მეცეკვე პატარავ(2)

Background color
Font
Font size
Line height

„მე ჩანიოლი ვარ" „მე ჩანიოლი ვარ"- ეს სიტყვები მეხის დაცემას უფრო გავდა. თავში თითქოს რამდენჯერმე განმეორდა, ექოდ.

გავფითრდი და თვალები გადმომცვივდა. მინდოდა გავცეულიყავი ან მისთვის რაღაცა ჩამერტყა. ან რავი. მაგრამ ამას ვერ გავაკეთებ.

-ჩანიოლ?!

კიდევ ერთხელ გავიმეორე. თითქოს ამით ის ფაქტი შეიცვლებოდა, რომ ის ახლა ჩემს გვერძე დგას, მე კი ხელ-მკლავი მაქვს გაყრილი მისთვის.

მან უბრალოდ გადმომხედა და გამიღიმა.

-კეიკო, ჩვენო ლამაზო!

მესმის წინიდან ხმა. მაგრამ ისე ვარ ამ ყველაფრით გაოცებული, რომ არ შემიძლია თავი შევაბრუნო. თვალს ვერ ვაცილებ. არ შემიძლია. ვერ ვიჯერებ... ის ახლა ჩემს გვერძე დგას?! ახლა და ამ წუთას?! ცხოვრებავ, მეღადავები?!

-ჩვენო მშვენიერო!

ვგრძნობ როგორ მხვევს ხელს ვიღაც. ვიხედებდი წინ, იქ კი ჩანიოლის მშობლები მხვდებიან

-როგორ გაზრდილხარ, როგორ გალამაზებულხარ, როგორ დაქალდი! როგორი მშვენიერი ხარ, სიტყვები არ მყოფნის!

აღბრთოვანებული მეუბნება ჩანიოლის დედა

-გეთანხმები დედა. კეიკო, ძალიან შეიცვალა. სადმე რომ მენახე, ვერ გიცნებდობი ან გიცნობდი...

მრავლისთქმელად იღიმის და ხელს ჩემს წელზე ათავსებს

-უკვე რამდენი წელი გასულა თურმე.

მამამისი გაოცებული შემომცქერის.

-მართლაც...რამდენი წელი კეიკო? 10 წელი? თუ უფრო მეტი?

ისევ მე მიყურებს ჩანიოლი. ხელს არ აშორებს ჩემს წელს და თან ზევიდან მიღიმის. აი ისევ ის ღიმილი, რომლითაც კლუბში შემოსვლის დროს დამასაჩუქრა. ეს რაღაც ახალია!

„10 წელი? ჩანიოლ ცდები 8 წელი და 5 თვე გავიდა"- ჩემთვის გავიფიქრე და სიმწრის სიცილიც მივაყოლე.

მე უბრალოდ თავს ვუქნევ და ნაზი ღიმილით ვასაჩუქრებ.

-ძალიან მოგვენატრე ჩვენო ლამაზო

-მეც...

ძლივს მოვახერხე ხმის ამოღება ამ საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში. ჩანიოლი ძლიერად მიჭერს ხელს წელზე.

შევიშმუშნე და ხელი გავაშვებინე. რასაც მისი უკმაყოფილო ამოსუნთქვა მოყვა. ეს რათქმაუნდა დედაჩემს  არ გამოპარვია, ბრაზიანი თვალებით შემომხედა. თუმცა არ დაიბნა. ახლოს მოიწია და ჩანიოლის ხელის ადგილას თავისი მოათავსა.

-ჩვენც ძალიან მოგვენატრეთ. იმედია, ასე აღარ დაიკარგებით.

ღიმილით უთხრა დედიკომ

-არა, ქალბატონო, პირობას გაძლევთ მე და ჩემი მშობლები, რომ კიდევ დიდი ხანი ვერ მოგვიშორებთ. მე ყოველ შემთხვევაში მაქვს აქ დარჩენის მიზეზი...

-ძალიან კარგი!

