6

Background color
Font
Font size
Line height

იუნგი: შენ გეძებდი, ბევრი რამ გაქ ჩემთვის ასახსნელი.

ჯიმინი: ხელი გამიშვი.
იუნგი: არა, მახსოვხარ გუშინ გამექეცი, მანამდე კოლეჯთან დაგინახე როგორ მითვალთვალებდი, ვინ ხარ? - ტონს აუწია რაზეც ჯიმინმა ცახცახი დაიწყო, ძლივს ამოღერღა ორი სიტყვა.
ჯიმინი: მომწონხარ - ისეთი სიჩუმე ჩამოწვა, არცერთის სუნთქვაც კი აღარ ისმოდა.
თვალები ძლიერად ჰქონდა დახუჭული ჯიმინს, როცა ეს სუჩუმე იუნგის ხმამაღალმა სიცილმა დაარღვია, თვალები გაახილა, იუნგი კი ირონიით სავსე ღიმილით უყურებდა.
იუნგი: კარგი თუ ამიტომ მითვალთვალებდი, სასაცილოა, ახლა თუ რამე გამაცინებდა არ მეგონა, მაგრამ კარგ ხასიათზე დავდექი, წადი, მსგავსი სისულელე აღარ გავიგონო, საცოდავი ხარ - ხელი გაუშვა ჯიმინს და იქაურობას მალევე გაეცალა.

ჯიმინის pov

ეს რა ჩავიდინე, რა გავაკეთე, ახლა ამ საზიზღარს გონიაა, რომ მომწონს, მცხვენია, როგორ დავენახო ამის შემდეგ, როგორც იქნა სარკესთან მივედი, საშინლად ანერვიულებული ვიყავი, სარკეში ვიხედები და ნელნელა ვგრძნობ, რომ იმაზე მეტ შეცდომას ვუშვებ, ვიდრე მეგონა, იმაზე მეტად რთულადაა ყველაფერი ვიდრე წარმოვიდგენდი, საბოლოოდ ძალა მოვიკრიბე და კლაში დავბრუნდი.

ჯანგუკის pov

სრულიად არაფერი მადარდებდა, მშვიდად ველოდებოდი გაკვეთილის დაწყებას, ბოლოსღა მივხვდი, რომ  ქერა ბიჭი აგვიანებდა, თითქოს მის გამოჩენას ველოდი, მაინტერესებდა როგორ იყო, იმის მერე რაც დაინახა ჩემი ძმის საქციელი, მართლაც, მალევე დავინახე როგორ ჩაფიქრებულმა და გაოცებულმა შემოაღო კარები, თითქოს ვერც დამინახა, მერხს მოუახლოვდა, ნელა ადგილი დაიკავა და თვალები ერთ ადგილას ქონდა გაშეშებული.
ქუქი: მოგეწონა? ჰომ სანახაობა - სიცილს ვერ იკავებდა.
თეჰიონი: კი კარგი  დასანახი იყო  როგორ ცემს შეყვარებული შეყვარებულს.
ქუქი: ახლა ის  აღიარე, რომ  გული დაგწყდა, რადგან  ჩემი ძმის ნამდვილი სახე დაინახე - თეჰიონი გაოცებული მიშტერებოდა.
თეჰიონი: არა, საიდან მოიტანე.
ქუქი: აბა იქ რატომ იყავი? ან რატომ გაიქეცი? ჩემი ძმა მოგწონს?
თეჰიონი: არ მომწონს, დამანებე თავი.
ქუქი: აბა ვინ მოგწონს?
თეჰიონი: შენთან სალაპარაკო არ მაქ.
ქუქი: მე მაქ, ვერ დავუშვებ, ჩემი ძმის შეყვარებულს მე მოვწონდე.
თეჰიონი: რა თქვი?
ქუქი: სიმართლე, ნუ მაშტერდები, არ მომწონხარ.
თეჰიონი: არც მე მომწონხარ.
ქუქი: გინდა გაკოცო?
თეჰიონი: რაა ააქ?
ქუქი:   აქ თუ არ გინდა მაშინ...
თეჰიონი: რას ამბობ, არ მომწონხარ რამდენჯერ უნდა გაგიმეორო!
ქუქი: წეღან აქ კოცნაზე გაამახვილე მარტო ყურადღება, გრძნობების დამალვა ასე რთულად გამოგდის?
თეჰიონი: შენი ძმა მომწონს.
ქუქი: ჩამოყალიბდი, მე თუ იუნგი?

