მე შენ...(6)

Background color
Font
Font size
Line height

-ჩანიოლ?!

-ხო...მე ვარ..ახლა კი სწრაფად დამიჯექი...

გამოშტერებული ვუყურებ. ის უკანასკნელი ადამიანია, ვის ნახვასაც მოველოდი აქ...

-რას მიყურებ?! არ გინახიხავარ?! სწრაფად დამიჯექი, თუ არ გინდა პოლიციამ გამოგვიჭიროს....

-რა?!

-ღმერთო..ეს მგონი სულ დადებილდა.

ხელი მაჯაში ჩამავლო და თავისკენ მიმიზიდა.

-ეი..ეიიი....

და ხელი უხეშად გამოვძიძგნე. ის შეცბა

-რას აკეთებ? სწრაფად კეიკო!

-არა!

-რა არა?!

-არა

-შენ ხომ ჯანმრთელად ხარ?

-არა მეთქი...

-კეიკო, ნუ იქცევი კაპრიზული ბავშვივით და სწრაფად დამიჯექი. თორემ ძალით დაგისვამ.

-უკვე გითხარი არა ჩანიოლ. არა..

-რატომ?

-იმიტომ...

-კარგი..დავიღალე შენთან კამათით. ასე, რომ კარგი. ნება შენითა. იცი ღირსი ხარ დაგიჭიროს პოლიციამ და მერე ყველამ გაიგოს შენი ვინაობა. ყველამ გაიგოს, რას მაიმუნობ ხოლმე ღამ-ღამობით.

მოტოციკლეტი დაქოქა და ადგილს მოსწყდა. ჯანდაბა!

გავიქეცი

-გოგონავ შეჩერდით! წინააღმდეგ შემთხვევაში მოგვიწევს გამოვიყენოთ უკიდურესი ზომები.

აჰ... მე მაინც არ გავჩერდი და გავაგრძელე სირბილი. მთელი ძალით მივრბოდი. თან საკუთარ თავს ვლანძღავდი. რატომ არ დავუჯერე იუმის! ახლა ხომ არ ვიქნებოდი ამ სიტუაციაში. ან ჩანიოლი? ის რა მართლა წავიდა და დამტოვა აქ მარტო?! მიიმაგდო პოლიციასთან და თვითონ გაიქცა?! ჯანდაბა ჩანიოლ! მიფრთხილდი! ძალიან გაბრაზებული ვარ. არა..არა ვერ ვიჯერებ. ის მართლა წავიდა?! 16 წელია მიცნობს, შეყვარებულებიც კი ვიყავით, ახლა კი მან მიმაგდო. არაკაცი ხარ იოლ. ვერ გიტან. მშიშარა კურდღელი. ყურცქვიტა კურდღელი. არა რა......

სუნთქვა სასტიკად მაქვს გახშირებული. ფეხები საშინლად მტკივა. აღარ შემიძლია უკვე სირბილი. აიშ... ჯანდაბა. სხეული ძლივს მიმაქვს. უკვე ძალები აღარ მაქვს. მთლიანად ამომეწურა. ნელ-ნელა ვანელებ სირბილს.

ჯანდაბა! ტირილს ვიწყებ. ძალიან მიჭირს სუნთქვა და ძალიან მტკივა გული. გულის რევის შეგრძნებაც კი მაქვს. ასე ნელ-ნელა ვჩერდები. ცოტაც და გული წამივა...

ხმა გავიგე უკნიდან. ძრავის გამაყრუებელი ხმა. ჩემსკენ ძალიან დიდი სისწრაფით მოექანება. მე უკანასკნელ ძალებს ვიკრებ და ვაგრძელებ სირბილს. მაგრამ ვის ვატყუებ. ფეხები ერთმანეთში მებლანდება. მაგრამ მაინც მივრბივარ. არა კეიკო! შენ ამას შეძლებ.. უნდა შეძლო. უნდა გაიქცო. შენ მომავალი დედოფალი ხარ. შენ მებრძოლი ხარ. შენ კეიკო ხარ. მიდიი... მაგრამ ძრავის ხმა უფრო და უფრო ახლოვდება. უფრო და უფრო მკვეთრად მესმის მისი ხმა. თვალები დავხუჭე და დაველოდე როდის მოვიდოდნენ ჩემთან და როდის მივიღებდი „ჩემს სასჯელს".