-ამ... უკაცრავად, ცოტა ხანი დაგტოვებთ.

ძლივს ამოვღერღე.

-მაგრამ მხოლოდ ცოტა ხნით. მოგვენტრე ძალიან!

თბილი ღიმილით მეუბნება ჩანიოლის მამა. მე თავს ვუკრავ და სწრაფი ნაბიჯებით ვშორდები.

გეზს საპირფარეშოსკენ ვიღებ. შესვლისთანავე კარებს ვკეტავ და ნელ-ნელა დაბლა ვცურდები. რა ჯანდააბა, პარკ ჩანიოლ? მოგეწერა მაინც! ასე თავზე დადგომა, რამე ახალი სტილია. ვდგები და სარკესთან მივდივარ. ონკანს ვუშვებ. ცივ წყალს სახეზე ვისხამ და სარკეში ვიხედები. საკუთრ თავს შევცქერი თითქოს, თუმცა სინამდვილეში, სულ სხვაგან ვარ. ცივი წვეთები მთელ სახეზე მოგზაურობენ და თითეული ნაკვთის „შესწავლის" შემდეგ დაბლა ეცემიან.

*flashback*

-აბა დამეწიე თუ მაგარი გოგო ხარ..

სიცილით ეუბნება პატარა, 10 წლის ბიჭი 8 წლის გოგონას.

გოგოც მისდევს. არ ნებდება. უკვე მერამდენედ მეორდება ეს სცენა. მიუხედავ იმისა, რომ ვერასდროს ეწევა ის მაინც მისდევს მას... ალბათ იმედი აქვს, რომ ის მას დაეწევა...

-და...დავიღალე..გაჩერდიი....

ასო-ასო იძახის გოგონა და იქვე სკამზე ჯდება....

ბიჭიც გვერძე უჯდება

-რატომ მომსდევ მუდამ?

-იმიტო რომ ვთმააშობთ

-შენ ხომ ხვდები რომ ვერ დამეწევი...

-ამ...

-კეიკო, შენ ჩემზე პატარა ხარ: ასაკითაც და სიმაღლითაც. განსაკუთრებით სიმაღლით ვარ შენზე გაცილებით მაღალი. თან ბიჭი ვარ...

-მერე რა რომ ბიჭი ხარ...

გოგონამ ტუჩგადმობრუნებულმა ხელები გადაიჯვარედინა და გაიბუსხა.

-ეი... შენ რა გამებუტე?

-...

-კეიკო

-....

-კეიკო...

ბიჭი გოგოსკენ მიჩოჩდა

გოგონა არც კი განძრეულა

-კეიკო

და ხელი გადახვია. გოგონამ გაბრაზებულმა მოიშორა მისი მკლავი. ბიჭმა კი სიცილი ატეხა.

-რა გაცინებს?!

-პატარა ბავშვივით იბუტები

-არ ვარ პატარა

-მაშინ რატომ იბუტები ბავშვივით?

-იმიტომ რომ ღირსი ხარ...

-კეიკო

ბიჭი გოგოს წინ იცუცქება და ხელებს მის მუხლებზე ათავსებს.

-დიდები რომ გავიზრდებით, ხომ არ მიმატოვებ?

და მისი ლამაზი თვალები შეანათა გოგონას, რომელიც ასე ძალიან უყვარდა. დაიხ უყვარდა. ალბათ იტყვით, რა სიყვარულიოო?! ის ხომ ჯერ 10 წლის არის. რა უნდა გაეგებოდეს ჯერ გრძნობებში, სიყვარულზე კი ზედმეტია ლაპარაკი. მაგრამ ბიჭმა უფროსებზე მეტი იცოდა სიყვარულზეც და ერთგულებაზე.

გოგონამ საპასუხოდ თავი გააქნია

-მპირდები?

და იმედიანი თვალებით შეხედა გოგონას ლამაზ ყავიფერ თვალებში. გოგონა კი საპასუხოდ ჩაეხუტა.

