20.

Background color
Font
Font size
Line height

მეფე ატლანი მმართველობის დროს, ატლანტიდა აყვავებული სახელმწიფო იყო. დიდი განვითარებები მოხდა კუნძულზე ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მოსახლეობა ახალი დასახლებული იყო. მეფე ატლანი ხალხისთვის მხოლოდ კარგს აკეთებდა, მოსახლეობამ მიიღო ის როგორც მეორე ღმერთი. სინამდვილეში კი ბრალოდ ქურდი იყო, ხალხისთვის მიცემულ ამაგს, ათმაგად და ასმაგად იბრუნებდა უკან, შემდეგ კი მის საიდუმლო ადგილას ინახავდამეფე ატლანი, რაც უფრო მეტ სიმდიდრესა და ქებას იმსახურებდა, მასში უფრო მძაფრდებოდა ის სურვილი რომ მეტი და მეტი ჰქონოდა. ერთ მშვენიერ დღეს კი მანვე დაღუპა ატლანტიდა, მის მხლებლებთან ერთად შექმნა მექანიზმი, რომელიც მისი აზრით გაძლიერებაში დაეხმარებოდა, ერთმა პატარა შეცდომამ კი დაღუპა ატლანი, გაანადგურა ატლანტიდა და ჩაძირა ქალაქი. მეფე ატლანის სახელი ისტორიაში უნდა შევიდეს როგორც მეფე, რომელიც გამოდგა უარგისი და დაღუპა უზარმაზარი სახელმწიფო მისი გაუმაძღრობის გამო.

"ჩანაწერები ჟან ფერისის ავტორობით. 1520 წელი"

თეჰიონი როგორც კი კითხვას ასრულებს, წიგნს ხურავს, რომელსაც დიდი ასოებით აწერია 'ჟან ფერისი'. ტვინში დიდი არეულობა აქვს, ჯერ კიდევ არ სჯერა ის ფაქტი რომ ბაბუა, რომლითაც ამაყობდა, ასე საშინლად მოიქცა. საკუთარი ქვეყანა დაღუპა, გაანადგურა ყველაფერი, რაც თეჰიონისთვის ძვირფასი იყო და უნდა ყოფილიყო. წიგნის ყდას გაბრაზებული უჭერს ხელს.

- თეჰიონ,- ესმის ჰოსოკის მშვიდი ხმა. ალფა ხელზე ხელს ადებს და თითებს აშლევინებს, შემდეგ კი წიგნს ფელიქსს უწვდის. - ეს შენი ბრალი არ არის, ხომ იცი, არა?

- ვიცი, უბრალოდ, ვერ ვხვდები, რა მიიღო იმისა რომ ქვეყანა გაანადგურა? რის ფასად დაუჯდა ეს ყველაფერი,- ცრის კბილებში, თმებში თითებს იცურებს და უხეშად იყრის უკან.

- ჯერ კიდე არ მჯერა რომ დიად ატლანს ქალაქში ხალხი აღმერთებს,- ლუღლუღებს იუნგი.

- და ამის შემდეგ, ისევ გინდა რომ მისი ბინძური განძი იპოვო?- კითხულობს სოკჯინი. ჰოსოკი ჩერდება, ყველა ჩერდება, ზურგით მდგარი თეჰიონი ბრუნავს და ჰოსოკს მოჭუტული თვალებით უყურებს. ალფა ხმას არ იღებს.

- ჰოსოკ,- იძახის თეჰიონი და ნელი ნაბიჯებით უახლოვდება,- ჰოსოკ, თქვი რამე.

ალფა ისევ დუმს.

- დუმილს თანხმობად მივიღებ,- ამბობს ნამჯუნი და ფეხზე დგება.

- ზედმეტად უაზრო კითხვაა, ამხელა გზა გამოვიარე, ერთხელ ლამის მომკლეს, გამლანძღეს, დამცინეს და რისთვის? იმისთვის რომ ახლა უკან დავბრუნდე? გამორიცხულია, სანამ განძს თავად არ ვნახავ და არ დავანახებ ყველას რომ ის არსებობს, უკან არ დავბრუნდები. ნავი თქვენია, შეგიძლიათ უკან დაბრუნდეთ, მარტოც შემიძლია გზის გაგრძელება. - ცრის კბილებში.