მუცელზე შეხებას ვგრძნობ.. ვიღაცამ ხელები მომხვია, ჰაერში ამიტაცა და მოტოციკლეტზე შემსვა. რა?

მე თვალები ძლიერად მაქვს დახუჭული. მეშინია თვალების გახელა. მეშინია, იმის რასაც დავინახავ. ნუთუ გადამარჩინეს... ნელ-ნელა ვახელ თვალებს და ჩემს წინ მყოფ ბიჭს სახეში ვუყურებ. წინ ვუზივარ, ხელები ჩემს გარშემო, რულზე აქვს შემოწყობილი.... მთელი სისწრაფით მიყავს. ჩაფხუტი აქვს ჩამოფარებული. სახეს მთლიანად უფარავას. მაგრამ თვალები მაინც უჩანს. მხოლოდ ესაა საკმარისი იმისთვის, რომ გავაკრვიო ვინაა ჩემი გადამრჩენელი. მხოლოდ ესაა საკმარისი.

მისიი ულამაზესი და დიდი თვალები. თვალები, რომლის დანახვისას საშინლად სასიამოვნო გრძნობა გეუფლება. გინდა დაიჭირო და დაუკოცნა თვალები. გამომეტყველება. მისი თვალების გამომეტყველება. ყოველ ჯერზე როცა მათ შევცქერი, არა მიწიერი გრძნობა მეუფლება. სასიმოვნო...ისეთი რომ მინდება გავიღიმო. გავიღიმო მთელი 32ით. მისი თვალებიც, კი უზომოდ დიდი სიამოვნების მომტანია ჩემთვის. მისი თვალებიც, კი საკმარისი იმისთვის, რომ თავი კომფოორტულად ვიგრძნო. კომფორტულად და დაცულად. მაგრამ მაინც მეშინია. მეშინია, არა ჩანიოლის. რათქმაუნდა არა. მეშინია იმის რაც კრისმა გამიკეთა. სწორედ ამიტომაცაა, რომ მე ჩანიოლს ხელს ვკრავ. მეშინია, ბიჭებთან ურთიერთობის. მეშინია. ვიცი, მართალია კრისს ხელიდან დავუსხლტი..მართალია კარგად ვცემე, მაგრამ მაინც მეშინია. ხომ შეიძლებოდა, ვერ მოვრეოდი?! და მოხდარიყო გამოუსწორებელი. მეშინია...

გაშტერებული შევყურებ. არ ვიცი, რატომ, მაგრამ მეღიმება. მას არ მივუტოვებივარ. მას არ დავავიწყდი. მას არ მივუგდივარ. ის ჩემზე ღელავს.

მხოლოდ ეს ფიქრებიც კი საკმარისია იმისთვის, რომ დებილურად დავიწყო ღიმილი და მართლაც, დებილურად და სულელურად ვიღიმივარ. არ ვიცი... არ ვიცი.. ახლა რას ვგრძნობ? ვერ აგიღწერთ, ეს უნდა იგრძნოთ.

თავში მხოლოდ ერთი წინადადება მიტრიალებს -„ის დაბრუნდა". ხელებს წელზე ვხვევ და გულ-მკერდზე თავს ვადებ. მესმის მისი გულის ცემა. როგორი აჩქარებული აქვს! ღმერთო! როგორი სასიამოვნოა მისი მოსმენა! ნებისმიერ კლასიკას თუ მუსიკას მირჩევნია. მისი გულის ცემა, ჩემთვის იავნანასავითაა.

ჩანიოლმა ღრმად ამოისუნთქა. თითქოს ამით ცდილობდა გული ნორმალურ მდგომარეობაში მოეყვანა...მაგრამ გული მაინც არ აპირებდა შენელებას. ის ახლა ძალიან, ძალიან სწრაფად ცემდა... ბაგა ბუგი გაუდიოდა. მე კი ეს მესმოდა. მე კი ამას ვგრძნობდი...

*ჩანიოლ P.O.V*

მისი სიახლოვე მე საშინლად მიჩქარებს გულს. მინდა დავმშვიდდე. მაგრამ არ გამომდის. მისი თმები, მისი სურნელი-ის ისეთი მძაფრია, რომ ჩაფხუტშიც კი ვგრძნობ მას. ან არ ვიცი...შეიძლება ეს ჩემთვისაა მისი სურნელი ასეთი მძაფრი.

