21.

Background color
Font
Font size
Line height

     ელენსათვის ეს სრული შოკი იყო, ცოტა უხერხულიც, რადგან არ უნდოდა ანას კაი გაეცნო. რატომ იკავებდა თავს? ამაზე პასუხი თვითონაც არ ჰქონდა, ალბათ მაინც შიშის ფაქტორი იყო, ან... უბრალოდ არ ეგონა მათი ურთიერთობა სერიოზული თუ იქნებოდა.

— ანა აქ რას აკეთებ?

— ელენა?

ელენა ფეხზე წამოდგა. ანა ძალიან დაბნეული ჩანდა, მაგრამ მაინც შეძლო არსებული უხერხულობის გაფანტვა.

— ელენა გაიცანი ეს ჩემი მეგობარი ჯერქსონია!

უეცრად ელენამ კაის მოჰკრა თვალი რომელიც კოპებ შეკრული შეჰყურებდა ჯექსონს.

— ჯექსონ!

ჩაიღრინა კაიმ. ელენა, გაურკვევლობაში იყო. ნუთუ კაი იცნობდა ამ ბიჭს...

— კაი რა ხდება?

ჩუმად გადაულაპარაკა ელენამ. 

— მივდივართ!

— რა?

კაი სასწრაფოდ წამოდგა და ელენას ხელი მაჯაში სტაცა.

— რა ხდება?

ელენას ხმაში დაძაბულობა მატულობდა.

კაიმ კარებისკენ სვლა დაიწყო, მაგრამ უეცრად შეჩერდა და ჯექსონს სიბრაზით სავსე თვალებით შეხედა.

— გამარჯობა კაი.

დამცინავი, ცინიკური და გამაღიზიანებელი ტონით მიესალმა ჯექსონი კაის.

— აქ რას აკეთებ?

საშინლად გაბრაზებული ხმით კითხა კაიმ.

— შემოვიარე...

— ახლა აქედან დაახვიე თორემ ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ!

— რას გააკეთებ?

ჯექსონი ისეთი გამაღიზიანებელი იყო ელენასაც მოუნდა მისთვის ძვალ-რბილის გაერთიანება.

— იმას რაც 10 წლის წინ გავაკეთე...

დამცინავი ტონით მიუგო კაიმ.

— ეს შენი გოგოა?

ჯექსონმა ელენაზე მიანიშნა. კაი მაშინვე მიხვდა რა კონტექსტში იყო კითხვა დასამული და ელენას გადაეფარა.

— მომისმინე! ელენასთვის შეხედვაც კი არ გაბედო თორემ ჩემი ხელით გაგიხვრეტ შუბლს!

კაიმ, ჯექსონს ჩასჩურჩულა.

— ვაუ კაი პარკერი ვინმეზე ზრუნავს?! საინტერესოა...

— ძალიან კარგად იცი რისი გაკეთებაც შემიძლია როცა ვინმე ჩემთვის ძვირფას ადამიანებს ეხება! როგორც  სჩანს მკლავი შეგიხორცდა, მაგრამ იმედია ტკივილი არ დაგავიწყდება.

— მემუქრები? რაიმეს თავი მაინც გქონდეს...

კაის გაეცინა.

— მამაშენის საფლავზე ხშირად დადიხარ?

ეს ჯექსონისთვის ბოლო წვეთი აღმოჩნდა და მისი სიმშვიდე ჩამოინგრა.

— იმავე სიხშირით რაც შენ დედაშენის საფლავზე!

დედის ხსენება და კაი ხელი ჯექსონის
საყელოსთან ერთი იყო.

— შენი ბინძური პირიდან დედაჩემის ხსენება აღარ გაბედო, თორემ ჩემივე ხელით მოგიღებ ბოლოს!

ჯექსონი ცოტა არ იყოს შეცბა, კაის ტონი ისეთი იყო კლდეც კი შეშინედებოდა.

— ახალა კი გაეთრიე! მაგრამ გახსოვდეს ეს ჩვენი უკანასკნელი შეხვედრა არაა!

ჯექსონი უკან გაბრუნდა, ანაც მასთან ერთად.

— ანა...

დაძაბულობით სავსე ოთახში ელენას ხმა ზარის წკრიალივით გაისმა.

ანა ელენასკენ მიტრიალდა, მაგრამ ჯექსონისთვის ხელი ერთი წამითაც კი არ გაუშვია.

— ანა გთხოვ არ წახვიდე...

— ელენა შენ მისი საყვარელი ხარ?! მშვიდობით მე არ ვაპირებ ჩემი შეყვარებულის მოსისხლე მტერთან ურთიერთობას!

ელენა დამუნჯდა, ვერ იჯერებდა რომ ანას ამის გაკეთება და თქმა შეეძლო. ნუთუ მათი ამდენ წლიანი ურთიერთობა დაინგრა... ანა რომელიც მისი ცხოვრების საუკეთესო მეგობარი იყო, ასე მოიქცა. ელენამ გულში სიცარიელე იგრძნო, თითქოს გულის რაღაც ნაწილი ანასთან ერთად წავიდა.

სასაცილოა... რისი გაკეთება შეუძლია ადამიანს... ადამიანი ყველაფერზეა წამსვლელი, ელენამ კი ეს არ იცოდა. საიდან უნდა ცოდნოდა? ამ ყველაფერს სიზმარშიც კი ვერ წარმოიდგენდა. როგორ ანა მას მიატოვებდა, ზურგს შეაქცევდა და ვიღაც 2 დღის გაცნობილ ბიჭთან გაიქცეოდა? ეს ყველაფერი მაშინაც კი დაუჯერებელი იყო როცა ანა ჯექსონთან ერთად გავიდა რესტორნის კარებიდან.

— ელენა კარგად ხარ?

კაი ცოტათი დამშვიდდა.

— არა...

ელენას ეს სიტყვები და ცრემლების ნიაღვის წამოსვლა ერთი იყო.

— შშშ... ყვეფერი კარგადაა...

კაიმ ელენას თავზე აკოცა, შემდეგ კი მ ცრემლები შეუმშრალა.

— წამოდი სახლში წავიდეთ...

კაიმ ელენა ხელში ჩვილივით აიყვანა.
მთელი რესტორანი მათ უყურებდათ, გოგონები შურით სკდებოდნენ, ბიჭები კი ეჭვიანობით.

კაიმ ელენა თავისი მანქანის წინა სავარძელზე დასვა, ღვედიც კი თავისით გაუკეთა. ძალიან საყვარელი მომენტი იყო.

თვითონ საჭეს მიუჯდა, ხელი ელენას ხელზე დაადო და ფეხი გაზს დააჭირა.
სადღაც ალბათ 15 წუთში სახლში იყვნენ, მაგრამ არა ელენას, არამედ კაის სახლში.

კაი შინაგანად ღელავდა. ჯექსონმა ელენას შესახებ იცოდა, ელენა საუკეთესო მეგობარმა მიატოვა და ამას პლიუს მისი უამრავი საქმე კომპანიაშიც და ქალაქშიც. არც ისე იოლია ლოს-ანჯელესის მეფედ ყოფნა როგორც შორიდან ჩანს, თან ახლა თავისი დედოფლის დაცვაზეც უნდა იფიქროს...

_______________________________

დავბრუნდი ჩემო კარგებო❤️❤️ მადლობას გიხდით ყველას მოთმინებისთვის💜😘 სპოილერისგან თავს შევიკავებ, მაგრამ ერთს გეტყვით წინ დიდი ამბები გველის😌😁


You are reading the story above: TeenFic.Net