დილა მშვიდობის დანიელ- აკანკალებული ხმით,მკვეთრად წარმოვთქვი მისი სახელი და თავად გამააჟრიალა ტანში,დანიელი! გულში კიდევ ერთხელ გავიმეორე მისი სახელი
-უკვე შენს გაღვიძებას ვგეგმავდი,ვიფიქრე ჩაეძინა თქო
-არა,მე ...- დაბნეულობა ვერ დავმალე-უბრალოდ გამიჭრდა გაღვიძება
-ვწუხვარ,ჩვენი ბრალია,არ დაგაძინეთ ხო?
-მთლად მასეც არ არის,სამსახურში იმაზე მეტად ვიღლები ვიდრე შეიძლება
-ხო,ამაზე გამახსენდა. ბოდიში უნდა მოგიხადო
-უკაცრავად?
-გუშინ ცუდად გამომივიდა,ვერც წესიერად მოგესალმე და
-არაა პრობლემა, დაივიწყე - მოკლედ მოვუჭარი,არ მინდოდა ლიკაზე დაეწყო საუბარი,ეგ გოგო ძალიან საყვარელია,მართლა მომწონს,უბრალოდ დანოს გვერდით? მეარც კი ვიცი
-მართლა გამიხარდა შენი ნახვა
-მეც-ცივად მივუგე და წვენი ერთი ამოსუნთქვით დავლიე
-დილაობით ისევ არ ჭამ ხო
-სამწუხაროდ.- და მერე მთელი დღე მკვდარივით ვარ,ვერც ვასწრებ ხშირ შემთხვევაში რამის შეჭმას
-ეგ ცუდია,მთელი დღის ენერგიას კარგავ -დანიელ მადლობა ყურადღებისთვის,მაგრამ წასვლის დრო მომივიდა
-საღამოს გნახავ
-მოიცა და საღამოს რა ხდება- ეს ინფორმაცია ჩემთვის არავის მოუწოდებია,რატომღაც
-წადი დაგაგვიანდება,საღამომდე ციყვო-ჩემს ყვრიმალებჩავარდნილ ლოყაზე მომქაჩა და აივანზე გავიდა,საერთოდ რა ლაწირაკული საქციელია,ან ეს ‘’ციყვო’’ რამ გაახსენა,ხო ამ სახელით მომმართავდა მთელი ბავშობა,ჩემი წინა ორი კბილის გამო,სანამ ბრეკეტ სისტემას მივმართავდი,განსაკუთრებით გამოკვეთილად ჩანდა წინა ორი კბილი,ახლა თანწყობა იდეალურად მაქვს,ფაქტობრივად არც კი ჩანს ესჩემი დიდი კბილები და ამან ისევ ციყვიო,ვერ არის მგონი.ეს კიარა ერთი მაინტერესებს ამ საღამოს რა ხდება,რომ ესბატონიც ბრძანდება,ან პირიქით მეც ვარ დაპატიჟებული.მეცოდება თათას ვერ გავაღვიძებ ახლა,იმდია თავად დამირეკავს რომ მოფხიზლდება.ამასობაში ფიქრებში გართული,როგორ მივეთრიე სამსახურში არ მახსოვს.
-რა გათიშული ხარ ზაქო!
-ჰა,აა რავი ერთი,დილით დანიელთან ლაპარაკში გავები და წესიერად ვერც დავიწყე დილა
-მაგაზე წესიერად რა გინდო... რა ქენი?!- ისე იყვირა ინერციით ლამის უკან გადავვარდი
-დედას გაფიცებ რა გაყვირებს ნინი?! შენი ბღავილი მაკლდა კიდე რა
-რა დანიელი გოგო,გუშინ შე არ იყავი,არ მელაპარაკება,შეყვარებულიც ყოლია,ასეა ისეა-ჩემი საუბრის ჩლიფინური იმიტაცია დაიწყო
-მისმინე! ჩემი ბრალი არარის, საღამოს აბაზანიდან რომ გამოვედი დამხვდა ჩემს..
-აბაზანიდან გამოხვედი და დაგხვდა?!გოგო შენ
-ოე,ოე,ოე მაცდი?! თურმე ჩემი სასიძოს ძმაკაცი ყოფილა და გასაცნობად მოიყვანა,სანამ ჩემმა აქლემმა დამ ყველაფერი არ დაფქვა,ხოდა იმანაც მთელი ცხოვრებაა ვიცნობო-ვეცადე ეს სიტყვები დანიელისებურად წარმომეთქვა,ამაზე კი ნინი სიცილისგან კიბის წმენდით ადიოდა სალონში.