თეჰიონს ხმა აღარ ამოუღია,  მთელი გაკვეთილის განმავლობაში, ვუყურებდი, როგორ აპარებდა ჩემსკენ თვალს,  შემდეგ ისე იქცეოდა, თითქოს არც არაფერი, ზარი დაირეკა და პირველივე გაიქცა კლასიდან.

ჰობის pov

ვიცოდი სადაც იქნებოდა, შესვლას ვერ ვბედავდი, მეშინოდა, მართლაც, რომ გაანთავისუფლონ, კარებთან ვიდექი ყურს ვუგდებდი, ხმა არ ისმოდა, დავაკაკუნე, მაინც არავინ გამცა ხმა, ბოლოს კარი შევაღე და ანერვიულებული მინ ჰო დავინახე.
ჰოსოკი: შეიძლება?
მინ ჰო: ახლა არ ვარ შენთან ლაპარაკის ხასიათზე.
ჰოსოკი: მომისმინე, მადლობა, რომ დამიცავი.
მინ ჰო: კარგადაც მივიღე სამაგისოდ, ახლა ყველა ილაპარაკებს ჩემზე.
ჰოსოკი: შენც კარგად იცი, კოლეჯია, შეიძლება ასეც იყოს, მაგრამ მალევე დაავიწყდებათ ჭორები, არ ინერვიულო.
მინ ჰო: უნდა დავშორდეთ.
ჰოსოკი: რა თქვი? გაიმეორე.
მინ ჰო: დროებით,  ერთხელ მაინც გიფიქრია, შენს ნიშნებზე? საერთოდ არაფერს აკეთებ.
ჰოსოკი: ახლა ეს რა შუაშია?
მინ ჰო: იმაში, რომ ცოტახნით მინდა აღარავინ შეგვამჩნიოს ერთად, არც გაკვეთილზე და არც არსად.
ჰოსოკი: ყოჩაღ, რაც გინდოდა, ჰომ მიიღე, იუნგის დავშორდი და ახლა შენც ასე მექცევი, დროებით? არაა თავი დამანებე.
მინ ჰო: არასწორად გამიგე, უბრალოდ მინდა  სწავლა დაიწყო, ამასობაში დროც გავა, ყველაფერი დაწყნარდება.
ჰოსოკი: არა, ახლა ვხვდები, რომ შენც ერთი დიდი ტყუილი ხარ, აღარ მინდა შენი დანახვა, კარგად იყავი.

ჯიმინის pov

შეშინებული მე კოლეჯის გასასვლელთანაც ვერ ვბედავდი მისვლას, ყოველი ნაბიჯის გადადგმის მეშინოდა. ნაბიჯს ავუჩქარე მაგრამ რაღაც ხმა მომესმა, მინდოდა ყურადღება არ მიმექცია, მაგრამ ჩემსკენ მაღალი ბიჭი წამოვიდა, ფართედ იღიმოდა, თან ხელს მიქნევდა, მის გვერდით იუნგი დავინახე, წამით გაქცევა ვამჯობინე, მაგრამ მაინც გავჩერდი,  ბიჭი მომიახლოვდა და ძალიან მსუბუქად მომესალმა.
ნამჯუნი: ჰეი, გამარჯობა , მე ნამჯუნი ვარ, კიმ ნამჯუნი, აქ სწავლობ? აქამდე არ შემხვედრიხარ, მერამდენე კურსზე ხარ?
ჯიმინი: მე ჯიმინი ვარ, კი ახალი ვარ.
ნამჯუნი: გამოვიცნობ, მეორე კურსზე ხარ?
ჯიმინი: არა პირველზე, იცი მეჩქარება.
ნამჯუნი:  არა, გაჩერდი კიდევ ცოტახანი.
ჯიმინი: არ ვიცი - გვერდით გავიხედე და თეჰიონი დავინახე, რომელიც სწრაფი ნაბიჯებით  მირბოდა კოლეჯის კიბეებზე, იუნგიმ დაინახა და გაეკიდა.
ნამჯუნი: რამე მოხდა? იქით იხედები.
ჯიმინი: არა არაფერი, სახლისკენ უნდა წავიდე.
ნამჯუნი: გაგაცილებ, თუ წინააღმდეგი არ ხარ.
ჯიმინი: არ ვიცი,  წამოდი იქით წავიდეთ.
ახლა უკვე მათი საუბარი კარგად ისმოდა.

