7.

Background color
Font
Font size
Line height

ჰოსოკის გული რაინდულად იწყებს ძგერას, თვალი ომეგაზე უჩერდება, რომელიც შეშინებული სახით გარბის და ცდილობს ჯარისკაცებისგან თავი დააღწიოს. ნაჭამ ვაშლს ვაჭარს მკერდზე აკრავს, ისე რომ სახეში არც უყურებს. შემდეგ კი ომეგისკენ იწყებს სვლას. როდესაც ხვდება რომ ასე ვერ დაეწევა, ნაბიჯებს აჩქარებს და ამჯერად გარბის. თეჰიონი ერთი ჩიხისკენ იღებს გეზს, ჰოსოკი შენობას გარს უვლის და მეორე მხრიდან უდგება, ხელს მაისურში ძლიერად ქაჩავს, შემდეგ წელზე ხვევს, მასთან ერთად ტრიალებს და კუთხეში იმალება. შენობასა და კედელს შორის, იმდენად პატარა ადგილია, რომ ომეგა მთლიანად ჰოსოკის სხეულს ეკვრის. ღრმად სუნთქვა უჭირს, გაწელილი მაისურის გამო ლავიწები მოუჩანს. ჰოსოკს თვალი ეპარება მისკენ. დორბლების ყრას დაიწყებდა რომ არა მისი ყელსაბამი, რომელმაც მისი ყურადღება მიიქცია.

ჯერ გარეთ იყურება, ამჩნევს ჯარისკაცები როგორ ათვალიერებენ მიდამოებს, ომეგა იშმუშნება. პატარა ადგილის გამო, შემთხვევით ჰოსოკის სასქესო ორგანოს ურტყამს მუხლს, ჰოსოკი წკმუტუნებს, მაგრამ პირზე ხელს იფარებს.

- მოგკლავ,- ჩურჩულებს მის ყურთან. ომეგას თვალები უფართოვდება, მაგრამ არაფერს ამბობს.  ჰოსოკი მეორედაც იყურება გარეთ, ჯარისკაცები აღარ არიან, მაგრამ ჯერ მაინც არ გავა. ომეგას მაღლიდან დაჰყურებს, მისი გრძელი, წაბლისფერი თმები, რომელიც სახეზე აყრია, გრძელი წამწამები. ასეთი სილამაზე არსად ენახა. იმდენად კარგი სურნელი ასდის, ჰოსოკი გაბრუებული იყურება. ოდნავ იხრება მისკენ და მის სურნელს ისუნთქავს, თმას კარგი სუნი აქვს, მაგრამ თავად ომეგას ეს საერთოდ არ გააჩნია. ჰოსოკს უკვე უჰაერობა აწუხებს, ამიტომაც წვალებით გამოდის, შემდეგ კი ომეგას ეჭიდება, მასაც გარეთ ათრევს და კედელს ახეთქებს.

- ახლა მისმინე, წეღან ლამის ყველაზე დიდი ცოდვა ჩაიდინე, რამე რომ მომსვლოდა, რითი აპირებდი მეცხოვრა, ჩემ მომავალ მეუღლეს თავად დააორსულებ?- ყვირის, მაგრამ საკუთარ ნათქვამზე გულში ეცინება, ცდილობს ომეგასთან არ შეიმჩნიოს.

- სისულელეს ამბობ, შემთხვევით მომიხვდა,- ხელს აწევინებს თეჰიონი და მისი კლანჭებიდან თავს იხსნის.- თანაც, მეკობრე ხარ, რომელი ომეგა გაჩერდება შენთან?

- შენმა შემთხვევითმა, ლამის იმპოტენტი გამხადა,- ატრიალებს თვალებს ალფა, წამში ახსენდება თეჰიონის ყელსაბამი. წასულს, ქეჩოში ეჭიდება და კვლავ კედელზე ახეთქებს.

- რა ჯანდაბა გინდა?- ღრიალებს ომეგა, მისი ხავერდოვანი ხმა, უფრო დაბოხებულიყო.- ბოდიშს არ მოგიხდი ამის გამო, თავად შემათრიე იმ ადგილას, მე არ მითხოვია.

