ქვეშ მედო
-შენი სამაჯური
-ხო თათ ჩემისამაჯური
-არა თე არ მინახავს ,არც ამიღია ხომ იცი არ ვკიდებ ხელს შენს ნივთებს
-ჯანდაბა, იმედია დანიელს არ უნახავს
-დანიელი რა შუაშია
-ჰა? არაფერი, უბრალოდ იმედია მას არ აუღია თქო,თორემ შეიძლება მივაკლა
-არა ის რატო აიღებდა
-ხო რავიცი- ვეღარაფერი ვთქვი და აივნისკენ ავირე გეზი, როცა ნიკუშას ხვეწნა-მუდარის ხმა შემომესმა
-თებრო კუჭი გახმა გვაჭამე რამე რა
-აუ თე მართლა რა მეც ძაან მშია
-თათა ხომ არ გავიწყდება რომ თხოვდები? იქნებ ერთხელ მაინც სცადო მომზადება
-კაი რა დრეს არა კაი? აი რომ გავთხოვდები მერე მოვამზადებ რამეს- გადმომიყარა ოცდათორმეტივე კბილი და ნიკუშას კისერზე ჩამოეკიდა , ინსტიქტურად დანიელს გავხედე,მანაც არ დააყოვნა
-ციყვო მე უკვე გითხარი რომ ძალიან მშია
-ვერ გიტან! - მხარი გავკარი და ჩუმად ჩავილაპარაკე
-მე უფრო სიცოცხლევ - სიტყვები დამაწია და სამზარეულოს სკამზე ჩამოჯდა.მისი დაჟინებული მზერისთვის ყურადღება არარ მიმიქცევია, სალათის მომზადებას შევუდექი, კიტრს ვჭრიდი როცა უკნიდან მომიახლოვდა და თასიდან კიტრი ამაცალა
-მალე , გიჟივით მშია
-დაოკება მოგიწევს - დავუღრინე და მხარი გავკარი ,რომ გაწეულიყო.
-ხალხო ჩვენ მაღაზიაში ჩავირბენთ რა ,რამე ცივს ამოვიტანთ და ამოვალთ
-და ერთერთი რომ წახვიდეთ ვერა? - ნამდვილად არ მინდოდა ამ ტარზანტან მარტო დარჩენა
-რომ იცოდე არ ვიკბინები
-კაი კაცო - შევუღრინე და თათს შევხედე
-ჩემს საცოლესთან ერთად ჩავდივარ მარკეტში , ეს კი არ განიხილება!
-ჯანდაბა თვენს თავს - ჩუმად ჩავილაპარაკე და გავაგრძელე მზადება.თათ და ნიკუშა მაღაზიაში ჩავიდნენ, მე კი მაქსიმალურად ვცდილობდი დანიელისთვის ყურადრება არ მიმექცია, ხელს ვიბანდი როცა შემთხვევით შევამჩნიე ჩემს სამაჯურს როგორ ათამაშებდა, შოკი მივიღე პირდაპირი მნიშვნელობით, მანაც დამინახა როგორი თვალებით მივშტერებოდი და ინტერესით შემომხედა
- იცი ბოლოს როდის მოვქსოვე სამაჯური ? მოიცა გავიხსენო,ააა ხო ჩემს საყვარელ გოგოს რომ მოვუქსოვე წლების წინ
-ამას მე რატომ მიყვები - თავის გამოდებილება ვცადე
- თუ გეკიდე ჩემს ნაჩუქარ სამაჯურს რატომ ინახავ არ მესმის იცი
-რა მნიშვნელობა აქვს , დამიბრუნე - მივვარდი ,რომ სამაჯური გამომერთმია, მან კი წელზე შემომხვია ხელი და ზემოდან მომექცა
-რაო პატარავ გენატრებოდი?
-დანიელ გამიშვი გთხოვ და ჩემი სამაჯური დამიბრუნე
-არა!