-ქალებო,დილა მშვიდობის,აბა რა განწყობით ვართ?
-დილამშვიდობის ლიაკო, მე კარგად და ქალბატონი თებე დასტრესილლ!
-ეხლა თუ გწყვიტე! - ხელი ავუქნიე მუქარის გასამართლებლად
-ოჰ ნურას უკაცრავად თებ! დანოს ხომ არ დაუძახებდი ? დაგიხსნის ჩვენგან- ახარხარდა და ლიას გადახვია ხელი
-რა შუაშია დანიელი თუ ღმერთი გწამს
-ისე იძახის თითქოს დილით დანიელს კი არა მე გამეღვიძოს მის სახლში
-ვინ დანიელს ,რა ხდება ხალხოოოოოოო
-მოკლედ გეტყვი ლიუშ
-ეხლა მოიცა,არაფერს არ ეტყვი შენ ,გააფ*ი იქით! დანიელი ის ბიჭია გუშინ აქ რომ იყო მოსული ,ჩემი ბავშვობის მეგობარი ,კლასელი და ჩემი მომხმარებლის შეყვარებული -ბოლო სიტყვებით მკვეთრად წარმოვთქვი და ნინიას მივანათე მზერა
-და მისი პირველი და განუმეორებელი სიყვარული ც!- პირი არ მქონდა გაღებული რომ დააბერტყა და თნ ეს ‘’ც’’ გამოკვეთილადა წარმოთქვა
-რა?! არა არ მჯერა,ამ სატანას ვინმე უყვარს ?შანსი არარის
-მადლობა ლია! - თვალთმაქცური გაღიზიანებით წარმოვთქვი მისი სახელი, არ ვიცი უკვე გითხარით თუ არა ლიკა ჰქვია ,მაგრამ ლიას ვეძახით გასაბრაზებლად,პირადობის მოწმობაში ლია უწერია ქალბატონს
-უყვარს რომელია, ენა უვარდება იმ ბიჭის დანახვაზე,სახე უჭრელდება
აუ გამაცანით რა - ტაში შემოჰკრა ლაიმ- ასეთი ვინაა რომ ამის ემოციებს მკლავზე იხვევს
-მკლავზე არა ტრა**ე , რაღაცას ბოდიალობთ ,ყბა აიკეცე და მითხარი დღეს ჩაწერები გვაქვს ?
-ე.ი 11-ზე,12:30-ზე,15:40-ზე,17:00-ზე და ვსო
-კაი ე.ი დღეს ვკვდები
-არა მოიცა
-რა?
-18:40-ზეც გავს უბრალოდ მოწესრიგება-ლაქით
-ოქეი. დედა აღარ მეყოლება საღამომდე ,წინასწარ გამომიგლოვეთ ძმებო!
-ნინი შე საცოდაოშენც ოთხი გყავს დღეს,მკვდრები ხართ
-შენ რა გენაღვლება ,შემომიწყობს ფეხებს მაგიდაზე გოგო და მიდიიგულიიიავე ოქრო
-შეეშვი ბავშვს, წარუმატებელი პაემნებისგან სტრესშია -მე და ნინი ხარხარით ჩამოვშორდით ლიას და ჩვენი მაგიდებისკენ დავიძარით
-დილა მშვიდობის გოგოებო
-დილამშვიდობის ნანული - ერთხმად მივესალმეთ ჩვენს დიასახლისს,სამოც წლამდე ქალბატონს
-დღსაც მარტო ხართ ჩემო საწ....ბო?
-აბა ნანუ
-ის ახალი გოგო არ მოსულა?
- ვინ ახალი გოგო?- ერთდროულად შევიცხადეთ მე და ნინიმ- ლია!
-ვინ ახალი გოგო და ერთია რა , ანასტასია ჰქვია მგონი 18-19 წლის არის ,დღეს უნდა მოვიდეს გასაუბრებაზე
-და ამას ახლა გვეუბნები შე არაქალო
-ვაიმე მე დეპრესიონერა მაქვს და თუ არ შემახსენეთ ისე ვერ გავიხსენებ ვერაფერს ,რას მიყვირით
-ვაი შენ გაგიხმა ეგ დეპრესიული თავი - საყვარლად მიახალა ნინიმ,ამ დროს ჩემი ტელეფონი აწკრიალდა-თათა
@
-ხო თათ
-თე მიხვედი სამსახურში
-კი ბატონო
-ძან კაი,დაო რაზე დაგირეკე იცი?
