16 თავი. "სრულყოფილი წარსული"

Background color
Font
Font size
Line height

ჩემი ცხოვრება ყოველთვის იცვლებოდა.მუდამ ცვლილება კი ჩემთვის უმეტეს წილად ცუდი შედეგებით სრულდებოდა.თავის მოკვლა ვცადე ვიღაც ბიჭის გამო რომელმაც გული მატკინა.ეს ერთი პატარა გოგოს სულელურ საქცილეს ჰგავს მაგრამ რა ვქნა?სუსტი ფსიქიკა მაქვს.ყველანაირად ვცდილობ გავძლიერდე ძლიერი გოგოს როლიც კი მოვირგე,მაგრამ...მაგრამ მე სუსტი ვარ.ცხოვრება იმაზე რთულია ვიდრე გგონიათ.ყველაფერი ყოველთვის ჰეფიენდით არ სრულდება.

ჩემს ცხოვრებაში ორჯერ მქონდა შანსი,რომ ყველაფერი ჰეფი ენდით დასრულებულიყო,მაგრამ...არა ეს არ გავაკეთე.რატო?ალბათ ეს კითხვა ყველას აწუხებს.პირველად რა თქმა უნდა მე არაფერი ამირევია ის ყველაფერი ჯონსუკის ბრალი იყო,მაგრამ მეორედ მე დავუშვი შეცდომა.ვუკი არ იყო ადამიანი ვისთვისაც გული უნდა მეტკინა.ის ჩემთვის საკმაოდ ძვირფასი იყო.მაგრამ მე მას გული ვატკინე...

flashback :

უნივერსიტეტიდან გამოვედი და მანქანას დავაკვირდი რომელთანაც ნაცნობი სილუეტი დავლანდე.

-აიუ?(ვუკი)ჩემსკენ წამოვიდა და გადამეხვია

-როგორ ხარ?(ვუკი)

-კარგად შენ როგორ ხარ ვუკ?(მე)გავუღიმე

-კარგად...აიუ მოდი სადმე დავსხდეთ და ვისაუბროთ კარგი?(ვუკი)მე თავი დავუქნიე

-მოდი ჩემს ბინაში წავიდეთ რომ თავისუფლად ვისაუბროდ(მე)მან თავი დამიქნია და ჩემს ბინაშიც მალევე მივედით.შიგნით შესულზე მიმოიხედა და ბინის დათვალიერება დაიწყო

-პატარაა მაგრამ საკმაოდ კომფორტული(მე)

-გეთანხმები(ვუკი)

-კარგი შენ მისაღებში დამელოდე ყავას მოვამზადებ(მე)ყავის მომზადება დავიწყე და მალევე მივედი ვუკთან.ფინჯანი აიღო და მოსვა

-გემრიელია(ვუკი)

-აქ რატომ ჩამოხვედი?-მან თავი დახარა და ცოტა ხანი დუმილი ამჯობინა

-აიუ გავიგე,მაგრამ მინდა შენგან მოვისმინო მიზეზი აქ რატომაც ჩამოხვედი(ვუკი)სხეულში სიცივემ დამიარა.ფერი დავკარგე და სინდისმა შემაწუხა.მე მის წინაშე დამნაშავე ვიყავი.მე ის მოტყუებულად გამოვიყვანე,ტყუილი იმედი მივეცი,შემდეგ კი ისე გავქრი მისთვის არაფერი ამიხსნია ეს უსამართლობაა.

-შენ იცი?-მან თავი დამიქნია

-მაგრამ შენგან მოსმენა მინდა....რა მოხდა შენსა და ჯონგსუკს შორის?-ამ კითხვამ მთელ სხეულში საშინელი ტკივილი მომგვარა.მაღიზიანებდა როცა მე და მას ერთ წინადადებაში მოგვიხსენიებდნენ.

-მე დაგპირდი რომ არასდროს არაფერს დაგაძალებდი გახსოვს?არ გკითხავდი მაშინ რატომ წახვედი სეულიდან ან ასეთი ჭკვიანი თუ იყავი რატომ არ გქონდა დიპლომი, მე მჯეროდა რომ ამ ყველაფერს შენ თვითონ მეტყოდი,მაგრამ აიუ უკვე ვალდებულიხარ ამიხსნა და გამარკვიო ყველაფერში(ვუკი)

-კარგი-ვუთხარი ხმის კანკალით-........მე და სუკი შეყვარებულები ვიყავით,მაგრამ სუზიმ...მისმა ცოლმა ის საწოლში ჩაიწვინა ანუ ისინი ერთად იწვნენ.მე მე...-მოვიდა და ხელი ხელზე დამადო

