1 თავი "ახალი სამსახური"

Background color
Font
Font size
Line height

ცხოვრება უცნაურია...ერთ მომენტში შეიძლება ბედნიერი იყო,მდიდარი ოჯახი გყავდეს...მეორე მომენტში კი ეს გაქრეს....მაგალითად,ჩემს ცხოვრებასაც დაემართა ეს...თვრამეტ წლამდე ძალიან კარგ სკოლაში ვსწავლობდი.ბევრი მეგობარი მყავდა.კლასში კი არა, სკოლაშიც კი ყველაზე ჭკვიანი ვიყავი და სულ პირველი ადგილი მეკავა სკოლის დაფაზე.საამაყო შვილი ვიყავი...მაგრამ ერთმა შემთხვევამ ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა.....ახლა ვფიქრობ,წარსულში რომ დავბრუნებულიყავი,იმ წვიმიან დღეს რას გავაკეთებდი?მასთან დავბრუნდებოდი?...არა!ვიცი,ამ ყველაფერმა,ჩემი ცხოვრება დაანგრია.იმ ადამიანთან ყოფნას სიკვდილი მირჩევნია....და ახლა რა მდგომარეობაში ვარ?ახლახანს სამსახურიდან გამომაგდეს...რატომ?მე რა შუაში ვარ?ის კაცი ამიშარდა, მეც არ დავაკელი,ბამ და უკვე მერამდენე კაფედან გამომიშვეს!ალბათ,იტყვით ასეთი ჭკვიანი და ნიჭიერი თუ იყავი ახლა ასე რატომ ხარო?გეტყვით....როგორც გითხარით თვრამეტი წლის ასაკში პრობლემები მქონდა ამის შემდეგ დეპრესიაში ჩავვარდი.თავის მოკლა ვცადე და უჭმელობის გამო დაავადვმყოფდი,მერე მეორე სართულიდან ვისკუპე,ვითომ მოვკვდებოდი.სიკვდილის ნაცვლად ფეხი მოვიტეხე,თავი დავარტყი და, რავი აბა,მაზოხისტი გავხდი..როცა გონს მოვედი უკვე გვიანი იყო.ერთი წელი საგიჟეთში ვიწექი,მერე  გამოკვლევებზეც დავდიოდი.ფსიქოლოგიური ტრამვის და თავის დარტყმის გამო რაღაც ფობიები შემექმნა.მეშინია სიბნელის,ხმაურის,სიმაღლის და გამოცდების!მე,რომელიც თავის ქალაქში საუკეთესო იყო ,ახლა გამოცდების შიშის გამო,ანუ ზედმეტი ნერვულობის გამო,ცუდად ვხდები.ახლა განათლების  გარეშე დავრჩი და ნორმალურ სამსახურსაც ვერ ვპოულობ.

დაღლილი სახლში მივედი და თავით პირდაპირ ლოგინზე დავემხე.ძალიან დაღლილი ვიყავი.სტრესი ჩემთვის ძალიან ცუდია.გაჭირვებით ავდექი და დავიბანე.დაბანის შემდეგ სარკესთან დავდექი და დაორთქლილი მინა გადავწმინდე და ჩემი სახე დავინახე.ხო სულ დამავიწყდა თქვენთვის მეთქვა მე lee ji-eun-ი ვარ,24 წლის.ვცხოვრობ ბუსანში.უკვე 5 წელი გასული მას შემდეგ,რაც სეულიდან ბუსანში გადმოვედი.


მშობლები მათთან დაბრუნებას მეხვეწებიან და მეუბნებიან,რომ დამეხმარებიან სამსახურის შოვნაში, მაგრამ მე უარს ვაცხადებ.რატომ?არ მინდა სეულში ჩასვლა,იმ საშინელ ადგილას,იმ საშინელ უბანში,სადაც მე ვცხოვრობდი.იქ საშინელი ხალხი ცხოვრობს მათი დანახვა არ მინდა,მაგრამ რა ვქნა?აქ ყოფნა არ შემიძლია ქირა ხომ უნდა გადავიხადო.ჭამაც მჭირდება,მაგრამ ფული არ მაქვს.ახ რა ვქნა?!

