დილის 10:05
*ვაიმე თავიიი...ვკვდები..ნეტა გუშინ სახლამდე როგორ მივცოცდი..
საერთოდ არ მახსოვს გუშინ რა ხდებოდა,უცბათ ოთახში თაე შემოდის თმა აჩეჩილი,მაისური დაკუჭული.იმწამსვე გავუღიმე და მისკენ მივიწიე,მაგრამ წონასწორობა დავკარგე და საწოლიდან გადმოვარდი.თაემ გაიცინა,ადგომაში დამეხმარა და ჩამეხუტა.
ვი-ტაკ მისმინე.ახლა სუპს მოგიმზადებ,შენ აქ იყავი
ლიზა-თაე მადლობა,მაგრამ თუ არ გაგიძნელდება შეგიძლია ტაშტი მომიტანო?
თაე იმ წამსვე გაიქცა და ტაშტი მოიტანა.
ლიზა-ისაა...შეგიძლია გახვიდე?თორე არ მინდა ეს ნახო..
ვი-კარგი მე სუპს მოგიმზადებ.-თაე გავიდა და რამოდენიმე წუთში მეც გავედი ოთახიდან არა არ გავედი გავეთრიე.თაე მაგიდასთან იჯფა,და ჭინ ორი თეფში სუპით იდო.მის წინ დავჯექი და დამნაშავე თვალებით შევხედე.
ვი-გუშინ რამდენი დალიე?
ლიზა-ბევრი
ვი-ბევრი ანუ რამდენი?
ლიზა-5 ან 6 ბოთლი სოჯუ..
ვი-ღმერთოოო..და ეს თქვენ ორმა?!
ლიზა-თაე მაპატაიე რა-შევხედე საყვარელი თავლებით
ვი-კარგი ამ ერთხელ გაპატიებ-და გაიღიმა.
ლიზა -უი ისა თაე დამავიწყდა რო მეთქვა გუშინ ჩემი დაქალები შემეხმიანენ და დღეს მოდიან და უნდა გავერთოთ.
ვი-დღეს?
ლიზა-ხომ რაიყო?
ვი-ბებიას და ჩემ ბიძაშვილს უნდოდა შენი გაცნობა და ისინიც დღეს მოდიან.
ლიზა -მერე რა ყველა ერთად გავერთობით.
ვი-ჩემი გამოკლებით,მე კოპანიაში უნდა წავიდე ბევრი საქმე დამიგროვდა.
ლიზა-რააა მარტო მტოვებ მის გასაცნობად?კარგი რა თეჰიონ
ვი-მარტო რატო გოგოებიც ხომ იქნებიან,თან ისეთი ტიპის ქალი არ არის რომ თქვენთან ერთად არ გაერთოს.
ლიზა-კარგი...
საღამოს:
ლიზას pov:
კარზე ნაცნობი სტილით კაკუნის ხმა რომ გაიგონა,მაშინვე მიხვდა,ვინც იქნებოდა.ერთგვარი კოდი ჰქონდათ მას და თეკოს,რომელსაც წლებიც ვერ ცვლიდა და ახლაც მისაღებიდანვე გასძახა,ღიაა შემოდიო.ურთიერთობაში ნდობის შემდეგ ყველაზე მეტად უშუალობას აფასებდა.ვერ იქნებოდა იმ ადამიანთან ახლოს,ვის გვერდითაც თავს დაძაბულად იგრძნობდა.უბრალოდ,არ შეეძლო.მეგობრებთან კი უკვე იმდენი წელი და საერთო მოგონება აკავშირებდა,შეეძლო ისე მოქცეულიყო როგორც თავის ოჯახის წევრებთან.
თეკო-ოჰ მომესწრო გოგო!ტრიალებს ოჯახში!-გაეცინა თეკოს,მაგიდის გაწყობის პროცესში რომ წაადგა.
დანარჩენებიც მალე მოვიდნენ.ყველა შეიკრიბა ქეთოს გარდა.ისე სწყდებოდა გული მის ჩამოსვლამდე დარჩენილი დღეებს კალენდარზე ითვლიდა.დაურეკა კიდეც მაგიდას რომ მივუსხდებით "სკაიპში" შემოდი და ვიდეოთვალით ჩაგვერთეო რაზეც ქეთოც დასთანხმდა.
ენი-მეც მოვედი -მალევე მოესმა მისაღებიდან გოგონას ხმა როგორც თეიჰონისგან იცოდა მას ენი ერქვა-ბებო მანქანას დააყენებს და შემოვა-თვალი ჩაუკრა "სარძლოს" და გადაკოცნა,დანარჩენებს კი დასაწყისისთვის მხოლოდ მიესალმა.