-ყველაფერი რიგზეა ეს წარსულია

-მე ვიდეო მივიღე...სადაც,ანუ....ის ღამე იყო ჩაწერილი....-გავჩუმდი და ცრემლებმა თავისით დაიწყო დენა.ვუკს თვალები მწუხარებით აევსო-შემდეგ  ფოსტით მივიღე ალბომი სადაც სუზის და ვუკის ფოტოები იყო.ასევე მათი მინაწერები...ყველაფერი და ის ვიდეოც დისკზე იყო ჩაწერილი.....სუკთან წავედი და ეს ყველაფერი სახეში შევაყარე.ის დუმდა,ყველაზე მეტად ამან გამამწარა,ის იდგა არც იღიმოდა,არც იცინოდა,არც ტიროდა,არც ყვიროდა უბრალოდ უმოძრაოდ იდგა.ეს ვიდეო სუკის დაბადების დღეზე იყო ჩაწერილი,მე კი ამის შესახებ ერთი თვის მერე გავიგე.შემდეგ იქედან წამოვედი,იმ დღეს საშინლად წვიმდა,თითქოს ბუნება გრძნობდა ჩემს ტკივილს.ვერ გავუძელი,ტკივილისთვის ზედმეტად სუსტი აღვმოვჩნდი.თავის მოკვლა სამჯერ ვსცადე-თითოელ სიტყვაზე მახსენდებოდა ის საზარელი მომენტები-ბოლოს ფსიქიატრიულში დამაწვინეს,ყველას გიჟი ვეგონე მგონი ასეც იყო.წამლებით მაბრუებდნენ და როცა ჩემს სანახავად დედა მოდიოდა  იმ დონემდე ვიყავი წამლებით გაჟღენთილი უბრალოდ რობოტს ვგავდი.როგორც კი დედა წავიდოდა წამიყვანდნენ და მაწამებდნენ.ელექტრო შოკებით ან მაშიმშილებდნე.არვიცი ასე რატომ მექცეოდნე,მე არ ვიყავი დამნაშავე რომელიც ფსიქიატრიულ ციხეში იყო.მე ვიყავი გოგონა რომელმაც ტკივილს ვერ გაუძლო.-ტირილი გავაგრძელე

-აიუ არ არის საჭ...-გავაწყვეტინე

-არა შენ წინაშე ვალდებულივარ თავიდან ბოლომდე მოვყვე.დედამ ერთ წლის შემდეგ იქედან წამომიყვანა.უნდოდა მის გვერდით ვყოფილიყავი,როცა გონს მოვედი ყველაფერი ვთქვი და სასამართლოც მოვიგე ის ექიმები დაისაჯნენ.ამის შემდეგ ბუსანში წავედი.ოთხი წელი იქ გავატარე და შემდეგ უკან დავბრუნდი რადგან სტაბილური სამასხური არ მქონდა,ორი თვე მამაჩემის მეგობრის კომპანიაში ვიმუშავებდი და მერე ბუსანში დავბრუნდებოდი იგივე კომპანიის სხვა ფილიალში(მე)

-და ეს კომპანია სუკის მამის აღმოჩნდა?!(ვუკი)თავი დავუქნიე

-სუკის მამა და მამაჩემი მეგობრები არიან როგორც მინჰო და სუკი,მამამ არ იცის ვინ იყო ის ბიჭი ვისაც ვხვდებოდი.დიდის ამბით სცდილობდა ამის გარკვევას მაგრამ მინჰო ვაიძულე რომ ყველაფერი გაეკეთებია იმისთვის რომ მას არ გაეგო,არ მინდოდა ჩემს გამო სუკის მამასთან მოსვლოდა კონფლიქტი.თავიდან სუკი ისე იქცეოდა თითქოს ვეზიზღებოდი და ყველაფერში დამნაშავე მე ვიყავ,მაგრამ ბოლოს ორივე შევთანხმდით რომ ერთმანეთს ისე მოვექცეოდით,როგორც ჩვეულებრივი უფროსი და თანამშრომელი იქცევა.ამის შემდეგ ჩემს ცხოვრებაში შენ გამოჩნდი.მართლა მომეწონე,მინდოდა რომ შენთან ვყოფილიყავი და ვფიქრობდი რომ ცხოვრებამ ახალი შანსი მომცა(მე)მან გიღიმა

-აიუ შენ ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ნათელი ადგილი იყავი ჩემთვის მართლა ძვირფასი ხარ...(ვუკი)გავაწყვეტინე