-ჩავთვალოთ არა მერე?
-ანუ ?
-არაფერი. მითხარი რა ხდება
-კაი. ე.ი საღამოს ცხრა საათისთვის სქაი ტერასაზე მივდივართ,უარი არ მიიღება გთხოვს , ძალიან მნიშვნელოვანი თემა უნდა განვიხილოთ და შენ რომ არ იყო გეფიცები არ გაგცემ ხმას !
- ხო იცი რომ ძალიან ვიღლები არა? ეს მუქარა და შანტაჟი რა საჭიროა
-გთხოვ თე , გთხოვ თუ გიყვარვარ რა
- კარგი რა გაეწყობა
-კარგი , მე და ნიკუშა ადრე მივდივართ და შენ დანიელი წამოგიყვანს ,გკოცნი ,მიყვარხარ
-რა დანიელი გოგო? თათა,თათა მეთქი
-უხ ჯანდაბა შენს თავს თათა რა !
- რა ხდება შვილო, რა გაჯიჯღინებს
-იცი ჩემმა იდიოტმა დამ რა გამიჩალიჩა, საღამოს სქაი ტერასაზე წასვლა და ეს არ იკმარა და დანიელი წამოგიყვანსო, ეს თუ არ მივაკლა რა , იმ ლიკას ჩემს თვს მოაკვლევინებს ეს გოგო
-კაი რა, დაიკიდე და წადი
-რა მარტივია ხო ლია?! იმ ბიჭს შეყვარებული ყავს , შე-ყვა-რე-ბუ-ლი!
- თუ შეყვარებული ჰყავს შენთან რას დარჩა ვერ გავიგე
-ნინი! ჩემთან არ დარჩა, თვის მეგობრებთან ერთად დარჩა ,რომლებიც შენდა გასაკვირად ჩემს სახლში იყვნენ
-მეც მეგ ვთქვი
-გააფსი! მე წავედი მოვამზადო მაგიდა - ნერვებმოშლილი ვამზადებდი მაგიდას,ფიქრისგან თავი მიფეთქდება, ვაღიარებ სიამოვნებით წავალ მასთან ერთად , მაგრამ მისი შეყვარებული,არ ვიცი ანნ თვითონ რატომ დათანხმდა, ან იმ ლიკას ტვინი სად აქვს თავის შეყვარებულს ვიღაც გოგოს წამოსაყვანად რომ უშვებს, მე მის ადგილას მუხლებს დავუმტვრევდი, ვინ ჩემი ფეხებია ვიღაცა გოგო ,ჩემმა შეყვარებულმა რომ აწანწალოს აქეთ იქით. ვაიმე არ ვიცი რა საღამომდე გავსკდები ნერვებით.პირველი მომხმარებელიც მოვიდა, დრო ისე სწრაფად გადიოდა ვერც კი მივხვდი ისე გახდა რვა საათი , ბოლო მომხმარებელი გავუშვი და მაგიდას ვაწესრიგებდი თათამ რომ დამირეკა
@
-თე რას შვები მორჩი?
-კი თათა
-რა გჭირს? აგრესიული ჩანხარ
-არაფერი თათა,დაღლილი ვარ
-ანუ არ..
-წამოვალ მეთქი ხომ გითხარი, რა საჭიროა ათასჯერ კითხვა
-კაი, ვიცი რომ დრო არ გექნება ტანსაცმლის შესარჩევად ამიტომ, გაგიმზადე და საწოლზე დაგიდე ყველაფერი
-კაი მადობა
-მიყვარხარ თე
-მეც პატარავ
ისეთი მითიშული ვარ , ცოცხალი თუ გადავრჩები მადლობელი ვიქნები. ძლივს მივაღწიე ახლამდე, გრილი შხაპი მივიღე და ცოტახანს საწოლზე მივწექი, მაგრამ ვინ გაცდის ,ტელეფონი აღიღინდა, უცხო ნომერია
@
-გისმენთ
-რას შვები ციყვო? მზად ხარ
-დანიელ - თვალები გამიფართოვდა
-სხვის ზარს ელოდი?
-კაი შენი ჭირიმე რა- მის უაზრო ხუმრობებს ვერასდროს ვიტანდი და მობეზრებულად ვუპასუხე
-კაი ხო, მზად ხარ?