სასახლის წინ გავაჩერე... ჩაფხუტი მოვიხადე და დავხედე. აჰაჰაჰ...ნამდვილად პატარა ბავშვია. დასძინებია.

-პატარავ...

ხელი შევახე მის ზურგს.. რეაქცია ნოლი

-პატარავ, მოვედით

-ჩანიოლ..

აღმოხდა მას და კიდევ უფრო მომეწეპა. ჰაჰა, ჯღიბა... ძლიერად აქვს შემოჭერილი მკლავები ჩემს წელზე და მეწეპება მთელი ძალით. ტუჩები წინ აქვს გამოშვერილი და ძალიან მშვიდად ძინავს.

-მხოლოდ შენ თუ შეგიძლია დაგეძინოს მოტოციკლეტზე ჯდომისას, პატარავ.

თმები ყურს უკან გადავუწიე.. ძალიან ნაზად მოვეფერე ლოყაზე.

-ჩემი პატარა გოგონა! როგორ მიყვარხარ. უზომოდ და დაუსრულებლად. შენ კი არ მიკარებ.. რატომ? ნეტავ ვიცოდე ამის მიზეზი... შემიძლია მილიარდჯერ გითხრა, რომ მიყვარხარ, მაგრამ მაინც არ მეყოფა ეს მილიარდი სიტყვა იმისთვის, რომ ბოლომდე გაგრძნობინო და აგიხსნა შენდამი ჩემი სიყვარული...

ცრემლი ჩამომვარდა. პირდაპირ მის სახეს დაეცა... უკვე მერამდენედ მატირებს ეს პატარა გოგონა. მე თვითონ მიკვირს. როგორ შეუძლია, ამ პატარა არსებას ჩემზე ამხელა ზეგავლენა ჰქონდეს. იქნებ თქვენ ამიხსნათ?

ცრემლი მოვწმინდე და იმავე ადგილზე ვაკოცე, სადაც იგი დაეცა. ნელა ვაშორებ თავს..მეღიმება.. 8 წლის განმავლობაში, მე მას პირველად ვაკოცე...

ხელში ვიყვან და ნელა შემყავს სასახლეში. ვცდილობ ყველაფერი ჩუმად გავაკეთო. არ მინდა ან ჩემი პატარა ან თუნდაც მისი მშობლები გავაღვიძო... ჰაჰ, მაგრამ ხომ გაგიგიათ...რაც მოსახდენია, მოხდებაო. უკვე ფაქტიურად მის ოთახთან ვიყავი მისული, როცა ხმა შემომესმა

-ჩანიოლ?!

ნელა შევტრიალდი. დედამისი იყო

-დიახ?!

ჩუმად ვუთხარი

-ეგ კეიკოა?!

-აჰ..დიახ..

-და რატომ ძინავს?!

-დაეძინა..

-სადმე იყავით?

-ამ...არა, უბრალოდ ვსეირნობდით. მე ზღაპარი მოვიყევი, მას კი ჩაეძინა. ხომ იცით არა, როგორ ეძინება ხოლმე ზღაპრებზე.

-აჰამმ...გასაგებია..

მე ღიმილით თავი დავუქნიე..

-ჩანიოლლ....

-დიახ...

-გიყვარს?!

მე ჩამეცინა. თუმცა რა აზრი აქვს ტყუილს...

-ყველაზე და ყველაფერზე მეტად...

-მიხარია საყვარელო...

-და მას?

-ვერ გეტყვი. მაგას შენ უკეთესად გაარკვევ და მიხვდები. კეიკოს შენ უკეთესაად იცნობ.. მაგრამ ჩან...გაითვალისწინე, მას არ ეძინება თუ თავს კომფორტულად და დაცულად არ გრძნობს..

მიღიმის და სხვა ოთახში შედის.