უეცრად ჩემი ფიქრებიდან კარზე კაკუნის ხმამ გამომაღვიძა. ხალათი მოვიცვი და კარების გასაღებად წავედი.კარი გამოვაღე...

-დედა?(მე) გამიღიმა და სახლში დაუკითხავად შემოვიდა.გონს მალევე მოვედი და მეც მივყევი.

-მოიცა აქ რას..?(მე)გამაწყვეტინა.

-ჯერ წყალი დამალევინე(დედა)მეც სამზარეულოში შევედი ერთი ჭიქა დავუსხი და წინ დავუდე.

-აქ რა გინდა?!(მე)მან წყალი მოსვა და ბინის დათვალიერება დაიწყო.

-არა რად გინდოდა მეექვსე სართული?!ლიფტი გაფუჭებული იყო, ძლივს ამოვედი!(დედა)აშკარად თემას ცვლის.

-ხო,მაგრამ აქ რა გინდა დედა?!(მე)

-არ შეიძლება შენს სანახავად ჩამოვიდე?(დედა)

-რა თქმა უნდა შეიძლება,მაგრამ შენ უმიზეზოდ სახლიდან გასვლაც კი არ გიყვარს.ამიტომ,არამგონია მარტო მონახულება იყოს მიზეზი(მე)წარბის აწევით ვუთხარი.

-ახ ხანდახან ნერვები მეშლება,ასეთი ჭკვიანი რომ ხარ(დედა)მე ჩავიღიმე და გონებაში გავივლე"ნეტა მართლა არ ვიყო განსხვავებული და ისეთივე ჩვეულებრივი ვიყო,როგორც სხვა გოგონები"

-კარგი აბა,ბოლოსდაბოლოს აქ რა გინდა?(მე)ამოვიოხრე დაღლილმა.

-შენს წასაყვანად მოვედი!(დედა)

-იცი,რომ უარს გეტყვი,მაგრამ მაინც მოხვედი?! ხომ იცი,არ მიყვარს ეგ ქალაქი!(მე)

-ვიცი,მაგრამ ჩვენთან იცხოვრებ.თან სამსახური არ გაქვს და მამაშენმა გიპოვა.თავისი მეგობრის კომპანიაში.აქ ვერ მუშაობ და ვერც ამ ბინის გადასახადს იხდი.რითი აპირებ თავის გატანას?არ ჯობია ჩვენთან წამოხვიდე? შენი სამსახური გექნება და შენი ფულით იცხოვრებ,თუ ის გაწუხებს,რომ ჩვენ შეიძლება ტვირთად დაგვაწვე.(დედა)

-დედა,მართალი ხარ,მაგრამ ხომ იცი არა ?რა მაკავშირებს მაგ ქალაქთან  და..(მე)სიტყვა გამაწყვეტინა და ისევ ჩემი დარწმუნება დაიწყო.

-კარგი მომისმინე,ცოტა ხანს წამოდი, მარტო ორი თვე,იმ კომპანაიში იმუშავებ,თუ მოეწონები ბუსანის ფილიალში გამოგგზავნიან და მერე წამოდი აქ.მაგრამ ახლა შენც იცი, რომ სამსახური გჭირდება!(დედა)სამწუხაროდ ის მართალია.

-კარგი(მე)

*მეორე დღე*

მეორე დილას უკვე სეულის იმ უბანში ამოვყავი თავი,სადაც მთელი ბავშვობა გავატარე.გზაში ნაცნობი სახეები მხვდებოდა.კიდევ კარგი მანქანაში ვიყავი და ვერავინ მხედავდა.სახლში რომ მივედი, გაოგნებული დავრჩი.

არა,მართალია ჩვენი სახლი დიდი იყო,მაგრამ ეს რა არის?დედას გაოგნებულმა გავხედე.

