ეგოიზმი 🙄

Background color
Font
Font size
Line height

SOOJIN'S POV:

ფანჯრიდან შემოსული მზის სხივები თვალებზე შემეხო. ცარიელ, ნახევრად ცივ საწოლში გამომეღვიძა. წუხანდელიდან ბოლო მხოლოდ ეგ მახსოვდა, რომ ჰიონჯინს სუსტი ხმით ვუთხარი "მიყვარხარ" - მეთქი... რა ჯანდაბა ჩავიდინე?! მაგრამ სხვა გზა მქონდა?! ისევ აგრძელებდა მუქარას. ცხოვრებაში არასდროს მიგრძვნია ეგეთი შიში, როგორიც გუშინ ვიგრძენი. ისევ დავხუჭე თვალები და შევეცადე, რომ გონება დამემშვიდებინა, მაგრამ ამასაც ვინ  გაცდის? ჰიონჯინი შემოვიდა ოთახში და საწოლზე ჩამოჯდა. მისკენ ზურგით ვიყავი მიტრიალებული. კისერზე ტუჩები მომაკრო, რაზეც შევხტი და გაიცინა.

- ვიცი არ გძინავს... - პასუხი არ გამიცია. - შენმა დამ მოგწერა.- ამ დროს გამახსენდა ჩემი და, რომელიც სახლში მარტო დავტოვე იმის იმედით, რომ მალე  დავბრუნდებოდი. უცებვე გავახილე თვალები და წამოდგომა ვცადე, მაგრამ გამაჩერა.

- რა მომწერა? ან შენ უპასუხე? - აფორიაქებული და გამტყდარი ხმით ძლივს ვუთხარი.

- მოგწერა: "სუჯინ სად ხარ? ხომ თქვი, რომ დაბრუნდებოდი?" მე

მივწერე, რომ შენი მეგობარი გახდა ცუდად და მასთან მოგიწია დარჩენა. - შვებით ამოვისუნთქე. მეგონა საშინელებებს მისწერდა ჰევონს, მაგრამ ამ შემთხვევაში გადავრჩი.

- მასთან უნდა წავიდე.- წამოდგომა ვცადე, მაგრამ თვალები და კბილები ერთმანეთს ძლიერად დავაჭირე, როცა მთელს სხეულში ტკივილი ვიგრძენი.

- დღეს არ ვიმეცადინოთ შეჯიბრებისთვის?- თავხედურად მკითხა, თითქოს წუხანდელ ღამეს არც კი უარსებია. ესეც ვიცოდი! მისნაირები სასურველს რომ მიიღებენ ძველი, უსარგებლო ნივთივით მოგიშორებენ. 

- არ მიხსენო ეგ „შეჯიბრება"...

- უარს ამბობ? - თავი თანხმობის ნიშნად დავუქნიე.- შენი და?

- იმ საშინელ კონკურსში მონაწილეობის მიღების გარეშეც შევძლებ ფულის შეგროვებას!

- კარგი. ჩაიცვი და სახლში წაგიყვან... თუ გინდა რა თქმა უნდა.- დამცინავად გაიღიმა. სიბრაზისაგან ზეწარს ხელები ძლიერად მოვუჭირე.

ცოტა ხანში სახლში მიმიყვანა. გზაში ხმა არ ამოუღია. ზოგჯერ შემომხედავდა ხოლმე, მე კი თვალს ვარიდებდი. 

- შორს გააჩერე.- სიჩუმე დავარღვიე.

- რატომ? - გაიღიმა.

- არ მინდა, რომ ვინმემ ერთად გვნახოს! - მკაცრად ვუთხარი. არც კი მომისმინა. პირდაპირ ჩემი სახლის წინ გააჩერა. ზიზღით შევხედე მის ცინიკურად მომღიმარ  სახეს და მანქანიდან გადავედი.

სახლში შევედი. შუქი ყველა ოთახში ჩამქრალი იყო.

- ჰევოონ! სად ხარ მოვედი! - დავიძახე და მის ოთახში შევედი... ნეტავ არასდროს მენახა ის, რაც ვნახე... ჰევონი იატაკზე უგონოდ, გაუნძრევლად ეგდო.

AUTHOR'S POV:

ჰიონჯინი წასვლას აპირებდა, როცა სუჯინის კივილის ხმა მოესმა. დაუფიქრებლად, მაშინვე შევიდა მის სახლში და გოგოს ტირილის ხმამ ოთახამდე მიიყვანა. კარი შეაღო და იატაკზე უგონოდ მყოფი ჰევონი დაინახა, რომლის გამოფხიზლებასაც სუჯინი ცდილობდა.

- სუჯინ რა მოხდა?