- მეც თქვენთან ერთად ვრჩები,- მტკიცედ ამბობს ჯონგუკი. იუნგის კი თვალები უფართოვდება. - თქვენ არ გესმით. კაპიტანმა იმაზე მეტი რამ გადაიტანა, ვიდრე გარედან ჩანს, გთხოვთ, ზედაპირულად დასკვნებს ნუ გამოიტანთ.

ამატებს, როდესაც ხედავს რომ იუნგიი პირს აღებს რაღაცის სათქმელად.

- იქნებ დრო მოგვცეთ რომ ვისაუბროთ?- კითხულობს თეჰიონი, დანარჩენები თავს უქნევენ და ოდნავ მოშორებით იწევიან.

- ჰოსოკ, მისმინე,- მისკენ მიიწევს ომეგა, ხელებზე ეჭიდება და თბილად უღიმის.

- არა, თეჰიონ. აქამდე ყოველთვის მე გისმენდი, ახლა შენ მომისმინე. დღემდე არავინ მთვლის კაპიტნად, მე კი დაბადებიდან ზღვას ვეკუთვნი. ზღვის ნაპირას დავიბადე, ჩემმა მამიკომ კი იქვე დამტოვა ლოდზე, მას შემდეგ არ მინახავს, არც ვიცი როგორ გამოიყურება. მთელი ცხივრება ზღვაში და ქუჩაში მაქვს გატარებული. ქურდობით ვირჩენდი თავს. ჩემს კარგ კაპიტნობას არავინ იჯერებს, შეიძლება ამას ყურადღება არ მიაქციო, მაგრამ ეს მე მეხება და მე ეს არ მინდა. არ მინდა, თეჰიონ. არ მაინტერესებს შენთვის ეს განძი ბინძურია, თუ გულის ამრევი. არც იმ აზრს გავითვალისწინებ რომ შესაძლოა ჩემი ომეგა იყო. არავის აზრს, გესმის? არავის აზრს გავითვალისწინებ. მიზანთან ასე ახლოს ვარ, მე კი ვერავის გამო ვერ მივატოვებ შუა გზაზე.

ახლის სახეში, თეჰიონი ცოტახნით ჩუმდება. მიღებულ ინფორმაციას ხარშავს, შემდეგ თბილად უღიმის და გრძელ თითებს ლოყაზე ალაგებს. ჰოსოკი ოდნავ გაკვირვებული შესცქერის, რადგან ფიქრობდა რომ ამ სიტყვების შემდეგ, გაბრაზდებოდა და აქედან წასვლას მოინდომებდა.

- მესმის, თანაც ძალიან კარგად. ნუ გავიწყდება, მეც ქუჩაში გავიზარდე. არ გთხოვ და არც დაგაძალებ რომ ის გააკეთო, რასაც მე გეუბნები. მე შენ ყველგან გამოგყვები, დაგეხმარები და ხელს შეგიწყობ. უბრალოდ მაშინებს ის ფაქტი რომ შენ ან აქ მყოფ რომელიმე ალფას, იგივე დაემართება, რაც ატლანს.

- თეჰიონ, ის განძი შენია, როგორც ატლანტიდის უკანასკნელ მემკვიდრეს. არავის აქვს უფლება რომ მას შეეხოს, მე უბრალოდ მინდა დავამტკიცო ის ფაქტი რომ განძი არსებობს. მე შენ დაგიცავ, თუნდ განძთან ერთად იყო. აუცილებლად დაგიცავ. სიცოცხლის ფასადაც კი.

თეჰიონს ეღიმება, ჰოსოკი კი მის ღიმილში იკარგება.

- ამიტომაც წამოგყევი შენ,- კვლავ უღიმის, მისკენ მიიწევს და პატრა კოცნას უტოვებს ტუჩებზე, ჰოსოკი ლამის ჭკუიდან იშლება, ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე დაფრინავს.

- უკაცრავად, მაგრამ ღამდება, იქნებ მალე წავსულიყავით?- კიხულობს იუნგი და ჰოსოკი დედამიწაზე მწარედ ენარცხება. ბედნიერი სახე წამში უსერიოზულდება და მკვლელი თვალებით გაჰყურებს ომეგას.

- გეფიცები, გეფიცები ჯონგუკთან დროის გატარებას არ დაგაცდი, არასდროს, ყოველთვის შუაში ჩაგეჭრები.- ცრის კბილებში, მინს ეცინება.