-არა, ახლა ვიწყებ ჩაცმას
-კაი რომ მოემზადები მომწერე,დაბლა გელოდები
-კაი
რაო დაბლა გელოდებიო, ეს ვ ერ არის გეფიცები , თითქმის ორმოცი წუთი მაქვს წინ და ეს გარეთ უნდა იდგეს , ღმერთო რას გიშავებ . კაბა გადავიცვი, შავი,ტანზე გამოყვანილი, ზურგი ამოღებული და თასმები შესაკრავი,არაბუნებრივად ამოღებული გულ-მკერდი, ამის გამო თთას ვერავინ გადაარჩენს, შავი მაჩ ენდ მაჩეის ქუსლიანები, თმა ჩამოვისწორე და გავიშალე, ზედმეტად დაღლილი ვიყავი ვარცხნილილობისთვის, წამწამები ავიტუშე,ტუჩს ფორმა და ფერი შევმატე,გამოვკვეთე, სუნამო მივიპკურე და ანიელს მივწერე,
@
-ჩამოვდივარ
-გელოდები ციყვო
ერთხელ ამ მეტსახელის გამო მივასიკვდილებ
კიბეებზე ჩავდიოდი, შავ სამოსში გამოწყობილი დანიელი რომ დავინახე, ტელეფონში რაღაცას უაზროდ სქროლავდა, არა რა ამ ბიჭისთვისაა შავი ფერი შექმნილი. ნერვების მოვთოკე და ხმამაღლა წარმოვთქვი
-საღამომშვიდობის -თავი ამოყო ტელეფონიდან და თავი დამიკრა,ერთადერთი ემოცია რაც მის სახეზე შევამჩნიე იყო - არაფერი!, არც მიკვირს მას ხომ შეყვარებული ჰყავს
-ვაღიარებ , გადაღლილობის დამალვა კარგად შეგიძლია
-თათამ სხვა გზა არ დამიტოვა, ზედმეტად დაჟინებული იყო
-ნიკუშაზეც იგივეს ვიტყვი,რაღაც მნიშვნელოვანი ხდება ,როგორც ჩანს
-მაგათვით დაქორწინება იქნება მნიშვნელოვანი ,სხვა რა ?- ჩემთვს წარმოვთქვი და ფანჯრიდან გზას თვალი გავაყოლე
-ისევ ერთსა და იმავეს ვფიქრობთ - ტუჩის კუთხე ჩატეხა და გზის ყურება განაგრძო. მოკლედ გეტყვით ეს რატომ მითრა, მთელი ბავშვობა თითქმის ყვლაფერში ვეთანხმებოდით ერთმანეთს, ასიდან ოთხმოცდაათი პროცენტით ერთი აზრი გვქონდა ხოლმე, ზოგჯერ ლაპარაკისას ერთსა და იმავე სიტყვებს ვაბერტყებდით ხოლმე ერთდროულად და მერე იძულებულები ვხდებოდით რომელიმეს გაეგრძელებინა ლაპარაკი , რადგან მაინც ერთ აზრზე ვიდექით.
-ხო რავიცი - უემოციოდ შევხედე და გზის ყურება განვაგრძე, მალევე მივედით ტერასაზე, მანქანიდან ისე გადმოვედი დანოს არც დავლოდებივარ
-ვიფიქრე ვიჯენლტმენებდი და კარს გაგიღებდი- ზურგიდან წამომეწია
-სერიოზულად?