რამდებიმე წამში როცა იატაკზე ქუსლების კაკუნი გაისმა გოგონა ისე წამოდგა ფეხზე როგორც პირველკლასელი დირექტორის დანახვისას.თავი ძლივს შეიკავა პირის დაღებისგან ისეთ ფორმაში გამოეცხადა მაკო (თეჰიონის ბებო ანუ😂😂)თან ისე ელეგანტურად ეცვა.ღმერთო ნამდვილად იმ ტიპის ქალს მიეკუთვნებოდა კაცებს თავიანთ ჭკუაზე მხოლოდ თითების ტკაცუნით რომ ატრიალებენ.იდაყვში მოხრილი მარჯვენა ხელის თითები სწრაფად ააღამაშა მისალმების ნიშნად,ლიზას კი გადაეხვია და მადლობაც გადაუხადა დაპატიჟებისთვის.
მაკო-უჩემოდ დაიწყეთ დალევა გოგოებო?-წარბები აათამაშა როცა ყველა გაიცნო და ცარიელ კოქტეილის ჭიქებსაც მოჰკრა თვალი.
ლიზა-ამმ..მეგონა თქვენ..-საშინლად დაიბნა გოგონა,ისე შერცხვა.არა როგორ ვერ გაითვალისწინა ,მაკოც რომ დალევდა?!.
მაკო-ვიხუმრე საყვარელო!-თვალი ჩაუკრა.-დღეს მანქანით ვარ და თან აუცილებლად უნდა დავბრუნდე სახლში ,ალკოჰოლო სხცა დროს იყოს.მის გარეშეც მშვენივრად გავერთობი თქვენთან ჭორაობით.
და მართლაც,სულ მალე ისეთი სიტუაცია შეიქმნა რომ არ გეყურებინათ ვერც მიხვდებოდით სრულიად სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები თუ იყვნენ.ისეთი თავისუფალი აზროვნება ჰქონდა წამითაც არ უგრძნობინებია სხვებისთვის თავი უხერხულად.
მაკო-ყველა კაცი ერთნაირია ჩემო კარგებო!-ამოიოხრა და ღავის გაქნევით მიეყრდნო სავარძლის საზურგეს.-სანამ ფეხები შეტყუპებული გაქვს კანიდან ძვრებიან შემდეგ კი..ოხ,გაიძვერები!-თვალებიც კი დააწვრილა ამის თქმისას და ენი მაშინვე მიხვდა წინ კიდევ ხანგრძლივი საუბარი რომ ელოდათ.-აი ჩემი ჯინჰო.. ორმოცდაათი წელია ცოლ-ქმარი ვართ და ცოტა ხნის წინ მაინც ისე გამაბრაზა ახლა ყოველ დილით ხაბ თაიგულებს მახვედრებს მანქანის საქარე მინაზე და ხან შოკოლადებს მიგზავნის საღამოობით.
ენი-ბებო კიდევ რამდენი ხანი უნდა აწვალო?-გაეცინა ენის.უკვე მართლა ერთობოდა სიტუაციით.არადა განა რამე სერიოზული მოხდა?უბეალოდ ტარო კარტის გაშლისას მაკომ დაასკვნა რომ მისი მეუღლე ღალატის გზას ადგა და არც არაფერი უკითხავს ,არც მოუსმენია ისევე ჩაულაგა ჩემოდანი და "გარეთ გასვა".
მაკო-რამოდენიმე დღეც.უკვე მიხვდა ჩემ იქით გზა რომ არა აქვს ,ახლა დაკარგულის დაფასების ფაზასაც გაივლის და შემდეგ შევურიგდები-ჩაეცინა და კოქტეილის ჩხირით მოსვა წვენი-და თქვენც დაიმახსოვრეთ,კაცს არადოდეს აჩვენოთ რომ მის გარწშე თავს ცუდად გრძნობთ!
დეა-ეგ კიდევ ცალკე ნიჭია..-ამოიოხრა დეამ.
მაკო-შემდეგში თუ კიდევ განმეორდა უარესს მიიღებს!არასდროს უნდა ამოწუროთ საკუთარი თავი.ოჯახაი და ურთიერთობა მხოლოდ წვნიანების ხარშვა და ბავშვების მოვლა და საღამოს იმის მომიზეზება არ არის რომ დაიღალეთ და თავი გტკივათ!კაცი ისე უნდა დაიჭირო,სხვაგან წასვლის სურვილი არ გაუჩნდეს!
ლიზა-თუ უყვარხარ არსად წავა!