-გპირდები

ჩასჩურჩულა მან.

*Flashback-ის დასასრული*

მახსენდება ეს „საყვარელი მომენტი". ის ერთ-ერთია, იმ ყველაზე ტკბილ მოგონებებში,  რომელმაც ბავშვობა გამილამაზა და საბოლო ჯამში გამხადა ის, ვინც ახლა მე ვარ. სარკეში საკუთარ თავს თვალს ვერ ვაცილებ. არ ვიცი რატომ, მაგრამ მინდა დავიმახსოვრო როგორი ვარ ამ წუთას. ასეთი უკვე დიდი ხანია არ ვყოფილვარ. ახლა კი ის აქაა. ჩემი წარსულის ტკბილი, მაგრამ ამავდროულად მწარე მოგონება. მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთთან მილიონობით ტკბილი, თბილი, მშვენიერი, ლამაზიი თუ მხიარული მომენტი გვაკავშირებს, ის ჩემში მაინც უარყოფით გრძნობებს იწვევს. თითოეული მოგონება, რომელიც მასთან არის კავშირში, ჩემთვის გულის შემბოჭავია და დამციცქნავი. თითქოს თითოეული მისი ჩაღიმება მე მკლავს. თითქოს შიგნიდან მჭამს.

თავი გავაქნიე.

არა კეიკო, უკვე 8 წელი გავიდა. დიდი ხანია, ის აღარ არის შენი ცხოვრების ნაწილი. დიდი ხანია წავიდა. არ ვიცი რატომ ჩამოვიდა, მაგრამ არც მაინტერებს. წელში ვსწორდები, სახეს ვიმშრალებ და ძალზედ თავდაჯერებული ღიმილით გარეთ გავდივარ.

-კეიკო

მემსის ხმა. მე უცებ ვხტები ადგილზე მოულოდნელობისგან. უკან ვბრუნდები და ჩანიოლს ვხედავ.

-ჩანიოლ

თავს ვუკრავ და გავბრუნდი. თუმცა მისმა ხელმა შემაჩერა.

-არ აპირებ, ჩემთან საუბარს?

მე ხმა არ გავეცი, უბრალოდ თვალებში ჩავხედე

-არა?!

მიმეორებს კითხვას, თითქოს ამით განსხვავებულ პასუხს მიიღებს.

-კეიკო, ხმას რატომ არ მცემ?

ეს ხომ ჯანმრთელია?!

-გეჩვენება. ახლა კი ხელი გამიშვი!!!

ხელს ვძიძგნი და დარბაზში შევდივარ, რომელიც სავსეა სხვადასხვა ქვეყნის მეფე-დედოფლებით. პრინცებით თუ პრინცესებით. ყველას ელეგანტურად და დახვეწილად აცვია.

ყველა გრაციოზულად მოძრაობს. ყველა ერთმანეთეს უცინის. ჰაჰ, ერთდაერთი რამ რაც 2070 წელსას კი უცვლელი დარჩა- ეს ადამინია და მისი ბუნება. პირში გიცინის და ზურგ უკან კი შენზე ათასობით სისაძაგლეს იძახის. გამცირებს და მიწასთან გასწორებს. უცველელია, ადამიანის ეგოისტობა და სიძუნწე. ადამიანის პირფერობა და ტყუილი. მოკლედ ყველაფერი ის რაც ადამიანს, ადამიანად ხდის და აქცევს.

მე დედაჩემთან მივდივარ.

-უკაცრავად, შიეძლება დედაჩემი 5 წუთით წაგართვათ?

ყველა ღიმილით თავს მიკრავს.

-ესაა, რის გამოც მე აუცილებელი ვიყავი ამ წვეულებაზე?-ვკითხე, როცა დავრწმუნდი, რომ არავინ გვისმენდა.

დედამ კი ბედნიერმა თავი დამიქნია.

-რის მიღწვას ცდილობ დედა?! გეკითხები რის?! ხომ იცი არა, ჩანიოლ....