მე ნელა შევდივარ კეიკოს ოთახში..ასევე ნელა ვაწენ... შემოსაცმელს ვხდი..ასევე ფეხსაცმელებს და შუქს ვუქრობ.. ნელა მივდივარ მისი თაროებისკენ. ვეძებ. თვალებით ვეძებ ჩვენს ფოტოს, მაგრამ არაფერია.. იქნებ უჯრებშია?? პირველივეს ვაღებ და ბინგო! სათითაოდ ვიღებ და ვაკვირდები. ღმერთო..ასეთი ბედნიერი გამომეტყველება, უკვე რამდენი ხანია არ მქონია. ამ სურათში კი ძალიან ბედნიერი გამომეტყველება მაქვს. სიყვარულითა და სიხარულით სავსე თვალებით ვუყურებ კეიკოს. ის კი ნაყინს ჭამს

*Flashback*

-კეიკო...გეყოს ნაყინის ჭამა და დამაცადე გადაგიღოთ შენ და ჩანის ფოტო

-ოოო დედა....ჭამა მინდა

-2 წამი ვერ მოიცდი?

-ვერა...

-კეიკო...

-ოოო

და ნაყინს გვერძე დებს. ახალგაზრდა დედოფალს იმედია აქვს, რომ მისი ქალიშვილი კიდევ ერთხელ არ გააფუჭებს კადრს და კიდევ ერთხელ არ დასწვდება ნაყინს,

მაგრამ ეს ხომ კეიკოა. უკვე იღებდა დედოფალი, როცა მისი შვილი ნაყინს დასწვდა და გემრიელად ატლაკა. ამ დროს კი დედოფალმა ფოტოც გადაიღო. ბიჭი, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში ჩუმად იყო, ღიმილით შესცქერის მის გვერძე მჯდომ გოგონას...

*Flashback-ის დასასრული*

ვერც კი მივხვდი როგორ გავიდა 2 საათი ფოტოების თვალიერებაში. მთელია ამ დროის განმავლობაში კეიკო არც კი განძრეულა.. ისევ იმ პოზაში იყო, როგორითაც დავტოვე.. გამეცინა, რა ბავშვია! ჩამოვწიე სახელური, ღიმილით გავხედე კეიკოს და გამოვედი ოთახიდან.

-ღამე მშვიდობისა პატარავ...

მივაბიჯებ დერეფანში. მახსოვს როგორ უწოდებდა კეიკო ამ დერეფანს „უსასრულოს". მახსოვს როგორ ეშინოდა მისი წინაპრების ფოტოების. მე კი ვამშვიდებდი და ვეუბნებოდი „უბრალოდ შეეცადე არ შეხედო მათ თვალებში". კეიკოს კი არა, მეც კი მეშინოდა ამ ცივი პორტრეტების. ყვირილი მომესმა ოთახიდან. ყური დავუგდე. აშკარად მეფე-დედოფალი კამათობდა.

-მომისმინე საყვარელო!

-არა! უკვე გითხარი -არა!

-როგორ თუ არა? მათ ხომ უყვართ ერთმანეთი?!

მივხვდი, რომ ჩემზე და კეიკოზე იყო საუბარი.

-და?? რა მნიშვნელობა აქვს? არ ვენდობი. არ ვენდობი მაგ ბიჭს. ძალიან ცუდი თვალები აქვს. სიბოროტით სავსე!

-საყვარელო, ვინმეში ხომ არ გეშლება?! ჩანიოლის თვალებზე საუბრობ?

-დიახ... საშინლად არ მომწონს ეს ბიჭი. არ ვენდობი მას. რა ვქნა.

-საყვარელო, მისმინე! გთხოვ...მათ ერთმანეთი უყვართ და როცა 2 ადამიანს ერთმანეთი უყვარს, რას აკეთებენ? ისინი ქორწინდებიან. საყვარელო ჩანიოლი ყველაზე კარგი სასიძოა კეიკოსთვის. ჩანიოლი მას მოუვლის, დაიცავს და მუდამ მის გვერძე იქნება.

-არა. წინააღმეგი ვარ. არა...არ ვაპირებ ჩემი შვილი მაგ ბიჭს მივანდო.. არა..

ასე არა?! ასე არა, მეფეო! არ მენდობით?! აჰ...ვერც გაგამტყუვნებთ. მაგრამ მაინც... თქვენთან ერთად ან უთქვენოდ მე კეიკოს მოვიყვან ცოლად. დამერწმუნეთ მე ამას ვიზამ. რადაც არ უნდა დამიჯდეს. მე ამას ვიზამ. შემდეგ კი გავხდები აზიის ორი უძლიერესი სახელმწიფოს მმართველი. მეფეო... ან თქვენი თანხმობით ან უთქვენოდ ვიზამ... ასე რომ...