- აბა გაბედე, სარზე ჩამოგაცვამ, ნაძირალა,- უღრენს ბოლოს და გზას თავის ალფასთან მიკრული განაგრძობს. ჰოსოკი ემანჭება და თეჰიონთან ერთად ისიც უკან მიჰყვება.

- თქვენ სულ რატომ კინკლაობთ?- კითხულობს სიცილით ომეგა.

- იმიტომ რომ ჩემთვის მოვლენილი ღმერთის სასჯელია, ეშმაკი,- ატრიალებს თვალებს და თეჰიონს ისე იკრავს, თითქოს ვიღაც ართმევდეს.

მოსაღამოვებულს უკვე გორაკის წვერზე არიან, თეჰიონი თითებს ატარებს მეორე სამეფო ნიშანზე, რომელსაც გუშინ მწვანე ლალის თვლის სინათლე დაანახა. ქვა ოდნავ გაბზარეულია, გული შესტკივა ამ ყველაფერზე, მაგრამ ჩუმადაა. ხმას არ იღებს.

- ვიცი რომ შენთვის ამ ყველაფრის დანახვა მტკივნეულია, იქნებ არ ღირს?- კითხულობს ჰოსოკი.

- თავად მეუბნებოდი რომ ყველაფერს გააკეთებდი განძისთვის, ახლა აზრი რატომ შეიცვალე?- გაკვირვებული შესცქერის თეჰიონი.

- უბრალოდ, გზაში დავფიქრდი რაღაცებზე და თუ მთელი ცხოვრების გატარებას შენთან ვაპირებ, მაშინ აღარ მჭირდება ეს განძი, მხოლოდ შენ. თანაც შენ არ გჭირდება ეს ყველაფერი, გულს გტკენს, მე კი არ დავუშვებ რომ ასე იყოს.

- არაფერია, უბრალოდ ცუდი წარსულია, რომელსაც მალე დავივიწყებ,- უღიმის თეჰიონი, ფელიქსს წიგნს ართმევს და შემდეგ გვერდზე შლის.

- თავიდანვე ეს წიგნი რომ გვქონოდა, ამდენი რამის გადატანა არ მოგვიწევდა,- ბუზღუნებს ნამჯუნი და ელოდება როდის ამოიღებს ომეგა ხმას.

- განძი ჩნდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ერთმანეთს უერთდება წყალი, მიწა და ხმალი. კარის გაღებას მხოლოდ ის შეძლებს, ვისაც ხმალი ეკუთვნის. - თეჰიონი გადიდებული თვალებით უყურებს დანარჩენებს. - რას მიყურებთ?

იკითხა, როდესაც შენიშნა რომ ყველა მას უმზერდა.

- რავიცი, განძი შენია, მემკვიდრე შენ ხარ, ხმალი, მიწა და წყალი როგორ უნდა შევაერთოთ ერთმანეთთან?- მხრებს იჩეჩს იონჯუნი.

- რა იდიოტები ხართ,- ატრიალებს თვალებს ჯინი. - მიწა, წყალი და სისხლია საჭირო.- ფეხზე დგება და თეჰიონსაც აყენებს. - ადექით.

ბრძანებს და ყველა ასრულებს. იონჯუნს და ფელიქსს წყლის მოსატანად უშვებს. თეჰიონს კი ნიშანთან აჩოქებს.

- როგორც კი ნიშანზე წყალს დავასხამ, ხმალი ხელზე დაისვი, რამდენიმე წვეთი სისხლიც კი საკმარისია,- თეჰიონი თავს უქნევს, დანარჩენები კი განაბულები დგანან და უყურებენ. როგორც კი ბიჭებს წყალი მოაქვთ, ჯინი ართმევს, ეუბნება რომ უკან დაიხიონ თავად კი მუხლებზე დგება და თეჰიონს უყურებს.

- მოემზადე, ცოტათი გეტკინება,- ამბობს და ხელს მაღლა წევს, პატარა ჯამიდან ნელ - ნელა ასხამს წყალს ბოლო წვეთამდე, შემდეგ კი თეჰიონს თავს უქნევს, ომეგა ოდნავ შეშინებული იყურება, მაგრამ მაინც ისვამს ხმალს ხელზე და სისხლს იმ ადგილას ასხამს, სადაც წამების წინ წყალი დაისხა. რამდენიმე წუთით ჩუმად არიან.