-გთხოვ ეს ერთადერთია რაც შენ... - გელში ბურთი გამეჩხირა და საუბრის გაგრძელება ვეღარ შევძელი, თვალებიდან ცრემლებმა იწყეს დენა
-რაც ჩემგან დაგრჩა? - უნებურად დავუქნიე თავი და თავი გვერდით გავტრიალე,ჩემი ცრემლები რომ არ დაენახა
-შეგიძლია ამდენი წლის დაკარგვის მიზეზი ამიხსნა
-გთხოვ არ შემიძლია , უბრალოდ გამიშვი - უკვე ხმას ვერ ვაკონტროლებდი , ცრემლები შეუჩერებლად დიოდა ჩემს სახეზე
-არ გიშვებ! დავიღალე, ყოველ მოახლოებაზე გაშვებას მთხოვ , აღარ მინდა
-აბა რა გავაკეთო ,რა გინდა დანიელ? -ყვირილზე გადავედი
-შენ თებეა შენ ! შენ მინდიხარ მეტი არავინ და არაფერი გესმის?! ჭკუიდან გადაგყავარ და ამას არც აღიარებ ხვდები? შენი ყოველი ამოსუნთქვა მენატრება ადამიანო - ხმას უფრო და უფრო უმატა , მეკი ამან უფრო ამიჩუყა გუი და ცრემლები უზომოდ მცვიოდა, არ მეგონა რომ ვუყვარდი, არ მეგონა რომ ასე ვუყვარდი, მე კიდევ ყველაფერზე უარი ვთქვი,მასზე ვთქვი უარი - ისევ ჩუმდები თებე ისევ- ჩემსყელში ჩარგო თავი და მძიმედ ამოისუნთქა
-მაპატიე რომ ხელი გაგიშვი - მხოლოდ ამის თქმა შევძელი და ტირილს ვუმატე
-არა ,არა ნუ ტირი , უფრო მიყვარდები, ნუ ტირი ციყვო - ჩემი სახე ხელებში მოიქცია და თვალებში ჩამაშტერდა
-ახლა რომ არ გავაკეთო, საშვილიშვილოდ ვინანებ - ეს თქვა და ტუჩებზე გაცხარებული დამეწაფა, ვერც კი გავიაზე რა ხდებოდა ,მაგრამ ამ მომენტის დამთავრება არ მინდოდა,ხელები კისერზე შემოვხვიე და მისი ტუჩების მოძრაობას ავყევი,არ ვიცი რამდენი ხანი ვიყავით ასე მაგრამ კარზე კაკუნმა მომიყვანა გონზე
-დანო!კარი -წამოვხტი დივნიდან ცრემლები მოვიწმინდე და კარს მივვარდი
-სადა ხარ ე ამდენი ხანი , დავიწვით
-თებე? კარგად ხარ
-კი თათ , შემოდით
- ორ წუთში მოვალ - სააბაზანოში შევედი,სახეზე წყალი შევისხი ,მინდოდა გონზე მოვსულიყავი, რომ გამეაზრებინა რეალობაში ვიყავი თუ ჩემი ოცნების იმიტაცია იყო, როცა ზურგიდან ძლიერად მიმეკრა მძიმე სხეული, თვიდან შემეშინდა მაგრამ ჩემთვის ნაცნობმა სურნელმა წამშივე მომადუნა
-კარგად ხარ პატარავ?
-უბრალოდ გარკვევას ვცდილობ
-რის გარკვევას?
-რეალური ხარ თუ ისევ ვვოცნებობ
-იმაზე რეალური ვარ ვიდრე შენ ფიქრობ - შემომაბრუნა და ლოყაზე ხელი ჩამომისვა, ამან წამიერადვე იმოქმედა ჩემზე და მთელი კანი დამეხორკლა,ისეთი სასიამოვნო შეგრძნება იყო არც კი ვიცი სიტყვებით როგორ უნდა გადმოვცე- მაპატიებ?
-რას? - ვერ მივხვდი რატომ მკითხა,წესით პატიება მე უნდა ვთხოვო
-გუშინ რა სისულელეც გითხარი ,იმის გამო
-დანო არა ,შენ არ ხარ დამნაშავე მე..- მისი ტელეფონის ზარი გაისმა- უპასუხე, იქნებ მნიშვნელოვანია - ტელეფონი ამოიღო ჯიბიდან თუ არა ,პირდაპირ ეს სახელი მეცა თვალში ,,ლიკუნა’’ ,ტანში სიბრაზის ტალღამ დამიარა
-იყოს მერე დავურეკავი
-რატომ შეყვარებულს ხომ არ დაუმალავ, ყოფილს რომ აკოცე!არ გეკადრება დანო!- ზიზღით წარმოვთქვი და სააბაზანოდან კარის შემოქნევით გავედი


You are reading the story above: TeenFic.Net