თავი 9.

Background color
Font
Font size
Line height

-სად მივდივართ?-ვკითხე მე, როდესაც ჯონგუკმა სადღაც წამიყვანა.
-გვიანია...უნდა დაიძინო!
-ჯერ ადრეააა... არ მეძინება. -ტუჩები დავბუშტე და გუკმა ვერ გაუძლო და მაკოცა. -და მაინც არ მეძინება. -ხელები გადავიჯვარედინე.
-გინდა რამე სხვა ვქნათ?-გუკმა ეშმაკურად გამიღიმა და საძინებლისკენ წამათრია. ჩემი ლოყები აწითლდადა თავი ჩავხარე.
-ეეეეი... რა იფიქრე, სულელო?
სიტუაციას უყურებდა ჰოსი და ჯონგუკის ფრაზაზე "გინდა რამე სხვა ვქნათ?" კინაღამ დაიხრჩო იმ წლყლით რომელსაც სვავდა.
-ეი... თქვენ... ხომ არ?!-თქვა უხერხულად ჰოსიმ.
-ჯონ ჰოსოკ!
-ჰიონ!
-კაით, ჩუმად ვარ. -თქვა ჰოსიმ, ოთახიდან გავიდა, ბიჭებთან წავიდა. გუკმა ხელი მომკიდა და რასაც ქვია 'წამათრია' ოთახში.
როდესაც ოთახში შევედით გუკმა კარი ჩაკეტა. ჩემი ფეხები კანკალებდა.
-რა იყო?-მკითხა გუკმა.
-გამოსაცვლელი ტანსაცმელი არ მაქვს რომ დავიძინო. მოდი უკან დავბრუნდეთ, ტანსაცმელს ავიღებ და მოვიდეთ?
-არა. საცხოვრებელი უკვე დაკეტილი იქნება. რამეს გამოვნახავ.
კარადასთან მივიდა და დაიწყო ქექილი. მალე შორტები და მაიკა გამოიღო და მითხრა ტუალეტში წავსულიყავი. მითხრა როგორ უნდა მივსულიყავი მეც მანდ წავედი. კარი გავაღე, შევაბიჯე, იმწამსვე უკან გამოვედი და კარი ჩავკეტე. იქ ნახევრად ტიტველი იუნგი იყო, მას მხოლოდ პირსახოცი ჰქონდა მოხვეული.
-შემოდი ნუ გრცხვენია.
-არააააა, არა, არა, გმადლობ აქაც კაია.
-ჰეჰ კაი. ასეთი შანსი გამოტოვე. ამაზე მილიონები ოცნებობენ.
-ჰაჰ ნეტა ვინ?-ვთქვი და ჩავიცინე.
-ფანატები. გუკს არაფერი უთქვამს?
-რა უნდა ეთქვა?
-ესეიგი არ გითხრა.. ააა არაფერი.
-იუნგი თქვი!!!!
-მან მოგიყვა , რომ აიდოლია?
-ამმ არა.
იუნგი გამოვიდა, დამხედა და ჩაიცინა შემეგ კი წავიდა. საპირფარეშოში შევედი და აღმოვაჩინე რომ კარის საკეტი გამტყდარი იყო.
-ვოოოუ მაგარიაა...-იმის მერე რაც იუნგიმ მომიყვა მინდოდა დროზე გამომეცვალა და გუკისთან სერიოზულად მელაპარაკა. როდესაც მხოლოდ საცვლებში დავრჩი, კარი გაიხსნა და თეჰიონი შემოვიდა.
-სიმართლეს ამბობენ რო ქართველი გოგოები იდეალურები არიან!
-კიმ,ამის დედაც, თეჰიონ!!! გადი დროზეე!!!!-გუკის მაიკით ტანი ავიფარე, თეჰიონი გავიდა და თავისთვის იბუტბუტა.
-ბეიბ, გაგიმართლა.
-რას გულისხმობ?
-იმას რომ გუკის შეყვა ხარ. ამაზე ბევრი მილიონი ოცნებობს, ხო ხვდები?
-არა ვერ ვხვდები.
-მოკლედ სჯობს ქუქიმ თვითონ აგიხსნას.
ნაბიჯების ხმა გავიგე ანუ თე წავიდა. გამოვიცვალე და გუკის ოთახისკენ წავედი.
-ოპპა.. უფრო სწორედ ჯონგუკ! სალაპარაკო გვაქვს.

__________________
ღამის 1:39.
მე ფიკს ვწერ. 😂😂
იმედია კაია. 💛
მიყვარხართ💛
იატომე. 🌸
#yataome

You are reading the story above: TeenFic.Net