*კეიკო P.O.V*

დილით მზის სხიებმა გამაღვიძეს. ასე კარგად ალბათ არ მიძინია, სულ მცირე 5 წელია. მმმ... გავიზმორე და წამოვხტი. საათს გავხედე.. ოჰოჰ 10 საათია ჯერ?! ხომ არ ვკვდები?! აბა რატომ გამეღვიძა ასე ადრე?! ნუ კარგი.. რა მნიშვნელობა აქვს?!

სწრაფად ჩავიცვი და კიბეებზე დავეშვი. თან რაღაცეებს ვღიღინებდი.

-ვიღაცაა კარგ ხასიათზე?

სიცილით მითხრა დედაჩემმა, როცა სასადილო ოთახში შევედი.

-დიახ დიახ..

და გავიცინე. შევამჩნიე ბარგი მის გვერძე

-დედა? სადმე ხომ არ მიდიხართ?

-კეიკო, 1 კვირით მივემგზავრებით კორეის სასახლეში. საქმეები გვაქვს.

-მეც წამოვალ რა...

-მართლა? მართლა წამოხვალ ჩვენთან ერთად?

-კი კიი...აბა რა...უბრალოდ დამელოდეთ. 2 საათში მზად ვიქნები.

-კარგი საყვარელო...არ იჩქარო...

ღიმილით მითხრა მამაჩემმა და ისევ თავის საქმეს მიუბრუნდა. მე ღიმილით ბაღში გავედი. არ ვიცი, რატომ მაგრამ ყველაფერი უფრო ლამაზი მეჩვენება. უფრო მშვენიერი. უფრო თვალწარმტაცი.

აქეთ-იქით დავიწყე ხტუნაობა.

-ჩემო სიცოცხლის ნაპერწკალო, გთხოვთ მომანიჭეთ ამოდენ დიდი ბედნიერება და ჩემთან იცეკვეთ...

ხელი გავუწოდე ერთ-ერთ დაცვას და ცეკვა შვთავაზე. ის არც კი განძრეულა. თვალიც კი არ შეუტოკავს.

-ეიიი.... კარგი რა...

და ხელი გავკარი. მაგრამ ისევ ნოლი რეაქცია.

მე ხელი დავავლე და ბაღის ცენტრში გავიყვანე. საწყალ ბიჭს თვალები გადმოცვენაზე ჰქონდა... რამდენჯერმე აქეთ-იქით დავატრიალე. შემდეგ კი სიცილით ვუთხარი

-მადლობა, ჩემო სიყვარულო. ჩემო ყველაფერო. მადლობა, რომ ეს 2 წუთი მაჩუქე. ეს 2 წუთიც კი საკმარისია ჩემთვის. მადლობა...

და „ტრაგიკულად" ხელი ავიქნიე.

ისიც ადგილს დაუბრუნდა

-სალაპარაკო გვაქვს

მომაძახა წინ მდგომმა ჩანიოლმა

-კარგი...

მეც მივუახლოვდი და იქვე სკამეიკაზე ჩამოვჯექით. ხანგრძლივი სიჩუმე ჩამოვარდა..

-ამმმ ჩანიოლ... დაიწყებ თუ ვიმშობიარო?

-რა შუაშია აქ შენი მშობიარობა?!

-იმაში, რომ იმდენი ხანია უკვე ჩუმად ხარ, რომ უკვე მოვასწარი გათხოვება, დაორსულება, გავიდა 9 თვე და ახლა ვმშობიარობ..

მან ღიმილით გადმომხედა და უცებ ხელი ჩემს მუცელზე დადო

-რაოო პატარა? როდის გამოდიხარ მაქედანო? რაოო..რაოოო.

და ყური მიადო

-ჩან...

-რა თქვი? რას ეუბნები შენს მამიკოს?!

სიცილით თქვა ეს სიტყვები.. მე ხელი გავკარი მხარზე და გვერძე გადავაგდე.

-ახლა ეს რა იყო?

-რავი... მომავალი..

-შენ ვანგა ხარ და არ მეუბნებოდი?

-არ იცოდი? ვანგა ვარ, ერთადერთი და განუმეორებლი- და თმები აიქნია. იცით როგორ აი „bitch, do not touch me. I am fabulous". მე სიიცილი ამიტყდა

-კარგი..კარგი.. გეტყვი რაც მინდოდა...