-კეიკო, შენ მაშინ ბავშვი იყავი. რამდენი წელი გავიდა უკვე, ჯობია დაივიწყო ეგ შენი ბავშვური წარსული და მიესალმო მომავალს, რომელიც ძალიან კარგია!

-დედა, რას გეგმავ?

-მე? არაფერს..

-დედა, იმაზე უკეთესად გიცნობ ვიდრე წამროგიდგენია, ასე რომ მითხარი რისთვისაა ეს ყველაფერი?

-შვილო არაფერს ვგეგმავ. მე როგორ დავგეგმავ რამეს?!

- ერთი რამ რაც შენგან ვისწავლე, ისაა რომ ამ ქვეყნად ყველაფერს აქვს თავისი მნიშვნელობა, დანიშნულება და ყველანარი ქმედებას აქვს მიზეზი. ასე რომ...

-შვილო, მგონი გადაიღალე.

და ასე გოცებული მტოვებს. არც კი დამაცა სიტყვის დასრულება. იქნება რას ვეუბრნებოდი ღრმად ამოვისუნთქე და წინ გავიხედე, ბუხრისკენ. პირდაპირ ჩანიოლის თვალებს შევეჩახე. მშვენიერია! მიყურებს და თან წვენს სვამს. თვალს არ მაცილებს და ასე უსირცხვილოდ მათვალიერებს. მეც ხელს ვწევ და ვუქნევ. ვატყობ გაოცებას მის თვალებში. მაგრამ საპასუხოდ ხელს ისიც მიქნევს.

საათს გავხედე. უვკე 12ის ნახევარია. თუ ვიჩქარებ და გავიპარები სასახლიდან, შემიძლია კლუბშიც წავიდე. ყველას ვემშვიდობები, ვიმიზეზებ თავის ტკივილს და ოთახისკენ მივიჩქარი.

ლინზებს ვიკეთებ, სწრაფად ვიღებ ჩემს ნიღაბს, რომელიც იუმიმ მომიხატა და ეზოში მივიპარები. უკვე შესასვლელთან ვარ როცა ხმა მაჩერებს.

-საით მიიპარები, პატარავ?!

-უბრალოდ სუფთა ჰაერზე გამოვედი.

-მე კი დარწმუნებული ვარ, რომ მიიპარები.

-ნუ იქნები ეგრე დარწმუნებული..

-კარგი კარგი... არ გინდა ვისაუბროთ?

-ამ, სიმართლე თუ გინდა, არა ჩანიოლ

-კი მაგრამ რატომ? ჩვენ ხომ ასე კარგად ვიყავით ერთმანეთთან

-ეგ ადრე იყო. მაგის შემდეგ დიდი დრო გავიდა. მეც გავიზარდე და შენც...

-ჰოოო არა?! ანუ შეიცვალე?

და ჩემსკენ წამოვიდ.ა მეც უკან დავიხიე

-მე კი მგონია, ისევ 5 წლის პატარა გოგონა ხარ. ისევ ისე გეშინია ჩემი სიახლოვის, როგორც ეს დასაწყისში იყო. არ გინდა ვითამაშოთ?

-რა თქვი?

გამიკვირდა

-მოდი დაჭერობანა ვითამაშოთ, პატარავ

-არა და გთხოვ, მაგ სახელით ნუ მომმართავ!

-რატომ, არ გსიამოვნებს?

-არა

-რატომ?

-შენ რა ყველაფერზე „რატომ" კითხვას სვამ?

-გუშინ ერთმა ძალიან ჭკვიანმა გოგონამ მითხრა, რომ ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი.

მე უცებ გადავქანდი.

-ხოოო?

-ხო

-კარგი ვიღაცა ყოფილა...

-ნამდვილად...კითხვაზე არ გიპასუხია, პატარავ!

-რა კითხვაზე?

-რატომ არ გინდა მოგმართო „პატარათი"?

-იმიტომ რომ... ამმმ. არ მინდა და მორჩა.

