თავი 19.

Background color
Font
Font size
Line height

დანარჩენი 2-3 დღე ვიყავი სახლში ან ვსეირნობდი თემინთან ან სომისთან.მამაჩემმა ფული გადამირიცხა და მე ვიყიდე ბილეთები ტოკიოში, იაპონია.
*29 აგვისტო, 7:30 დილა*
გავიღვიძე მზის სხივების გამო, რომლებიც პირდაპირ თვალებზე მინათებდა. მაღვიძარამ უნდა დარეკოს სადღაც ნახევარ საათში, მაგრამ ძილი არ მინდოდა, თანაც კარგი ხასიათით და განწყობით გავიღვიძე. ავდექი და თავი მოვიწესრიგე, თანაც დღეს სამსახურში უნდა წავსულიყავი.
როგორც კი ავდექი სააბაზანოში შევედი და კბილები გავიხეხე.. შემდეგ საჭმელი გავიკეთე, დავჯექი და თან ვჭამდი თან ინსტაგრამის ლენტას ვათვალიერებდი. როდესაც ჭამა დავამთავრე წავედი ტანსაცმლის ჩასაცმელას, მაკიაჟის გასაკეთებლად და ასე შემდეგ..
გამოვიყურებოდი სადღაც ასე:

ტაქსი გამოვიძახე და სადღაც 10 წუთში ვიყავი უკვე კომპანიასთან ახლოს. მალე ჩამოვედი სადღაც 30 წუთით ადრე თათბირამდე.. მაგიტომაც გადავწყვიტე დამეთვალიერებინა მთელი კომპანია. ცოტა ვისეირნე და იმ აუდიტორიაში დავბრუნდი, სადაც კრება უნდა ყოფილიყო. ჩემს ადგილას დავჯექი და ქაღალდები მოვამზადე. ამ დროს კი შემოვიდა დირექტორი, რამოდენიმე ადამიანთან ერთად. ერთმანეთი გავიცანით და დავიწყეთ ლაპარაკი ფინანსებზე.
ასე ვისხედით და ვილაპარაკეთ 3 საათი. ბოლოს რუსებმა და ჩვენმა კომპანიამ ხელი მოაწერეს კონტრაქტს. მე მითხრეს რომ უნდა დავრჩენილიყავი და გადამეთარგმნა 5 ფურცლიანი ტექსტიდა შემდეგ ჩემი ხელფასი შემეძლო ამეღო. რადგანაც სამსახური ყოველდღიური არ იყო, ხელფასს ყოველი სამუშაო დღის შემდეგ მაძლევდნენ.
ტექსტი ძალიან სწრაფად გადავთარგმნე და ჩავედი დირექტორის მოახლესთან რომელიც მელოდებოდა კონვერტით რომელშიც იდო 100000₩ (235₾)
როგორც კი ფული ავიღე იმ წამსვე წავედი მაღაზიაში ვიდეო თამაშებით და ვიყიდე საკმაოდ საინტერესო თამაში.
ყოველ საღამოს გუკი მირეკავდა და მეკითხებოდა რას ვაკეთებდი, მეკითხებოდა როგორ ვარ და სულ მეუბნებოდა როგორ ვენატრები და ვუყვარვარ.
და აი დადგა ის დღეს როდესაც იაპონიაში უნდა გავფრენილიყავი. ჯონგუკმა არაფერი იცოდა ამაზე (მე იმედი მქონდა რომ ჰოსოკუნა არავის ეტყოდა, რადგან ეს დაბადების დღის საჩუქარი უნდა ყოფილიყო)
ბარგი ჩალაგებული მქონდა და ვიდეო თამაში ლამაზად შევფუთე.
ყველაფერი ავიღე და სახლიდან გავედი. ტაქსი გამოვიძახე ბარგი უკან დავდე და მანქანაში ჩავჯექი.
40 წუთში აეროპორტში ვიყავი და ვემზადებოდი რეისისთვის.

_________________
ესეც ახალი თავი😅
მაპატიეთ ბევრი ხანი რომ ვერ ვდებდი.. სკოლა, სკოლა და ისევ *სკოლა!*
იმედია მოგეწონებათ.
მიყვარხართ💛
იატომე.🌸
#yataome

You are reading the story above: TeenFic.Net