-მიდიი

დავსერიოზულდი წამში.

-გუშინ..

-ხო...

-იცი, რა მაინტერებს, რას ფიქრობდი როცა ამ რბოლებზე მიდიოდი?

-ამ...

-არაფერს ხომ ასეა?! რა გითხარი მე შენ? უფრო სწორად რა მოგწერე? ის, რომ მალე მისულიყავი სასახლეში. თუ დაგიმარცლო?

-აჰჰჰ... ესეიგი შენ იყავი?

-რა თქმა უნდა... მოიცა არის კიდევ ვინმე სხვა, ვინც „პატარათი" მოგმართავს?

-ამ...

-კეიკო!

-ამ...

-ანდაც არ მაინტერესებს! მე მაინც ვერ მაჯობებს.ასე, რომ არ მანაღვლებს..

-ვაუ, ჩანიოლ... როგორი თავდაჯერებული ხარ საყვარელო. ზედმეტი ხომ არ მოგდის?

-ნწ... ახლა კი მითხარი რა გინდოდა რბოლებზე?

-მინდა და წავედი. რა შენი საქმეა, სად წავალ და სად წამოვალ?

-ჩემი საქმეა ზუსტადაც საყვარელო. აბა ვისი საქმეა?

-არავისი.

-ნუ მაბრაზებ!

-მე გაბრაზებ? არა ჩანიოლ, ეს შენ ხარ ვინც მაბრაზებს..

-მე? მე?

უკვე ვყიროდით. ამ... იცით რა მაინტერესებს, როგორ გადავედით სიცილიდან ჩხუბზე?

-დიახ შენ. მეც მაქვს რაღაც კითხვები... მაგრამ იცი რა მაინტერესებს, საერთოდ საიდან გაიგე, რომ მე მანდ ვიქნებოდი?

-მეც მყავს ჩემი ჩიტები

-მაგ ჩიტებს გადაეცი, თუ არ გაჩუმდებიან ფრთებს დავაჭრი!

-კარგი, გადავცემ..

ღიმილით მეუბნება...

-კარგი აზრი არ აქვს შენთან საუბარს. წავედი მე ბარგი ჩავალაგო.

-რა? რა ბარგი კეიკო?

-ამმ..კორეაში მივდივარ.

-რაა? არა! არსადაც არ მიდიხარ, პატარავ.

-ოჰოჰოჰ, არა რა.... ხომ ვამბობ! ზედმეტ უფლებას აძლევ საკუთარ თავს.

-ოკ. ახლა კი დაჯექი, არსადაც არ მიდიხარ-ხელი სკამეიკაზე დაატყაპუნა.

-რატომ ვითომ?

-რატომ?? დაგავიწყდა რას შემპირდი?

-რას?

-იმას, რომ ჩვენ ერთად ვიმღერებდით, როცა გავიზრდებოდით. თუ გავხდებოდით ცნობილი მუსიკოსები, ჩვენ ამას ვიზამდით. ასე, რომ მოემზადე, პატარავ... დღეს პირობა უნდა შეასრულა

-აჰა..კი როგორ არა...

-დედოფალო, თქვენი შვილი ღამ-ღამობით დაიპარება კლუბებში...

დაიყვირა ჩანიოლმა

-ჩანიოლი კი ღამ-ღამობით კლუბებში რეპავს

მეც წამოვიყვირე

-ოჰოჰო, ისწავლა გოგომ ძალაუფლების გამოყენება?!

-კარგი მასწავლებელი მყავდა

-კეიკო, კარგი რა... ერთ დღე დაიცადე და მერე ერთად წავიდეთ კორეაში. მეც წამოვალ. დღეს კი გთხოვ საღამო მე დამითმო

გინდა გითხრათ, სიყვარულის თანმხლები სიმპტომი: ნდობა. ვინც გიყვარს იმას თვალდახუჭული ენდობი და მიყვები მას, როგორც ცხვარი მიყვება მწყემს.

აჰ...როგორ ვუთხრა უარი, როცა ამ თვალებს ვუყურებ?! მის ლეკვივით თვალებს.. აჰ..როგორრ?!

-ოოო..კარგი..კარგი. ოღონდ ხვალ უნდა წავიდეთ აუცილებლად...