დეა-შეიძლება უყვარდე და მაინც წავიდეს მაგრამ ამას შენთან კი არა საკუთარ თავთანაც არ აღიარებს და უკან დასაბრუნებელ გზასაც თვითონვე მოიჭრის.
-და თუ მაინც წავა ,უკან არც უნდა დაბრუნდეს!-მაკოს აზრს აჰყვა თამო.ისე მოეწონა ეს ქალი აღფრთოვანებას ვერ მალავდა.
-ერთი შეცდომის გამო ოჯახის დანგრევა უფრო ცუდია,ჩემი აზრით
-ირა კარგი რა!
-რა აბა ამდენი წლის ოჯახი ასე ერთი ხელის მოსმით უნდა დაინგრეს?
რამდენიმე წამში დაბრუნდა უკან სასაჩუქრე ჩანთით.საშუალო ზომის იყო ეითელი ,შავი ატლასის ბაფთით.უსიტყვოდ ჩაუდო ლიზას კალთაში და საკუთარ ადგილს რომ დაუბრუნდა,სანამ შეკითხვას დაუსვამდენენ,თვითონვე წამოიწყო.
მაკო-ის რასაც ახლა მე შენ გჩუქნი დედაჩემს დედამისმა აჩუქა,როცა გათხოვდა.დედამ მე გადმომაბარა ჩემი გოგოები კი საერთოდაც გამეპარნენ და მოვხვდი ამის გარეშეც რომ მშვენივრად გაართმევდნენ თავს ყველაფერს .რელიკვია არა,ეიგნია მაგრამ ,ლიზა საყვარელო დამიჯერე ეს ყველა ქალს უნდა ჰქონდეს!-დამაინტრიგებელი სახით დაამთავრა გამოსვლა ,გოგონამ კი გაკვირვებულმა რომ ამოიღო წიგნი ჩანთიდან ჯერ ერთიანად გაწითლდა და შემდეგ კი უხერხული სიცილი აუვარდა.
ძველ ფურცლებგაყვითლებული,ძველი დროინდელ გამოცემულ წიგნზე გამოყვანილი ასოებით ეწერა:
"თანამედროვე სექსის ტექნიკა".
ყველას სხვადასხვა ნაირი რეაქცია ჰქონდა .ენი ახარხარდა,დეამ ჩაიფხუკუნა და წარბები აუთამაშდა,თამოს ჯერ თვალები გაუფართოვდა შემდეგ აჭარხლებული მეგობრის დანახვისას სიცილი აუტყდა,თეკომ პირზე აიფარა ხელები და მხოლოდ მხრების კანკალით თუ მიხვდებოდით რომ იცინოდა ,ირას კი იმწუთას მოსმული წვენი გადასცდა და ხველა აუტყდა.
-არ მაინტერესებს რომ ჩამოვალ უნდა მათხოვო!საბოლოოდ "ლეპტოპში გამომწყვდეულმა"ქეთომ განმუხრა სიტუაცია.ყველას სახეს სათითაოდ აკვირდებოდა და კიდევ უფრო სწყდებოდა გული იმ მომენტში იქ რომ არ იყო.
მაკო- გოგოებო გზა კაცის გულამდე მის კუჭზე სულაც არ გადის და ვერც ბავშვით შეინარჩუნებთ.მათ ქალები სჭირდებათ და არა მოუწესრიგებელი მუდამ ხალათში გამოწყობილი და დაღლილი დიასახლისები!-წამოიძახა საარჩევნო დევიზივით,მერე კი ჯანდაბას ერთი ჭიქა არაფერს მიზამსო და ტეკილა თვითონაც დაისხა.
-ბებო..
მაკო-სამყაროს ქალები ვმართავთ ძვირფასებო!-ენის ყურადღება არ მიაქცია ,საკუთარ თავში დარწმუნებული ხმით წარმოთქვა და ჭიქების ერთმანეთზე მიჭახუნების ხმა რომ გაისმა,იმ მომენტში ლიზამ ზუსტად იცოდა ,როგორიც უნდა გამოჩენილიყო გარეგნულად,სინამდვილეში ჩვენი გაცნობილი ბებო ძლიერი და მიზანდასახული ქალი გახლდათ...
______________________________________
მოკლედ როგორც იქნა დავბრუნდი და ამდენი ხნის შემდეგ დავწერე რაღაც😂😂😂.და ხო ზოგი მიხვდება საიდანაცაა ეს მონაკვეთი ამოღებული💋.
იმედია მოგეწონებათ😍❤️
Vote ✅
Comments ✅
აბა ჰეთ👋🏻❤️
You are reading the story above: TeenFic.Net