იუნგი: თეჰიონ, დამელოდე, ნუ მირბიხარ, უბრალოდ დამელაპარაკე.
თეჰიონი: იუნგი, არაფერი გაქ ჩემთვის ასახლსნელი, ეს შენი ცხოვრება და ის ბიჭიც შენი შეყვარებული იყო, მე არაფერ შუაში ვარ, არ მინდა ამის გახსენება.
იუნგი: არა, გაჩუმდი, მომისმინე, არ მინდა ასეთი გეგონო, უბრალოდ შენ ძალიან საყვარელი ადამიანი ხარ,  მთელი დღე ვფიქრობდი გუშინაც და დღესაც შენთან ერთად გატარებულ ერთ საათზე, არ მინდა ასეთი გეგონო, მაპატიე, რომ ამის დანახვა მოგიწია.
თეჰიონი: ნუთუ მინ იუნგი მე ბოდიშს მიხდის.
იუნგი: კი,  არ ვარ ასეთი,  თეჰიონ მე მართლა გამუდმებით შენზე ვფიქრობ.
თეჰიონი: არ მჯერა, ჯერ კიდევ დილით მათზე ეჭვიანობდი, ახლა კი მეუბნები, რომ მთელი ეს დღე ჩემზე ფიქრობდი.
იუნგი: როგორ დაგიმტკიცო?
თეჰიონი: რა უნდა დამიმტკიცო? არ ვიცი, არ მინდა, მეშინია.
იუნგი: ჩემი გეშინია?
თეჰიონი: კი, აქამდე არ გიცნობდი, მაგრამ კარგი არაფერი გამიგია შენზე.
იუნგი: რატომ, უსმენ სხვებს? იქნებ სხვანაირი შთაბეჭდილებაც შეგექმნას?
თეჰიონი: დამატებული, ის რაც დღეს ვნახე?
იუნგი: სისულელეა ამდენი ახსნა.
თეჰიონი: რას გულისხმობ? - იუნგიმ ჩემსკენ გამოიხედა, დაინახა როგორ მივჩერებოდით, მეც და ნამჯუნიც.
შევამჩნიე, რომ ირონიული ღიმილით შემოგვხედა, შემდეგ თეჰიონს მიუტრიალდა.
იუნგი: ძალიან მომწომხარ - ხელები თეჰიონს სახესთან შეუცურა, ძალიან სწრაფად და ნაზად, მოულოდნელად მის ტუჩებს, ტუჩებით შეეხო, რაზეც ვერც მან გაუწია წინააღმდეგობა, კოლეჯის შესასვლელში იდგნენ თეჰიონი და იუნგი, მათ შორის მხოლოდ მე ვერ ვგრძნობდი ვერანაირ კავშირს, თუმცა ისინი მთლიანად ვნებაში დაკარგულნი ვერავის ამჩნევდნენ გარშემო.

ჩემს მეორე ჯიმინს, მოსწონდა ის, რომ ყველაფერი კარგად გამოსდიოდა, ხოლო ნამდვილი მე, გაოგნებული იყო, რატომ სტკენდა გულს ეს კოცნა? რატომ სურდა ახლა თეჰიონის ადგილას თითონ ყოფილიყო, ამ კითხვებზე პასუხს ვერ ვპოულობდი, მაგრამ გული შიგნიდან მთლიანად მეწვოდა, ვეღარც ადგილიდან ვინძრეოდი, თუმცა ამის ყურება უკვე აღარ შემეძლო, ნამჯუნი მელაპარაკებოდა, მაგრამ მისი ლაპარაკი არ მესმოდა, ბოლოს გამოვფხიზლდი, როცა ჯანგუკის ხმა გავიგონე.
ქუქი: გეძებდით, იუნგი სადაა? - გვერდით გაიხედა და სანახაობით  ისიც ადგილზე გაშეშდა.

მხოლოდ ჯანგუკმა იცოდა ახლა, რომ მათი კოცნა, მისთვის საშინელი სანახავი იყო, რომ მათი ერთად დანახვა  რაღაც გაურკვეველ გრძნობას იწვევდა მაში და მე შევამჩნიე შემთხვევით, ძალიან ბუნდოვნად, რომ ჯანგუკსა და თეჰიონს რაღაც აკავშირებდათ, რაღაც გაურკვეველი, რთული და საიდუმლო.

You are reading the story above: TeenFic.Net