-მე გეტყი. იმიტომ რომ ცუდ მოგონებებთან არის კავშირში, არა?!

-რათქმაუნდა არა, ჩანიოლ

-ჩანიოლ? და სად წავიდა შენი „ყურშა" ან „დაგრეხილი" ან თუნდაც „იოლ"

-გაქრა, ისევე როგორც ჩვენი ბავშვობა

-გაქრა? ანუ დაგავიწყდა ვინები ვიყავით ერთმანეთისთვის ბავშვობაში?

მე გაბრუნებული ვიყავი, როცა ეს გავიგე.

-რა?

-რაც გაიგე. არ გახსოვს, რას დამპირდი?

-არა...

ვიცრუე . დიახ ვიცრუე. მერე რა...

-იმას რომ არ დამტოვებდი.

- მერე და ვინ გტოვებს და ხო მაგ დაპირებას რაც შეეხება, მაშინ 8 წლის ვიყავი. ნახევარს ვერც ვიაზრებდი... ასე რომ, უბრალოდ დაივიწყე რაც მოხდა.

-დავივიწყო? პატარავ, ეს რაღაც, რომელიც შენი სიტყვებით მე უნდა დავივიწყო, 7 წელი გრძელდებოდა.

-კარგი, რგოორც გინდა ჩანიოლ. თუ გინდა ნუ დაივიწყებ, მაგრამ მე თავი დამანებე. კარგი?! ახლა კი ნახვამდის...

საკმაოდ დიდი მანძილი მქონდა გავლილი, როცა გავიგე როგორ დამიყვირა

-მაგასაც ვნახავთ, პატარავ

ოკ ჩანიოლ ოკ.

1 საათიანი სიარულის შემდეგ, კლუბის კარები წინ ვიდექი. 1..2.. 3.. ნიღაბი გავიკეთე და კარები შეევაღე. მაშინვე ღიმილიანი სახეები დავლანდე. ფაქტიურად ყველა მე მიყურებდა და აქა-იქ ტაშსაც კი მიკრავდენ. მე ჩემი სამეგობროსკენ გავემართე

-მოცუნცულად ჩვენი გოგო

დაიწივლა იუმიმ და კისერზე შემახტა

-კეიკო..

მიყვა მამიც და ლოყებს დაწვდა. მიზელავდა მთელი ძალით

-ხელი უშვი ლოყას გოგო.

ძლივს გადავაბი სიტყვვები ერთმანეთსს.

-ნწწ

და აგრძელებდა

მეც ხელი დავტაცე და მოვაშორებინა

-კეიკო, შენ პრინცესა ხარ თუ მებრძოლი. რა იყო რა ჯანზე ხარ! რას გაჭმევენ ასეთს?!

მე სიცილი მოვრთე

-ვსოოო დაიწყო..

ამოიხვნეშა დ.ომ. დიახ, საშინელი სიცილი ვიცოდი და დიახ, დ.ო ასეთი უჟმური გვყავს ჩვენ. მუდამ რაღაც საქმეთი არის დაკავებული. მუდამ, მაგრამ მაინც, მის გარეშე ჩვენი სამეგობრო არ იქნებოდა ისეთი, როგორიც არის. მისი ასეთი სიწყნარე თითქოს გვაბალანსებს გიჟებს. ისე ხანდახან მიკვირს, როგორ შევიკრიბეთ ასე ყველა გიჟი ერთად?!

-ერთი აკლიათ, მაღალი აკლიათ!

თქვა ბექიონმა და მეზობელი მიგიდისკენ მიმანიშნა.

-რა თქვი ბექ?

-გუშინდელი „სასტავი". ყველაზე მაღალი აკლიათ. ის დიდ ყურება.

-აა მივხვდი, იმაზე იძახდი კორეის პრინცობას, რომ იბრალებდა?!

-კი არ ვიბრალებ ვარ..

გვერძე გავიხედე და რა თქმა უნდა იოლი შემრჩა.

-გასაგებია.