-ააა...სახლი გაგიკვირდა?შენმა ძმამ გადააკეთა.ცოტა გაადიდა და გაალამაზა.ლამაზია ხო?(დედა)თავი დავუქნიე და სახლისკენ წავედი.შიგნით შევედით და უეცრად ნაცნობი ხმა გავიგონე

-კარგი ჯონგინ(ჩვენი ჯონგინი არ გეგონოთ)როგორც შევთანხმდით...კარგი,კარგი წავედი, ნახვამდის მეგობარო....კარგად(მამა)
ტელეფონზე საუბრობდა როცა დაასრულა,გათიშა და ღიმილით გამომხედა.

-ჩემო პრინცესავ(მამა)მითხრა და გადამეხვია

-მამა,როგორ მომენატრე.(მე)

-მეც ძალიან მომენატრე(მამა)მას მოვშორდი და სახლს კიდევ ერთხელ მოვავლე თვალი.ყველაფერი შეუცვლიათ,ძველი სახლის არაფერი დაუტოვებიათ.ცოტათი მეწყინა,მაგრამ რას ვიზამთ მომიწევს ახალ სახლზე შეგუება.

-როგორც ვატყობ,სახლში ინტერიერიც შეგიცვლიათ.(მე)ცოტა გულდაწყვეტილმა ვთქვი

-ხო,შენი ძმის იდეა იყო.ჯერ გვითხრა სხვა,დიდი,სახლი ვიყიდოთ და იქ წავიდეთო,მაგრამ მე და მამაშენი უარზე ვიყავით.აქაურობის დატოვება რთულია,ხომ ხვდები?მერე კი  გადავწყვიტეთ სახლი გადაგვეკეთებინა.(დედა) ეს თქვა და გამიღიმა.სიმართლე გითხრათ, ერთადერთი,რაც არ შეუცვლიათ მხოლოდ ადგილმდებარეობაა.

-მიდი შენი ოთახი ნახე,ის უცვლელი დავტოვეთ(მამა)მეც წავედი და შევაღე ჩემი ოთახის კარი.

ჩემი ოთახი,მართლაც,ზუსტად ისეთია,როგორიც იყო.ახ,კაცს გაგეცინება.სხვა გოგოებს თავის ოთახში სულ თავიანთი მომღერლების სურათები აქვთ გამოკრული და მე?რა თქმა უნდა არა!მიყვარდა სისუფთავე და იდეალურობა,ამიტომაც ჩემი ოთახი ყოველთვის უფერული,უხალისო და ცარიელი იყო,უბრალო კრემისფერი კედლები,კრემისფერი ფარდით,თეთრი საათით საწოლის წინ,რომელიც თავისთავად თეთრი იყო,თეთრი კარადა და თეთრი საწერი მაგიდა. აქ არაფერი იყო ისეთი,რაც სწავლაში ხელს შემიშლიდა ან ცოტათი გამართობდა მაინც. მიკვირს როგორ ვცხოვრობდი ასე, როგორ არ მბეზრდებოდა ეს უფერულობა და ეს იდეალურობა.ადრე სკოლაში  მთავარი 'სან შაინი"ვიყავი. ყველას მოვწონდი და ყველას შურდა ჩემი,ყველა ცდილობდა რომ ჩემნაირი იდეალურები გამხდარიყვნენ და ყოველთვის მბაძავდნენ.და ახლა?ახლა შევიცვალე სულ სხვა ადამიანად ვიქეცი,ძველი "მე" შორეულ წარსულს ჩაჰბარდა და იქვე დაიმარხა იმ მოგონებებთან ერთად,რომლებიც დღემდეც მაკითხავენ კოშმარული სიზმრების სახით.ეს სილამაზე,სისუფთავე და ეს სინაზე გულს მირევს!ეს სიყალბე!ახ მოითმინე აიუ,მოითმინე.მხოლოდ ორი თვე და მერე მოშორდები აქაურობას.მთავარია,ამ ორ თვეში, შენს მშობლებს შენი ახალი თავი არ აჩვენო...სულ ცოტა ხანი...შენ ამას შეძლებ...