-მაგრამ როცა სუკს ვხედავდი ყველაფერი მახსენდებოდა და მეშინოდა,არა იმიტომ რომ მეშინოდა შენც მიღალატებდი!არა !ასე არ იყო,მე მეშინოდა რომ შენთან ყოფნას არ ვიმსახურებდი და ჩემი კოშმარული წარსული მუდამ თან მსდევდა....ასეც მოხდა,იმ დღეს წვეულებაზე სუკმა მაკოცა და მითხრა რომ ისევ ვუყვარდი.ამდენი ხნის შემდეგ,ამდენი რამის შემდეგ ,მე მისთვის უნდა დამერტყა და უნდა მეთქვა შე ნაბიჭავრო გაეთრიე ჩემი ცხოვრებიდანთქო, მაგრამ მაგრამ არა!იცი რავქენი?! მე მას კოცნაში ავყევი,მე ეს მომეწონა.ამიტომ ვარ მე ამაზრზენი ადამიანი.შემდეგ ის ბავშვი გამოჩნდა სუკმა კი ყველას გამოუცხადა რომ ბავშვი მისი და სუზისი იყო,ყველა შოკში ვიყავით.არ ვიცოდი რა მექნა.ერთი კვირა სამასხურში აღარ დავდიოდი.მაგრამ ნეტა აღარც მივსულიყავი.მისულზე ახალი ამბავი დამხვდა,ბატონი სუკი გამოვიდა და გამოაცხადა რომ ცოლი მოყავს და ყველას ეპატიჟება მის ქორწილში.აქ კი მართლა ცუდად გავხდი.არაფერი არ უთქვამს ქორწილამდე.საერთოდ არაფერი არც ის კოცნა აუხსნია და საერთოდ არაფერ.ქორწილზე გადავწყვიტე რომ დეგუში წავსულიყავი და შემდეგ იქედან ინგლისში,მაგრამ სუკმა დამირეკა ცერემონიის შემდეგ და სადღაც წამათრია.მითხრა რომ ვუყვარდი და ყველაფერს გააკეთებდა რომ ეს ყველაფერი სიმართლე არ ყოფილიყო და მხოლოდ სიზმარი.შემდეგ მაკოცა და გაქრა ჩემი ცხოვრებიდან.მე შენთან ვერ მოვედი და ვერაფერი გითხარი,მრცხვენოდა რადგან მე შენ წინაშე საშინელი შეცდომა დავუშვი.ვუკ შენ უკეთეს ქალს იმსახურებ(მე)მან გამიღიმა და ხელი ხელზე დამადო

-მე კი ვფიქრობ რომ მნიშვნელობა არ აქვს მე ვის ვიმსახურებ.მე ვერ შევძელი იმ ქალთან ყოფნა ვინც მიყვარდა,მე სუსტივარ.ვიცი რომ არ გინდა რომ ერთად ვიყოთ ამას შენს გამოხედვაში ვგრძნობ,მიხარია რომ იყო დრო როცა შენნაირი ქალი,ის ქალი ვინც მე შემიყვარდა ჩემზე ფიქრობდა,იმედია იპოვი მამაკაცს ვინც შეძლებს და სუკსაც დაგავიწყებს და ჩემზე ძლიერ შეუყვარდები,მაგრამ არამგონია რომ ვინმეს ჩემზე ძლიერ შეუყვარდე.მომენატრები აიუ(ვუკი)გადამეხვია.და  წავიდა.დავინახე ცრემლი რომელიც გასვლამდე მის ლოყაზე დაგორდა.ის კარგი ადამიანია,არ ის შესანიშნავია და ბევრად უკეთესს იმსახურებს.იმედია იქნება ქალი ვინც შენ ისე შეგიყვარებს როგორც მე უნდა მყვარებოდი,მან უნდა გაგაბედნიეროს ვუკ.მე იმედი მაქვს რომ ეს ასე მოხდება.იმედი მაქ რომ ის გაგაბედნიერებს,რადგან შენ იმსახურებ ამას...

                         ავტორი:

აბა რას შვრებით?მოგენატრათ ჩვენი სასიყვარულო სამეული?მეც მომენატრა მაგრამ აქ სიმართლე გითხრათ მუზის არქონაცაა დამნაშავე და დროც რომელიც არ მაქვს.იკითხავთ ადამიანო კარანტინია რა დრო არა გაქვსო!მარა არა ონლაინ გაკვეთილები მაქვს რომელსაც საკმაოდ სერიოზულად ვეკიდები რადგან მნიშვნელოვანია რომ ეს წელი არ გამოცხადდეს აკადემიურ წლად.იმედია თქვენც სერიოზულად მოეკიდებით.ნუ ნელნელა ვეჩვევი ამ რეჟიმს და იმედია მალე დავდებ ახალს.ნუ ამჯერად ეს იკმარეთ.იმედია არც ისე ცუდი გამოვიდა.მგონი წარსული საბოლოოდ გავარკვიეთ.მიყვარხართ და წარმატებები ყველას ❤❤

#დარჩისახლში 

I love you girls

რედაქტორი:
დღესდღეობით ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი რომ ყველამ შეძლებისდაგვარად დავრჩეთ სახლში ნაკლებად გავიდეთ გარეთ.მხოლოდ აუცილებელ შემთხვევაში,რადგან არ მივცეთ ვირუსს უფლება
უფრო მეტად გავრცელდეს
და უფრო მეტი ადამიანი ემსხვერპლოს ჩვენს უგუნურ ქცევებს გაუფრთხილდით საკუთარ თავს,თქვენს ოჯახის წევრებს,ახლობლებს და საერთოდ
საზოგადოებას და სამყაროს💙
ამიტომ  #დარჩისახლში
თქვენივე უსაფრთხოებისთვის💚
და ხელების ხშირად დაბანაც არ დაგავიწყდეთ❤

You are reading the story above: TeenFic.Net