- არ მოქმედებს,- ფეხზე დება ჯინი და უცნაურად იძახის. - ხმალი სხვის საკუთრებაში გადავიდა.

- რას ბოდავ,- ბუზღუნებს ჰოსოკი.

- ხმალზე სხვისი სისხლი მოქმედებს, ჰოსოკ, მოდი აქ,- ეძახის და ამჯერად თეჰიონის ადგილას აყენებს. იუნგი კი ომეგას ხელს უხვევს.

- მე რატომ?- შინდება კაპიტანი. ჰოსოკს კი ახსენდება ის მომწნტი როდესაც სასტუმროში ხმალზე ხელი გაიჭრა, მართალია, შესაძლოა მისმა სისხლმა იმოქმედოს.

- ხმალი ამ დრომდე შენ გქონდა, არ ვიცი, ვცადოთ, იქნებ შედგი გამოიღოს, თუ არა მაშინ სხვა რაღაცის მოფიქრება მოგვიწევს,- მხრებს იჩეჩს და წყალს ხელახლა ასხამს, შემდეგ ჰოსოკისდა უნებართვოთ უსერავს ხელს და მანამ სანამ ჰოსოკი ტკივილისგან ყვირის, ჯინი ალფის სისხლს აპკურებს მიწას. რამდენიმე წამით არაფერი ხდება, შემდეგ კი მიწა იძვრის, დაბლა იწევს, თითქოს ბილიკი იხსნება. ჯინი კმაყოფილი იღიმის. დაჭრილები კი ერთმანეთს გაკვრივებულები უყურებენ.

- აი თურმე რატომ ვერ ვგრძნობდი ბოლომდე ხმლის ძალას,- ბუზღუნებს თეჰიონი და წინ მიდის, ნელ - ნელა ჩირაღდნები ინთება. რაც უფრო ღრმად ჩადიან, მით უფრო გრძნიბენ უცნაურ აურას. თეჰიონი ფოთლების ფარდას გვერდით წევს და მაშინვე ჭრის თვალს საგანძურის ბზინვარება.

- ღმერთო დიდებულო,- ყვირის იოსანი და პირზე ხელს იფარებს.

- აქ იმდენი განძია, ჩემს ორმოცდაათ თაობას ფუფუნებაში აცხოვრებს,- ლუღლუღებს ფელიქსი და მონეტებს ხელში იღებს.

- ატლანტიდას დაკარგული განძი ვიპოვეთ,- ამოთქვამს ჯინი, შემდეგ კი ბედნიერი გარბის და მონეტებში ეფლობა.

- ახლა რა უნდა ვქნათ?- კითხულობს იუნგი და თავზე ოქროს გვირგვინს იდგამს.

- ამ განძს ვერ წავიღებთ, დავტოვებთ აქ ისე როგორც არის, მხოლოდ იმ პატარა ნაწილს წავიღებთ რაც გვჭირდება,- მოკლედ ამბობს თეჰიონი და ყველა ეთანხმება. 

- ან ავიღებთ მთლიან განძს და დავიჭერთ ამ ქურდებს.- ისმის უცნობი ხმა და ყველა იმ მიმართულებით იყურება.

- მამა?- გაოგნებული იწევა ჯინი და გუბერნატორს შეჰყურებს.

- დააკავეთ,- ბრძანებას გასცემს კაცი და ჯარისკაცები ყველას იჭერენ.

- ბერდები, მაგრამ არ კვდები,- ცრის კბილებში ჰოსოკი და აწ უკვე გაკოჭილს ძალით მიათრევენ გამოქვაბულიდან.

- ჯერ შენ მოგკლავ, მხოლოდ მაშინ დავისვენებ,- საზარლად იღიმის და ტყვეებს უკან მიუძღვება კმაყოფილი სახით.

~ ~ ~*~*~ ~ ~

ვიფიქრე ერთ თავში ჩავატევდი, მაგრამ არ გამოვიდა, მეორე ამდენი დავწერე შემდეგ თავში, რომელსაც ასევე ცოტახანში დავდებ🤗 ისიამოვნეთ💕

You are reading the story above: TeenFic.Net