-ხო რა იყო ,არ გეკადრება თუ მე არ მეკადრება
- მოგცლია რა - მხარი გავკარი და სვლა გავაგრძელე.იმდენი ხალხი იყო ,მგონი ეს ჩემი და მართლა თხოვდება და იმიტო შეგვყარა,ფიქრებიდან თათს ბღვილმა გამომაძევა
-თე , რა ლამაზი ხარ
-მლიქვნელო- ლოყაზე ვაკოცე და ვისკის ჭიქას დავწვდი
-დანი შენც ძალიან სიმპატიური ხარ
-როგორც ყოველთვის თუნთულ - გულში ჩამეცინა
-შენს სიამაყეზე ვგიჟდები - წავკბინე და ვისკი მოვსვი
- შენ მარტო ჩემს სიამაყეზე არ გიჟდები ციყვო - ყურში ჩამჩურჩულა და ტუჩებთნ მიტანილი ჭიქა ხელიდან გამომაცალა, გეფიცებით ისთი გაოგნებული ვიყავი,კიდე კარგი პირი დახურული მქონდა თორე სასაცილოდაც არ ვეყოფოდი ხალხს.ბატონი კი მშვიდად ეკურკურებოდა რამდენიმე გოგოს ,ისინიც აცანცარებულები კისკისებდნენ, თან ზედმეტსახელიც რომ მოუფიქრებიათ „’ხიმშო“’, ვაი ამათ პატრონს
-თებრო რატო არ სვამ ეე
-ნიკოლოზ! ჯერ ის მითხარი რატო მომათრიეთ აქ ასე საჩქაროდ , აი მერე დავლევ
-კაი რა თებრო რა გეტაკება ხოლმე,ჯერ არ მოსულხარ და უკვე შეტევაზე გადმოხვედი
-რა მეტაკებას განახებ შენ
-ოპაა , ჩემს ძმაკაცს არ შეეხოტ მადმუაზელ
-ოჰ თქვენ გოგოებს არ ეჭორავებოდით ბატონო ხიმშო ?! რითი დავიმსახურეთ თქენი ყურადღება - კბილებში გამოვცერი
-მე წავედი, დაგიხოციათ ერთმანეთი - ხელი აიქნია ნიკუშამ და გაგვერიდა
-კიდე ერთ რაღაცას ვაღიარებ , ეჭვიანობა არ გიხდება, მაშინებ ხოლმე - ვისკი მოსვა და არაადამიანურად გადაიხარხარა, ე.ი გაშინებ ხო, შენ თუ ჭკუა არ გასწავლე რაა მამული
-მერე ნუ მიახლოვდები, ნაშოჩკებს დაგიფრთხობ პატარავ - ჯერ კიდევ ჩემთვის ართმეული ვისკის ჭიქა გამოვაცალე ხელიდან და თათასკენ დავიძარი
- თე მოდი ვინ გაგაცნო, ეს ლიკაა - იმ გოგოს შემოტრიალება და ჩემი გაქვავება ერთი იყო
-თებე, ჩემო ოქროსხელება, არ ვიცოდი თათას და თუ ყავდა და მერე ის და შენ თუ იქნებოდი
-იცნობ ჩემს დას?
-რას ამბობ?ეს სილამაზეები მისი შექმნილია- თითები ცხვირწინ აუთამაშა,მე კი ჯერ კიდევ გახევებული ვიდექი
-რა კარგია , თე ლიკა დანიელის ..
- ვიცი , ვიცი აღარ გააგრძელო, გამიხარდა შენი აქ ნახვა ლიკა. მე ცოტახნით დაგტოვებთ - არ დავამთავრებინე და იქაურობას გამოვეცალე, მათი სიყვარულის ისტორიის მოსმენისთვის ნერვები არ მეყოფოდა , ისეც აფექტის მდგომარეობაში მყოფს , დედაჩემმა დამირეკა
@
-რას შვებით დედი?
-რავი სქაი ტერასაზე ვართ , მეგობრებთან ერთად შენ
-არ გამაგიჟო ამ ღამე მანდ რას დაეთრევით
-აუ დე უკვე ნერვებს მიშლი, ორი წლის ბავშვი ვარ საკუთარ თავს და დას რომ ვერ მივხედო?
-ნუ მეტლიკინები, ჩემი ხელი მოგაკლდათ თქვენ
-დედა
- რა დედა? პატიოსანი გოგოები აესე კარდაკარ უნდა დაეთრეოდეთ გარეთ , რომელი საათია , სახლში როდის მიხვალთ თქვენ, ან შენი და რატო არ მპასუხობს ხოარ უნდა სათითაოდ დავაცალო თმები?!
-უკვე ყელში ხართ რა - ხმა ვეღარ გავაკონტროლე
-შე მათხოვარო ბავშვო! ტონს დაუწია , ვინ გგონივარ ჰა
-დედა უკვე ჭკუიდან გადაგყავარ , ზედმეტ კონტროლს მოეშვი და გამითშე , ტორე მაგრად ვიჩხუბებთ
-დაწყდით ერთ დღეს!რო კვდებოდეთ არ დარეკოთ ჩემთან- და გამითიშა, მასთან არც ტკბილ და არც მწარე სიტყვას აქვს აზრი, თავისი სიტყვის მეტს არაფრს უსმენს, ისეც გაღიზიანებულს დედაჩემის წიქვინიც დამემატა, ნერვიულად ვათამაშებდი ხელებს ,როცა ზურგიდან ვიღაც ძლიერად ამეკრო
- სულ გამირბიხარ,წლები გადის და მაინც არ იცვლები
-დანო!