ისე ვუთხარი არც კი შემიხედავს.

-რატომ არ მიჯერებ, რომ მე პარკ ჩანიოლი ვარ. რა?! საბუთები განახო?

გაღიზიანებული მეუბნებოდა

-არა, რათქმაუნდა. რაში მჭირდება შენი საბუთები, გეხვეწები რა...

და ირონიულად ჩავილაპარაკე

-მე კი არა, შენ ვინ ხარ. ასე აგდებით რატომ მესაუბრები. დაგავიწყდა ვინ ვარ?

-და მაინც ვინ ხარ?

წამოვდექი და თვალი თვალში გავუყარე.

-უკვე გითხარი, Park Chan Yeol. მგონი ამით ყველაფერი გასაგებია...

და თავმომწონედ ჩაიღიმა

-ვაუჰ, მაოცებბ, როგორი ნარცისი ხარ. მერე რა, რომ შენ პარკ ჩანიოლი ხარ. ეგრე მე...

უცებ დავასტოპე. უფრო სწორედ იუმიმ გამაჩუმა. პირზე ხელი ამაფარა. ის რომ არა მე ნამდვილად ვიტყოდი ჩემს ვინაობას

-შენ? შენ რა??? დაასრულე და შენ გოგონი, ხელი მოაშორე.

უთხრა იუმის ძალიან აგდებით

-რა? თავი ვინ გგონია. სულ არ მაინტერებს ვინ ხარ. პარკ ჩან იოლი თუ კორეის პრინცი. აქ შენი კანონები არ მოქმედებს, ასე რომ, ჯობია გაჩუმდე

ძალიან დიდი აგრესიით უთხრა იუმიმ ჩანიოლს. ამ დროს, ამ ყურშას გვერძე მისიეულები ამოუდგნენ.

-რამე პრობლემა???

თქვა ფაქტიურად ჩანიოლის სიმაღლის ბიჭმა. ერთი შავათვალიერე და ნუ... არასდროს მეგონა ბიჭის სხეულის შემშურდებოდა.

ამ ახალ „გამოჩეკილმა" ყველას თვალი მოავლო და მზერა მამიზე შეეაჩერა. ჩაუცინა და თვალი ჩაუკრა. ოოო აქ ახლა აქ ჩხუბი ატყდება. დავინახე როგორ წამოდგა სეჰუნი და მამის წინ გადაეფარა.

-არა, კაი.. არანაირი პრობლემაა....

თქვა ჩანიოლმა ისე რომ მზერას არ მაშორებდა. გვერდულად იღიმოდა. თვალებზე ეწერა „კეიკო გიცანი". მე შევცბი და ცოტა უკან წავედი.

-რაოო, პატარავ, ხომ არ შეგეშინდა...?

მითხრა სიცილით

-იდიოტო, თუ ნამდვილად კორეის პრინცი ხარ, მაშინ უნდა იცოდე როგორ მოექცე გოგონებს და როგორ არ უნდა ელაპარაკო!

-ეგ სასახლეშიც მყოფნის, თუმცა შენ მაგას რატომ გეუბნები? ისედაც იცი...

-რა თქვი?

-მიესალმეთ Dj Queen-სს!

დაიყვირა წამყვანმა. მე გაუნძრევლად ვიდექი

-ვერ გაიგე?! "DJ Queen" დროა!

-.....

-მიდი, ნუ ალოდინებ მაყურებელს. უზრდელობაა! არ შეგეფერება, ბოლოს და ბოლოს...

-ჩემი წასვლის დროა, მაგრამ ამით არ დასრულებულა ეს!

ვუთხარი და თან თვალებიდან ცეცხლს ვყრიდი

-მოუთმენლად ველოდები, პატარავ!

ბოლო სიტყვა ისე ხაზგასმით თქვა, რომ მაგრძნობინა, რომ მაგარ შარში ვარ....

მე დაბნეული ავედი სცენაზე.