-როგორც შენ იტყვი პატარავ..

მომვარდა ლოყაზე მაკოცა და გაიქცა.

-ეიიი

დ ლოყაზე ხელი მივიდე. გამეღიმა. ჩამეღიმა. გამეცინა. ბედნიერი ვარ. უაზროდ ვიცინი და ვიღიმი. რატომ?! ეს მე ხომ არ მახასიათებს?

-კეიკო, არ ხარ ჯერ კიდევ მზად?-თავი დედაჩემმა შემოყო ჩემს ოთახში. მე წიგნი გვერძე გადავდე და გავუღიმე

-არა დე.... სასახლეში ვრჩები.

-რატომ?

და ეშმაკური ღიმილით შემოვიდა.

-იმიტომ...

-ჩანიოლის გამო ხომ არა შმეთხვევით?

და საწოლზე ჩამოჯდა

-დედა!

-კი თუ არა?!

-ნუ ნაწილობრივ

-ეგრეც ვიცოდი...არა, რა..ხომ ვამბობდი.

-რას ამბობდი?

-კაი..არ მომისმინო. მაშინ ჩვენ წავედით საყვარელო. თავს მიხედე. არ მოიწყინო და დაიმახსოვრე შენს დედიკოს და მამიკოს უზომოდ უყვარხარ.

ხელი დამიქნია და კარებში გაუჩინარდა. მე ბალიშში ჩავესვენე.

-გაიღვიძე კეიკო! დაგავიწყდა რა პირობა მომეცი?

-კარგი..ჰოო ვდგები. ძილსაც, რომ არ გაცდიან რა...

-კეიკო ადექი!

დამიყვირა ჩანიოლმა

-ჰოო ავდექი უკვე...

ფეხზე წამოვდექი. თან თვალებს ვიფშვნეტდი. დავამთქნარე და ტუჩი გადმოვაგდე.

ჩანიოლი გაბადრული მიყურებდა

-ხო ავდექი?! ახლა კი გადი..

-რატომ?

-უნდა გამოვიცვალო, რომ წამოვიდე.

-თუ გინდა ვიქნები?!

ეშმაკურად შემომხედა

-დროზე გადი ამ ოთახიდან. თორემ შენი ამბავი, რომ ვიცი ისევ აგიდგება..

-გველო

-რაზე მამჩნევ, რომ გველი ვარ, ვსისინებ თუ პერიოდულად კანს ვიცვლი?!

-დავუბრუნდეთ საწყის თემას, არ გინდა დავრჩე?

-არა

-დარწმუნებული ხარ? პირობას გაძლევ არ შეგაწუხებ. აქ დავჯდები და უბრალოდ გიყურებ.

-შენ გახვალ თუ მე გავიდე?

-ოოო..კარგი, კარგი გავდივარ პატარავ

ხარ-ხარით გარეთ გავიდა.

-დაგრეხილი

თვალი გავაყოლე მის ფეხებს და სიცილი წამსკდა. კარგი, კარგი ჯობია ჩავიცვა თორემ ამის ამბავი, რომ ვიცი შემომივარდება.

20 წუთში მზად ვიყავი.

-აბა წავედით ჯოკერ?

ვკითხე პირველ სართულზე ჩასვლის შემდეგ ჩანიოლს. ის ბუხართან იდგა და სიცარიელეში იყურებოდა.

-ცოტა ხანი დავრჩეთ კიდევ..

-რატომ?

-რავი..

-კარგი

და სავარძელში ჩავჯექი. მოვიმარჯვე მობილური და დავაპირე დამელაშქარა.

-წამო ბაღში

-ოო მეზარება

-წამო რა

-მეზარება მეთქი

ფეხები მაგიდაზე შემოვაწყე და მოვკალათდი.

-კეიკო!

-ხოუ

თავაუწევლად ვუთხარი

-იქნებ მომაქციო ყურადღება?

-გაქცევ!

-აჰამ გეტყობა..

-აჰამმ

და ისევ მობილურში შევძვერი

-კარგი რა...

ჩემს ფეხებს ხელი მოკიდა, ჩამომაღებინა და მათ ადგილზე დაჯდა.

-რა გინდა?

-ბევრი რამე. მაგრამ შენ პირველ რიგში...

-„რა" ვარ მერე მე?