-საყვარელო ქვემოთ ჩამოდი, სადილის დროა(დედა)ჩემს ოთახში შემოყო თავი.მეც გამოვიცვალე და ქვემოთ ჩავედი.

-დაჯექი(დედა)ჩემს კუთვნილ ადგილზე დავჯექი,მაგრამ ჭამას ვერ ვიწყებ.დედისა და მამის მზერას ვგრძნობ,როგორც ჩანს ჩემგან რაღაცას ელიან,ან რაღაცის თქმა სურთ და შესაფერის მომენტს ელოდებიან.

-გისმენთ(მე)

-საყვარელო,ხვალ იწყებ მუშაობას. ჩემი მეგობრის,ბატონი ლის, კომპანიაში იმედია იქ მოგეწონება.მას ვუთხარი,როგორი ჭკვიანი ხარ  და ისიც ვუთხარი,რომ გარკვეული მიზეზების გამო,ვერ ჩააბარე უნივერსიტეტში და მითხრა, რომ შენი დასაქმება არ იყო პრობლემა.მინდოდა ჩემთან გემუშავა,მაგრამ დედაშენმა მითხრა, რომ ამის წინააღმდეგი იქნებოდი "ისევ"!(მამა)

-კარგი,მადლობა მამა იმედებს არ გაგიცრუებთ(მე)

-ჩემო ლამაზო ვიცი,რომ იმედებს არ გამიცრუებ(მამა)

-მართლა,მინჰო სადაა?!(მე)გაკვირვებულმა ვიკითხე.

-ის..(დედა)ანერვიულება დაეტყო

-ის დროებით სახლიდან გადავიდა!(მამა)გაბრაზებული ხმით თქვა

-რატომ?(მე)

-ის..(დედა)მამა აწყვეტინებს საუბარს და თვითონ აგრძელებს.

-მარტო ცხოვრება გადაწყვიტა. ის ხომ უკვე დიდი "კაცია"!(მამა)ვერ ვხვდები ასეთი ტონით რატომ საუბრობს,ან რა მოხდა,მაგრამ იმას კი მივხვდი,რომ უნდა გავჩუმდე და აღარაფერი ვთქვა.ჭამას მოვრჩი და ჩემს ოთახში ავიძურწე. ლოგინზე წამოვგორდი და ცოტა დასვენება გადავწყვიტე,მარა ვინ რას გაცლის დედამ კარები შემოაღო და მეც მას გავხედე

-რა მოხდა?(მე)

-საყვარელო მოდი შენი გარდერობი გადავქექოთ.ხვალ ხომ გასაუბრებაზე მიდიხარ და ჯინსით და ტოპით ხომ ვერ წახვალ არა.მერე რა,რომ დიპლომის და გამოცდილების გარეშე გიღებენ,პირველი შთაბეჭდილება მაინც მნიშვნელოვანია.(დედა)მეც ზლოზინით ავდექი და ერთ საათიანი ქექვის შემდეგ დავასკვენით,რომ არანაირ შესაფერისი ტანსაცმელი არ მაქვს.

-არაუშავს აიუ,არ დანებდე! მე მაქვს შენთვის შესანიშნავი ტანსაცმელი(დედა)და გავარდა.ახ დედა,ვიცოდი,რომ თავიდანვე გინდოდა ჩემთვის შენი ნაყიდი ტანსაცმლის მოცემა,მაგრამ რაღაზე მაწვალე მთელი ერთი საათი?

-აი გამომართვი და გამოიცვალე(დედა)ხელში მომაჩეჩა და ძალით შემაგდო საპირფარეშოში.როცა გამოვედი გამიღიმა

-მაგარია(დედა)მე სარკეში ჩავიხედე. დიდი არაფერი უბრალოდ წითელი კაბა იყო.ტანზე მომდგარი და ლამაზი.