დავიწყე. ნუ აღარ დაგიწყებთ იმის ახსნას, რა, როგორ იყო. იმიტომ რომ ისედაც მიხვდით. მე დაბნეული ვდგავარ და ხალხი ცეკვვავს. იქვე ახლოს ჩემი „ბანდა" და „ჩანიოლის ბანდა" თვალებით ჭამს ერთმანეთს. ჩანიოლი კი მე მჭამს მზერით. მე კი ასე ობლად ვდგავარ, ამ სცენაზე.

სეჰუნმა მამის ხელი გადახვია და მიიხუტა. აა? რამე გამოვტოვე. მამისაც იგივენაირი სახე ქონდა. ახედა სეჰუნს და იმან კიდევ ჩასჩურჩულა „ორივემ ვიცით, რასაც ვგრნობ შენს მიმართ, არ ვაპირებ ვიღაცას შენი თავი დავუთმო ან გავუნაწილო, ასე რომ ჩუმად იჯექი, თუ არ გინდაა, მე გაბრაზებული მნახო"

ასეთი სეჰუნი ბოლოს ვნახე?? ამ... არასდროს?

ხო ეგრეა. ახლა ის ცხოველს გავს, ვინც თავის ნადავლს იცავს.

კაიც, რომ აკლებს მაგაშია საქმე. ორივე თვალებით ერთმანეთს ჭამენ. ჩანიოლი კი მათ უბრალოდ უყურებს. ეე ბიჭო, რამე ქენი თორემ გასვენებაში მოგვიწევს წასვლა.

ღამის 2ის ნახევარი იქნებოდა. მე სცენიდან ჩამოვედი.

-რამე გამვტოვე??

ვიკითხე და წყლის ბოთლი მივიყუდე.

-არაფერი საინტერესო.

მითხრა თავაუღებლად სუჰომ და წიგნის კითხვა გააგრძელა. ვიცი.. უცნაურია, როცა კლუბში წიგნი დაგაქვს წასაკითხად. უბრლაოდ არ მკითხოთ. ვერ გაგცემთ პასუხს, თ რატომ აკეთებს ჩვენი „დედიკო" ან ჩვენი „მფარველი" ამას.

-მეცეკვე!

მესმის უკნიდან ხმა. ეს ბრძანებას უფრო გავს, ვიდრე კითხვას

-ოჰოჰოო, ვიღაცამ უკვე ბრძანებლობა დაიწყო. უბრალოდ მაინტერესებს ეს ბრძანებაა თუ კითხვა?!

-რომელიც შენ გინდა ის იყოს. მთავარია, მეცეკვე!

-ეს ბრძანებაა და არა.

ბოთლი მაგიდაზე დავდე, არა დავახეთქე და ხალხში შევერიე. უკვე დარბაზის ცენტრში ვიდექი, როცა ვიღაცამ ხელი მომკიდა და ძალიან სწრაფად და ძლიერად შემომაბრუნა.

-უკვე გითხარი მგონი, რომ არ მიყვარს, როცა ვინმე უარს მეუბნება!

-ეიი დაულაგებელო, ხელი მიშვი და დაიკარგე...

აგდებით ვუთხარი, ხელი ავუქნიე და წასვლა დავაპირე. შევბრუნდი, მაგრამ უცებ ჩანიოლმა ხელი წელზე მომკიდა და თავის თავს მიმაჯახა უკნიდან.

ხელები ძლიერად შემომხვია წელზე და ყურში ჩამჩურჩულა

-მეცეკვე, პატარავ

და ყურზე მიკბინა. მე ავხტი ამაზე

-რაა... რას აკეთებ დაულაგებელო?!

-მეცეკვე

-უცნობებს არ ვეცეკვები!

-რაღაა, უცნობებს, პატარავ, უკვე 16 წელია გიცნობ.....

ჰელოუთ <3 აი მეორე თავიც <3 იმედია მოგეწონათ და დაგაინტერესათ. თუ მოგეწონათ vote and commant <3 laaav <3

You are reading the story above: TeenFic.Net