-ჰაჰაჰა. არა... „ვინ" ხარ.

-ვავავა... დავჭკვიანდით?

-კიი

-...

-კეიკო

-ხოუ

უცებ მობილური ამაცალა..

-ეი... მომეცი, დროზე

-არა- და მაღლა აწია

-მომეცი

-რა?-ეშმაკური თვალები შემომანათა.

-ოოო, მობილური დამიბრუნე!

-ნწწ..

და ხელი უფრო მაღლა აწია. მე ხტუნვა დავიწყე.

-რა პატარა ხარ...

-ეს შენ ხარ მაღალი

-აბა ვნახოთ ვის წერდი..

-დამიბრუნე დროზე მობილური!

-არა

-დარწმუნებული ხარ?

-დიახ

მე კი მოვუღუტუნე. მას კი მობილური დაუვარდა და ძირს გაწვა

-ხომ გითხარი, რომ დაგებრუნებინა, შენ კიდევ..

მობილური ავიღე, შევათვალიერე და მერე ჯიბეში ჩავიდე. იცინოდა, მაგრამ უცებ დასერიოზულდა და შემომხედა.

-გახსოვს რა გითხარი გუშინ?

-გუშინ ბევრი რამე მითხარი, ასე რომ არა..

-არა... მთავარს ვგულისხმობ.

-აააა...რას გულისხმობ?

-დაგავიწყდა?

ცოტაც და აფეთქდებოდა

-ამმმ..კი

-ჯანდაბა...კეიკო, როგორ?! როგორ დაგავიწყდა?

წამოფრინდა და წინ დამიდგა

-რა მითხარი ისეთი, რაც არ ვიცოდი?

-დებილი ხომ არ ხარ ადამინაო?!

დამიყვირა

-შენნარი მაინც არა!

მეც არ დავაკელი.

-ვერ გიტან რა! მართლა... აი ვერ გიტან. როგორ შეგეძლო? 8 წელი არ გყავდი ნანახი და ისე შემხვდი თითქოს უცნობი ვყოფილიყავი შენთვის. რომ გითხარი 10 წელია არ მინახიხარ მეთქი, შენ არც კი შემისწორე. მართლა დაგავიწყდა? რა თამაშს თამაშობ? გეკითხები. დავიღალე უკვე იმის ძახილით, რომ გულს მტკენ. მაგრამ კიდევ გეტყვი. კიდევ და კიდევ. გულს მტკენ კეიკო მაგ შენი საქციელით. მინდა, რომ შეგიძულო, მაგრამ არ გამომდის. მიყვარხარ...ჯანდაბა, აიი კიდევ ვთქვი. ჯანდაბა. კეიკო მიყვარხარ! როგორ ვერ შიეგნე ამდენი ხანი! მე შენ მიყვარდი, მიყვარხარ და მეყვარები. შენ იყავი ჩემი წარსული, ხარ აწმყო და იქნები მომავალი. მინდიხარ. დიახ, მინდიხარ. გაჩნია როგორ ასპექტში?! ყველანაირ კეიკო. ყველანაირ და ნებისმიერ. მინდა, რომ ჩემს გვერძე იყო. მინდა ვუყურო შენს სახეს, შენს ბავშვურ საქციელს თვალი ვადევნო. მინდა გამომადებილო. მინდა ერთად ვიმღეროთ კლუბში. მინდა, რომ ხელ-ჩაკიდებულებმა ვიაროთ. მინდა ჩაგიხუტო... მინდა გაკოცო. მინდა... ძალიან მინდა, მაგრამ შეუძლებელია. რატომ? იმიტომ, რომ შენ არ გიყვარვარ კეიკო! არც არასდროს გიყვარდი, არა? ხომ მართალი ვარ? უბრალოდ შენი სათამაშო ვიყავი. უბრალოდ ბიჭი, რომელიც გართობდა. ჩემთვის კი შენ ყველაფერი იყავი. ჩემთვის შენ მზე იყავი. მაგრამ შენთვის? მე ხომ არაფერს წარმოვადგენდი, არა ხომ? მართალი ვარ, არა? ახლაც, იმიტომ ტირიხარ, რომ მიგიხვდი, არა? არ გინდა რა, ეს შენი ნიანგის ცრემლები. შენ მე არასდროს

You are reading the story above: TeenFic.Net