- ეს საიდან გაქვს?- მის ყელსაბამს ხელს ჰკიდებს და ათვალიერებს, ტყავის სამაგრები გარს შემოხვეოდა პატარა მწვანე ქვას, ჰოსოკს ეცნობა, მაგრამ ვერ ხვდება საიდან. ბიჭი გულზე ჩახუტებულ ნაჭერს დაბლა აგდებს, ჰოსოკს ხელს ჰკრავს და ყელსაბამს მაისურში ინახავს.

- შენი საქმე არ არის და საერთოდ რატომ მიფათურებ ხელებს?- უღრენს ალფას. ის კი მაინც ყელსაბამს უყურებს. თეჰიონი ღილებს იკრავს, მაგრამ ჰოსოკი არ ნებდება. მაისურს უგლეჯს, ისმის ღილების დაცვენის ხმა. ომეგა გაფართოებული თვალებით უყურებს ალფას, რომელიც მის ყელსაბამს მისჩერებია. აქამდე ხელი არავის უხლია, არც არავინ დაინტერესებულა. აკანკალებს, ვერ ხვდება რატომ უყურებს ასე ეს უცნობი ალფა მის ყელსაბამს. იქნებ მოპარვა უნდა, ან უბრალოდ მოეწონა. გამორიცხულია, თეჰიონი არაფრის დიდებით არ დაუთმობს ამ სულელ ალფას. ყელსაბამს ეჭიდება და ხელიდან გლეჯს.

- გითხარი, ნუ ეხები - მეთქი.- ცრის კბილებში, ხელის გულში იმალავს ყელსაბამს და ჩაშავებული თვალებით ალფას აკვირდება.

- ეს საიდან გაქვს, მიპასუხე და გეფიცები აღარ შეგეხები,- ხელებს ჰაერში წევს. თეჰიონი გაკვირვებული თვალებით აკვირდება, ეშინია, მაგრამ სჯობს მის წინ მედგრად დადგეს.

- ვიპოვე, სასტუმროსთან ვიპოვე, მომეწონა და ავიღე, რამე პრობლემა გაქვს?- შეუბღვირა ალფას. გაგლეჯილი მაისური ერთმანეთს ააკრა და შეეცადა, სხეულის ნაწილების დაფარვას.- ცხოველი,- ჩაიბურტყუნა თავისთვის და ჰოსოკს გახედა, რომელიც უცნაურად უმზერდა ერთ წერტილს.

- შენ ის არ ხარ, ვისაც ვეძებდი,- ჩურჩულებს და უკან ტრიალდება, თეჰიონი ჩერდება, მისი სიტყვების გადახარშვას იწყებს. ფიქრობს, თუ ჰოსოკთან იქნება, იმის შანსი რომ ის სიმართლეს გაიგებს, უფრო ნაკლებია. ამას თავად შეუშლის ხელს.

- ვის ეძებ? იქნებ დაგეხმარო, ეს სოფელი ყველაზე კარგად ვიცი,- წარბებს ათამაშებს და იღიმის. წამის წინ სცემდა, იმის გამო რომ თავი დაენებებინა მისთვის, ახლა კი ეუბნება რომ დაეხმარება, თავს ყველაზე სულელად გრძნობს.

- შენ მე ვერ დამეხმარები,- წინ მიიწევს ჰოსოკი, მაგრამ რამდენიმე ნაბიჯში ჩერდება, ომეგისკენ ქუსლებით ტრიალებს. მისკენ მიიწევს და ზედ ეკვრის. - მაგრამ შეგიძლია, ეგ ყელსაბამი მომცე.- წარბს უწევს, თეჰიონი იშმუშნება, ყელსაბამს ხელებში იქცევს და უფრო იხუტებს.