- არ ვიცი! რომ შემოვედი ესე დამხვდა.- ნერვიულობისგან სიტყვებს ერთმანეთზე ძლივს აბამდა.

- საავადმყოფოში წავიყვანოთ.

----------

უკვე 1 საათია ჰევონს ექიმები თავს დატრიალებენ. სუჯინი კი დერეფანში უცდის ერთი ექიმის გამოსვლას მაინც, რომ გაიგოს თავისი და როგორაა. გვერდით ჰიონჯინი უზის. არცერთი ხმას არ იღებს. გოგო ერთ წერტილს აშტერდება და თითებს ათამაშებს.

- დამშვიდდი ყველაფერი კარგად იქნება...- მხარზე ხელი ნაზად დაადო სუჯინს, მაგრამ მან მისი ხელი უხეშად ჩამოიშორა.

ცოტა ხანში ექიმიც გამოვიდა და სუჯინს უთხრა, რომ კაბინეტში გაჰყოლოდა სასაუბროდ.

დაახლოებით 15 წუთში გოგო აცრემლებული გამოვიდა კაბინეტიდან.

- მაინც მოგვიწევს იმ კონკურსში მონაწილეობის მიღება... ჰევონს სასწრაფოდ სჭირდება ოპერაცია, ოპერაციას კი ფული სჭირდება...-გამტყდარი ხმით უთხრა სუჯინმა ჰიონჯინს და თავის დასთან, პალატაში შევიდა. მის გვერდით ჩამოჯდა ...

- კარგად ხარ ჰევონ?

- ეხლა უკეთ ვარ. ის ბიჭი შენი შეყვარებულია?- კითხვის ნიშნით შეხედა თავის დას ჰევონმა.

- რა სისულელეა! არა!- სუჯინი გაწითლდა.

- რატომღაც მგონია, რომ წუხელ მასთან იყავით ქალბატონო სუჯინ.-გამომცდელად  გაიღიმა.

- მეტი საქმე არ მაქვს!- ხელები გადააჯვარედინა.- ჩვენ უბრალოდ მეგობრები ვართ.

- კარგი ხოო... მჯერა შენი.


მეორე დღეც დადგა, ორშაბათი. ახალი საშინელი კვირის დასაწყისი სუჯინის ცხოვრებაში. სტუდიაში მივიდა. დღეს ბიჭები ემზადებოდნენ იუთუბზე ვიდეოს დასადებად, გოგონები კი კუთხეში იდგნენ და რაღაცაზე ლაპარაკობდნენ. ჰიონჯინი იქვე სკამზე იჯდა. სუჯინი, რომ დაინახა გაეღიმა.

- არ მეგონა თუ მაინც დათანხმდებოდა მონაწილეობის მიღებას.- ჰიონჯინის გვერდით მინჰო ჩამოჯდა, რომელსაც სახეზე ოფლის წვეთები ჰქონდა ცეკვისგან.

( ჰე ეხლა დააკვდით☺💗)

- მისი და ცუდადაა და უარს ვერ მეუბნება.- ეშმაკურად ჩაიღიმა ჰიონჯიმა.

- დაა როდის გაიგებს, რომ მაგ კონკურს შენ აფინანსებ?

- ვერასდროს. 

- არ გეცოდება? ეგოისტივით იქცევი.

- შენც არ ხარ ნაკლები.- ორივემ გაიცინა. მაგრამ ჰიონჯინს სახიდან ღიმილი მაშინვე ჩამოშორდა, როცა დაინახა სუჯინი ისევ როგორ ელაპარაკებოდა ფელიქსს.

SOOJIN'S POV:

- გამარჯობა სუჯინ! - ღიმილით მომესალმა ფელიქსი. - ცუდად გამოიყურები... ტიროდი?

- ჩემი და გახდა ცუდად და ვინერვიულე.- უხასიათოდ ვუპასუხე. გვერდით ჩამომიჯდა და მხარზე ხელი დამადო.

- მეც მყავდა და...- ღრმად ამოისუნთქა.

- „გყავდა"? რა მოუვიდა?- დავინტერესდი.

- თავი ჩამოიხრჩო...

- რაა? რატომ?

- არ ვიცი... რაღაც ეჭვები მაქვს მაგრამ...- უცებ ჰიონჯინს მკვლელის თვალებით გახედა.

ვაგვიანებ მაგრამ რას ვიზამთ:) ვეფხისტყაოსანი ერთ დღეში არ დაწერილა😀💜 მაქვს მეორე გვერდი gl_mania400 სადაც ვდებ GL ფიქციებს და თუ გაინტერესებთ შეიჭყიტეთ❤

შთაბეჭდილებები გამიზიარეთ კომენტარებში და დაავოუთეთ აუცილებლად💗✔


You are reading the story above: TeenFic.Net