- უკვე გითხარი, წადი და აღარ დაბრუნდე! - მას უკნიდან ვაწვებოდი კარისკენ.
- უბრალოდ მომეცი საშუალება აგიხსნა! - ყვიროდა და ცდილობდა ისე გაეწია წინააღმდეგობა, რომ რამე არ ეტკინა ჩემთვის.
- არაფრის ახსნა არ არის საჭირო, ჯონგუკ. - უკვე ვღრიალებდი და აცრემლებული თვალებით ვუყურებდი კარებში მდგომ ჯონგუკს. - ყოველ წუთს და ყოველ წამს ვნატრობდი, რომ მომკვდარიყავი, რომ შეგეწყვიტა ეს ყველაფერი! გენდობოდი! მართლა გენდობოდი! ახლა კი აქედან გაეთრიე და თვალით არ დამენახო!