- გითხარი, ვერ მიგცემ, მაგრამ დაგემხმარები - მეთქი,- უბრიალებს თვალებს და წინ მიიწევს. როდესაც ხვდება რომ მხოლოდ ის მიდის, უკან ტრიალებს.- მოდიხარ თუ აქ აპირებ დარჩენას?- ჰოსოკი ფრუტუნებს, მისკენ მიდის და უკან მიჰყვება. ომეგის ზურგი და საერთოდ ყველაფერი ისეთი იდეალურია, როგორიც მისი სახე. მთლიანად ათვალიერებს, ფეხის თითებიდან კეფამდე. თეჰიონი მის მზერას გრძნობს, იშმუშნება, ჩერდება და გვერდით უდგება. ხელს კვლავ ყელსაბამისკენ აცურებს, მაგრამ იქ სიცარიელეს გრძნობს. გვერდით იხედება, ჰოსოკი კი იქ აღარ დგას.

- ჯანდაბა, მოდი აქ,- უყვირის წინ წასულ ალფას და უკან მისდევს.

- რა მოხდა?- ეკითხება ჰოსოკი ისე, თითქოს არაფერი მომხდარიყოს.

- დამიბრუნე ჩემი ყელსაბამი,- ყვირის თეჰიონი, შუა ბაზარში დგას, ფეხს აბაკუნებს. ამით კი ყველას ყურადღებას იქცევს.

- არა, სანამ არ მეტყვი საიდან გაქვს ეს,- თვალს უკრავს ჰოსოკი და წინ მიიწევს.

- რაში გჭირდება ამის ცოდნა, უბრალოდ დამიბრუნე,- კვლავ ყვირის ომეგა.

- არავითარ შემთხვევაში, ჩემთან ჯიბრში ჩადგომას არ გირჩევ,- თვალისმომჭრელი ღიმილით ასაჩუქრებს თეჰიონს. ქვემოდან ზემოთ ათვალიერებს და გამომშრალ ტუჩებს ენით ისველებს.

- ნუ მათვალიერებ,- უღრენს, ჰოსოკს კი ეცინება.

- კარგ ომეგას, ყველა შეხედავს და ყველა ჩაიწვენს საწოლში,-თვალს უკრავს, და გვერდითა დახლიდან, სანამ გამყიდველი ერთ - ერთ მყიდველს ელაპარაკება, ვაშლს უჩუმრად აცლის.

- შენ ახლა ქურდობ,- ბუზღუნებს თეჰიონი. - და კიდევ გიმეორებ, დამიბრუნე.

- მაგრამ არც შენ ხარ პატიოსანი,- თვალს უკრავს ჰოსოკი. - და არა, ტყუილად იღლი თავს,- ყელსაბამს ცხვირწინ უფრიალებს, თეჰიონი დამწუხრებული სახით აყოლებს თვალს. ხედავს როგორ ინახავს გულის ჯიბეში. შემდეგ ორივენი სასტუმროში ბრუნდებიან, თეჰიონი ჰოსოკისდა გასაკვირად ოთახში იკეტება და საღამომდე არ გამოდის. კიმი დაკეტილ კარებს აწვება, მკერდზე ხელს იჭერს და იატაკზე ცურდება, იმდენად სწრაფად უცემს გული, ცოტაც და ამოუხტება. ლამის გაამჟღავნა მისი ვინაობა, დიდი ხანია ამ სოფელს თავს აფარებს, ზოგჯერ ქურდობს და ისე ირჩენს თავს, თვეებია მის საძებნელად არავინ მოსულა ამ კუნძულზე. ახლა ფიქრობს რომ ჰოსოკი მის წასაყვანად მივიდა.

~ ~ ~*~*~ ~ ~

იმედია, შეცდომები არ არის.
ოჰ, ყველანაირად ვცდილობ რომ პატარა შეცდომაც არ გამეპაროს.

ხო, კიდევ, რას ფიქრობთ ფიქციაზე? თქვენი აზრით, რა მოხდება? ან ჰოსოკი რას იზამს? ან, რავიცი. მოკლედ, თქვენ მითხარით.💕

You are reading the story above: TeenFic.Net