-არა არ მომწონს(მე)ლამაზი კი იყო, მაგარამ ჩემი სტილის კაბა არ იყო თანაც ასეთი რაღაცის გასაუბრებაზე ჩაცმა ცოტათი მეუხერხულება. სწრაფად მოვავლე ოთახს თვალი იმ იმედით,რომ აქეთ-იქეთ მიყრილ ტანსაცმლებში ეხლა მაინც შემემჩნია რამე ნორმალური.

-მა..(დედა)გავაწყვეტინე

-მოიცა!აი ამას ჩავიცმევ(მე)შავ კლასიკურ კომბინიზონს დავავლე ხელი და ზედ პიჯაკი მოვიფარე.

-კარგი,ესეც კარგია,მაგრამ ის ჯობდა იქ ისე ანათებდი(დედა)

-დედა არ მომწონს და მორჩა თან ეს უფროა სამსახურის შესაფერისი ვიდრე ის კაბა.(მე)

-კარგი,რაც გინდა ის გიქნია(დედა)და ოთახიდან გავიდა.მე კი ლოგინზე დავწექი და გემრიელად დავიძინე.

*მეორე დღე*

დილით დედაჩემმა გამაღვიძა,თავი ისევ სკოლაში მეგონა.

-კაი დე,ქალბატონი კიმი არ მეჩხუბება თუ დავაგვიანებ.ხომ იცი ხშირად არ ვაცდენ ცოტა კიდე დამაძინე(მე)ნამძინარევმა ბურტყუნით ვთქვი.

-შვილო რა ქალბატონი კიმი ადექი სამსახურში გაგვიანდება(დედა)მე ყველაფერი გამახსენდა, დაფეთიანებული წამოვხტი და პირდაპირ სააბაზანოში შევვარდი.გამოვიცვალე და საუზმითაც არ მისაუზმია ისე გავვარდი გარეთ ტაქსის გასაჩერებლად.არადა სულ ვსაუზმობდი სანამ სკოლაში წავიდოდი ჯანსაღი ცხოვრება და ბლა ბლა..მაგრამ ახლა შევიცვალე.არც მკრთალი მაკიაჟი გამიკეთებია.ერთი უფერო ბლესკი გადავისვი ტუჩებზე ისიც იმიტომ,რომ დამსკდარი მქონდა.თმაც უბრალოდ  ავიკარი მეტი არაფერი.ტაქსიში ჩავჯექი და მაშინვე კომპანიის მისამართი ვუთხარი.როცა ტაქსი გაჩერდა ფული გადავუხადე და  უზარმაზარი კომპანიის წინ ჩამოვედი.

-მეღადავებით?(მე)პირი დავაღე და ცოტათი შემეშინდა.მაგრამ თავს შევძახე,რომ ახლა ნერვიულობა არაფერს მარგებდა და რომ ეს უფრო გამიფუჭებდა საქმეს,ამიტომ ღრმა ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის შემდეგ გავიღიმე და წინ წავედი.

შიგნიდან კიდევ უფრო გასაოცარია ეს კომპანია.მიმოვიხედე და პირდაპირ მიმღებისკენ გავემართე

-გამარჯობა.მე ლი ჯი-იუნი ვარ გასაუბრებაზე ვარ მოსული ქალბატონ კიმ სარასთან(მე)

-დიახ პირდაპირ და მარცხნივ იქ აწერია კიმ სარა და შეგიძლიათ შებრძანდეთ-მითხრა და გამიღიმა.მეც გავუღიმე და იქით წავედი,საითაც მან მიმითითი.კაბინეტის კარზე დავაკაკუნე და მას შემდეგ,რაც შიგნით შესვლის თანხმობა მივიღე,კარები გავაღე და შიგნით შევედი.

-გამარჯობა(მე)შუახნის ქალმა თავი ამოყო საბუთებიდან და გამიღიმა
- გამარჯობა (სარა)
- დაბრძანდით (სარა)მაგიდის წინ მდგარ სკამზე მიმანიშნა
- თქვენ ქალბატონი სარა ბრძანდებით? (მე)
- დიახ და თქვენ,ალბათ,ქალბატონი ლი ჯი ეუნი ხართ არა?(სარა)
- დიახ(მე)
- თქვენზე ბატონმა ლიმ მომიყვა და ვიცი,რომ განათლება სკოლის შემდეგ აღარ მიგიღიათ (სარა)ხმა ჩამწყდარმა მითხრა
- დიახ ეს სიმართლეა,განათლება სკოლის შემდეგ აღარ მიმიღია და ეს ჩემი ავადმყოფობის ბრალია,მაგრამ გპირდებით,რომ ძალიან მონდომებული და... (მე)გამაწყვეტინა სარამ და გამიღიმე
- ვიცი ბატონმა ლიმ უკვე ჩამაყენა საქმის კურსში.თანაც,თუ ბატონმა ლიმ თქვენი მიღება ბრძანა,ჩვენ შეწინააღმდეგების არანაირი უფლება არ გვაქვს.ყველაფერი ძალიან მარტივადაა,მუშაობას ორთვიანი ვადით დაიწყებთ, გამოცდის მსგავსია.ამ დროის განმავლობაში დავაკვირდებით და თუ კარგი პერსონა აღმოჩნდებით მაშინ ,ორი თვის შემდეგ,ბუსანის ფილიალში გადაგიყვანთ.სულ ეს არის შეგიძლიათ წახვიდეთ თუ შეკითხვები არ გაქვთ.

-აუცილებლად შევეცდები (მე)....კაბინეტიდან გამოსვლის შემდეგ მითხრეს,თუ რა უნდა გამეკეთებინა.მე ეგრედ წოდებული "პროპკა" უნდა ვყოფილიყავი ყველასათვის,ანუ ვინც რაში იჭედებოდა იმაში უნდა დავხმარებოდი.შემდეგ კი რომელიმე ჯგუფში გამანაწილებდნენ.ახ სხვა მომენტში შეიძლება ყველა და ყველაფერი გამომელანძღა,მაგრამ ამ შემთხვევაში უბედნიერესი ვარ, რადგან მაქვს ჩემი სამსახური და ჩემი ფული.აუცილებლად გავივლი რთულ გზას და საბოლოოდ მოვშორდები ამ,დაწყევლილ, ქალაქს.....
ჩემთვის ბედნიერი მივდიოდი და  გზადაგზა ყველას ვაკვირდებით.უეცრად ყველა მწკრივად დადგა.მე ამ ბრბოს უკან აღვმოვჩნდი.ლიფტის კარი გაიღო,შიგნიდან ვიღაც,კოსტუმში გამოწყობილი,ტიპი გამოვი და მთავარი კაბინეტისკენ აიღო გეზი.სახეს ვერ ვხედავ,მაგრამ კარგად ვხედავ იმას,რომ მაგრად აცვია და კაი გემოვნება აქვს.უეცრად კი მისი სახეც დავინახე და....


შეუძლებელია!არა არ შეიძლება ის?ის არის?!....ლი ჯონ სუკი!

ავტორი:

ადამ აი ესეც ჩემი პირობა ავასრულე  ჩემი ახალი ფიკი ჯონ სუკზე გავაკეთე,მაგრამ სადაც კი ჯონ სუკია იქვე აიუ იქვე ლიი მინ ჰოა და კიდევ იქნება ვიღაცვიღაცები და ამას მომდევნო თავში გავიგებთ.იმედია მოგეწონებათ.ახლა პირველი თავი უზარმაზარი გავუშვი დანარჩენები კი იქნება დიდი😂😂კაი აბა ვოუთები არ დავივიწყოთ და ასევე თქვენი აზრი გამოხატეთ კომენტარებში🙏👇👇👇👌

You are reading the story above: TeenFic.Net